18 მაისი 2024, 14:50 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ჰქვია ამას, თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში? შეურაცხყოფაა, აბა რა არის?

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ და ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ჰქვია ამას, თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში? შეურაცხყოფაა, აბა რა არის? , - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„ყველამ იხილეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი. ჩამოვიდნენ, ამ ადამიანებს შეხვდა პრემიერიც, მგონი, პარლამენტის თავმჯდომარეც და გაიმართა ეს დისკუსიები. ცალკე შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ამ ყველაფრის მიუხედავად ეს ადამიანები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ჰქვია ამას, თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში? შეურაცხყოფაა, აბა რა არის? თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელ საქართველოს. მიუღებელია, რომ ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიპლომატი - ეს არის დაუწერელი კანონი, წითელი ხაზი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, როცა ეს ადამიანები გამოდიან და ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან, ეს არის მიუღებელი.

„რა გვერდში დგომა? ეს არის უხეში ჩარევა, დარღვევა საერთოდ ყველაფრის, და ამ დროს გველაპარაკებიან მეგობრობაზე? მოეწონებოდათ მაგ ადამიანებს, ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი რომ ჩავიდეს და გამოვიდეს მათი ოპოზიციის მიტინგზე? ჰგონიათ, არაფერი აქვს სათქმელი მათ ოპოზიციას იქ ქვეყნის შიგნით? ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდება მათ ქვეყნებში, მაგრამ არ ვერევით მათი ქვეყნების შიდა საქმეებში. რატომ აძლევენ თავს ამდენის უფლებას? პრობლემა არის შემდეგი: ეს დამოკიდებულება, რომ თქვენ ვინ ხართ საერთოდ, საქართველო როგორ ბედავს ამდენ რამეს - ეს დამოკიდებულება აქვთ. უფრო მეტს გეტყვით, ერთი ძალიან კარგი ევროპელი კოლეგა, სახელს და გვარს ვერ ვიტყვი, მეუბნებოდა, როცა გავუზიარე ჩემი გულისტკივილი, როცა ორი წლის წინ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, შემდეგ შედარებითი ანალიზი გავაკეთე და ვუთხარი - როგორ შეიძლება საქართველო დააყენო უკრაინაზე და მოლდოვაზე უკან, როცა წინ ვართ ათი თავით - იცით, რა მითხრა? ჩემთვის ეს ძალიან ნიშანდობლივი იყო და ეს ქვეყანა მანამდე საბჭოთა კავშირის სოციალისტურ ბლოკში იყო. მან მითხრა, რომ ჩვენი ქვეყანა როცა წევრიანდებოდა, მუხლებზე იყო დაჩოქილი, ყველაფერს უსიტყვოდ ვასრულებდით და ყველა პირობაზე ვთანხმდებოდითო, ხოლო თქვენ როცა გამოხატავთ პოზიციას, ეს არის მიუღებელი ბრიუსელისთვის, ბიუროკრატებისთვის, რომლებიც არ არიან მიჩვეული ამ ბარიერებს. მათ უნდათ, რომ მოვიდეს დავალება, ინსტრუქცია და ჩვენ უნდა შევასრულოთ. ასე არ შეიძლება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

22 ივნისი 2024, 02:29

მსოფლიო

The New York Times: იმის შიშით, რომ ჯარში გაწვევა ცალმხრივი ბილეთია სისხლისმღვრელი პოზიციური ომისკენ, უკრაინელი მამაკაცები სახლებში იმალებიან, რათა თავი აარიდონ ქუჩებში მოხეტიალე ოფიცრებს

იმის შიშით, რომ ჯარში გაწვევა ცალმხრივი ბილეთია სისხლისმღვრელი პოზიციური ომისკენ, უკრაინელი მამაკაცები სახლებში იმალებიან, რათა თავი აარიდონ ქუჩებში მოხეტიალე გასაწვევი პუნქტის ოფიცრებს, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი.

კიმ ჩენ ინი ვლადიმირ პუტინი

22 ივნისი 2024, 01:26

მსოფლიო

The Wall Street Journal: რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ცივი ომის პერიოდის სამხედრო პაქტის აღორძინებამ შეაშფოთა აშშ და მისი მთავარი აზიელი პარტნიორები

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ცივი ომის პერიოდის სამხედრო პაქტის აღორძინებამ შეაშფოთა აშშ და მისი მთავარი აზიელი პარტნიორები, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი.

იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენი

22 ივნისი 2024, 00:56

მსოფლიო

The Washington Post: ბაიდენის ადმინისტრაცია ნატოს მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთი აძლიერებს საბოტაჟისა და ჰიბრიდული ომის ფარულ კამპანიას უკრაინის მომხრეების წინააღმდეგ

ბაიდენის ადმინისტრაცია ნატოს მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთი აძლიერებს საბოტაჟისა და ჰიბრიდული ომის ფარულ კამპანიას უკრაინის მომხრეების წინააღმდეგ, - წერს ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი.

22 ივნისი 2024, 00:08

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ირაკლი კოპლატაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს - მან სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა

ირაკლი კოპლატაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს - მან სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

21 ივნისი 2024, 23:44

პოლიტიკა

ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 33 წლის განმავლობაში საქართველომ მრავალი განსაცდელი გაიარა, მათ შორის, ოთხი ომი და სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მეგობრების მხარდაჭერას.

გიორგი გამსახურდია

21 ივნისი 2024, 23:35

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: ყველაფერ ნეგატიურს აქვს თავი მოყრილი ამ ქალში

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ელჩებისადმი მიმართვას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“.

