შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, დეზინფორმაციის კამპანიის მსგავსად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც დრო აჩვენებს, რომ მისი ერთადერთი მიზანი არის გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მადლობას გიხდით შესაძლებლობისთვის, რომ დღეს მოგმართოთ, შევაფასო საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ნათელი მოვფინო მრავალჯერ სტიგმატიზებულ საკითხს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის აღნიშნული საფრთხის პირისპირ რეაგირება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.
„მადლობას გიხდით შესაძლებლობისთვის, რომ დღეს მოგმართოთ, შევაფასო საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ნათელი მოვფინო მრავალჯერ სტიგმატიზებულ საკითხს. ფარული საგარეო ჩარევა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს. პასუხად, აღნიშნული ქვეყნები ძალას არ იშურებენ ამ მზარდ პრობლემასთან გასამკლავებლად და საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების გასაძლიერებლად. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და კომპლექსური რეგიონული ვითარება კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და ქვეყანასა და საზოგადოებას უფრო მეტად მოწყვლადს ხდის. ამავე დროს, ხშირად ვხედავთ ფარულ სქემებს, რომლითაც ხდება პოლარიზაციის წახალისება და სახელმწიფო ინსტიტუტების ძირის გამოთხრა. ამ ფონზე, არ გვაქვს უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება. პირიქით, აღნიშნული საფრთხის პირისპირ, რეაგირება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. თუ არამომგებიანი ორგანიზაციები საქართველოში ერთვებიან ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში და აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის საბაზისო სტანდარტი - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან. ეს ასეა სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო მოხელეების შემთხვევაში და ასე უნდა იყოს არამომგებიანი ორგანიზაციების შემთხვევაშიც. გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ამ ძირითადი აქტორის ფინანსური გამჭვირვალობა საბაზისო პრინციპია.
გასულ წელს მრავალი მცდელობის მიუხედავად, დაგვერწმუნებინა საერთაშორისო დონორები და ადგილობრივი ორგანიზაციები, რომ ნებაყოფლობით უზრუნველეყოთ საზოგადოებისადმი გამჭვირვალობა, ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ხარვეზების არსებობისა და ლეგიტიმური წუხილების აღიარების მიუხედავად, არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი უცხოური გავლენის გაუმჭვირვალობის ამ პრობლემას ეხება ერთიანი და პროპორციული ნაბიჯებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების სრული პატივისცემით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი განცხადებით, შიდა და გარე აქტორებმა, სამწუხაროდ განახორციელეს გამჭვირვალობის კანონის სტიგმატიზება. მისი თქმით, საერთაშორისო კანონის ანალოგები ბევრად უფრო მკაცრია, ვინაიდან მათი სამართლებრივი ჩანაწერები უფრო ხისტია, ვიდრე ქართული ვერსიის.
„გვაწუხებს, რომ შიდა და გარე აქტორებმა განახორციელეს აღნიშნული კანონის სტიგმატიზება, ასევე, ის, რომ შეიმჩნევა სწრაფი დასკვნების გამოტანის ტენდენცია. დასაწყისიდანვე კანონს მიაწებეს „რუსულის“ იარლიყი. სინამდვილეში, „რუსული კანონი“ არის მადისკრედიტებელი პოლიტიკური მეტაფორა, რომლის მიზანია კანონმდებლობის სტიგმატიზება და საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა. სინამდვილეში, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა, სხვა საერთაშორისო ანალოგები ბევრად უფრო მკაცრია, ვინაიდან მათი სამართლებრივი ჩანაწერები უფრო ხისტია, ვიდრე ქართული ვერსიის. უფრო მეტიც, ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს „უცხოური აგენტის“ ფორმულირება; სანაცვლოდ, გამოიყენება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელი ორგანიზაცია“. იგი ჰგავს ევროკავშირის ტერმინს „მესამე ქვეყნების სახელით ინტერესების წარმომადგენლობის მქონე ორგანიზაცია“, რომელსაც ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დირექტივის პროექტში ვხვდებით. შევისწავლეთ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და ვთვლით, რომ ქართული კანონი შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. იგი არცერთ შეზღუდვას არ აწესებს უცხოურ დაფინანსებასა თუ უცხოურ ფონდებზე წვდომასთან დაკავშირებით; იგი არ ითხოვს ფინანსურ გადარიცხვებზე წინასწარ ნებართვას; იგი არ მოიცავს დაფინანსების კონტროლს ან ადმინისტრაციულ დაშლას; და იგი არ ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. კანონი არამომგებიან ორგანიზაციებს არცერთი ფორმით არ უზღუდავს უცხოური დაფინანსების მოძიებას, მიღებას ან გამოყენებას, ასევე, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წახალისებასთან დაკავშირებულ ლეგიტიმურ საქმიანობას. საქართველოში არამომგებიანი ორგანიზაციები არიან თავისუფლები და კანონის მიღების შემდეგაც იქნებიან თავისუფლები. უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი ადგენს ერთადერთ მარტივ ვალდებულებას, რომ არამომგებიანმა ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, წელიწადში ერთხელ მოახდინონ საკუთარი ფინანსების დეკლარირება. კანონი ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არა ინდივიდუალურ პირებს. ეს არის ყველაზე მინიმალური და პროპორციული ჩარევა. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამაზე ნაკლები ვალდებულება არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით არცერთ სამართლებრივ სივრცეში.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არამომგებიანი ორგანიზაციების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების დონეს. იგი გააჯანსაღებს პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემებს საქართველოში და შესაძლებელს გახდის პოლიტიკის შემუშავების პროცესში არამომგებიანი ორგანიზაციების უფრო ინკლუზიურ მონაწილეობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა, გუშინ, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც მისი თქმით დაასრულა სპეკულაციები მიხეილ სააკაშვილის ე.წ. პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით.
„სწორად ამ მიზეზების გამოა, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ ვენეციის კომისიის მოსაზრებას. ბოლო-ბოლო, გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა არადემოკრატიული ან არაევროპული. შესაბამისად, ჩვენ დავძლევთ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება ჩვენთვის ახალი არ არის. დეზინფორმაციის ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მაგალითი იყო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნა. გუშინ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაასრულა ყველანაირი სპეკულაცია მის ე.წ. „პოლიტიკურ პატიმრობასთან“ დაკავშირებით. აღნიშნული მითი არაერთხელ იყო ნახსენები სხვადასხვა ორგანიზაციის და პოლიტიკოსის რეზოლუციებსა და განცხადებებში. 2022 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც კი მიიღო 2463-ე რეზოლუცია, სადაც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სააკაშვილი მოხსენიებულია, როგორც „პოლიტიკური პატიმარი“. შესაბამისად, არ იყო გასაკვირი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ფარდა ახადა მითებსა და დეზინფორმაციას სააკაშვილის და მასთან დაკავშირებული ყველა მსგავსი რეზოლუციის შესახებ. დრომ ნათლად აჩვენა ის ფაქტი, რომ აგრესიული დეზინფორმაციის კამპანიების მიუხედავად, საქართველო და მისი ინსტიტუტები ძლიერდება დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე. დარწმუნებული ვარ, დეზინფორმაციის ყველა მსგავსი კამპანიის მსგავსად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც დრო აჩვენებს, რომ მისი ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების სიმტკიცის შენარჩუნება და გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება.
ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული და ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგისთვის, ასევე, კრიტიკული შეფასებების მოსმენისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა ონლაინ ფორმატში მიიღო.
ყველა სიახლე

