imedi /  23 მაისი 2024, 18:24 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი: „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში სლოვაკეთის პრემიერის ხსენება არის აღიარება, რომ ასე მოექცევიან განსხვავებული პოზიციის მქონე ქვეყნებს და ამაში მათთვის არაფერია მიუღებელი

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არ უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა, მაგრამ მაინც ვურჩევდი ქართული სახელმწიფოს ყველა დაუძინებელ მეგობარს - ქართველ ხალხთან ასეთი თამაში არ ღირს. ჩვენს ერს ისტორიულმა და პოლიტიკურმა გამოცდილებამ ბევრი რამ ასწავლა და ჩვენთვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა საკუთარ ღირსებასა და სისხლზე გადის, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა, „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

მეგრელიშვილის თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ხსენება არის აღიარება იმისა, რომ ასე მოექცევიან განსხვავებული პოზიციის მქონე ქვეყნებს და ამაში მათთვის არაფერია მიუღებელი და ახალი.

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა, რომ ქვეყნის შიგნით კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" და ქვეყნის გარეთ ქართული სახელმწიფოს დაუძინებელი მეგობრები მოქმედებენ ერთი ხელწერითა და გეგმით. მათი ღია და დაუფარავი სურვილია მოქმედი ხელისუფლების ჩანაცვლება იმ ძალებით, რომლებიც, უარს იტყვიან სახელმწიფოს ღირსებასა და სუვერენიტეტზე და უკრაინის მსგავსად ჩაერთვებიან ომში.

ქართულ სახელმწიფოში ამისთვის გადმორიცხული თანხების (რომელიც უწყვეტად შემოედინება) ათვისება ხდება არასამთავრობო სექტორის გავლით.

საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, დაუძინებელი მეგობრები დარწმუნდნენ, რომ საქართველოს უკრაინიზაცია და ახლა ფერადი რევოლუცია არ და ვერ მოხდება მოქმედი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური პოზიციით, ამიტომ ისინი გადავიდნენ ღია შანტაჟზე და არ ერიდებიან მიუღებელ პოლიტიკისაგან დაცლილ განცხადებებს, უფრო სწორი იქნება ვთქვათ - მუქარებს.

პირდაპირ მიდის მცდელობა სანქციებით და მეტიც სიცოცხლის ხელყოფით შეაშინონ ქართული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი.

„გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ აცხადებს ირაკლი კობახიძე, პრემიერ- მინისტრი.

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ხსენება არის პირდაპირი მუქარა და ამ ძალების პოლიტიკური აღიარების გამოძახილი. დიახ, ეს არის აღიარება იმისა, რომ ასე მოექცევიან განსხვავებული პოზიციის მქონე ქვეყნებს და ამაში მათთვის არაფერია მიუღებელი და ახალი.

მე დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არ უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა, მაგრამ მაინც ვურჩევდი ქართული სახელმწიფოს ყველა დაუძინებელ მეგობარს - ქართველ ხალხთან ასეთი თამაში არ ღირს.

ჩვენს ერს ისტორიულმა და პოლიტიკურმა გამოცდილებამ ბევრი რამ ასწავლა და ჩვენთვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა საკუთარ ღირსებასა და სისხლზე გადის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

20 ივნისი 2024, 10:24

პოლიტიკა

გია აბაშიძე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: პოლიტიკური ოპონენტის დასაკნინებლად და სალანძღავ სიტყვად „აუტისტის“ გამოყენება არის უბოროტესი ნაცსექტის ერთ-ერთი განსახიერება, კაცთმოძულეობა ღალატის პარტიის წარუშლელი პორტრეტია

გიორგი (ჭიჭე) ვაშაძის მსგავს ბოროტ არსებებს არაფერი აქვთ საერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასთან - აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების შეურაცხყოფა მეტყველებს მისნაირთა უმახინჯეს ე.წ. პიროვნულ მახასიათებლებზე, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, სადაც იგი კობახიძეს "ძალიან აუტისტ ადამიანს" უწოდებს.

