23 მაისი 2024, 00:05 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: თუ უცხოური ძალის ინტერესს ატარებ და ეს ინტერესი აშკარად კეთილშობილურია, მაშინ რატომ ლაპარაკობ სტიგმატიზაციაზე, ეს კითხვა უნდა დავუსვათ არასამთავრობო ორგანიზაციებს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

შენ თუ უცხოური ძალის ინტერესს ატარებ და ეს ინტერესი აშკარად კეთილშობილურია, მაშინ რატომ ლაპარაკობ საერთოდ სტიგმატიზაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კითხვა უნდა იყოს დასმული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.

„გრანტი გულისხმობს იმას, რომ ფინანსურ უკუგებას არ ელის დონორი, მაგრამ უკუგებას, რა თქმა უნდა, ელის გრანტის გამცემი. უსასყიდლობა ნიშნავს იმას, რომ არ ელის ფინანსურ უკუგებას, ეს სესხი არ არის, ფულს უკან აღარ აბრუნებს. დავუშვათ, რომ ასეა და მაგალითად კონკრეტული გრანტი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას. დავუშვათ, რომ ეს არის დახმარება და კეთილშობილური მიზანი გრანტის უკან, მაშინ მით უმეტეს, რატომ ფიქრობ, რომ სტიგმატიზაციას შეიძლება იწვევდეს ეს ტერმინი. შენ თუ უცხოური ძალის ინტერესს ატარებ და ეს ინტერესი აშკარად კეთილშობილურია, მაშინ რატომ ლაპარაკობ საერთოდ სტიგმატიზაციაზე. ეს კითხვა ხომ უნდა დავუსვათ ჩვენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მაგალითად, მე ავიღე ფული იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა განვავითარო ამ ქვეყანაში, ან სხვა კეთილშობილური საქმე გავაკეთო. ამ შემთხვევაში გვაქვს ფაქტის კონსტატაცია, რომ არის უცხოური ძალა, რომელსაც აქვს კეთილშობილური ინტერესი, ეს ინტერესი არის საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და მე, როგორც ორგანიზაცია ვიღებ ამისათვის გრანტს და ვატარებ ამ უცხოური ძალის კეთილშობილურ ინტერესს საქართველოში. ამ შემთხვევაში ეს სტიგმატიზაცია ხომ არ არის, პირიქით, ეს მარკეტინგია. ეს არის პიარი, როგორც დონორისთვის, ასევე ორგანიზაციისთვის. სწორედ იმის გამო, რომ ვიღაცებს სხვა რაღაცების შიში აქვთ, საუბრობენ სტიგმატიზაციაზე. საბოლოო ჯამში, არის შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ კეთილშობილურთან ერთად გამოვლინდება უამრავი არაკეთილშობილური ამოცანა, რომელიც დგას ამ გრანტების უკან. სრული გაუმჭვირვალობის პირობებში სხვადასხვა წყაროდან მივიღეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოელი დონორები არაკეთილშობილურ ამოცანებს აფინანსებდნენ, მაგალითად EED აფინანსებდა პარტია „დროას“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არაკონსტიტუციური პრაქტიკაა და გარდა ამისა, ახალისებს რადიკალიზმს, პოლარიზაციას.

