23 მაისი 2024, 13:07 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართავს

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი სოზარ სუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართავს.

წერილს გთავაზობთ სრულად:


„პატივცემულ ენტონი ბლინკენს.

ბატონო სახელმწიფო მდივანო, გწერთ შეშფოთებული პატარა საქართველოდან, რადგან მოვისმინე თქვენი გამოსვლა სენატში, სადაც საქართველოზე და ქართულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე" საუბრობდით. თუმცა კი, სანამ ამ თემამდე მისასვლელ გზას დაადგებოდით, ბევრი ადამიანის სათქმელი გითხრათ სენატორმა ტედ კრუზმა. მთავარი მაინც ის იყო, რომ თქვენი ადმინისტრაცია მეგობრებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. უფრო მეტი სიცხადისთვის ციტირებას გავაკეთებ: „თქვენი საგარეო პოლიტიკა ეწინააღმდეგება იმას, რაც რაციონალური ამერიკული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის. ეს ადმინისტრაცია მუდმივად ძირს უთხრის მათ, ასუსტებს და თავს ესხმის", - გითხრათ სენატორმა.

ამ მწვავე კრიტიკიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს თემას შეეხეთ, შეშფოთება გამოხატეთ გამჭვირვალობის კანონის მიმართ და მას „რუსული სახელმძღვანელოდან გადმოწერილი" უწოდეთ. რატომღაც, ამ ფრაზამ საქართველოში თქვენი ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი გამახსენა, რომელიც ზუსტად ანალოგიური ტერმინოლოგიით საუბრობდა და ახლა გასაგებია, საიდან იყო ინსპირირებული.

ამ თემას ქვევით მივუბრუნდები, მანამდე კი, დაჟინებით მინდა, სენატორ ტედ კრუზის მიერ თქვენს მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას შევეხო. მით უმეტეს, რომ ბრალდება ძალიან სერიოზულია და თქვენ მეგობრების მიმართ ორმაგ თამაშებსა და მათზე თავდასხმებში გადანაშაულებთ.

დიახ, თქვენ და მოქმედმა ადმინისტრაციამ, სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ სიტყვებს - „მეგობრობა" და „სტრატეგიული პარტნიორობა" - უარყოფითი კონოტაცია შეეძინა ჩვენს ურთიერთობაში. დიახ, თქვენ თავს გვესხმით და ჩვენ თავს ვიცავთ. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ იმოქმედოთ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და აგრესიულ უმცირესობას მოსახლეობის უმრავლესობაზე ძალადობის ბიძგს აძლევთ. სამწუხაროდ, თქვენ გსურთ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა ისე, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს თქვენ მიერ მხარდაჭერილ ენჯეოებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს. სწორედ მათი ხელით გსურთ ქვეყანაში მორჩილი „მმართველების" მობრუნება, მაგრამ როდესაც იდეას, კეთილია ის თუ ბოროტი, მასების მხარდაჭერა არ აქვს, იგი ჩანასახშივე განწირულია.

ამ ყველაფერთან ერთად, მსურს თქვენი განცხადებაც გავიხსენო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა, როგორც შიდა სამსახურებრივი ბრძანება და რომელსაც თქვენი ხელმოწერა „ამშვენებს“ - თქვენ თანამშრომლებს მოუწოდეთ, თავი შეიკავონ ისეთი „პრობლემური“ ტერმინების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“, „მამა“, „ქმარი“, „ცოლი“, „ბიჭი“, „გოგო“. სიმართლე გითხრათ, ჩვენს ქვეყანაში ვერავინ გაიგო, რატომ შეიძლება პრობლემური ეწოდოს დედას ან მამას. უფრო მეტიც, თქვენმა ამ განცხადებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გაბრაზება და გაღიზიანება გამოიწვია, რადგან მძიმე მოსასმენი და მისაღებია „სტრატეგიული პარტნიორი“ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირისგან ფსევდოლიბერალური, თავსმოხვეული იდეოლოგიის წახალისება.

ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დღემდე ვერ გაუგია, რა მიზანს ემსახურებოდა თქვენი ეს განცხადება და აჯობებს, ქართული კანონის უსაფუძვლო კრიტიკის ნაცვლად, ნათლად აგვიხსნათ, თუ რომელ მხარეს დგახართ პირადად თქვენ. თუმცა, ასახსნელიც არაფერია - ყველაფერი ზედაპირზე დევს. ლგბტ პროპაგანდის ავანგარდში მყოფი უმაღლესი თანამდებობის პირისგან არაფერი მოულოდნელი აღარ არის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში თანაბრად მიუღებელია ქართული კანონის თქვენეული კრიტიკა და თქვენი ღია ჩართულობა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაში. კარგად გახსოვდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში კაცი კაცია, ხოლო ქალი - ქალი, დედას დედა ჰქვია, ხოლო მამას - მამა და ამას ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეცვლის.

ვერაფრით ამომიხსნია, რა მოტივაცია გამოძრავებთ. არ მინდა დავიჯერო, რომ 1990-იან წლებში, სხვადასხვა სპეციალური სამსახურების სახელმძღვანელოებში გაწერილი გაიდლაინებით მოქმედებთ და არად აგდებთ კონტექსტს, დროს, მოცემულობას და განწყობებს. თუმცა კი, ყველაფერს ასეთი პირი უჩანს.

ბატონო სახელმწიფო მდივანო, რადგან დაგპირდით, რომ გამჭვირვალობის კანონს ბოლოს დავუბრუნდებოდი, ეს კანონი, ჩემი ღრმა რწმენით, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს ხელისუფლების თავდაცვა თქვენი ადმინისტრაციის გაუაზრებელი თავდასხმებისგან. ნუ დაგავიწყდებათ, რომ „სანგარში" მყარად მჯდომ მართალ ადამიანს ბევრი რამ აძლიერებს, პირველ რიგში კი იმის განცდა, რომ უსამართლოდ ცდილობენ მის დაჩაგვრას. ამიტომ, თქვენი მუქარებიც ისეთივე ფუჭი და არაფრისმომცემია, როგორც რევოლუციების მცდელობა ხალხის მხარდაჭერის გარეშე!“ - წერს სოზარ სუბარი.

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

20 ივნისი 2024, 10:24

პოლიტიკა

გია აბაშიძე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: პოლიტიკური ოპონენტის დასაკნინებლად და სალანძღავ სიტყვად „აუტისტის“ გამოყენება არის უბოროტესი ნაცსექტის ერთ-ერთი განსახიერება, კაცთმოძულეობა ღალატის პარტიის წარუშლელი პორტრეტია

გიორგი (ჭიჭე) ვაშაძის მსგავს ბოროტ არსებებს არაფერი აქვთ საერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასთან - აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების შეურაცხყოფა მეტყველებს მისნაირთა უმახინჯეს ე.წ. პიროვნულ მახასიათებლებზე, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, სადაც იგი კობახიძეს "ძალიან აუტისტ ადამიანს" უწოდებს.

20 ივნისი 2024, 10:20

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ მორიგი სპინოფის გადაღებები დაიწყო🎬

პრიქველი ჯორჯ მარტინის ნოველების ციკლზე „შვიდი სამეფოს რაინდი“ არის დაფუძნებული, რომელთა სიუჟეტიც ძირითად სერიალამდე 100 წლით ადრე ვითარდება. ნოველების მთავარი გმირი სირ დუნკან მაღალი და მისი მეაბჯრე ეგი არიან, რომლებიც ვესტეროსში მოგზაურობენ.

