22 მაისი 2024, 22:51 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ხელოვნურად არის შექმნილი ერთი პოლუსი, რომელიც მუდმივად ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას და ეს მოცემულობა მუდმივი რისკის ქვეშ ამყოფებს ქვეყანას, რაც მიუღებელია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ხელოვნურად არის შექმნილი ერთი პოლუსი, რომელიც მუდმივად ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას და საბოლოო ჯამში, ეს მოცემულობა მუდმივი რისკის ქვეშ ამყოფებს ქვეყანას, რაც მიუღებელია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, სწორი მოცემულობა არის, როდესაც ქვეყანაში არის რამდენიმე ჯანსაღი, ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც არის დამოუკიდებელი და არ არის გარედან მართული.

„კომფორტზე აქ ნაკლებად შეიძლება იყოს საუბარი. აქ მთავარია, რეალობა. ეს მოცემულობა, რაც ჩვენ გვაქვს, არის აბსოლუტურად მიუღებელი. სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს ორი ძალა ქართულ პოლიტიკაში. ერთი, ეს არის მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“, მეორე არის ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას. მათ კოლექტიურობას განაპირობებს ერთადერთი ფაქტორი - ეს არის ის, რომ ისინი მთლიანად არიან ერთი ხელიდან მართული. ეს არის მთავარი განმაპირობებელი.

რა თქმა უნდა, იქ არის შიდა ინტერესები, ამბიციები, სუბიექტური მომენტები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ საბოლოო ჯამში ისინი ყველა არიან ერთი ხელიდან მართულები. აქ იმაზე არ არის საუბარი ჩვენ რა და როგორ გვირჩევნია, მთავარია ხალხს გავაგებინოთ, სად არის სიმართლე და ამის ჩვენება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. იმის ჩვენება, რომ ისინი სინამდვილეში არიან ერთი პოლიტიკური ძალა, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ხალხი თუ გაიგებს სიმართლეს, უფრო მეტად იქნება დაცული. თუ არ ეცოდინება ბოლომდე სიმართლე, მაშინ იქნება შედარებით დაუცველი. ჩვენ ზოგადად, რთული პროცესების გავლა გვიწევს, მათ შორის, ქართულ საზოგადოებას. საბედნიეროდ, ძალიან გამოცდილია ჩვენი საზოგადოება და საბოლოო ჯამში საზოგადოების უმრავლესობა ახერხებს სწორად მოვლენების გააზრებას და სწორად რეაგირებას, თუმცა რისკები მუდმივად არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ არის სირთულეები ამ პროცესში. ამიტომ, ჩვენთვის ერთადერთი რამ არის პრინციპული და მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს აღჭურვილი ობიექტური ინფორმაციით მოვლენებთან დაკავშირებით.

ზოგადად ეს მოცემულობა არის აბსოლუტურად მიუღებელი, რომ ხელოვნურად არის შექმნილი ერთი პოლუსი, რომელიც მუდმივად ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას და საბოლოო ჯამში, ეს მოცემულობა მუდმივი რისკის ქვეშ ამყოფებს ქვეყანას. ამიტომ, ეს მოცემულობა მიუღებელია. სწორი მოცემულობა არის, როდესაც ქვეყანაში არის რამდენიმე ჯანსაღი, ძლიერი პოლიტიკური პარტია, ძალა, რომელიც არის დამოუკიდებელი, არ არის მართული გარედან, კონკრეტული ინტერესებით. ეს მოცემულობა სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ორი ძალა პოლიტიკურ სისტემაში, ეს არის „ქართული ოცნება“ და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ნულოვანი დამოუკიდებლობა აქვს. ეს პოლიტიკური ძალა საერთოდ არ არის დამოკიდებული ქართველი ხალხის ნებაზე. ორიენტირებულიც არ არის ამაზე. თუ დავაკვირდებით მათ ქმედებებს, ყოველ ჯერზე ისინი თითს იშვერენ არა ქართველი ხალხის პოზიციისკენ, არამედ, მუდმივად თითს იშვერენ, რომელიმე კონკრეტული სენატორი თუ ევროპარლამენტარი რას იტყვის, ანუ მთლიანად დამოკიდებულები არიან გარე ძალებზე და საერთოდ არ აინტერესებთ, სინამდვილეში ხალხი რას ფიქრობს. პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

გემოფესტი

15 ივნისი 2024, 14:44

რეგიონი

ქუთაისში გემოფესტი მიმდინარეობს

ორი დღის განმავლობაში ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა კვების ობიექტების მიერ მომზადებული იმერული კერძების გათანამედროვებული ვარიანტები დააგემოვნონ.

15 ივნისი 2024, 14:37

ტაბლოიდი

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ქეით მიდლტონი საჯარო ცხოვრებას უბრუნდება

უელსის პრინცესამ, რომელიც სიმსივნის დიაგნოზის გამო ქიმიოთერაპიის კურსს გადის, სოციალურ ქსელში ფოტო და პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მკურნალობის კურსი ჯერ არ დასრულებულა და კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება, თუმცა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესამჩნევი პროგრესი აქვს.

ბექა ოდიშარია

15 ივნისი 2024, 14:20

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილის შერჩევითი მიდგომა ეს არის გუნდში დემორალიზების შეტანის მცდელობა და თუ შედეგებზე უარყოფითად აისახა, ის იქნება პასუხისმგებელი ქართველი ხალხისა და ისტორიის წინაშე

სალომე ზურაბიშვილის შერჩევითი მიდგომა ეს არის გუნდში დემორალიზების შეტანის მცდელობა და თუ აისახა უარყოფითად შედეგებზე, ის იქნება პასუხისმგებელი ქართველი ხალხისა და ისტორიის წინაშე, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს სახელმწიფო ჯილდო არ გადასცა.

მაკა ბოჭორიშვილი

15 ივნისი 2024, 14:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტის შერჩევით მიდგომაზე: იმის ნაცვლად, რომ გუნდი ერთნაირად ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან დაფასებული, ზურაბიშვილი ამჯობინებს, უფრო მეტი დაყოფა და დანაწევრება შეიტანოს ამ საქმეშიც

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სია დააკორექტირა და ღირსების ორდენი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს არ გადასცა.

ირაკლი ჩიქოვანი

15 ივნისი 2024, 13:51

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.

15 ივნისი 2024, 13:24

საზოგადოება

წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ.

მატია შარკიჩი

15 ივნისი 2024, 13:06

სპორტი

მონტენეგროს ნაკრების მეკარე მატია შარკიჩი 26 წლისა გარდაიცვალა

მონტენეგროს ნაკრების მეკარე მატია შარკიჩი გარდაიცვალა. ბრიტანული მედიის ცნობით, 26 წლის შარკიჩი საკუთარ სახლში გარდაიცვალა, მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

15 ივნისი 2024, 12:58

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

15 ივნისი 2024, 12:57

LIVE ისრაელი

ამერიკელი სამხედროები ღაზის სანაპიროდან ჰუმანიტარული პორტის მისადგომის დროებითი დემონტაჟისთვის ემზადებიან

ამერიკელი სამხედროები ღაზის სანაპიროდან ჰუმანიტარული პორტის მისადგომის, დროებითი დემონტაჟისთვის ემზადებიან. ამის მოტივად ამინდის პირობები სახელდება. ბოლო პერიოდში, ზღვის ძლიერი ღელვისა და შტორმის გამო ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება გართულდა.

ნიკა ახალბედაშვილი

15 ივნისი 2024, 12:55

კულტურა

ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი: მსურს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო მამულიშვილური საქმისთვის - ისტორიას დარჩება ოფიციალური ჩანაწერი, რომ სწორედ მან გადასცა მუზეუმს უმნიშვნელოვანესი ექსპონატი

პირდაპირ გეტყვით, ეს იყო დაუფარავი სიხარული, როდესაც გავიგეთ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი მოღვაწის, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი დააბრუნა საქართველოში, - ამის შესახებ ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა განაცხადა.

დმანისის ეკომიგრანტები

15 ივნისი 2024, 12:41

რეგიონი

დმანისის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

15 ივნისი 2024, 12:27

მსოფლიო

ლიონში მასშტაბური საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის გამარჯვებისა და პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.

ამინდი

15 ივნისი 2024, 12:27

საზოგადოება

16-18 ივნისს საქართველოში დროგამოშვებით წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი, ზღვაზე კი 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

15 ივნისი 2024, 12:20

რეგიონი

ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ გაიხსნა

ყოველ წლიური ფესტივალი წელსაც „ანბანის კოშკთან“ იმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ.

15 ივნისი 2024, 12:10

რეგიონი

სოლომონ პავლიაშვილმა აჭარის სოფლის მეურნეობის მიმართულების ლაბორატორიების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიების თანამშრომლებს შეხვდნენ.

15 ივნისი 2024, 12:00

საზოგადოება

სუს-ის სასწავლო ცენტრის ორგანიზებული პროექტის „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლა“ პირველი სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტ „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის“ პირველი სეზონი დაიწყო.

ალექსანდრე დარახველიძე

15 ივნისი 2024, 11:48

საზოგადოება

შს მინისტრის მოადგილე გაეროს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიაში მონაწილეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდა ნიუ-იორკში გაეროს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 (COSP17) სესიაში.

15 ივნისი 2024, 11:37

რეგიონი

გურიაში პროფესიული განათლება 100 წლისაა

კოლეჯ „ჰორიზონტს“ გორაბერეჟოულის ფილიალში, გურიაში პროფესიული განათლების საუკუნოვანი ისტორიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

15 ივნისი 2024, 11:25

საზოგადოება

ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში, კონფერენცია „ფოკუსი ჰორიზონტი ევროპაზე“ გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის‘‘ მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში კონფერენცია სახელწოდებით - „ფოკუსი ჰორიზონტი ევროპაზე“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მკვლევრები.

რატი იონათამიშვილი

15 ივნისი 2024, 11:14

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ნიუ-იორკში არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. საქართველოში ვბრუნდები ახალი ინიციატივებითა და შემართებით - ცხადია, არავითარი სანქციები, მხოლოდ საქმე

დასრულდა სამუშაო ვიზიტი ნიუ-იორკში, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ფაქტია, საქართველოს დელეგაცია გაეროს შშმ პირთა 17-ე ასამბლეაზე იყო ყურადღების ცენტრში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.