14 ივნისი 2025, 15:06
მსოფლიო
რუსეთის ელჩი გაეროში: ირანის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებები გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა
ირანის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებები გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა, - განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვასილი ნებეზნიამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

14 ივნისი 2025, 15:05
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის საელჩოზე: ისინი წუხან, თუ რატომ ვერ გასცემენ გრანტებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებზე. „საუბარია, „ტაბულაზე“ და მსგავსი ტიპის ორგანიზაციებზე
ისინი წუხან, თუ რატომ ვერ გასცემენ გრანტებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებზე. მოდით, ჩავიხედოთ, ვისზე არის საუბარი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ბრიტანეთის საელჩოს გრანტების თემაზე საუბრისას.

14 ივნისი 2025, 14:58
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

14 ივნისი 2025, 14:45
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი დასრულდა
საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი დასრულდა. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ორი დღის განმავლობაში მთიანი დასახლებების მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს.

14 ივნისი 2025, 14:38
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ბრიტანეთის საელჩოს ასეულობით ათასი გირვანქა სტერლინგით უნდა დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებიც საჯაროდ არიან აღიარებულები, რომ მონაწილეობენ ანტისახელმწიფოებრივ აქციებში
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი ბრიტანეთის საელჩოს გრანტების თემას ეხმაურება. მისი შეფასებით, დაფინანსების თემაზე საელჩოს დუმილი ნიშნავს იმას, რომ საელჩო „დიფ სთეითის“ მიზნებშია გარეული.

14 ივნისი 2025, 14:38
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: თუ ირანი ისრაელის დაბომბვას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლის ალში გაეხვევა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენი გააფრთხილა, თუ ირანი ისრაელის დაბომბვას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლის ალში გაეხვევა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 14:35
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ლიეტუვის საგარეო უწყების მხრიდან გვარამიას მხარდამჭერ განცხადებაზე: კანონს ჩახედონ და კეთილი ინებონ, გაეცნონ ამ საქმის მსვლელობას - ვინც კანონს დაარღვევს, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე
ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო და ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოში კანონის ფარგლებშია, ყველა მოქმედებს კანონის ფარგლებში და ვინც კანონს დაარღვევს, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

14 ივნისი 2025, 14:33
საზოგადოება
პირველად საქართველოში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტირების ასოციაციის 27-ე საერთაშორისო სემინარს მასპინძლობს
პირველად საქართველოში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტირების ასოციაციის რიგით 27-ე საერთაშორისო სემინარს მასპინძლობს, რომელშიც ევროპის 14 ქვეყნის 23 წარმომადგენელი მონაწილეობს.

14 ივნისი 2025, 14:16
მსოფლიო
„ცაჰალი“ ცხრა ირანელი მეცნიერის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინება, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობდნენ
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გუშინ ირანზე განხორციელებული თავდასხმის დროს ცხრა ირანელი მეცნიერი მოკლა, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებაში მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 14:15
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: ეს არა მარტო ჩარევაა, ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა - ქართველი ადამიანი არავის არაფერს აპატიებს, თუკი წავა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

14 ივნისი 2025, 13:41
მსოფლიო
რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს
რომის პაპი, ლეო XIV ისრაელისა და ირანის ხელისუფლებებს „გონივრული“ მოქმედებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 13:18
მსოფლიო
New York Post: USAID-ის ოფიციალურმა პირმა 550 მილიონი დოლარის ქრთამის სქემაში მონაწილეობა აღიარა: „საზოგადოების ნდობა შელახულია“
ფედერალური სამსახურის კონტრაქტორმა და სამმა ბიზნესმენმა აღიარეს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ USAID-თან ერთად 550 მილიონი დოლარის ქრთამის სქემაში მონაწილეობდნენ. სტატიას ამ შინაარსით New York Post-ი ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 13:18
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: რეგიონში ამ დაძაბულობის ფონზე, საქართველოს მიერ პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია - რომელიმე მხარის მხარდაჭერის მოთხოვნა, უპირველესად ჩვენი სახელმწიფოს მტრობაა და სცილდება ჩვეულებრივ მავნებლობას
რეგიონში ამ დაძაბულობის ფონზე, საქართველოს მიერ პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია, ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ მშვიდობის მომხრეები, მით უმეტეს თუ დიდ პოლიტიკურ თამაშში, რომლის შედეგადაც ესკალაცია უფრო გაიზრდება და ფართო მასშტაბებს მიიღებს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

14 ივნისი 2025, 13:07
რეგიონი
ქუთაისში, „გემო ფესტში“ 50-მდე ღვინის, კვების და სამეწარმეო ობიექტი მონაწილეობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება აქვთ 3 დღის განმავლობაში დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.

14 ივნისი 2025, 12:40
საზოგადოება
სოსო გიორგაძე ბათუმის საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო
ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები, მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სასკოლო ასაკის 2755 აღსაზრდელი, მათი მშობლები და აღმზრდელები ესწრებოდნენ. გამოსაშვები ღონისძიების ორგანიზატორი ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება იყო. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს

14 ივნისი 2025, 12:15
მსოფლიო
ირანული მედია: ისრაელის თავდასხმას მაღალი რანგის კიდევ ორი ირანელი სამხედრო პირი ემსხვერპლა
ისრაელის თავდასხმას ირანის არმიის მაღალი თანამდებობის კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 12:15
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციაში“ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს
შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის - აგროინჟინერია, ნიადაგისა და წყლის სპეციალობა, სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს.

14 ივნისი 2025, 12:14
სპორტი
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება. ნაკრები, რომელმაც ტურნირის პირველ ტურში პოლონეთი 2:1 დაამარცხა, დღეს ჯგუფის ფავორიტთან საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშებს.

14 ივნისი 2025, 12:07
რეგიონი
ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში შესრულდა ფოლკლორული ანსამბლის, თეატრალური დასის, საგუნდო და სოლო შემსრულებლების მუსიკალურ-გასართობი წარმოდგენები. საზეიმო აქტივობებში ჩართულები იყვნენ ბავშვები.

14 ივნისი 2025, 12:02
სამართალი
შსს: ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით
შინაგან საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე სამხარაძის დაკავებასთან დაკავშირებით „იმედინიუსს“ განუცხადეს, რომ იგი გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით.