16 მაისი 2024, 19:07 / სანდო წყარო

ტიტე აროშიძე: ჩვენ გვებრძვიან ულტრა და ფსევდოლიბერალური განწყობის უცხო ძალები

ტიტე აროშიძე

ტიტე აროშიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მორიგ პლენარულ სხდომაზე განცხადებით გამოეხმაურა:

„თუკი საგნობრივ განხილვაში შევლენ, ჩვენ მზად ვართ ამ საგნობრივი განხილვისთვის. ვხედავთ, როგორ სურთ ჩამოშალონ ის ინსტიტუტები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყნის ეკონომიკაზე. დღეს, მიზანმიმართულად ურტყამენ სებ-ს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, იმის გამო თითქოს ვერ ინარჩუნებს კურსს. ვხედავთ, როგორი ბულინგი მიდის მსხვილ ბიზნესზე, ანუ ბიზნესზე, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოში ინვესტიციებსა და ეკონომიკის კეთებაზე. როგორ შეიძლება დღეს, ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა „ანაგი“, „საქართველოს ბანკი“, „ორბი“, ებრძოლო იმის გამო, რომ არ უერთდებიან აქციებს. მაგრამ სწორედ ეს არ აწყობთ და ეს არის ის გარემოება, რომელიც ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას.

ჩვენ გვებრძვიან ულტრა და ფსევდოლიბერალური განწყობის უცხო ძალები. გუშინ, აქციაზე ვნახეთ, გათხოვილი მამაკაცი როგორ მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს, რომ ეკლესიით არ შეიძლება დემოკრატია აშენდეს, არ შეიძლება მართლმადიდებლობით დემოკრატია აშენდეს და მოუწოდებს ყოველგვარი კონსტიტუციის და კონვენციის ნორმის დარღვევით. პირადად მე, სულაც არ მიმაჩნია შემთხვევითობად, გუშინ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, რობერტ ფიცოზე თავდასხმა. სწორედ სლოვაკეთმა და უნგრეთმა მიიღეს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია და სწორედ ეს ქვეყნები გვიჭერენ მხარს.

საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირ უარი თქვა კონსტიტუციური მუხლების შესრულებაზე, უარი თქვა და განაცხადა, რომ ის არასოდეს შევა კანონის განხილვაში, მიუხედავად იმისა, რომ ამას კონსტიტუცია ავალდებულებს. თუკი კანონი ვეტოთი დაბრუნდება, აუცილებელია ის წარმოდგენილი იყოს შენიშვნებითურთ. სხვა შემთხვევაში, უნდა იყოს თანხმობა და ხელმოწერილი შესაბამისი კანონი.

მადლობა მინდა გადავუხადო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თავისი რწმენით გავიდნენ იმ აქციებზე. რეალურად სჯერათ, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებენ და ძალიან ხშირად ვნახულობთ, თუნდაც სოციალურ ქსელებში, რომ იმ აქციებზე არ აზიანებენ რაიმეს, ცდილობენ კონფლიქტში არ შევიდნენ მათთან, ვინც კონფლიქტში შედის. ესენი არიან ახალგაზრდები, ჩვენი ქვეყნის შვილები, და, რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ მათ აზრს.

რა თქმა უნდა, დაუშვებელია პარლამენტის კედლების, ინფრასტრუქტურის მტვრევა, დაზიანება. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა მოქალაქეებზე, ასევე პოლიციელებზე, რომლებიც იცავენ მათ. ახალგაზრდებმაც პატივი უნდა სცენ იმ ახალგაზრდების აზრს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს კანონი სწორია.

არა რუსეთს! ჩვენ, თავისთავად, არ მივიღებთ არაფერს რუსულს, და არც ერთი სხვა ქვეყნისას, რომელიც ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს ქვეყანას, კულტურას და ტრადიციებს დააზიანებს. წინ ევროპისაკენ, ჩვენი ქართული კულტურით, ღირსებით და ტრადიციებით“, - აღნიშნა ტიტე აროშიძემ.

ყველა სიახლე

კრის ჰემსვორთი

25 მაისი 2024, 08:30

კულტურა

კრის ჰემსვორთს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ავსტრალიელ მსახიობს კრის ჰემსვორტს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბენ აფლეკი
ჯენიფერ ლოპესი

25 მაისი 2024, 08:00

ტაბლოიდი

საზოგადოებაში ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის დაშორების შესახებ ჭორები ვრცელდება - რას პასუხობს ლოპესი ჟურნალისტის შეკითხვას

უკვე ბევრი ადამიანი ლაპარაკობს ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე თუმცა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო ამის შესახებ მომღერალ და მსახიობ ჯენიფერ ლოპესისთვის კითხვა დაესვა.

25 მაისი 2024, 02:30

მსოფლიო

The Washington Post: თანამგზავრით მართვადი ამერიკული საბრძოლო მასალის ნაწილი უძლური აღმოჩნდა ჩახშობის რუსული ტექნოლოგიის წინააღმდეგ, რის გამოც უკრაინამ შეწყვიტა შეიარაღების გარკვეული სახეობის გამოყენება

უკრაინაში, თანამგზავრით მართვადი ამერიკული საბრძოლო მასალის ნაწილი უძლური აღმოჩნდა ჩახშობის რუსული ტექნოლოგიის წინააღმდეგ, რის გამოც უკრაინამ შეწყვიტა დასავლეთის მიერ მოწოდებული შეიარაღების გარკვეული სახეობის გამოყენება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 მაისი 2024, 01:28

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინს არა მხოლოდ სურს მშვიდობის სამიტის ჩაშლა და ამისთვის ყველა ღონეს ხმარობს, არამედ ეშინია იმის, თუ რა შედეგების მოტანა შეუძლია სამიტს

პუტინს არა მხოლოდ სურს მშვიდობის სამიტის ჩაშლა და ამისთვის ყველა ღონეს ხმარობს, არამედ ეშინია იმის, თუ რა შედეგების მოტანა შეუძლია სამიტს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჯიმ ობრაიენი

25 მაისი 2024, 00:45

პოლიტიკა

ჯიმ ო'ბრაიენი: ბლინკენის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალს განვმარტავ - სანქცირებულთა სიას არ ვაქვეყნებთ

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ არ გამოქვეყნდება იმ პირთა სია, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ.

გიორგი ზერეკიძე

25 მაისი 2024, 00:21

პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ლიბერალების რეაქციაზე: ორმაგად ტრაგიკომიკურია, რომ ეს ხალხი იბრალებს პროევროპელობას, ჰუმანიზმს, ლიბერალიზმს და ყველა ამ იდეას ფეხქვეშ თელავს

როგორც გიორგი ზერეკიძე აღნიშნავს, ასე იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაცები.მისივე თქმით, მათი მეთოდები არ შეცვლილა, არც მათი ამომრჩევლის ვნებები, უბრალოდ ძალაუფლება აღარ აქვთ და ისღა დარჩენიათ, ფეისბუქზე ზიზღის გავრცელებით სცადონ შანტაჟი.

24 მაისი 2024, 23:43

მსოფლიო

ნატოს სამიტი 2025 წელს ჰააგაში გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2025 წლის ზაფხულში ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გაიმართება.

ოლაფ შოლცი

24 მაისი 2024, 23:33

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: გერმანია ამჟამად არ გეგმავს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია ამჟამად არ გეგმავს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას.

სავალან მირზოევი

24 მაისი 2024, 22:59

პოლიტიკა

სავალან მირზოევი: საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც - აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, საქართველოსთვის!

არაერთხელ მქონია ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრს, არც ვიზის პრობლემა მექნებოდა, მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, ამერიკა მენახა. რატომ? იმიტომ, რომ მე სხვა სურვილები მაქვს, სხვაგან მინდა მოგზაურობა და ეს „სხვაგან“ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლოა. ჰო, მანჰეტენზე გასეირნებას, სოხუმის ქუჩებში სეირნობა მიჯობს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში წერს.

24 მაისი 2024, 22:57

მსოფლიო

აშშ-მა უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

24 მაისი 2024, 22:22

მსოფლიო

მაკრონი: პუტინი მზად არ არის მშვიდობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არ არის მშვიდობისთვის.