20 ივნისი 2024, 10:20

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ მორიგი სპინოფის გადაღებები დაიწყო🎬

პრიქველი ჯორჯ მარტინის ნოველების ციკლზე „შვიდი სამეფოს რაინდი“ არის დაფუძნებული, რომელთა სიუჟეტიც ძირითად სერიალამდე 100 წლით ადრე ვითარდება. ნოველების მთავარი გმირი სირ დუნკან მაღალი და მისი მეაბჯრე ეგი არიან, რომლებიც ვესტეროსში მოგზაურობენ.

20 ივნისი 2024, 10:17

რეგიონი

ოთარ შამუგია: წელს ველოდებით მოცვის წარმოების და ექსპორტის გაორმაგებულ მაჩვენებელს, რაც ნიშნავს დაახლოებით 100-120 მლნ ლარის შემოსავალს ექსპორტიდან ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშში კომპანია „აგროველის“ მოცვის ბაღში მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

20 ივნისი 2024, 09:53

მსოფლიო

ჩინეთში წყალდიდობას ებრძვიან

რამდენიმედღიანი წვიმის, მდინარეების ადიდებისა და ნიადაგის ფენათა ჩამოქცევის მიზეზით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

20 ივნისი 2024, 09:49

პოლიტიკა

„ხალხის ძალა“ ამერიკის ელჩს: თუ ჩინეთი აფინანსებს რუსეთს, ხოლო ამჟამად რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და ახდენს მისი ტერიტორიების ოკუპაციას - რატომ აღრმავებს აშშ ყოველწლიურად ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს?

„გუშინ ჩვენი "სტრატეგიული მეგობრის", აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა რობინ დანიგანმა პირველი მწვავე და ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რასაც ცხადია, უპასუხოდ ვერანაირად ვერ დავტოვებთ. თუ აქამდე ახალი ელჩი მეტნაკლებად ცდილობდა, პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა. ეს გასაგებიცაა და მოსალოდნელიც იყო, რადგან იმ პირობებში, როცა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით არაადეკვატურ, ჩაგვრასა და შეურაცხყოფაზე დაფუძნებული პოლიტიკას აწარმოებს, ელჩ დანიგანს არავინ მისცემდა უფლებას, რომ შედარებით ნეიტრალური პოზიციონირებით თავი აერიდებინა მოქმედ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამწვავებისთვის.

20 ივნისი 2024, 09:35

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ივნისს ქუთაისში +30 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

20 ივნისი 2024, 09:24

მსოფლიო

კოლუმბიაში რეკორდული რაოდენობით კოკაინი ამოიღეს

კოლუმბიაში რეკორდული რაოდენობით კოკაინი ამოიღეს. ოპერაცია ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჩაატარეს. დევნის ოპერაციისას ნავიდან, რომელიც ნარკოტიკებით იყო დატვირთული, ტონა-ნახევარი კოკაინი გადაყარეს. პოლიციამ ჯამში 2 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო. დაკავებულია ნავზე მყოფი ორი ადამიანი. ისინი ნიკარაგუისა და კოსტა-რიკის მოქალაქეები არიან.

20 ივნისი 2024, 09:21

მსოფლიო

ეკოაქტივისტები სტოუნჰენჯს დაესხნენ თავს

ეკოაქტივისტები ბრიტანეთის ისტორიულ ღირსშესანიშნაობას, სტოუნჰენჯს დაესხნენ თავს. მოძრაობა Just Stop Oil-ის ორი აქტივისტი მონუმენტთან ბალონებით მიიჭრა და ქვებს ნარინჯისფერი საღებავი შეასხა. ამ ჟესტით ეკოაქტივისტებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე 2030 წლამდე უარი თქვან.

20 ივნისი 2024, 09:17

მსოფლიო

ინდოეთში რეკორდული სიცხეებია

ინდოეთში რეკორდული სიცხეებია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაუსაძლის სიცხეს მხოლოდ ნიუ-დელიში 4 ადამიანი ემსხვერპლა, ადგილობრივ საავადმყოფოებს კი ათასობით ადამიანმა მიმართა. ყველაზე რთული ვითარება რაჯასტანის შტატშია, სადაც ჰაერის ტემპერატურამ +50 გრადუსს მიაღწია.

20 ივნისი 2024, 09:14

მსოფლიო

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. ათენის მახლობლად ტყის ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. მეხანძრეებმა მარკოპოულოსთან, კარისტოსთან და კუნძულ ნაქსოსზე ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს. ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ ქოროფისა და კიტცის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლმა დასახლებულ რაიონებში შეაღწია. მის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს. სტიქიის ზონიდან მოსახლეობა გაჰყავთ.

20 ივნისი 2024, 09:12

მსოფლიო

პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. მიზეზი 12 წლის ებრაელი გოგონას გაუპატიურება გახდა. ინციდენტი ქალაქ კურბევუაში გასულ კვირას მოხდა. პოლიციამ ძალადობის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავა. ქალაქის მერმა მომხდარს ანტისემიტური აქტი უწოდა და განაცხადა, რომ ქალაქში რასიზმისა და ძალადობის ადგილი არ არის.

20 ივნისი 2024, 08:55

მსოფლიო

პრაღაში დანით შეიარაღებული კაცი ბენზინგასამართ სადგურზე მყოფებს თავს დაესხა

თავდასხმა პრაღაში. დანით შეიარაღებული მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე მყოფებს დაესხა თავს. შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

ჯასტინ ტრიუდო

20 ივნისი 2024, 08:48

მსოფლიო

IPSOS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ჯასტინ ტრიუდოს რეიტინგი ეცემა

ჯასტინ ტრიუდოს რეიტინგი ეცემა. IPSOS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 68 პროცენტს კანადის პრემიერ-მინისტრის გადადგომა სურს. გამოკითხვა 12-14 ივნისს ჩატარდა და მასში 1001 ადამიანი მონაწილეობდა. 25 პროცენტამდე არის დაცემული ტრიუდოს პარტიის რეიტინგიც.

არარატ მირზოიანი

20 ივნისი 2024, 08:44

მსოფლიო

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ უწყების პრესმდივანმა ანი ბადალიანმა განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი

20 ივნისი 2024, 08:29

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა ფხენიანში ვიზიტი დაასრულა

კრემლის ლიდერმა ფხენიანში ვიზიტი დაასრულა. აეროპორტში ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პირადად გააცილა. მანამდე კიმ ჩენ ინმა და პუტინმა პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ცერემონიაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა ერთად იბრძვიან ამერიკისა და მისი სატელიტების ჰეგემონიის წინააღმდეგ, კიმ ჩენ ინმა კი რუსეთის პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის საუკეთესო მეგობარი უწოდა. ფხენიანიდან პუტინი ოფიციალური ვიზიტით ვიეტნამში ჩავიდა.

20 ივნისი 2024, 08:18

პოლიტიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში დღეს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში დღეს მოუსმენენ. ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი სამი კანდიდატი. გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი საკუთარ თავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან წარადგენენ, რის შემდეგაც კანდიდატები დეპუტატების კითხვებს უპასუხებენ.

20 ივნისი 2024, 08:10

პოლიტიკა

პარლამენტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვებს დღეიდან იწყებს

პარლამენტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვებს დღეიდან იწყებს. კანონპროექტებს დეპუტატები ჯერ 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ, რის შემდეგაც საკითხზე დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ. დღესვე კომიტეტი განიხილავს მმართველი გუნდის ინიციატივას „ოჯახური ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებსაც.

20 ივნისი 2024, 08:02

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჰამბურგში ჩავა და დახურულ ვარჯიშს გამართავს

ჩეხეთთან გასამართი მატჩისთვის მზადება დაწყებულია. საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჰამბურგში ჩავა და დახურულ ვარჯიშს გამართავს. გუშინ ჩვენმა გუნდმა ვარჯიში ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გაიარა. ნაკრებთან ერთად არ ყოფილა ოთარ კიტეიშვილი, იგი ინდივიდუალურად ვარჯიშობს. შეძლებს თუ არა ის მომდევნო მატჩზე თამაშს, ეს ჯერ გაურკვეველია.

რატი იონათამიშვილი

20 ივნისი 2024, 00:41

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი გიორგი ვაშაძეზე: მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! სალანძღავ სიტყვად „აუტისტის“ გამოყენება არის უკიდურესი ფსკერი და უღირსობა!

მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! კობახიძეს უნდა შეურაცხყოფა მიაყენოს და ყველა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირს აყენებს შეურაცხყოფას! - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი გადაცემაში „პირველი ხაზი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის „აუტისტად“ მოხსენიებას.

გიორგი ვაშაძე

20 ივნისი 2024, 00:39

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძემ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა.