21 მაისი 2024, 13:11 / სანდო წყარო

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ პატივისცემაა საჭირო

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს მიმართ პატივისცემაა საჭირო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო. სამწუხაროდ, რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.

საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. როგორც უკვე აღინიშნა, „ენჯეოებმა“ 2020 წლიდანუკვე ორჯერ სცადეს ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და მესამე მცდელობას გულხელდაკრეფილი ვეღარ დაველოდებოდით. ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ. ვერც საქართველოზე უსამართლო თავდასხმებს დავტოვებთ უპასუხოდ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა.

საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო გამოხატული. ამგვარი დამოკიდებულების პირობებში:

- აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა. როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, აშშ-ს ამის გაკეთება აქამდეც შეეძლო, თუმცა, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენდა;

- აშშ ჩადებდა ფულს ქართულ ეკონომიკაში, რაც მან ბოლოს 2009-11 წლებში გააკეთა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ეკონომიკური კოლაფსისგან იყო გადასარჩენი;

- აშშ უზრუნველყოფდა ენჯეოების ქცევის ცვლილებას, კერძოდ, მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის დასრულებას და რევოლუციური გეგმების გვერდზე გადადებას;

- შეწყდებოდა ევროკავშირის თემის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟის ინსტრუმენტად, წლის ბოლომდე გაიხსნებოდა მოლაპარაკებები საქართველოსთან, რითაც აღდგებოდა სამართლიანობა უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მიმართებით.
თუ ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ, ამ შემთხვევაში აღარც ენჯეოების გამჭვირვალობის კანონი იქნება საჭირო და აღარც უსამართლო განცხადებებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა. თუმცა, თუ ენჯეოები რევოლუციის მცდელობებს არ მოიშლიან, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის წახალისებას, ლგბტ-პროპაგანდას, ნარკოტიკების პროპაგანდას, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობას და ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას არ შეწყვეტენ, ხოლო რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები საქართველოზე თავდასხმებს განაგრძობენ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონიც დაგვჭირდება და თავდასხმების მოგერიებაც. შესაბამისად, დღეს ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ალტერნატივა არა აქვს.

ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ. თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც.

როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია. შესაბამისად, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

22 ივნისი 2024, 08:00

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთს დაუპირისპირდება⚽

ორივე გუნდი ტურნირის პირველ წრეში დამარცხდა - საქართველო თურქეთთან, ჩეხეთი კი პორტუგალიასთან. თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

22 ივნისი 2024, 02:29

მსოფლიო

The New York Times: იმის შიშით, რომ ჯარში გაწვევა ცალმხრივი ბილეთია სისხლისმღვრელი პოზიციური ომისკენ, უკრაინელი მამაკაცები სახლებში იმალებიან, რათა თავი აარიდონ ქუჩებში მოხეტიალე ოფიცრებს

იმის შიშით, რომ ჯარში გაწვევა ცალმხრივი ბილეთია სისხლისმღვრელი პოზიციური ომისკენ, უკრაინელი მამაკაცები სახლებში იმალებიან, რათა თავი აარიდონ ქუჩებში მოხეტიალე გასაწვევი პუნქტის ოფიცრებს, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი.

კიმ ჩენ ინი ვლადიმირ პუტინი

22 ივნისი 2024, 01:26

მსოფლიო

The Wall Street Journal: რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ცივი ომის პერიოდის სამხედრო პაქტის აღორძინებამ შეაშფოთა აშშ და მისი მთავარი აზიელი პარტნიორები

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ცივი ომის პერიოდის სამხედრო პაქტის აღორძინებამ შეაშფოთა აშშ და მისი მთავარი აზიელი პარტნიორები, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი.

იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენი

22 ივნისი 2024, 00:56

მსოფლიო

The Washington Post: ბაიდენის ადმინისტრაცია ნატოს მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთი აძლიერებს საბოტაჟისა და ჰიბრიდული ომის ფარულ კამპანიას უკრაინის მომხრეების წინააღმდეგ

ბაიდენის ადმინისტრაცია ნატოს მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთი აძლიერებს საბოტაჟისა და ჰიბრიდული ომის ფარულ კამპანიას უკრაინის მომხრეების წინააღმდეგ, - წერს ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი.

22 ივნისი 2024, 00:08

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ირაკლი კოპლატაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს - მან სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა

ირაკლი კოპლატაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს - მან სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

21 ივნისი 2024, 23:44

პოლიტიკა

ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 33 წლის განმავლობაში საქართველომ მრავალი განსაცდელი გაიარა, მათ შორის, ოთხი ომი და სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მეგობრების მხარდაჭერას.

გიორგი გამსახურდია

21 ივნისი 2024, 23:35

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: ყველაფერ ნეგატიურს აქვს თავი მოყრილი ამ ქალში

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ელჩებისადმი მიმართვას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“.

მიხეილ ყაველაშვილი

21 ივნისი 2024, 23:23

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია, თუმცა პოლიტიკური სიტუაციის არევის რესურსი არ აქვს

დღეს, ასეთ კარგ განწყობაზე მყოფებს, რადგან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა და ყველა ეიფორიაშია, მაინც სალომე ზურაბიშვილის არასწორ განცხადებებსა და ქმედებებზე რომ გვიწევს კომენტარის გაკეთება, ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

21 ივნისი 2024, 23:12

LIVE ისრაელი

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აბსოლუტურად აუცილებელი იყო თეთრი სახლის საჯაროდ გაკრიტიკება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საჯარო კრიტიკა აშშ-ის მიმართ მიმდინარე კვირის დასაწყისში აბსოლუტურად აუცილებელი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გიორგი დონაძე

21 ივნისი 2024, 22:54

საზოგადოება

გიორგი დონაძე: საზოგადოება „ქართული“ ორიენტირებულია, რომ შევინარჩუნოთ ის ტრადიციები, რაც ჩვენ ოდითგან მოგვდგამს - ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია

საზოგადოება „ქართული“ ორიენტირებულია იმაზე, რომ შევინარჩუნოთ ის ჯანსაღი ტრადიციები რაც ჩვენ ოდითგან მოგვდგამს, - ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი დონაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

ალეკო ელისაშვილი

21 ივნისი 2024, 22:34

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: რით არის „ნაციონალური მოძრაობა“ საშიში - ერთად ვსხედვართ 4 წელია პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩიათ ჩემთვის

რით არის „ნაციონალური მოძრაობა“ საშიში - ერთად ვსხედვართ 4 წელია პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩიათ ჩემთვის, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

21 ივნისი 2024, 22:27

LIVE ისრაელი

გაეროში ირანის მისია: „ჰეზბოლას“ აქვს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი თავი და ლიბანი ისრაელისგან

გაეროში ირანის მისია აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ აქვს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი თავი და ლიბანი ისრაელისგან.

ედიშერ გვენეტაძე

21 ივნისი 2024, 22:27

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე: ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისთვის

ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა აშკარა კრიმინალად და სახელმწიფოს მოღალატედ, რომელიც ამჯერად ქართულ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებისთვის.

21 ივნისი 2024, 22:26

ეკონომიკა

მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში კერძო ენერგოსექტორის წახალისებას ემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავრობა სექტორს მხარდაჭერის ახალ რეგულაციას სთავაზობს. მიზანი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებაა.

21 ივნისი 2024, 22:23

სამართალი

პროკურატურა ვარკეთილში მომხდარ ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულებს ბრალდებას დაუმძიმებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა 19 წლის შ.ი.-ს ხელებით და ფეხებით თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმები მიაყენეს. დაზარალებული უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად, 21 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა“.

ისრაელ კაცი

21 ივნისი 2024, 22:16

LIVE ისრაელი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი არ დაუშვებს, რომ „ჰეზბოლას“ ტერორისტულმა ორგანიზაციამ გააგრძელოს თავდასხმა ისრაელის ტერიტორიასა და მოქალაქეებზე - ჩვენ მალე მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებებს

ისრაელი არ დაუშვებს, რომ „ჰეზბოლას“ ტერორისტულმა ორგანიზაციამ გააგრძელოს თავდასხმა ისრაელის ტერიტორიასა და მოქალაქეებზე - ჩვენ მალე მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებებს, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

ნათია იოსელიანი

21 ივნისი 2024, 22:10

პოლიტიკა

ნათია იოსელიანი: ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, როდესაც არჩევნების მოდერნიზება არის გადამწყვეტ ეტაპზე, კვლავ გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია

„ჩვენთვის გაუგებარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთებული არასწორი შეფასებები და ცრუ ბრალდებები საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით. ვეტო მისი პრეროგატივაა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია არის კოლეგიური ორგანო. საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები როგორც წარსულში, ასევე მომავალში იქნება კანონთან შესაბამისი“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

მელანი ჯოლი

21 ივნისი 2024, 22:05

LIVE ისრაელი

ისრაელური მედია: კანადა ლიბანიდან თავისი მოქალაქეების მასიურ ევაკუაციას ამზადებს, თუ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის სრულმასშტაბური ომი დაიწყება

კანადა ლიბანიდან თავისი მოქალაქეების მასიურ ევაკუაციას ამზადებს, თუ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის სრულმასშტაბური ომი დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

გია აბაშიძე

21 ივნისი 2024, 22:04

პოლიტიკა

გია აბაშიძე: აგენტოკრატიის მონა, კონსტიტუციის დამრღვევი, ხალხთან დაპირისპირებული ე.წ. პრეზიდენტი კრიმინალურ ელემენტად იქცა - ჩვენს ელჩებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს

აგენტოკრატიის მონა, კონსტიტუციის დამრღვევი, ხალხთან დაპირისპირებული ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრიმინალურ ელემენტად იქცა - ჩვენს ელჩებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს, - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ელჩების მისამართით გაკეთებულ განცხადებას - “ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა.”

21 ივნისი 2024, 21:44

საზოგადოება

„ჯივიპი“: მიმდინარეობს მაგისტრალური მილის შიდა სკანირება და დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება, სამუშაოების დასრულება 4 დღეშია დაგეგმილი

„სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს“.