24 მაისი 2024, 21:39

საზოგადოება

106 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან და 33 წელი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან - მზადება 26 მაისისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, მრავალფეროვანი პროგრამა და თემატური აქტივობები დილიდან დაიწყება.

დიმიტრი ხუნდაძე

24 მაისი 2024, 21:29

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: თავიდანვე იყო განსაზღვრული საქართველოს როლი - ის უნდა ჩართულიყო ომში და ამიერკავკასიაში უნდა ყოფილიყო დამატებითი სისხლის დამცლელი რუსეთისათვის

დასავლეთი გვინდა, მაგრამ სუვერენიტეტის დათმობა არ გვინდა. არ გვინდა არა მხოლოდ განწყობების დონეზე, არამედ იმიტომ, რომ ეს არის დიდი საფრთხე, - აღნიშნა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების მუქარას გამოეხმაურა. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ორმაგი სტანდარტები მიუღებელია და მითითებები, რომ საქართველო დათმობაზე უნდა წავიდეს, დაუშვებელი, მით უმეტეს, რომ ხუნდაძის თქმით, ეს „დათმობები“ ქვეყნის სუვერენიტეტს შეუქმნის საფრთხეს.

24 მაისი 2024, 21:18

მსოფლიო

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო: ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო შეტევა და ნებისმიერი სხვა ქმედება რაფაჰში

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ქალაქ რაფაჰში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

რატი ბრეგაძე

24 მაისი 2024, 21:08

სამართალი

რატი ბრეგაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნის ინტერესების ყველა ღირსეულ მცველს, რომელმაც ცილისწამებისა და ტყუილისგან დაიცვა საქართველოს მოსახლეობა

მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნის ინტერესების ყველა ღირსეულ მცველს, რომელმაც ცილისწამებისა და ტყუილისგან დაიცვა საქართველოს მოსახლეობა, - წერს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

შოთა ხაბარელი

24 მაისი 2024, 21:08

პოლიტიკა

შოთა ხაბარელი: ახლა მაინც ხვდებით, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოგახვიეს თავს სხვა ქვეყნების აგენტებმა? ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგებით სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების დაბრუნების შანსებზე გაბრძოლეს, მოგატყუეს

როგორც ხაბარელი სოციალურ ქსელში წერს, ის ახალგაზრდები, რომლებიც აქციებზე დადიოდნენ, უნდა მიხვდნენ, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოახვიეს თავს სხვა ქვეყნის აგენტებმა. მისივე თქმით, რადიკალები სწორედ ახალგაზრდების გამოუცდელობით სარგებლობენ.

24 მაისი 2024, 21:05

სპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე - რა უნდა იცოდეს საქართველოს ნაკრების გულშემატკივარმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთი გზის ღირებულება 195 ევრო იქნება და მისი შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. გარდა ამისა, სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის, ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს.

ლაშა ბასლანძე

24 მაისი 2024, 20:47

პოლიტიკა

ლაშა ბასლანძე ბიზნესმენების მიმართ ბულინგის კამპანიაზე: ეს რაღაც ნეოლიბერალიზმია, რომელიც უკვე ფაშიზმშია გადასული

ეს რაღაც ნეოლიბერალიზმია, რომელიც უკვე ფაშიზმშია გადასული, - ამის შესახებ რესტორან „ქვევრის“ მფლობელმა ლაშა ბასლანძემ ბიზნესმენების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ ბულინგის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

24 მაისი 2024, 20:24

მსოფლიო

პუტინი Reuters-ის სტატიას ეხმაურება და მოლაპარაკებების განახლების პირობებს ასახელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სურს, „დაე, დაბრუნდეს“.

24 მაისი 2024, 20:15

ეკონომიკა

ჩინურმა სატვირთო ავტომობილებმა ევროპაში ტვირთის სატრანზიტო გადაზიდვა საქართველოს გავლით დაიწყეს

ყაზახეთმა და ჩინეთმა კურიკის ყაზახური პორტიდან ბაქოში და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ევროპაში ტვირთის სატრანზიტო ავტოგადაზიდვა საცდელ რეჟიმში დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.