მიხეილ სააკაშვილი: სასოწარკვეთაში ვვარდები, როცა ლაპარაკობენ პარტიულ განსხვავებებზე, მზად ვართ ნებისმიერი დათმობისთვის, ნეიტრალური ნომერი, საერთო სია, ასეთი სიმშვიდე, როგორც მთავრობას უნდა, სასაფლაოზეა

მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს ერთობა არის მთავარი და ყველა თაობამ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა.
მე არ მესმის და სასოწარკვეთაში ვვარდები ხოლმე, როდესაც იწყებენ ლაპარაკს ისევ პარტიულ განსხვავებებზე. მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია, ქვეყანას ვკარგავთ. საქართველო იღუპება, საქართველო აღარ იქნება მსოფლიო რუკაზე, ვის გაახსენდება თქვენი პარტიები და პროგრამები, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მორიგ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს მთავარია ერთობა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ყველა თაობამ უნდა აიღოს.
„როგორც არასდროს, ჩვენ დღეს გვჭირდება ყველა განსხვავების, ყველა წყენის, ყველაფრის დავიწყება. მინდა, ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ყოველთვის ხმას აძლევდა ივანიშვილს – ერკემალი მიდის წინ და ცხვრებს მიერეკება პირდაპირ უფსკრულისკენ. გამოეყავით ამ ფარას, ნუ იქნებით ცხვრები და ყველამ ერთად ვიფიქროთ, როგორ ხედავთ მომავალ საქართველოს. ამის გარეშე არაფერი გამოვა. როგორ ხედავთ თქვენ განვითარებას თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, თუ ქვეყანაზე არ ფიქრობთ, თქვენს თავზე იფიქრეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანაზე ფიქრობთ და ქვეყანა გიყვართ. მინდა, ყველას ვუთხრა, როდესაც არ გვქონდა ერთობა, შევარდნაძე იძულებული იყო და ქვეყანა შეიყვანა დსთ-ში. უბრალოდ მაშინ რუსეთი არ იყო საკმარისად ძლიერი, რომ მთლიანად ჩავეყლაპეთ და ახლა უკვე ჩაგვყლაპავს. შემდეგ ჩვენ რომ მოვედით ხელისუფლებაში, ორ წელიწადში საქართველოში ჩამოვიყვანე ჯორჯ ბუში, რომელიც ცეკვავდა საქართველოს მოედნებზე. შემდეგ ჩვენ გამოვედით დსთ-დან და მთლიანად დავშალეთ ეს ორგანიზაცია. საქართველომ დაშალა, საქართველო იყო სუბიექტი. ჩემი ფილოსოფია არის, რომ თითოეული მოქალაქე უნდა იყოს სუბიექტი საკუთარ ქვეყანაში თავისი ბედის განკარგვის და თავისი ქვეყნის ბედის განკარგვის“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობას ნაბიჯების გადადგმას ერთიანი, მტკიცე ძალა აიძულებს.
„ჩემი მოწოდება არის ერთიანობისკენ. ჩვენ ვართ მზად, ნებისმიერ დათმობაზე წავიდეთ, ყველაფრის გვერდზე დადებისკენ - ნეიტრალური ნომერი, საერთო სია. ყველამ უნდა გავაგონოთ საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოს, რადგან მსოფლიო აღტაცებით უყურებს საქართველოს. რამდენადაც ჩვენ ვიქნებით აქტიური, მით უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება. ერთიანი, მტკიცე ძალა არის ის, რაც აიძულებს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები. მათ უკვე გვითხრეს, რომ ქვეყანა უნდა დაამშვიდონ. ქვეყნის დამშვიდება ეს არის დიქტატურის ახალი განმარტება. ასეთი სიმშვიდე, როგორც მათ უნდათ, სასაფლაოზეა. მათ უნდათ საქართველოს მოკვლა და ამგვარი დამშვიდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ყველა სიახლე

14 ივნისი 2025, 12:15
მსოფლიო
ირანული მედია: ისრაელის თავდასხმას მაღალი რანგის კიდევ ორი ირანელი სამხედრო პირი ემსხვერპლა
ისრაელის თავდასხმას ირანის არმიის მაღალი თანამდებობის კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 12:15
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციაში“ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს
შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის - აგროინჟინერია, ნიადაგისა და წყლის სპეციალობა, სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს.

14 ივნისი 2025, 12:14
სპორტი
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება. ნაკრები, რომელმაც ტურნირის პირველ ტურში პოლონეთი 2:1 დაამარცხა, დღეს ჯგუფის ფავორიტთან საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშებს.

14 ივნისი 2025, 12:07
რეგიონი
ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში შესრულდა ფოლკლორული ანსამბლის, თეატრალური დასის, საგუნდო და სოლო შემსრულებლების მუსიკალურ-გასართობი წარმოდგენები. საზეიმო აქტივობებში ჩართულები იყვნენ ბავშვები.

14 ივნისი 2025, 12:02
სამართალი
შსს: ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით
შინაგან საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე სამხარაძის დაკავებასთან დაკავშირებით „იმედინიუსს“ განუცხადეს, რომ იგი გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით.

14 ივნისი 2025, 11:56
რეგიონი
რევაზ სოხაძე ქუთაისში, საფეხბურთო სპორტული სკოლის - „მართვე“ სტადიონის მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან, პარლამენტის წევრ ზაზა ლონინაძესთან და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ, დავით ერემეიშვილთან ერთად, ქუთაისში საფეხბურთო სპორტული სკოლის - „მართვე“ სტადიონის მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

14 ივნისი 2025, 11:53
მსოფლიო
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: ირანმა ისრაელში 150 სამიზნე გაანადგურა
ირანმა ისრაელზე განხორციელებული საჰაერო შეტევის დროს სულ მცირე 150 სამიზნე გაანადგურა. ინფორმაციას ირანული მედია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალზე, აჰმად ვაჰიდიზე დაყრდნობით ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 11:40
რეგიონი
ქუთაისი „გემო ფესტს“ მასპინძლობს
3 დღის განმავლობაში ფესტივალზე მისულ სტუმრებს იმერული სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნება შეეძლებათ. ფესტივალი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს

14 ივნისი 2025, 11:28
კულტურა
„მწერალთა სახლში“ ხელოვან ნანა ყაულაშვილის თოჯინებისა და ნაქარგობების გამოფენა და წიგნის „ამბავს გეტყვი“ წარდგენა გაიმართა
ავტორმა წარადგინა საკუთარი წიგნი, რომელიც მოიცავს მის მიერ შექმნილ თოჯინებს, მათზე დაწერილ ზღაპრებსა და სხვა პროზაულ ჩანახატებს, ასევე ნამუშევრებს, რომლებიც მას წლების განმავლობაში დაუგროვდა.

14 ივნისი 2025, 11:18
საზოგადოება
არქიტექტორთა კავშირში მალხაზ თავართქილაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, არქიტექტურული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
საქართველოს არქიტექტორთა კავშირში მალხაზ თავართქილაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, არქიტექტურული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

14 ივნისი 2025, 11:17
მსოფლიო
ირანული მედია ორი ებრაული F35 მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება
ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ორი ებრაული F35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 11:17
რეგიონი
ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მეხუთე ფაზის სამუშაოები დაიწყო
ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მეხუთე ფაზის სამუშაოები დაიწყო. პროექტი ამ ეტაპისთვის ითვალისწინებს ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის მშენებლობას.

14 ივნისი 2025, 11:14
საზოგადოება
თბილისის საკრებულოსა და სისხლის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოსა და სისხლის ცენტრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა.

14 ივნისი 2025, 11:10
რეგიონი
რევაზ სოხაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან და ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

14 ივნისი 2025, 10:58
ჯანდაცვა
14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა - ერთი ადამიანის მიერ გაღებული სისხლით სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი
14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა, რომლის მიზანიც უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა თუ საჭიროებაზე ცნობიერების ამაღლებაა.

14 ივნისი 2025, 10:55
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: საქართველო, როგორც შავი ზღვისპირა ქვეყანა, სრულად აცნობიერებს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დაძლევის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო „გაეროს 2025 წლის ოკეანეების კონფერენციის“ ფარგლებში გამართულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომლის თემაც იყო „თანამშრომლობის ყველა ფორმის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, განსაკუთრებით - რეგიონულ და სუბრეგიონულ დონეზე“.

14 ივნისი 2025, 10:46
სამართალი
პოლიციამ აჭარაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ბ და 1993 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 ივნისი 2025, 10:42
სამართალი
იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს.

14 ივნისი 2025, 10:39
მსოფლიო
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი: ირანზე დარტყმები ოპერატიული და ეროვნული მნიშვნელობისაა
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-მაიორმა თომერ ბარმა ირანის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკის ობიექტების დაბომბვა ისრაელისთვის ოპერატიული და ეროვნული მნიშვნელობისაა.

14 ივნისი 2025, 10:25
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას - ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს, უნდა განეიტრალდეს, დაიწყოს მოლაპარაკებები სამეზობლოსთან უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ, გამკაცრდეს კონტროლი საზღვრებზე
მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას. კაცობრიობა შეიშალა. ამასობაში ევროკავშირი ღრმად არის გადაშეშფოთებული გვარამიას დაპატიმრებით, ვნერვიულობდი, გულის შეტევები არ დამართოდა ტუსკსა და მაკრონს, მაგრამ მათ წინასაინფარქტო მდგომარეობას ნიტროგლიცერინივით მიუსწრო ლატვიის მამაკაცი პრეზიდენტის გათხოვებამ, - წერს ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.