20 ივნისი 2024, 10:17

რეგიონი

ოთარ შამუგია: წელს ველოდებით მოცვის წარმოების და ექსპორტის გაორმაგებულ მაჩვენებელს, რაც ნიშნავს დაახლოებით 100-120 მლნ ლარის შემოსავალს ექსპორტიდან ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშში კომპანია „აგროველის“ მოცვის ბაღში მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

20 ივნისი 2024, 09:53

მსოფლიო

ჩინეთში წყალდიდობას ებრძვიან

რამდენიმედღიანი წვიმის, მდინარეების ადიდებისა და ნიადაგის ფენათა ჩამოქცევის მიზეზით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

20 ივნისი 2024, 09:49

პოლიტიკა

„ხალხის ძალა“ ამერიკის ელჩს: თუ ჩინეთი აფინანსებს რუსეთს, ხოლო ამჟამად რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და ახდენს მისი ტერიტორიების ოკუპაციას - რატომ აღრმავებს აშშ ყოველწლიურად ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს?

„გუშინ ჩვენი "სტრატეგიული მეგობრის", აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა რობინ დანიგანმა პირველი მწვავე და ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რასაც ცხადია, უპასუხოდ ვერანაირად ვერ დავტოვებთ. თუ აქამდე ახალი ელჩი მეტნაკლებად ცდილობდა, პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა. ეს გასაგებიცაა და მოსალოდნელიც იყო, რადგან იმ პირობებში, როცა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით არაადეკვატურ, ჩაგვრასა და შეურაცხყოფაზე დაფუძნებული პოლიტიკას აწარმოებს, ელჩ დანიგანს არავინ მისცემდა უფლებას, რომ შედარებით ნეიტრალური პოზიციონირებით თავი აერიდებინა მოქმედ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამწვავებისთვის.

20 ივნისი 2024, 09:35

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ივნისს ქუთაისში +30 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

20 ივნისი 2024, 09:24

მსოფლიო

კოლუმბიაში რეკორდული რაოდენობით კოკაინი ამოიღეს

კოლუმბიაში რეკორდული რაოდენობით კოკაინი ამოიღეს. ოპერაცია ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჩაატარეს. დევნის ოპერაციისას ნავიდან, რომელიც ნარკოტიკებით იყო დატვირთული, ტონა-ნახევარი კოკაინი გადაყარეს. პოლიციამ ჯამში 2 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო. დაკავებულია ნავზე მყოფი ორი ადამიანი. ისინი ნიკარაგუისა და კოსტა-რიკის მოქალაქეები არიან.

20 ივნისი 2024, 09:21

მსოფლიო

ეკოაქტივისტები სტოუნჰენჯს დაესხნენ თავს

ეკოაქტივისტები ბრიტანეთის ისტორიულ ღირსშესანიშნაობას, სტოუნჰენჯს დაესხნენ თავს. მოძრაობა Just Stop Oil-ის ორი აქტივისტი მონუმენტთან ბალონებით მიიჭრა და ქვებს ნარინჯისფერი საღებავი შეასხა. ამ ჟესტით ეკოაქტივისტებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე 2030 წლამდე უარი თქვან.

20 ივნისი 2024, 09:17

მსოფლიო

ინდოეთში რეკორდული სიცხეებია

ინდოეთში რეკორდული სიცხეებია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაუსაძლის სიცხეს მხოლოდ ნიუ-დელიში 4 ადამიანი ემსხვერპლა, ადგილობრივ საავადმყოფოებს კი ათასობით ადამიანმა მიმართა. ყველაზე რთული ვითარება რაჯასტანის შტატშია, სადაც ჰაერის ტემპერატურამ +50 გრადუსს მიაღწია.

20 ივნისი 2024, 09:14

მსოფლიო

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. ათენის მახლობლად ტყის ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. მეხანძრეებმა მარკოპოულოსთან, კარისტოსთან და კუნძულ ნაქსოსზე ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს. ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ ქოროფისა და კიტცის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლმა დასახლებულ რაიონებში შეაღწია. მის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს. სტიქიის ზონიდან მოსახლეობა გაჰყავთ.

