22 მაისი 2024, 22:25 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას ყველა სცენარი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლარიზაციის დასასრულებლად საჭიროა პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა და NGO-ების გამჭვირვალობაც სწორედ ამას ნიშნავს.

„ჩვენ ყველა სცენარი გვქონდა გათვლილი. არსებული სცენარიც იყო აბსოლუტურად გათვლადი და ერთ-ერთი ვერსია, რაც განვიხილეთ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო პროცესის გაგრძელება, იყო სწორედ ეს, მათ შორის აქციები, რაც გაიმართა, არა ჯანსაღი რეაქციები, მათ შორის, უცხოელების მხრიდან, ბრძოლა გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. საბოლოო ჯამში, აქ ხდება ლუსტრაცია. როდესაც იბრძვი გამჭვირვალობის წინააღმდეგ, გამოდის, რომ კიდევ გაქვს განზრახული ის, რასაც აკეთებდი წინა წლების განმავლობაში.

გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში. როცა ამის შემდეგაც იბრძვი გამჭვირვალობის წინააღმდეგ, რჩება ლოგიკური აღქმა, შეგვიძლია გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ ვიღაცებს უნდათ კიდევ ერთხელ სცადონ რევოლუციების მოწყობა ამ ქვეყანაში. რაც უბრალოდ არასწორია, ეს არ არის სწორი მიდგომა ჩვენი საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს მიმართ. არ შეიძლება ყოველწლიურად ქვეყანა, მუდმივად, ცხოვრობდეს ამ გაუთავებელი ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში.

მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ 2016 წლის არჩევნები გახსოვთ, 2017 იყო ერთადერთი შედარებით მშვიდი წელი, 2018 წლის არჩევნები გახსოვთ, 2019 წლის მოვლენები - ორჯერ სხვადასხვა დროს როდესაც უხეშად გაღვივდა პოლარიზაცია, შემდეგ 2020 წლის არჩევნები, 2021 წლის მოვლენები, 2022 წელი, როდესაც არ მოგვანიჭეს, უსამართლოდ, კანდიდატის სტატუსი და ამის საფუძველზე სცადეს რევოლუციის მოწყობა, შემდეგ ეს გაგრძელდა 2023 წელს. ანუ, ყოველ წელს ჩვენ გვაქვს მუდმივი, ხელოვნურად შექმნილი ტურბულენტობა, არ დაასვენეს ეს ქვეყანა. ამ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვხედავთ სხვა გზას იმისათვის, რომ ქვეყანა დავამშვიდოთ, არ შეიძლება ყოველწლიურად ვცხოვრობდეთ მუდმივი პოლარიზაციის რეჟიმში, რაც მთლიანად ხელოვნურად არის გარედან თავს მოხვეული. ეს რადიკალური ოპოზიციაც მთლიანად არის ხელოვნურად, გარედან თავს მოხვეული, რადიკალური NGO-ები, ტელევიზიები, ყველაფერი ის უმსგავსობა, რაც ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე ხელისუფლების სახით, იყო გარედან თავს მოხვეული და რაც ხდება უკვე ოპოზიციის რიგებიდან ამ სუბიექტების შესრულებით, იმავე NGO-ებით, იმავე პოლიტიკოსებით, იმავე მედიასაშუალებებით, ესეც არის გარედან თავს მოხვეული, ხელოვნურად. იმისათვის, რომ ეს დასრულდეს, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა. NGO-ების გამჭვირვალობაც ნიშნავს პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობას“, - აღნიშნა პრემიერმა.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

19 ივნისი 2024, 18:28

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ვიცი, რომ კეზერაშვილს არ მისცეს აშშ-ის ვიზა - სხვა მსგავსი მაგალითი სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით ჩემთვის არ არის ცნობილი

ვიცი, რომ კეზერაშვილს არ მისცეს აშშ-ის ვიზა - სხვა მსგავსი მაგალით სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით ჩემთვის არ არის ცნობილი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

19 ივნისი 2024, 18:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არანაირი კურსის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია, არც აქვს და არც ექნება, როგორც ვიყავით დემოკრატიის ერთგულები, დღესაც ისევ დემოკრატიის ერთგულები ვართ

ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არანაირი კურსის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია, არც აქვს და არც ექნება. როგორც ვიყავით დემოკრატიის ერთგულები, დღესაც ისევ დემოკრატიის ერთგულები ვართ. უბრალოდ ვამბობთ და ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, ამას ამბობს ყველა ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყანა, რომ მაგალითად კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობის პრინციპი, ეს არის ის ღირებულებები, რაც დგას ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატია და რისი დაცვაც ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ბექა ნოზაძე

