20 მაისი 2024, 17:31 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: ეს ცვლილებები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, რამდენად აუცილებელი და სავალდებულოა ამ ცვლილებების მიღება ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის თვალსაზრისით?

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, პარლამენტში აგრარული კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილება, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეს მიმართა კითხვით, რამდენად მნიშვნელოვანია კანონში შესატანი ცვლილებები ასოცირების დღის წესრიგის ან ევროკავშირში საქართველოს წევრობის სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით.

„ოპოზიცია დღევანდელ სხდომას არ ესწრება, არადა სულ საუბრობენ ევროკავშირთან ინტეგრაციასა და საქართველოს ევროპულ გზაზე.
გარდა იმისა, რომ ეს ცვლილებები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხო ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრების უფლებას ეხება, რამდენად აუცილებელი და სავალდებულოა ამ ცვლილებების მიღება ასოცირების დღის წესრიგის ან ევროკავშირში წევრობის სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით? ევროკავშირთან უფრო მჭიდრო დაახლოება და საბოლოოდ გაწევრიანება თუ არის შესაძლებელი ამ ცვლილებების გარეშე?“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დეპუტატის კითხვაზე გენადი არველაძემ უპასუხა, რომ ეს ცვლილებები სწორედ იმ საერთაშორისო ვალდებულებებს ეხება, რაც ქვეყანამ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო.
„ეს ცვლილებები ასახავს იმ რეკომენდაციებს და იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების ფარგლებში აიღო. 2014 წლიდან დღემდე ვახორციელებთ სხვადასხვა ტექნიკურ რეგლამენტებს და საკანონმდებლო ცვლილებებს“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

20 ივნისი 2024, 00:41

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი გიორგი ვაშაძეზე: მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! სალანძღავ სიტყვად „აუტისტის“ გამოყენება არის უკიდურესი ფსკერი და უღირსობა!

მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! კობახიძეს უნდა შეურაცხყოფა მიაყენოს და ყველა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირს აყენებს შეურაცხყოფას! - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი გადაცემაში „პირველი ხაზი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის „აუტისტად“ მოხსენიებას.

გიორგი ვაშაძე

20 ივნისი 2024, 00:39

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძემ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა.

მიხეილ ყაველაშვილი

20 ივნისი 2024, 00:23

სპორტი

მიხეილ ყაველაშვილი: ბიჭებს დიდი მადლობა იმისთვის, რომ გუშინ მთელი მსოფლიო აალაპარაკეს

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის თამაშს აფასებს. დეპუტატმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. ყაველაშვილის თქმით, ნაკრების ფეხბურთელებმა უდიდესი შედეგი დადეს და ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს.

რიში სუნაკი

20 ივნისი 2024, 00:18

მსოფლიო

Reuters: გამოკითხვების თანახმად, რიში სუნაკის „კონსერვატიული პარტია“ 4 ივლისის არჩევნებში დამარცხდება, ხოლო „ლეიბორისტული პარტია“ უმრავლესობას მოიპოვებს

ოთხშაბათს ჩატარებულმა სამმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის „კონსერვატიული პარტია“ 4 ივლისის არჩევნებში დამარცხდება, ხოლო „ლეიბორისტული პარტია“ უმრავლესობას მოიპოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გია მურღულია

20 ივნისი 2024, 00:14

სპორტი

გია მურღულია: ასეთი კონცენტრაციით მოთამაშე საქართველოს ნაკრები იშვიათად მახსოვს

რასაკვირველია, ჩვენ კარგად გვახსოვს ისტორია და ყველაფერი მახსოვს, რაც იყო აქამდე, რაც იქნება იმის დიდი იმედიც მაქვს, მაგრამ ამ ერთმა თამაშმა ჩვენ მოგვცა არა მარტო განცდა, არამედ, რეალური ცოდნაც იმისი, რას შეიძლება ჩვენმა ნაკრებმა მიაღწიოს, - ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

20 ივნისი 2024, 00:04

სპორტი

ლეგენდარული მოფარიკავე გურამ კოსტავა 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

1960 წელს, რომის ოლიმპიურ თამაშებზე გახდა მესამე ადგილის პრიზიორი გუნდურ ასპარეზობაში, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მესამე ადგილის პრიზიორი პირად ჩათვლაში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1961), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1960). მიღებული აქვს სპორტის რაინდის წოდება (2016).

გია მურღულია

20 ივნისი 2024, 00:02

სპორტი

გია მურღულია: მარცხის შეგრძნება დაგვავიწყეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა იმდენად ღირსეულად გამოიყურებოდნენ

„როდესაც ჩვენ ვხედავთ ერთიანობის ძლიერ იმპულსს, გაცნობიერებული მოქმედების, თავდადების, საკუთარი თავის წარმოჩენის, სამშობლოსთვის თავდადების, მისი ერთგულების, ეს ყველას სიამაყის გრძნობით გვავსებს. მარცხის შეგრძნება დაგვავიწყეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა, იმდენად ღირსეულად გამოიყურებოდნენ. ეს იყო გუნდი. ჯერ ერთი, უნდა იყო გუნდი, რომ საერთოდ მოხვდე ევროპის ჩემპიონატზე. მეორე, უნდა იყო თანამედროვე გუნდი იმიტომ, რომ ფეხბურთი ვითარდება. ბოლო ათწლეულში ისე განვითარდა, რომ არც კი ვიცი სპორტის რომელი სახეობა განვითარდა ასე. ფეხბურთი დაემსგავსა ჭადრაკს იმიტომ, რომ ის მარტო მოქმედების კი არა, აზროვნების პრინციპებსაც ითვალისწინებს. იყო დრო და ეს დრო ძალიან დიდი ხნის წინ არ იყო, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები 2-3 პასს ზედიზედ ვერ აკეთებდნენ. გუნდი არ გვყავდა მაშინ ჩვენ. კი ვგულშემატკივრობდით და ყველაფერს ვუგულშემატკივრებთ, რასაც საქართველო ჰქვია. ამისთვის ვართ დაბადებულები იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მაგრამ ახლა ეს გულშემატკივრობა იმედიანია. მგონი საქართველოში ნელ-ნელა დაბრუნდება ის დრო, როდესაც ჩვენ არავისი არ გვეშინოდა. მე მახსოვს, როდესაც თბილისის დინამო თამაშობდა, ჩვენ არავისი არ გვეშინოდა“, - აღნიშნა მურღულიამ.

მიხეილ ყაველაშვილი

19 ივნისი 2024, 23:44

სპორტი

მიხეილ ყაველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების დებიუტზე: ეს დღე შედგა, ყველა ბედნიერი იყო, ეს არის სიხარული, რომელსაც ვერ გადმოსცემ

ეს დღე შედგა, დიდი ხნის ოცნება, ყველა ბედნიერი იყო, ეს არის სიხარული, რომელსაც ვერ გადმოსცემ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვეტერანმა ფეხბურთელმა, „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სადებიუტო მატჩის შესახებ.

19 ივნისი 2024, 23:43

მსოფლიო

უკრაინამ და ევროკავშირმა დაასრულეს მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმების თაობაზე

უკრაინამ და ევროკავშირმა დაასრულეს მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმების შესახებ, რომელსაც მალე მოეწერება ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

კახა ჭუმბურიძე

19 ივნისი 2024, 23:35

სპორტი

კახა ჭუმბურიძე: ამ მატჩმა დაგვანახა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნოდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში, მათ შორის, საქართველოს ნაკრებს და ამის გამო ძალიან იმედიანად ვართ

რა თქმა უნდა, თამაშის შემდეგ ვიყავით გულდაწყვეტილები, მაგრამ ძალიან იმედიანად, რადგან ამ მატჩმა დაგვანახა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნოდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში, რომელიმე ნაკრებს, მათ შორის, საქართველოს ნაკრებს და ამის გამო ძალიან იმედიანად ვართ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე- პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ განაცხადა.

კახა ჭუმბურიძე

19 ივნისი 2024, 23:34

სპორტი

კახა ჭუმბურიძე: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოთარ კიტეიშვილმა 22-ში თამაში შეძლოს

სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა რომ ოთარ კიტეიშვილმა 22-ში თამაშ შეძლოს. ვიმედოვნებთ, რომ ბოლო მატჩზე იქნება მზად. მოგეხსენებათ როგორი ძალაა ოთარი ნაკრებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მიხაილო პოდოლიაკი

19 ივნისი 2024, 22:46

მსოფლიო

პოდოლიაკი: ჩრდილოეთ კორეა დღეს აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან სამხედრო სფეროში და მიზანმიმართულად აწვდის რუსეთს რესურსებს უკრაინელების მასობრივი მკვლელობისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა დღეს აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან სამხედრო სფეროში და მიზანმიმართულად აწვდის რუსეთს რესურსებს უკრაინელების მასობრივი მკვლელობისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

ჰასან ნასრალა

19 ივნისი 2024, 22:30

LIVE ისრაელი

„ჰეზბოლას“ ლიდერი: თუ ისრაელი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ტოტალურ ომს დაიწყებს, ისრაელში არცერთი ადგილი უსაფრთხო არ იქნება

რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ თუ ისრაელი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ტოტალურ ომს დაიწყებს, ისრაელში არცერთი ადგილი უსაფრთხო არ იქნება.

19 ივნისი 2024, 22:14

მსოფლიო

ჩადის რესპუბლიკაში იარაღის საწყობში გაჩენილ ხანძარს 9 ადამიანი ემსხვერპლა

ჩადის რესპუბლიკაში ჯარის საბრძოლო მასალების ერთ-ერთ საწყობში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაცია BBC-ი ავრცელებს.

19 ივნისი 2024, 21:34

სპორტი

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ქართველ გულშემატკივრებს მადლობას უხდიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ქართველ გულშემატკივრებს მადლობას უხდიან.

19 ივნისი 2024, 21:24

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან მატჩისთვის ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ემზადება. „ქრონიკა“ გერმანიიდან⚽

თურქეთთან დასანანი მარცხი დავიწყებული, თუმცა დასკვნები გამოტანილია.

გურამ მაჭარაშვილი

19 ივნისი 2024, 21:09

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: კითხვა მექნება ამერიკის ელჩთან - ხომ ერთი და იგივე სახელმწიფოზე ვსაუბრობთ - ჩინეთზე, სადაც მისი პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ჩადიან და მეგობრობას უმტკიცებენ?

კითხვა მექნება ამერიკის ელჩთან - ხომ ერთი და იგივე სახელმწიფოზე ვსაუბრობთ - ჩინეთზე, სადაც მისი პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ჩადიან და მეგობრობას უმტკიცებენ? - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

პაატა კვიჟინაძე

19 ივნისი 2024, 20:46

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება თუ უნდა ევროპას, ამერიკას და ყველა ქვეყანას, ჩვენ რატომ არ უნდა გვინდოდეს?

„ჩინეთი გლობალური მოთამაშეა, ჩინეთის ეკონომიკა უფრო დიდია, ვიდრე ევროკავშირის, როგორც არ უნდა დავთვალოთ. ამერიკის შემდეგ ჩინეთი მეორე ადგილზეა, თუ ნომინალში დავთვლით და თუ პარიტეტულ საწყისებზე დავთვლით, პირველ ადგილზეა, ამერიკას უსწრებს გამოშვებული პროდუქციის მიხედვით. ამიტომ ასეთ დიდ ქვეყანასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება რატომ არ უნდა გვინდოდეს? თუ ეს უნდა ევროპას, ამერიკას და ყველა ქვეყანას, ჩვენ რატომ არ უნდა გვინდოდეს?“ – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

პაველ ჰერჩინსკი

19 ივნისი 2024, 20:45

პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს ჩინეთთან ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობა აქვს

ევროკავშირს ჩინეთთან ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობა აქვს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს ამერიკის ელჩის მიერ საქართველოს ჩინეთთან პარტნიორობის კრიტიკის შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რატი იონათამიშვილი

19 ივნისი 2024, 20:43

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ჩინეთთან ეკონომიკური პარტნიორობა საქართველოსთან მიმართებაში რატომ შეიძლება, იყოს უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი, ამაზე არგუმენტირებული პასუხები არ მოგვისმენია

ჩინეთთან ეკონომიკური პარტნიორობა საქართველოსთან მიმართებაში რატომ შეიძლება, იყოს უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი, ამაზე არგუმენტირებული პასუხები არ მოგვისმენია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.