23 მაისი 2024, 15:51 / სანდო წყარო

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის შესახებ საკითხი განიხილა.

პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ინფორმაცია კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

„ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის კარგი ტენდენციები გვაქვს, რომელიც პირველ კვარტალშიც არის შენარჩუნებული. 5,2 პროცენტი გვაქვს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თუმცა პირველ კვარტალში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7,8 პროცენტი შეადგინა. ზოგადად, რეალური მშპ-ს ზრდა იანვარში 5.8 პროცენტი, ხოლო თებერვალში 9.5 პროცენტი დაფიქსირდა. მარტში კი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისისთვის განახლებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს რომ წარმოვადგენთ, ვფიქრობთ, გადავხედავთ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს და ზრდის მიმართულებით დავაკორექტირებთ“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე ინფორმაციით, ბოლო ერთი წელია ინფლაციაც არის დაბალი: 2024 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 0.5 პროცენტი შეადგინა, პირველ კვარტალში კი საშუალო ინფლაცია 0.7 პროცენტის დონეზეა.

საგარეო სექტორს რაც შეეხება, იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 699.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 პროცენტით ნაკლებია; შემცირებაა ფულადი გზავნილების კუთხითაც და, ძირითადად, ეს ეხება რუსეთიდან ფულად გზავნილებს; ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2024 წლის პირველ კვარტალში 807.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ეს შემოსავლები 2019 წლის შესაბამისი პერიოდის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებთან შედარებით აღდგენილია 139.6 პროცენტით.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პირველ კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებამ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.4% შეადგინა - საანგარიშო პერიოდში მობილიზებული იყო 6 323 861.1 ათასი ლარი.

„დეფიციტმა შეადგინა 0,3%, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ხარჯებიც გეგმის მიხედვით სრულდება. სახელმწიფო ბიუჯეტის კუთხითაც შემოსავლების მაჩვენებელი არის გადაჭარბებით შესრულებული - 100.8%-ია.

ხარჯვით ნაწილს რაც შეეხება, პირველ კვარტალში საკასო შესრულებამ შეადგინა 5 მლრდ 753 მლნ ლარზე მეტი, რაც არის გეგმური მაჩვენებლის 98 პროცენტზე მეტი, ხოლო წლიურ გეგმასთან მიმართებაში არის 23%“, - აღნიშნა მან.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა ცალკეული უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულების თაობაზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხითაც შესრულების მაჩვენებელი საკმაოდ კარგია.

გიორგი კაკაურიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, სადაც კვარტალური ბიუჯეტის ჯამური შესრულების მაჩვენებელმა 99,7% შეადგინა. მისივე თქმით, საკმაოდ კარგი მდგომარეობაა პროგრამული ნაწილის ათვისების კუთხითაც. მაგალითად, სურსათის უვნებლობის მიმართულებით შესრულებამ 107,4% შეადგინა, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით - 93.1%, სამეცნიერო -კვლევითი ღონისძიებების კუთხით - 99,1%, ერთიანი აგროპროექტის მიმართულებით, რომელიც სოფლის მეურნეობის პროგრამების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ბიუჯეტის შესრულება 98,8%-ია, სადაც საკასო ხარჯი 95 მლნ ლარზე მეტია, მელიორაციის მიმართულებით კი შესრულება - 95,7%-ია.

„უწყებებთან დამატებითი კონსულტაციების შედეგად, მსურს განვაცხადო, რომ წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში დაგეგმილი პროგრამების შესრულებას არანაირი შეფერხება არ ექნება. არ ველოდებით როგორც დაგეგმილი ხარჯების აუთვისებლობას, ასევე რაიმე დამატებით საჭიროებას არსებული პროგრამების შესრულებისთვის“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი(დაჩი) ბერაია უძღვებოდა, წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2024, 15:39

საზოგადოება

UAG სათავო ოფისში საგანგებო ვითარების დროს უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართა

როგორ მოვიქცეთ საგანგებო ვითარების დროს? საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) თანამშრომლებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ ისე, პრაქტიკულ ნაწილს. შეხვედრის მიზანი, კომპანიაში დასაქმებულთათვის, საგანგებო სიტუაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მიწისძვრის, ხანძრისა და სხვა საგანგებო ვითარების დროს მოქცევის წესების გაცნობა იყო.

15 ივნისი 2024, 15:35

რეგიონი

გიდებისა და ტუროპერატორებისათვის საინფორმაციო ტური „შეიცანი ქვემო ქართლი“ ჩატარდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით, გიდებისა და ტუროპერატორებისათვის საინფორმაციო ტური „შეიცანი ქვემო ქართლი“ ჩატარდა.

15 ივნისი 2024, 15:28

საზოგადოება

15 ივნისს აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით

დღეს, 15 ივნისს, უახლოეს საათებში აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ეკა ნათენაძე

15 ივნისი 2024, 15:15

კულტურა

გერმანიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანს, ეკა ნათენაძეს საერთაშორისო ხელოვნების პრესტიჟული ჯილდო „ფენიქსი“ გაეცა

დაჯილდოების ცერემონია ვენეციაში გაიმართა. დაჯილდოებაზე მიწვეულები იყვნენ ხელოვანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გემოფესტი

15 ივნისი 2024, 14:55

რეგიონი

ქუთაისში გემოფესტი მიმდინარეობს

ორი დღის განმავლობაში ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა კვების ობიექტების მიერ მომზადებული იმერული კერძების გათანამედროვებული ვარიანტები დააგემოვნონ.

15 ივნისი 2024, 14:37

ტაბლოიდი

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ქეით მიდლტონი საჯარო ცხოვრებას უბრუნდება

უელსის პრინცესამ, რომელიც სიმსივნის დიაგნოზის გამო ქიმიოთერაპიის კურსს გადის, სოციალურ ქსელში ფოტო და პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მკურნალობის კურსი ჯერ არ დასრულებულა და კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება, თუმცა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესამჩნევი პროგრესი აქვს.

ბექა ოდიშარია

15 ივნისი 2024, 14:20

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილის შერჩევითი მიდგომა ეს არის გუნდში დემორალიზების შეტანის მცდელობა და თუ შედეგებზე უარყოფითად აისახა, ის იქნება პასუხისმგებელი ქართველი ხალხისა და ისტორიის წინაშე

სალომე ზურაბიშვილის შერჩევითი მიდგომა ეს არის გუნდში დემორალიზების შეტანის მცდელობა და თუ აისახა უარყოფითად შედეგებზე, ის იქნება პასუხისმგებელი ქართველი ხალხისა და ისტორიის წინაშე, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს სახელმწიფო ჯილდო არ გადასცა.

მაკა ბოჭორიშვილი

15 ივნისი 2024, 14:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტის შერჩევით მიდგომაზე: იმის ნაცვლად, რომ გუნდი ერთნაირად ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან დაფასებული, ზურაბიშვილი ამჯობინებს, უფრო მეტი დაყოფა და დანაწევრება შეიტანოს ამ საქმეშიც

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სია დააკორექტირა და ღირსების ორდენი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს არ გადასცა.

ირაკლი ჩიქოვანი

15 ივნისი 2024, 13:51

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.

15 ივნისი 2024, 13:24

საზოგადოება

წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ.

მატია შარკიჩი

15 ივნისი 2024, 13:06

სპორტი

მონტენეგროს ნაკრების მეკარე მატია შარკიჩი 26 წლისა გარდაიცვალა

მონტენეგროს ნაკრების მეკარე მატია შარკიჩი გარდაიცვალა. ბრიტანული მედიის ცნობით, 26 წლის შარკიჩი საკუთარ სახლში გარდაიცვალა, მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

15 ივნისი 2024, 12:58

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

15 ივნისი 2024, 12:57

LIVE ისრაელი

ამერიკელი სამხედროები ღაზის სანაპიროდან ჰუმანიტარული პორტის მისადგომის დროებითი დემონტაჟისთვის ემზადებიან

ამერიკელი სამხედროები ღაზის სანაპიროდან ჰუმანიტარული პორტის მისადგომის, დროებითი დემონტაჟისთვის ემზადებიან. ამის მოტივად ამინდის პირობები სახელდება. ბოლო პერიოდში, ზღვის ძლიერი ღელვისა და შტორმის გამო ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება გართულდა.

ნიკა ახალბედაშვილი

15 ივნისი 2024, 12:55

კულტურა

ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი: მსურს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო მამულიშვილური საქმისთვის - ისტორიას დარჩება ოფიციალური ჩანაწერი, რომ სწორედ მან გადასცა მუზეუმს უმნიშვნელოვანესი ექსპონატი

პირდაპირ გეტყვით, ეს იყო დაუფარავი სიხარული, როდესაც გავიგეთ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი მოღვაწის, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი დააბრუნა საქართველოში, - ამის შესახებ ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა განაცხადა.

დმანისის ეკომიგრანტები

15 ივნისი 2024, 12:41

რეგიონი

დმანისის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამინდი

15 ივნისი 2024, 12:27

საზოგადოება

16-18 ივნისს საქართველოში დროგამოშვებით წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი, ზღვაზე კი 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

15 ივნისი 2024, 12:27

მსოფლიო

ლიონში მასშტაბური საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის გამარჯვებისა და პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.

15 ივნისი 2024, 12:20

რეგიონი

ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ გაიხსნა

ყოველ წლიური ფესტივალი წელსაც „ანბანის კოშკთან“ იმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ.

15 ივნისი 2024, 12:10

რეგიონი

სოლომონ პავლიაშვილმა აჭარის სოფლის მეურნეობის მიმართულების ლაბორატორიების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიების თანამშრომლებს შეხვდნენ.

15 ივნისი 2024, 12:00

საზოგადოება

სუს-ის სასწავლო ცენტრის ორგანიზებული პროექტის „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლა“ პირველი სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტ „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის“ პირველი სეზონი დაიწყო.