20 ივნისი 2024, 09:12

მსოფლიო

პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. მიზეზი 12 წლის ებრაელი გოგონას გაუპატიურება გახდა. ინციდენტი ქალაქ კურბევუაში გასულ კვირას მოხდა. პოლიციამ ძალადობის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავა. ქალაქის მერმა მომხდარს ანტისემიტური აქტი უწოდა და განაცხადა, რომ ქალაქში რასიზმისა და ძალადობის ადგილი არ არის.

20 ივნისი 2024, 08:55

მსოფლიო

პრაღაში დანით შეიარაღებული კაცი ბენზინგასამართ სადგურზე მყოფებს თავს დაესხა

თავდასხმა პრაღაში. დანით შეიარაღებული მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე მყოფებს დაესხა თავს. შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

ჯასტინ ტრიუდო

20 ივნისი 2024, 08:48

მსოფლიო

IPSOS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ჯასტინ ტრიუდოს რეიტინგი ეცემა

ჯასტინ ტრიუდოს რეიტინგი ეცემა. IPSOS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 68 პროცენტს კანადის პრემიერ-მინისტრის გადადგომა სურს. გამოკითხვა 12-14 ივნისს ჩატარდა და მასში 1001 ადამიანი მონაწილეობდა. 25 პროცენტამდე არის დაცემული ტრიუდოს პარტიის რეიტინგიც.

არარატ მირზოიანი

20 ივნისი 2024, 08:44

მსოფლიო

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ უწყების პრესმდივანმა ანი ბადალიანმა განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი

20 ივნისი 2024, 08:29

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა ფხენიანში ვიზიტი დაასრულა

კრემლის ლიდერმა ფხენიანში ვიზიტი დაასრულა. აეროპორტში ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პირადად გააცილა. მანამდე კიმ ჩენ ინმა და პუტინმა პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ცერემონიაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა ერთად იბრძვიან ამერიკისა და მისი სატელიტების ჰეგემონიის წინააღმდეგ, კიმ ჩენ ინმა კი რუსეთის პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის საუკეთესო მეგობარი უწოდა. ფხენიანიდან პუტინი ოფიციალური ვიზიტით ვიეტნამში ჩავიდა.

20 ივნისი 2024, 08:18

პოლიტიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში დღეს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში დღეს მოუსმენენ. ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი სამი კანდიდატი. გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი საკუთარ თავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან წარადგენენ, რის შემდეგაც კანდიდატები დეპუტატების კითხვებს უპასუხებენ.

20 ივნისი 2024, 08:10

პოლიტიკა

პარლამენტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვებს დღეიდან იწყებს

პარლამენტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვებს დღეიდან იწყებს. კანონპროექტებს დეპუტატები ჯერ 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ, რის შემდეგაც საკითხზე დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ. დღესვე კომიტეტი განიხილავს მმართველი გუნდის ინიციატივას „ოჯახური ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებსაც.

20 ივნისი 2024, 08:02

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჰამბურგში ჩავა და დახურულ ვარჯიშს გამართავს

ჩეხეთთან გასამართი მატჩისთვის მზადება დაწყებულია. საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჰამბურგში ჩავა და დახურულ ვარჯიშს გამართავს. გუშინ ჩვენმა გუნდმა ვარჯიში ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გაიარა. ნაკრებთან ერთად არ ყოფილა ოთარ კიტეიშვილი, იგი ინდივიდუალურად ვარჯიშობს. შეძლებს თუ არა ის მომდევნო მატჩზე თამაშს, ეს ჯერ გაურკვეველია.

რატი იონათამიშვილი

20 ივნისი 2024, 00:41

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი გიორგი ვაშაძეზე: მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! სალანძღავ სიტყვად „აუტისტის“ გამოყენება არის უკიდურესი ფსკერი და უღირსობა!

მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! კობახიძეს უნდა შეურაცხყოფა მიაყენოს და ყველა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირს აყენებს შეურაცხყოფას! - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი გადაცემაში „პირველი ხაზი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის „აუტისტად“ მოხსენიებას.

გიორგი ვაშაძე

20 ივნისი 2024, 00:39

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძემ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა.