20 მაისი 2024, 11:25 / სანდო წყარო

ლევან ნიკოლეიშვილი: ორმაგი სტანდარტები და ყალბი ნარატივები ახალი არ არის. ამის დასტური კი ურსულა ფონ დერ ლაინის განცხადებაა, რომელსაც უცხოური ჩარევები არჩევნების მთავარ საკვანძო საკითხად მიაჩნია

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

„საინტერესოზე უფრო ამორალური აღმოჩნდა ლამის მთელი დასავლეთის გააფთრებული წინააღმდეგობა ქართულ კანონთან მიმართებაში, თან ვერავინ გვეუბნება რატომ არ უნდა ჰქონდეს ჩვენ სახელმწიფოს იგივე დაცვის კანონიერი მექანიზმი, რაც მათ აქვთ“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტი თავის პოსტში გამოცემა Politico-ს სტატიის შესახებ წერს, რომლის თანახმადაც, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს.

„მსოფლიოს უსაფრთხოება დიდი რყევების წინაშეა. სულ რომ თავი დავანებოთ საქართველოში ხელოვნურად შექმნილ, თუმცა საკმაოდ სახიფათო გადატრიალების მცდელობას, მოდით შევხედოთ ზოგადად რა და სად ხდება. აგერ უკვე მეორე წელია რუსეთ უკრაინის ომი მიმდინარეობს, ორივე მხრიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის მსხვერპლის მიუხედავადაც, როდის დამთავრდება საბრძოლო მოქმედებები ზუსტად არავინ არ იცის. აღმოსავლეთში ისრაელი მანამდე არ აპირებს გაჩერებას სანამ ბოლო ტერორისტი ლიკვიდაციას არ დაასრულებს. თავდასხმა მოხდა სლოვაკეთის პრეზიდენტზე, ირანის პრეზიდენტი კი საერთოდ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. აშშ-ს, კანადას და დიდ ბრიტანეთს აქვთ კანონი რომელიც უცხოური გავლისაგან იცავს თავიანთ ქვეყნებს, ევროპაში აქტიურად მიმდინარეობს მუშობა ამ მიმართულებით, საფრანგეთმა საერთოდ დაზვერვის ინფორმაციის დაყრდნობით გადაწყვიტა ამ კანონის მიღება, თურმე აშშ-გან დაცვა ჭირდება მინიმუმ მის ეკონომიკას, მიუხედავად იმისა, რომ ორივე სახელმწიფო, ერთი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსის, ნატოს წევრები არიან. ჩვენთან კი ანალოგიური კანონის მესამე მოსმენით მიღება, რადიკალურ ძალებს რევოლუციას თუ რევოლუციის რეპეტიციის სურვილი გაუჩინა. საინტერესოზე უფრო ამორალური, აღმოჩნდა ლამის მთელი დასავლეთის გააფთრებული წინააღმდეგობა ქართულ კანონთან მიმართებაში, თან ვერავინ გვეუბნება რატომ არ უნდა ჰქონდეს ჩვენ სახელმწიფოს იგივე დაცვის კანონიერი მექანიზმი, რაც მათ აქვთ. აქ ყურადსაღები ალბათ მაინც ორმაგი სტანდარტია, იგივე პრინციპით დასავლეთი ლამის ყოველთვიურად უწესებს სანქციებს რუსეთს, ოღონდ ამათ შორის სავაჭრო ბრუნვა უფრო გაზარდა, რომ არაფერი არ ვთქვათ ევროპის რუსეთთან ნავთობ დამოკიდებულებაზე. სავარაუდოდ წლის ბოლოს მსოფლიო დაიწყებს სტაბილურობისკენ უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას, რაც ახალი არჩევნების ფონზე ახლი ლიდერებს გამოჩენით დასრულდება, როგორც შეერთებულ შტატებში ასევე ევროპაშიც. წლის ბოლო იქნება ის ამოსავალი წერტილი როდესაც ფსევდო ლიბერალიზმის ბზარები უკვე მათ დამარცხებაში აისახება, ქვეყნები კი სუვერენიტეტის გაძლიერებას, ყალბი ფასეულობების მაგივრად, ტრადიციებსა და კულტურას დაუთმობენ მეტ დროსა და ადგილს. რაც შეგვეხება, ჩვენ ისევ პრინციპულები უნდა ვიყოთ ჩვენი სუვერენიტეტის და ჩვენი კანონების დასაცავად, თორემ ორმაგი სტანდარტები, და ისეთი ყალბი ნარატივები რაც შეიძლება მათთვის არ შეიძლება ჩვენთვის ახლი არ არის. ამის დასტური კი აგერ ურსულა ფონ დერ ლაინის განცხადება გახლავთ, რომელსაც უცხოური ჩარევები არჩევნების მთავარ საკვანძო საკითხად მიაჩნია, ჩვენც ასე მიგვაჩნია მაგრამ, დასავლეთი თურმე ჩვენსას რუსულს უწოდებს თავისას კი ევროპულს- ჩემი აზრით კი ჩვენი კანონი ქართული და ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისია, სხვა ქვეყნების კი სწორედაც რუსულ- ამერიკულის ნაზავი“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ყველა სიახლე

22 ივნისი 2024, 02:29

მსოფლიო

The New York Times: იმის შიშით, რომ ჯარში გაწვევა ცალმხრივი ბილეთია სისხლისმღვრელი პოზიციური ომისკენ, უკრაინელი მამაკაცები სახლებში იმალებიან, რათა თავი აარიდონ ქუჩებში მოხეტიალე ოფიცრებს

იმის შიშით, რომ ჯარში გაწვევა ცალმხრივი ბილეთია სისხლისმღვრელი პოზიციური ომისკენ, უკრაინელი მამაკაცები სახლებში იმალებიან, რათა თავი აარიდონ ქუჩებში მოხეტიალე გასაწვევი პუნქტის ოფიცრებს, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი.

კიმ ჩენ ინი ვლადიმირ პუტინი

22 ივნისი 2024, 01:26

მსოფლიო

The Wall Street Journal: რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ცივი ომის პერიოდის სამხედრო პაქტის აღორძინებამ შეაშფოთა აშშ და მისი მთავარი აზიელი პარტნიორები

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ცივი ომის პერიოდის სამხედრო პაქტის აღორძინებამ შეაშფოთა აშშ და მისი მთავარი აზიელი პარტნიორები, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი.

იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენი

22 ივნისი 2024, 00:56

მსოფლიო

The Washington Post: ბაიდენის ადმინისტრაცია ნატოს მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთი აძლიერებს საბოტაჟისა და ჰიბრიდული ომის ფარულ კამპანიას უკრაინის მომხრეების წინააღმდეგ

ბაიდენის ადმინისტრაცია ნატოს მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთი აძლიერებს საბოტაჟისა და ჰიბრიდული ომის ფარულ კამპანიას უკრაინის მომხრეების წინააღმდეგ, - წერს ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი.

22 ივნისი 2024, 00:08

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ირაკლი კოპლატაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს - მან სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა

ირაკლი კოპლატაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს - მან სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

21 ივნისი 2024, 23:44

პოლიტიკა

ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 33 წლის განმავლობაში საქართველომ მრავალი განსაცდელი გაიარა, მათ შორის, ოთხი ომი და სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მეგობრების მხარდაჭერას.

გიორგი გამსახურდია

21 ივნისი 2024, 23:35

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: ყველაფერ ნეგატიურს აქვს თავი მოყრილი ამ ქალში

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ელჩებისადმი მიმართვას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“.

მიხეილ ყაველაშვილი

21 ივნისი 2024, 23:23

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია, თუმცა პოლიტიკური სიტუაციის არევის რესურსი არ აქვს

დღეს, ასეთ კარგ განწყობაზე მყოფებს, რადგან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა და ყველა ეიფორიაშია, მაინც სალომე ზურაბიშვილის არასწორ განცხადებებსა და ქმედებებზე რომ გვიწევს კომენტარის გაკეთება, ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

21 ივნისი 2024, 23:12

LIVE ისრაელი

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აბსოლუტურად აუცილებელი იყო თეთრი სახლის საჯაროდ გაკრიტიკება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საჯარო კრიტიკა აშშ-ის მიმართ მიმდინარე კვირის დასაწყისში აბსოლუტურად აუცილებელი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გიორგი დონაძე

21 ივნისი 2024, 22:54

საზოგადოება

გიორგი დონაძე: საზოგადოება „ქართული“ ორიენტირებულია, რომ შევინარჩუნოთ ის ტრადიციები, რაც ჩვენ ოდითგან მოგვდგამს - ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია

საზოგადოება „ქართული“ ორიენტირებულია იმაზე, რომ შევინარჩუნოთ ის ჯანსაღი ტრადიციები რაც ჩვენ ოდითგან მოგვდგამს, - ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი დონაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

ალეკო ელისაშვილი

21 ივნისი 2024, 22:34

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: რით არის „ნაციონალური მოძრაობა“ საშიში - ერთად ვსხედვართ 4 წელია პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩიათ ჩემთვის

რით არის „ნაციონალური მოძრაობა“ საშიში - ერთად ვსხედვართ 4 წელია პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩიათ ჩემთვის, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ედიშერ გვენეტაძე

21 ივნისი 2024, 22:27

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე: ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისთვის

ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისთვის.

21 ივნისი 2024, 22:27

LIVE ისრაელი

გაეროში ირანის მისია: „ჰეზბოლას“ აქვს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი თავი და ლიბანი ისრაელისგან

გაეროში ირანის მისია აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ აქვს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი თავი და ლიბანი ისრაელისგან.

21 ივნისი 2024, 22:26

ეკონომიკა

მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში კერძო ენერგოსექტორის წახალისებას ემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავრობა სექტორს მხარდაჭერის ახალ რეგულაციას სთავაზობს. მიზანი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებაა.

21 ივნისი 2024, 22:23

სამართალი

პროკურატურა ვარკეთილში მომხდარ ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულებს ბრალდებას დაუმძიმებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა 19 წლის შ.ი.-ს ხელებით და ფეხებით თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმები მიაყენეს. დაზარალებული უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად, 21 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა“.

ისრაელ კაცი

21 ივნისი 2024, 22:16

LIVE ისრაელი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი არ დაუშვებს, რომ „ჰეზბოლას“ ტერორისტულმა ორგანიზაციამ გააგრძელოს თავდასხმა ისრაელის ტერიტორიასა და მოქალაქეებზე - ჩვენ მალე მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებებს

ისრაელი არ დაუშვებს, რომ „ჰეზბოლას“ ტერორისტულმა ორგანიზაციამ გააგრძელოს თავდასხმა ისრაელის ტერიტორიასა და მოქალაქეებზე - ჩვენ მალე მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებებს, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

ნათია იოსელიანი

21 ივნისი 2024, 22:10

პოლიტიკა

ნათია იოსელიანი: ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, როდესაც არჩევნების მოდერნიზება არის გადამწყვეტ ეტაპზე, კვლავ გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია

„ჩვენთვის გაუგებარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთებული არასწორი შეფასებები და ცრუ ბრალდებები საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით. ვეტო მისი პრეროგატივაა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია არის კოლეგიური ორგანო. საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები როგორც წარსულში, ასევე მომავალში იქნება კანონთან შესაბამისი“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

მელანი ჯოლი

21 ივნისი 2024, 22:05

LIVE ისრაელი

ისრაელური მედია: კანადა ლიბანიდან თავისი მოქალაქეების მასიურ ევაკუაციას ამზადებს, თუ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის სრულმასშტაბური ომი დაიწყება

კანადა ლიბანიდან თავისი მოქალაქეების მასიურ ევაკუაციას ამზადებს, თუ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის სრულმასშტაბური ომი დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

გია აბაშიძე

21 ივნისი 2024, 22:04

პოლიტიკა

გია აბაშიძე: აგენტოკრატიის მონა, კონსტიტუციის დამრღვევი, ხალხთან დაპირისპირებული ე.წ. პრეზიდენტი კრიმინალურ ელემენტად იქცა - ჩვენს ელჩებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს

აგენტოკრატიის მონა, კონსტიტუციის დამრღვევი, ხალხთან დაპირისპირებული ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრიმინალურ ელემენტად იქცა - ჩვენს ელჩებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს, - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ელჩების მისამართით გაკეთებულ განცხადებას - “ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა.”

21 ივნისი 2024, 21:44

საზოგადოება

„ჯივიპი“: მიმდინარეობს მაგისტრალური მილის შიდა სკანირება და დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება, სამუშაოების დასრულება 4 დღეშია დაგეგმილი

„სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს“.

სოზარ სუბარი

21 ივნისი 2024, 21:43

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლენაა ის განცხადებები, რომ თითქოს ჩინური ინვესტიციები საქართველოში უარყოფითი ნიშნის მატარებელია

სამწუხაროა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამერიკიდან ერთი სერიოზული ინვესტიცია არ შემოსული საქართველოში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.