მიხეილ ყაველაშვილი

21 ივნისი 2024, 23:23

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია, თუმცა პოლიტიკური სიტუაციის არევის რესურსი არ აქვს

დღეს, ასეთ კარგ განწყობაზე მყოფებს, რადგან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა და ყველა ეიფორიაშია, მაინც სალომე ზურაბიშვილის არასწორ განცხადებებსა და ქმედებებზე რომ გვიწევს კომენტარის გაკეთება, ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

21 ივნისი 2024, 23:12

LIVE ისრაელი

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აბსოლუტურად აუცილებელი იყო თეთრი სახლის საჯაროდ გაკრიტიკება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საჯარო კრიტიკა აშშ-ის მიმართ მიმდინარე კვირის დასაწყისში აბსოლუტურად აუცილებელი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გიორგი დონაძე

21 ივნისი 2024, 22:54

საზოგადოება

გიორგი დონაძე: საზოგადოება „ქართული“ ორიენტირებულია, რომ შევინარჩუნოთ ის ტრადიციები, რაც ჩვენ ოდითგან მოგვდგამს - ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია

საზოგადოება „ქართული“ ორიენტირებულია იმაზე, რომ შევინარჩუნოთ ის ჯანსაღი ტრადიციები რაც ჩვენ ოდითგან მოგვდგამს, - ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი დონაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

ალეკო ელისაშვილი

21 ივნისი 2024, 22:34

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: რით არის „ნაციონალური მოძრაობა“ საშიში - ერთად ვსხედვართ 4 წელია პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩიათ ჩემთვის

რით არის „ნაციონალური მოძრაობა“ საშიში - ერთად ვსხედვართ 4 წელია პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩიათ ჩემთვის, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ედიშერ გვენეტაძე

21 ივნისი 2024, 22:27

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე: ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისთვის

ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისთვის.

21 ივნისი 2024, 22:27

LIVE ისრაელი

გაეროში ირანის მისია: „ჰეზბოლას“ აქვს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი თავი და ლიბანი ისრაელისგან

გაეროში ირანის მისია აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ აქვს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი თავი და ლიბანი ისრაელისგან.

21 ივნისი 2024, 22:26

ეკონომიკა

მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში კერძო ენერგოსექტორის წახალისებას ემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავრობა სექტორს მხარდაჭერის ახალ რეგულაციას სთავაზობს. მიზანი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებაა.

21 ივნისი 2024, 22:23

სამართალი

პროკურატურა ვარკეთილში მომხდარ ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულებს ბრალდებას დაუმძიმებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა 19 წლის შ.ი.-ს ხელებით და ფეხებით თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმები მიაყენეს. დაზარალებული უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად, 21 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა“.

ისრაელ კაცი

21 ივნისი 2024, 22:16

LIVE ისრაელი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი არ დაუშვებს, რომ „ჰეზბოლას“ ტერორისტულმა ორგანიზაციამ გააგრძელოს თავდასხმა ისრაელის ტერიტორიასა და მოქალაქეებზე - ჩვენ მალე მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებებს

ისრაელი არ დაუშვებს, რომ „ჰეზბოლას“ ტერორისტულმა ორგანიზაციამ გააგრძელოს თავდასხმა ისრაელის ტერიტორიასა და მოქალაქეებზე - ჩვენ მალე მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებებს, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

ნათია იოსელიანი

21 ივნისი 2024, 22:10

პოლიტიკა

ნათია იოსელიანი: ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, როდესაც არჩევნების მოდერნიზება არის გადამწყვეტ ეტაპზე, კვლავ გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია

„ჩვენთვის გაუგებარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთებული არასწორი შეფასებები და ცრუ ბრალდებები საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით. ვეტო მისი პრეროგატივაა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია არის კოლეგიური ორგანო. საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები როგორც წარსულში, ასევე მომავალში იქნება კანონთან შესაბამისი“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

მელანი ჯოლი

21 ივნისი 2024, 22:05

LIVE ისრაელი

ისრაელური მედია: კანადა ლიბანიდან თავისი მოქალაქეების მასიურ ევაკუაციას ამზადებს, თუ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის სრულმასშტაბური ომი დაიწყება

კანადა ლიბანიდან თავისი მოქალაქეების მასიურ ევაკუაციას ამზადებს, თუ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის სრულმასშტაბური ომი დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

გია აბაშიძე

21 ივნისი 2024, 22:04

პოლიტიკა

გია აბაშიძე: აგენტოკრატიის მონა, კონსტიტუციის დამრღვევი, ხალხთან დაპირისპირებული ე.წ. პრეზიდენტი კრიმინალურ ელემენტად იქცა - ჩვენს ელჩებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს

აგენტოკრატიის მონა, კონსტიტუციის დამრღვევი, ხალხთან დაპირისპირებული ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრიმინალურ ელემენტად იქცა - ჩვენს ელჩებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს, - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ელჩების მისამართით გაკეთებულ განცხადებას - “ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა.”

21 ივნისი 2024, 21:44

საზოგადოება

„ჯივიპი“: მიმდინარეობს მაგისტრალური მილის შიდა სკანირება და დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება, სამუშაოების დასრულება 4 დღეშია დაგეგმილი

„სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს“.

სოზარ სუბარი

21 ივნისი 2024, 21:43

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლენაა ის განცხადებები, რომ თითქოს ჩინური ინვესტიციები საქართველოში უარყოფითი ნიშნის მატარებელია

სამწუხაროა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამერიკიდან ერთი სერიოზული ინვესტიცია არ შემოსული საქართველოში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.