18 მაისი 2024, 20:11 / სანდო წყარო

სვიმონ ჯანგულაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: უსირცხვილო კაცი. რა მიღწევა არ აქვს ბოროტებაში და ახლა მუსიკალურ-კომპოზიციური იდეის პლაგიატიც დაიმატა დანაშაულთა ჩამონათვალში

სვიმონ ჯანგულაშვილი

სვიმონ ჯანგულაშვილი

საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი სვიმონ ჯანგულაშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, სადაც სააკაშვილი საქართველოს ჰიმნის შექმნის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ჰიმნის ტექსტში სწორედ მან ჩაწერა სიტყვები: "თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდებას; დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება".

სვიმონ ჯანგულაშვილი თავის პოსტში აღნიშნავს, რომ ჰიმნის შესარჩევად კონკურსი ჩატარდა, რომელშიც კეჭაყმაძის ორმა ნამუშევარმა გაიმარჯვა - მისმა ორიგინალურმა მუსიკამ და კეჭაყმაძის მიერ დამუშავებულმა ფალიაშვილმა. კომისიის და თავად კეჭაყმაძის გადაწყვეტილებით, დღევანდელი ჰიმნი აირჩა, ხოლო ტექსტი დავით მაღრაძემ შექმნა.

ჯანგულაშვილის თქმით, პლაგიატური პოსტით გაქნილმა აფერისტმა და სისხლიანმა ავტორიტარმა სააკაშვილმა, მიითვისა გარდაცვლილი გენიალური კომპოზიტორის იდეა - ფალიაშვილის მუსიკა გადაქცეულიყო ჰიმნად, შეერთებულიყოაბესალომისა” და „დაისის” ფრაგმენტები.

„მიშა - გენიოსი; მიშა -ბეთჰოვენი; მიშა, როგორც ქართველი კომპოზიტორების სტალინი, უფრო სწორედ - მუსიკალური პლაგიატორი. რეებს სწერს? რა აფერისტია ტიპი. ყველა მუსიკოსს გვახსოვს - მაშინ ჰიმნის შესარჩევად კონკურსი ჩატარდა, რომელშიც კეჭაყმაძის ორმა ნამუშევარმა გაიმარჯვა - მისმა ორიგინალურმა მუსიკამ და კეჭაყმაძის მიერ დამუშავებულმა ფალიაშვილმა. და კომისიის და თავად კეჭაყმაძის გადაწყვეტილებით, დღევანდელი ჰიმნი აირჩა. ტექსტი დავით მაღრაძემ შექმნა. თუმცა, წლების მანძილზე არ აძლევდნენ ჰონორარს ბატონ სოსოს და ბოლოს კობა სუბელიანმა ძალიან იაქტიურა, რომ მიეცათ და პასუხად ბატონმა სოსომ განაცხადა, რომ სამშობლოს ჰიმნის შექმნისთვის არ აიღებდა ჰონორარს (Grigory Gavrilets მადლობა, რომ შემახსენე). ჰიმნის ვარიანტების წარდგენის გამო, საკონკურსო კომისიის წევრი ბიძინა კვერნაძე ხუმრობით „ჰიმნოზავრს” ეძახდა სოსო კეჭაყმაძეს. ამ ყველაფერს ჰყვებოდნენ ბიძინა კვერნაძე, ანზორ ერქომაიშვილი და კომისიის სხვა წევრები… გამარჯვებული მეორე ნაწარმოები კი, პატრიარქისა და კეჭაყმაძის გადაწყვეტილებით, ეკლესიის ჰიმნად იქცა და სამების ტაძრის გახსნაზე შესრულდა ეზოში, გაერთიანებული გუნდის მიერ (იღუმენია ქეთევან კოპალიანის ტექსტით). ანუ, ამ პლაგიატური პოსტით, გაქნილმა აფერისტმა და სისხლიანმა ავტორიტარმა სააკაშვილმა, მიითვისა გარდაცვლილი გენიალური კომპოზიტორის იდეა - ფალიაშვილის მუსიკა გადაქცეულიყო ჰიმნად, შეერთებულიყოაბესალომისა” და „დაისის” ფრაგმენტები. კეჭაყმაძის დამსახურება მიიწერა ტიპმა. თან მისი გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ. “აბესალომიდანფანფარებიც ამან დაამატებინა ნეტა კეჭაყმაძეს? და ორკესტრობა შეუკვეთა? რა გამოდის - კეჭაყმაძე გამოჰყავს შეკვეთით გამაორკესტრებლად. არადა, ყველამ ვიცით, რომ კეჭაყმაძე უმთავრესად საგუნდო მუსიკას წერდა და თუ მხოლოდ პრეზიდენტის იდეის ხორცშესხმა იყო საჭირო, ანუ ფალიაშვილის გადაკეთების იდეა თუ არსებობდა და მისი არანჟირება-გაორკესტრება თუ იყო მხოლოდ საჭირო, ამისთვის კეჭაყმაძეს არავინ დაუძახებდა, ვერც გაუბედავდნენ - მოდი, გააორკესტრე და არანჟირება გააკეთეო. და არც თავად დათანხმდებოდა მუსიკალურ „მალიარობას” - სხვისი მონახაზის შეღებვას საორკესტრო ფერებით (სააკაშვილის სიტყვებით, ასე გამოდის). არანჟირების დიდოსტატი იყო კეჭაყმაძე და როგორმე სხვანაირად გააკეთებდა მაშინ არანჟირებას. იმისთვის კი, რასაც აქ სააკაშვილი სწერს, სხვას დაუძახებდნენ. თუნდაც ნიკოლოზ რაჭველს ამ ვახტანგ კახიძეს. უსირცხვილო კაცი! რა მიღწევა არა აქვს ბოროტებაში და ახლა მუსიკალურ-კომპოზიციური იდეის პლაგიატიც დაიმატა დანაშაულთა ჩამონათვალში… დიდება თავისუფლებას! საქართველოს დიდება! კეჭაყმაძეს და ფალიაშვილს, ქართულ მუსიკას დიდება! ამ სისხლიან ავტორიტარს და პლაგიატორს და მის მიმდევართ კი, სირცხვილი! Kato Kechakmadze Manana Kordzaia Rusudan Tsurtsumia ხომ გახსოვთ ეს ამბები არა? P.s. მუსიკოლოგმა და დირიჟორმა Shio Abra -მ შეგვახსენა: ჰიმნის ნიმუშები კონკურსზე ბატონ სოსოს 1998 წელს წარუდგენია ჯერ კიდევ. ასე რომ, მიშა და ქალბატონი გიული ნამდვილად არაფერ შუაშია.“-წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.

ყველა სიახლე

17 ივნისი 2024, 23:38

საზოგადოება

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ კურდღლის ნიღაბი მორგებული

„ვინ ვინ არის?“ სამი თვის განმავლობაში მთავარი კითხვა იქნება. დეტექტივის როლს კი „იმედის“ მაყურებელი ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე მოირგებს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 12 კონკურსანტი „დეტექტივ-ჟიურის“ წინაშე სცენაზე შენიღბული გამოვა და მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენს.

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:59

მსოფლიო

სტოლტენბერგი: შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:24

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე.

17 ივნისი 2024, 22:01

სპორტი

ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ანალენა ბერბოკი

17 ივნისი 2024, 21:21

მსოფლიო

ბერბოკი: თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, პუტინის ჯარი პოლონეთის საზღვართან შეიძლება აღმოჩნდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროპისთვის სერიოზული შედეგების შესახებ ისაუბრა, თუ უკრაინა არ მიიღებს საკმარის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად.

17 ივნისი 2024, 20:27

საზოგადოება

ხელფასის მატების გარეშე საჯარო სკოლის არცერთი მასწავლებელი არ დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელფასის მატების გარეშე საჯარო სკოლის არცერთი მასწავლებელი არ დარჩება - ეს განათლების მინისტრის დაპირებაა. გადაწყვეტილება ანაზღაურების ზრდის შესახებ ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა და ჯამში 52 ათას ადამიანს შეეხება.

17 ივნისი 2024, 20:21

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდ ევროპულ საფეხბურთო ფორუმზე თავის გზას იწყებს - პირველ სადებიუტო მატჩამდე 24 საათი რჩება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი გერმანიიდან

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები უკვე დორტმუნდშია. ფეხბურთელები საბრძოლო განწყობაზე არიან და ამბობენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩასულან. მეტიც, უნდათ „ევრო 2024“ - ზე ქართული კვალი დატოვონ.

17 ივნისი 2024, 20:11

მსოფლიო

გერმანიაში, სამართალდამცველებმა 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს

გერმანიაში, სამართალდამცველებმა 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

17 ივნისი 2024, 20:10

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე გახარიას „ლელოსთან” თანამშრომლობის სურვილზე: ათასი სისაძაგლე მიიზილა გახარიამ პოლიტიკური ჯგუფისგან, ვისაც ახლა უვაზელინოდ ეტენება, შეიძლება სულ არ სიამოვნებს, მაგრამ ასე უთხრეს „დიდმა ძმებმა” და რა ქნას, ასეთია მონის ბედი!

ამ კაცზე მეტად უთავმოყვარეო, პატივაყრილი პოლიტიკოსი, მეორე არ ჰყავს ოპოზიციას, - ასე აფასებს „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მისთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური პარტნიორი „ლელოა”.

ნათია სონღულაშვილი

17 ივნისი 2024, 20:05

საზოგადოება

ნათია სონღულაშვილი: „იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად

„იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად, - ასე ეხმიანება „ქრონიკის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია სონღულაშვილი „ტელეიმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომლის თამარ შარიქაძის განცხადებას.

17 ივნისი 2024, 19:56

საზოგადოება

„ჯივიპი“ მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და დაზიანებული ქსელის ლოკალურად შეკეთება. სამუშაოების პროცესის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას კომპანია ხვალ, 18 ივნისს, დატერასების სამუშაოების დაწყების შემდეგ შეძლებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

17 ივნისი 2024, 19:55

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: მოფიქრება არ გინდა ერთმანეთის მაგინებელი, მლანძღველი და მტრულად განწყობილი პარტიები თუ სუბიექტები ერთად რომ დააყენო, კოალიცია დაარქვა, თან ისეთი მანტია გადააფარო, რომ მათი ნაცური, თაღლითური თუ ბოროტი წარსული დამალო?!

მართლაც ხელოვნებაა პოლიტიკა, მოფიქრება არ გინდა ერთმანეთის მაგინებელი, მლანძღველი და მტრულად განწყობილი პარტიები თუ სუბიექტები ერთად რომ დააყენო, კოალიცია დაარქვა, თან ისეთი მანტია გადააფარო, რომ მათი ნაცური, თაღლითური თუ ბოროტი წარსული დამალო?! ამ ყველაფერს ერთი დიდი პრობლემა აქვს, ისევ სცდება ის გადამთიელი, ისევ არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის ხასიათს, ცოდნას, გამოცდილებას და ღირსებას, ამიტომაც ეს ბოროტი ავანტიურა აუცილებელი მარცხისთვისაა განწირული, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

17 ივნისი 2024, 19:54

საზოგადოება

უახლოეს საათებში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

17 ივნისი 2024, 19:19

პოლიტიკა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას დეტალურად, აქტიურად და ამომწურავად ავრცელებს და აცნობს ყველა ჩართულ მხარეს და საქმიანობებს მაქსიმალური გამჭვირვალობით ახორციელებს, დაინტერესებული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯი და ზოგადად საარჩევნო პროცესი“.

იოავ გალანტი

17 ივნისი 2024, 19:16

LIVE ისრაელი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანის მარიონეტები დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ირანის მარიონეტები დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ.

ირაკლი ჩიქოვანი

17 ივნისი 2024, 18:49

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ

ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ თავდაცვის უწყებისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაცია და თავდაცვის ძალების უკეთ გაცნობა, რის საშუალებასაც იძლევა „ჯარის ბანაკი“.

გიორგი ამილახვარი

17 ივნისი 2024, 18:43

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ჯარის ბანაკის და სკოლებში სამხედრო განათლების შეტანა ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას

ჯარის ბანაკის და სკოლებში სამხედრო განათლების შეტანა ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

17 ივნისი 2024, 18:42

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: მასწავლებლების 70%-ს ხელფასი 500-დან 800-ლარამდე ეზრდება - საჯარო სკოლების არც ერთი პედაგოგი არ დარჩება, ვისაც ხელფასი არ მოემატება

„მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ჩვენს ღირსეულ, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებს ხელფასი გაეზრდება. დღეს საჯარო სკოლებში 52 ათასი სტატუსიანი მასწავლებლები გვყავს და აქედან, 37 ათასს ადამიანს ხელფასი ეზრდება 500-დან 800-ლარამდე“.

17 ივნისი 2024, 18:33

მსოფლიო

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

მიხეილ ყაველაშვილი

17 ივნისი 2024, 18:27

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მგონი, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დააჯილდოვა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მხოლოდ ნაწილი და ეს პასუხია - „იმიტომ“

ფეხბურთის ფედერაციამ მიაწოდა პრეზიდენტს სია, თუ ვის ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დამსახურებების მიხედვით და ვნახეთ შედეგიც, რომ ამ სიიდან მხოლოდ ნაწილს გადასცა სალომე ზურაბიშვილმა ჯილდო. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარია და რა კონტექსტში უნდა განვიხილოთ, არ ვიცი, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.