19 ივნისი 2024, 18:24

სპორტი

„ქართული სპორტის ქომაგების“ დამფუძნებელი: ბევრი ქართველი იყო ჩამოსული გუშინდელ თამაშზე. ბევრმა მათგანმა შეიძლება უკანასკნელი ფინანსებიც გაიღო, რომ ევროპის ჩემპიონატზე ყოფილიყო. ბევრგან ვყოფილვართ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი სულ სხვა დონეა

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან უფრო მეტს ვიმსახურებდით, ვიდრე საბოლოო შედეგი მივიღეთ. ძალიან კარგი თამაში იყო და მთელმა მსოფლიომ, მსოფლიო მედიამ აღიარა, რომ შემთხვევით არ ვართ ტურნირზე, დავიმსახურეთ აქ ყოფნა და აქ თამაში. გუშინ თავი ნამდვილად არ შეგვირცხვენია და თურქეთის ნაკრები არ იყო ის მეტოქე, რომელთანაც უსათუოდ გამარჯვებას დავგეგმავდით. ყოველთვის გამარჯვების სურვილით ვართ ტრიბუნაზე გასული, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ რა დონის გამოცდილება აქვს თურქეთის ნაკრებს, რომელიც ათწლეულებია ასეთი მაღალი დონის ტურნირებზე თამაშობს. თამაშის დილას ერთმანეთს ვეუბნებოდით, თუ რამხელა ზღაპარში და წარმოუდგენელ რეალობაში აღმოვჩნდით. ბევრგან ვყოფილვართ საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი სულ სხვა დონეა და არ არის ეს რიგითი გასვლითი მატჩი. აქ უკვე თითოეული წუთი იყო გადამწყვეტი“

გურამ მაჭარაშვილი

19 ივნისი 2024, 18:20

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: კითხვა მაქვს ევროკავშირის ელჩთან: იმ ათეულობით მილიონმა ევროპელმა ჩვენს მსგავსად უარი რომ უთხრა ლგბტ პროპაგანდასა და ულტრალიბერალურ ფაშისტურ პოლიტიკას, მათაც ურთიერთობების გაყინვის სურვილი აქვთ?

„ევროკავშირის ელჩმა ეს განცხადება რის საფუძველზე გააკეთა გაუგებარია, იმიტომ, რომ ევროპის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებით ჩვენ არამხოლოდ კანდიდატ ქვეყნებზე, არამედ წევრ ქვეყნებზე წინ ვართ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

19 ივნისი 2024, 18:18

საზოგადოება

GWP: სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

ხვიჩა კვარაცხელია

19 ივნისი 2024, 18:09

სპორტი

Corriere dello Sport: „პსჟ“ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის სახით 11 მილიონ დოლარს სთავაზობს

ფრანგული საფეხბურთო კლუბი „პსჟ“ „ნაპოლის“ ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის სახით 11 მილიონ დოლარს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სპორტული გაზეთი Corriere dello Sport-ი ავრცელებს. „პსჟ“ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის სახით 11 მილიონ დოლარს სთავაზობს

19 ივნისი 2024, 18:03

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: მართალია შედეგით არ ვართ კმაყოფილები, მაგრამ ღირსების ბრძოლაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ ნამდვილად დამაჯერებლად გაიმარჯვა

„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ბიჭებს თავგანწირვისთვის და თავდადებისთვის, რაც გუშინ მთელს ევროპას და მსოფლიოს დაანახეს ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სახელით. მართალია შედეგით არ ვართ კმაყოფილები, მაგრამ ღირსების ბრძოლაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ ნამდვილად დამაჯერებლად გაიმარჯვა. რაც მთავარია, ეს იყო ისეთი მატჩი, რომლის დროსაც გუნდი მთლიანად იზრდება, უფრო მეტად ძლიერი ხდება, ვიდრე მატჩამდე იყო და ეს სიძლიერე, დარწმუნებული ვარ, ამავე ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდება. ჯერ არაფერია გვიან. წინ გვაქვს ორი თამაში და დარწმუნებული ვარ, ზუსტად ამ მიდგომით, ამ შემართებით, პატრიოტიზმითა და პროფესიონალიზმით ჩვენი ბიჭები შეძლებენ გულშემატკივრის გახარებას უკვე არა მხოლოდ ქართველი, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. მათ ძალიან ბევრი ადამიანის გული მოიგეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“

ლადო პაპავა

19 ივნისი 2024, 17:19

ეკონომიკა

ლადო პაპავა: სებ-ის გადაწყვეტილება მონეტარულ ბაზარზე ვითარების დასტაბილურებას უკავშირდება

ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ბაზარზე იყოს სტაბილურობის განცდა და მოლოდინები იყოს ადეკვატური, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან აკადემიკოსმა ლადო პაპავამ სებ-ის მიერ მონატარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 8%-ზე დატოვების საკითხის შეფასებისას განაცხადა.

ალექსანდრე ძნელაძე

19 ივნისი 2024, 16:52

ეკონომიკა

ალექსანდრე ძნელაძე: სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილება, უკვე განხორციელებული ინტერვენციების მსგავსად, ბაზრის სტაბილიზაციას ემსახურება

ველოდით ამ გადაწყვეტილებას. რეფინანსირების განაკვეთის გარდა, სებ-ს სხვა ინსტრუმენტებიც აქვს ფულის მასაზე და ფულის სიჩქარეზე, ასევე, ლარის კურსზე ზემოქმედებისათვის, - ასე აფასებს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად - 8%-ზე დატოვებას საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე.

19 ივნისი 2024, 16:47

რეგიონი

გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელ სამუშაოებს თელავში გაეცნო

„საქართველოს მასშტაბით 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესი მიმდინარეობს. წელს საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში მოქმედებს“.

19 ივნისი 2024, 16:39

საზოგადოება

GITA -ს თავმჯდომარემ საპარლამენტო დელეგაციას მალავის რესპუბლიკიდან უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა საპარლამენტო დელეგაციას მალავის რესპუბლიკიდან უმასპინძლეს. ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს. დელეგაციის წევრები დაინტერესებულები არიან, სიღრმისეულად შეისწავლონ ამ მიმართულებით საქართველოს წარმატებული გამოცდილება და შემდგომ უკვე საკუთარ ქვეყანაში დანერგონ. სტუმრებმა ასევე კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს ქართული მხარისგან, მალავის ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის გაუმჯობესებისთვის.

19 ივნისი 2024, 16:36

პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშები მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშები მოისმინა.

19 ივნისი 2024, 16:26

კულტურა

შანხაის 26-ე კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს

შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ კინო-ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი საქართველოს სტენდით წარსდგა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, სტენდი, რომლითაც ბაზრობაზე კინოცენტრი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარდგა, წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, თანამედროვე ქართულ ფილმებს და პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც კინოგადაღებებისთვის მნიშვნელოვან ქვეყანას.

19 ივნისი 2024, 16:22

პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა გარემოს დაცვის მიმართულებით ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში მოისმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განაგრძობს გასვლით სხდომებს, სადაც ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ათწლიანი (2014-2024 წლების) შედეგების თაობაზე ანგარიშებს ისმენს.

19 ივნისი 2024, 16:05

ტაბლოიდი

105 წლის ამერიკელმა სტენფორდის უნივერსიტეტში მაგისტრის წოდება მიიღო🎓

ვირჯინია განმარტავს, რომ სამაგისტრო ნაშრომი უკვე დასრულებული ჰქონდა და მხოლოდ მისი ფინალური ვერსია უნდა წარედგინა. მაგრამ ქალი გათხოვდა და თაფლობის თვის გატარება ოკლაჰომაში გადაწყვიტა, სადაც მისი მეუღლე ჯორჯი მსახურობდა.

კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი

19 ივნისი 2024, 16:03

მსოფლიო

ფხენიანმა და მოსკოვმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს

ორი ქვეყნის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა დოკუმენტს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელი ფხენიანში მოაწერეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა, დოკუმენტი რომელიმე ხელმომწერის მიმართ აგრესიის შემთხვევაში სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს.

ნინო თანდილაშვილი

19 ივნისი 2024, 15:38

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: საქართველომ, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. გასვლითი სხდომა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა.

19 ივნისი 2024, 15:13

საზოგადოება

კახა კალაძე DiW-ის მიერ შექმნილ საათზე: მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანთან“ ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან

კახა კალაძესთან კოლაბორაციით, Designa Individual-მა Rolex Daytona-ს საკოლექციო საათი შექმნა, რომელიც საქართველოს დროშისა და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფერებშია გადაწყვეტილი.

გიორგი ცაგარეიშვილი

19 ივნისი 2024, 14:50

ჯანდაცვა

გიორგი ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ახალი მოადგილე ჰყავს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ პარლამენტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა.

დავით მათიკაშვილი

19 ივნისი 2024, 14:50

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს შესაბამის განაჩენს ქართული საზოგადოებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს შესაბამის განაჩენს ქართული საზოგადოებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.