„მარტივი მაგალითის საფუძველზე შემიძლია დავამტკიცო ის, თუ რამდენად ექნება ეფექტი გამჭვირვალობას. „დროას“ მაგალითი რომ ავიღოთ, შემთხვევით დავადგინეთ, თვითონ „დროას“ ხელმძღვანელმა დაწერა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე, რომ მის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა EED. შემთხვევით გავიგეთ ეს ინფორმაცია, ხელმისაწვდომი არ არის არსად. რა თქმა უნდა, საგრანტო ხელშეკრულებაში არსად წერია, რომ ხოშტარიამ და მისმა პარტიამ მაინცდამაინც პოლარიზაცია უნდა წაახალისონ ამ ქვეყანაში, რადიკალიზმი გააღვივონ და ა.შ. მაგრამ საბოლოო ჯამში, დავადგინეთ, გაუმჭვირვალობის პირობებში, მაგრამ წამოცდენის საფუძველზე, რომ EED, ევროკავშირის ფონდი აფინანსებდა ერთ-ერთ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში. შეფუთვა იყო, რა თქმა უნდა, არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ყალბი ფორმით იყო შექმნილი. როდესაც ეს გამჭვირვალე გავხადეთ და მივეცით რეზონანსი ჩვენი განცხადებებით, მაშინვე მოუწია EED-ს უარის თქმა ისეთ დაფინანსებაზე, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა პოლარიზაციის წახალისებას ამ ქვეყანაში და კონსტიტუციის წინააღმდეგ პოლიტიკური პარტიის დე-ფაქტო დაფინანსებას. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი, რაც ადასტურებს, რომ არსად ეწერა, გინდა თუ არა EED აფინანსებდა პოლარიზაციას, მაგრამ საზოგადოებისთვის იმდენად თვალსაჩინო გახდა ეს ყველაფერი სწორედ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ EED-ს მოუწია, შეეწყვიტა პარტია „დროასთვის“ დაფინანსება. იგივე შედეგს მივიღებთ სხვა შემთხვევებშიც. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ასეთი გამჭვირვალობის საფუძველზე, რომ როდესაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა, დაებლოკა 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა, ვგულისხმობ ქვეშეთი-კობის მონაკვეთს, ამის უკან იდგა კონკრეტული დონორი ორგანიზაცია და საზოგადოებისთვის ეს ხომ გახდება ცნობილი, ვინ ცდილობდა, ვისი დაფინანსებით დაებლოკა ეკონომიკური პროექტი. როდესაც ეს ინფორმაცია გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, დონორსაც გაუჭირდება ასეთი აქტივობების დაფინანსება და ორგანიზაციაც უფრო მეტად გაუფრთხილდება დონორის ინტერესებს. სინამდვილეში ეკოლოგიასთან შეხება არ ჰქონდა ამ პროექტს, კილომეტრ-ნახევრის სიღრმეში იჭრებოდა გვირაბი. აშკარა იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი არსებობდა. გაირკვეოდა, რომ ეკოლოგიასთანაც არ ჰქონდა ამ ყველაფერს შემხებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ჯონ კირბი

18 ივნისი 2024, 00:00

მსოფლიო

ჯონ კირბი: აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავებით

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავებით. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

17 ივნისი 2024, 23:38

საზოგადოება

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ კურდღლის ნიღაბი მორგებული

„ვინ ვინ არის?“ სამი თვის განმავლობაში მთავარი კითხვა იქნება. დეტექტივის როლს კი „იმედის“ მაყურებელი ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე მოირგებს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 12 კონკურსანტი „დეტექტივ-ჟიურის“ წინაშე სცენაზე შენიღბული გამოვა და მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენს.

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:59

მსოფლიო

სტოლტენბერგი: შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:24

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე.

17 ივნისი 2024, 22:01

სპორტი

ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ანალენა ბერბოკი

17 ივნისი 2024, 21:21

მსოფლიო

ბერბოკი: თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, პუტინის ჯარი პოლონეთის საზღვართან შეიძლება აღმოჩნდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროპისთვის სერიოზული შედეგების შესახებ ისაუბრა, თუ უკრაინა არ მიიღებს საკმარის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად.

17 ივნისი 2024, 20:27

საზოგადოება

ხელფასის მატების გარეშე საჯარო სკოლის არცერთი მასწავლებელი არ დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელფასის მატების გარეშე საჯარო სკოლის არცერთი მასწავლებელი არ დარჩება - ეს განათლების მინისტრის დაპირებაა. გადაწყვეტილება ანაზღაურების ზრდის შესახებ ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა და ჯამში 52 ათას ადამიანს შეეხება.

17 ივნისი 2024, 20:21

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდ ევროპულ საფეხბურთო ფორუმზე თავის გზას იწყებს - პირველ სადებიუტო მატჩამდე 24 საათი რჩება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი გერმანიიდან

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები უკვე დორტმუნდშია. ფეხბურთელები საბრძოლო განწყობაზე არიან და ამბობენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩასულან. მეტიც, უნდათ „ევრო 2024“ - ზე ქართული კვალი დატოვონ.

17 ივნისი 2024, 20:11

მსოფლიო

გერმანიაში, სამართალდამცველებმა 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს

გერმანიაში, სამართალდამცველებმა 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

17 ივნისი 2024, 20:10

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე გახარიას „ლელოსთან” თანამშრომლობის სურვილზე: ათასი სისაძაგლე მიიზილა გახარიამ პოლიტიკური ჯგუფისგან, ვისაც ახლა უვაზელინოდ ეტენება, შეიძლება სულ არ სიამოვნებს, მაგრამ ასე უთხრეს „დიდმა ძმებმა” და რა ქნას, ასეთია მონის ბედი!

ამ კაცზე მეტად უთავმოყვარეო, პატივაყრილი პოლიტიკოსი, მეორე არ ჰყავს ოპოზიციას, - ასე აფასებს „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მისთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური პარტნიორი „ლელოა”.

ნათია სონღულაშვილი

17 ივნისი 2024, 20:05

საზოგადოება

ნათია სონღულაშვილი: „იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად

„იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად, - ასე ეხმიანება „ქრონიკის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია სონღულაშვილი „ტელეიმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომლის თამარ შარიქაძის განცხადებას.

17 ივნისი 2024, 19:56

საზოგადოება

„ჯივიპი“ მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და დაზიანებული ქსელის ლოკალურად შეკეთება. სამუშაოების პროცესის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას კომპანია ხვალ, 18 ივნისს, დატერასების სამუშაოების დაწყების შემდეგ შეძლებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

17 ივნისი 2024, 19:55

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: მოფიქრება არ გინდა ერთმანეთის მაგინებელი, მლანძღველი და მტრულად განწყობილი პარტიები თუ სუბიექტები ერთად რომ დააყენო, კოალიცია დაარქვა, თან ისეთი მანტია გადააფარო, რომ მათი ნაცური, თაღლითური თუ ბოროტი წარსული დამალო?!

მართლაც ხელოვნებაა პოლიტიკა, მოფიქრება არ გინდა ერთმანეთის მაგინებელი, მლანძღველი და მტრულად განწყობილი პარტიები თუ სუბიექტები ერთად რომ დააყენო, კოალიცია დაარქვა, თან ისეთი მანტია გადააფარო, რომ მათი ნაცური, თაღლითური თუ ბოროტი წარსული დამალო?! ამ ყველაფერს ერთი დიდი პრობლემა აქვს, ისევ სცდება ის გადამთიელი, ისევ არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის ხასიათს, ცოდნას, გამოცდილებას და ღირსებას, ამიტომაც ეს ბოროტი ავანტიურა აუცილებელი მარცხისთვისაა განწირული, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

17 ივნისი 2024, 19:54

საზოგადოება

უახლოეს საათებში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

17 ივნისი 2024, 19:19

პოლიტიკა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას დეტალურად, აქტიურად და ამომწურავად ავრცელებს და აცნობს ყველა ჩართულ მხარეს და საქმიანობებს მაქსიმალური გამჭვირვალობით ახორციელებს, დაინტერესებული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯი და ზოგადად საარჩევნო პროცესი“.

იოავ გალანტი

17 ივნისი 2024, 19:16

LIVE ისრაელი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანის მარიონეტები დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ირანის მარიონეტები დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ.

ირაკლი ჩიქოვანი

17 ივნისი 2024, 18:49

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ

ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ თავდაცვის უწყებისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაცია და თავდაცვის ძალების უკეთ გაცნობა, რის საშუალებასაც იძლევა „ჯარის ბანაკი“.

გიორგი ამილახვარი

17 ივნისი 2024, 18:43

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ჯარის ბანაკის და სკოლებში სამხედრო განათლების შეტანა ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას

ჯარის ბანაკის და სკოლებში სამხედრო განათლების შეტანა ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

17 ივნისი 2024, 18:42

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: მასწავლებლების 70%-ს ხელფასი 500-დან 800-ლარამდე ეზრდება - საჯარო სკოლების არც ერთი პედაგოგი არ დარჩება, ვისაც ხელფასი არ მოემატება

„მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ჩვენს ღირსეულ, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებს ხელფასი გაეზრდება. დღეს საჯარო სკოლებში 52 ათასი სტატუსიანი მასწავლებლები გვყავს და აქედან, 37 ათასს ადამიანს ხელფასი ეზრდება 500-დან 800-ლარამდე“.

17 ივნისი 2024, 18:33

მსოფლიო

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.