imedi /  24 მაისი 2024, 17:42 / სანდო წყარო

არჩილ გორდულაძე: დამოუკიდებელი ქვეყნის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შეიძლება სანქციებით დაემუქრონ კანონის მიღებისთვის - ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს

არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

ბოლო სამი დღის განმავლობაში სრულად გაშიშვლდა ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესები. გუშინ ევროკავშირის წევრმა საფრანგეთმა მიიღო კანონი უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ, რომელიც ქართული კანონის გაცილებით უფრო მკაცრი ვერსიაა, ამავე კანონზე საუბრობს ნატოს წევრი ქვეყანა - თურქეთიც, მსგავსი კანონები მიღებულია სხვადასხვა ქვეყანაში და მხოლოდ საქართველოში აღმოჩნდა დემოკრატიისთვის შეუსაბამო,- ამის შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა.

„ვენეციის კომისიისგან, რომელმაც სამართლებრივი შენიშვნები უნდა გასცეს, მოვისმინეთ, რომ თურმე ფინანსების გამჭვირვალობა შეუსაბამოა ევროსტანდარტებთან, მაშინ, ისევ ევროსასამართლოს ცალსახად აქვს განმარტებული: „არასამთავრობო ორგანიზაციები მათი მიზნებიდან და მათ ხელთ არსებული სახსრებიდან გამომდინარე საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საჯარო დებატებზე შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა აღმატებულ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს“. გუშინდელ გამოსვლაში ევროკომისარმა თავს უფლება მისცა დამოუკიდებელი და მათვე განმარტებით პარტნიორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დამუქრებოდა და ეს ვითომც არაფერი. გუშინვე ისევ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სახით ვიხილეთ, რომ მთელი სამი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია სრული ბლეფი, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და ქვეყნის გაშავების მცდელობა. დღეს კი ვხედავთ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეიძლება სანქციებით დაემუქრონ კანონის მიღებისთვის? ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს და იმედი არც აღარასდროს ვიხილავთ, -განაცხადა არჩილ გორდულაძემ

დღესვე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ განცხადებაში აღნიშნა, რომ კვლავ გააგრძელებენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

„ როგორც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია იყო სიმართლე და როგორც ის არის პოლიტპატიმარი, ისევეა საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს გარე ჩარევებისგან თავის დასაცავად მიღებული ქართული კანონი - რუსული. ქართველებთან მუქარა არ ჭრის, პირიქით გვაძლიერებს და მოტივაციას გვმატებს კიდევ უფრო მეტი შემართებით ვაკეთოთ საქმე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეხება და დავიცვათ ჩვენი მომავალი. უცხოეთში მოგზაურობის აკრძალვით შანტაჟი კი არა სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მუქარა არ გვახევინებს უკან! კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას და ღირსეული ნაბიჯებით ნამდვილი ევროპული ოჯახისკენ სიარულს, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

17 ივნისი 2024, 18:17

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-ის ახალი ელჩის სწორი პოზიციონირებით და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი რაღაცის სწორად შეცვლა შეიძლება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ფორმატში

„წინა ელჩის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ჩვენს ურთიერთობებში და ძალიან სამწუხაროა, რომ აშშ-ის ელჩმა, იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყო ამ [საქართველოსა და აშშ-ს შორის] ურთიერთობების დათბობისთვის, საპირისპირო როლი შეასრულა. ბევრი თემა დაზიანდა ამ კუთხით, რასაც ვერ ვიტყვით ახალ ელჩთან მიმართებაში. მის საქმიანობაზე ჯერჯერობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მაქსიმალურად პოზიტიურ დინამიკაში მიმდინარეობს. დარწმუნებული ვართ, რომ მისი სწორი პოზიციონირებით და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი რაღაცის სწორად შეცვლა შეიძლება ამ ურთიერთობების ფორმატში. ამის პარალელურად გვესმის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები შემოიღო კონკრეტული თანამდებობების პირების მიმართ, თუმცა ვინ არიან ეს კონკრეტული პირები, დღემდე ვერ გავიგეთ. საბოლოოდ დავინახეთ, რომ არა რაღაც კონკრეტულ შეზღუდვებზეა საუბარი, არამედ უფრო შეურაცხყოფით მოპყრობაზე, რაც ძალიან სამწუხაროა. მეგობრები, მითუმეტეს სტრატეგიული პარტნიორები ასეთი ფორმით არ ურთიერთობენ. ამას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი გადახედვა. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ აშშ-თან გვაქვს სრული მზაობა სტრატეგიული პარტნიორობის და ურთიერთობების გაღრმავების და ამის ფონზე ვიღებთ გარკვეულ განცხადებებს, რაც მიუღებელია“

გივი მიქანაძე

17 ივნისი 2024, 18:16

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: მთელმა მსოფლიომ დაინახა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში ეროვნული ხელისუფლებაა - დღესდღეობით შანსები, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას, უფრო გაზრდილია

კანდიდატის სტატუსის მიღებიდან არცერთი დღე მმართველ გუნდს არ ჩაუგდია და მიმდინარეობს სხვადასხვა რეფორმა იმისთვის, რომ 9-პუნქტიანი გეგმის შესრულება უზრუნველყოფილი იყოს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

17 ივნისი 2024, 17:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გახარიასა და „ლელოს“ ურთიერთსიმპათიები სინამდვილეში არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ყველაზე ამორალური აქტი

„აქედან ჩანს, რომ საპარლამენტო მანდატებისთვის რა დონეზე შეიძლება დაეცეს ადამიანი და როგორი პოლიტიკური ფსკერი შეიძლება აჩვენოს მან. მერე არავის აღარ გაუკვირდეს, რომ არჩევნებზე მინიმალური მხარდაჭერაც კი აღარ ექნებათ ისეთ ადამიანებს, ვინც დაცლილი არიან ყოველგვარი პრინციპებისა და ღირებულებებისგან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

17 ივნისი 2024, 17:33

პოლიტიკა

„ლელო“ არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას ცდილობს

„თანამშრომლობა და კოორდინაცია პარტიებს შორის ძალიან მჭიდრო იქნება. იქნება ეს ხმების დაცვა, არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა. ჩვენ უნდა გვესმოდეს ასევე, რომ ელექტორატი, ჩვენი საზოგადოება, ძალიან განსხვავებულია და საზოგადოების ნაწილი ფრთხილად უყურებს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად იგივე „ლელოს“ გაერთიანებას. ჩვენ გაერთიანების მომხრე ვართ, მაგრამ ისეთი გაერთიანების, რომელსაც მოაქვს სინერგიული ეფექტი, რომელიც მობილიზაციას შეუწყობს ხელს და არ დააშინებს ელექტორატის გარკვეულ კატეგორიას, რომელსაც აქვს ცუდი გამოცდილება ამა, თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან მიმართებაში. შიშები, რომ ვიღაც არ დაბრუნდეს მმართველობაში, რომ გადაილახოს, სწორედ ამიტომ არის, რომ არჩევანი შევთავაზოთ საზოგადოებას“

რატი იონათამიშვილი

17 ივნისი 2024, 17:32

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პარტია „ახალზე“: ეს ყველაფერი ახალი არ არის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში

როდესაც „ნაცობის“ ოცწლიანი სტაჟი გაქვს, თან ხელმძღვანელ პოზიციებზე ყოფნის და მერე გინდა საზოგადოება მოატყუო, რომ ახალი ხარ, ეს უკვე პოლიტიკური აფიორაა, რომელიც პირიქით, საბედისწერო შედეგამდე მიიყვანს, იმ ადამიანს, ვინც ასეთ ტყუილს იკადრებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა პარტია „ახალზე“ საუბრისას განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

17 ივნისი 2024, 17:19

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ზურაბიშვილისთვის მეათეხარისხოვანი იყო იმ ადამიანების დაჯილდოება, ვინც დიდი სიხარული მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო აქტიურობა, რაც პირდაპირ ამხილეს ამ უპასუხისმგებლობაში

„ფაქტია, რომ ზურაბიშვილი არ აპირებდა აქტის გამოცემას, იმიტომ რომ მას, როგორც ჩანს, არ ეცალა. ხან ქარტიებზე, ხან მსგავს გაურკვეველ დოკუმენტებზე და ხან ოპოზიციის ე.წ. ერთიანობაზე მუშაობდა. მისთვის მეორე და მეათეხარისხოვანი იყო იმ ადამიანების დაჯილდოება, ვინც დიდი სიხარული მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო აქტიურობა, რაც ის პირდაპირ ამხილეს ამ უპასუხისმგებლობაში. მაგრამ აქაც ადამიანების სეგრეგაცია მოახდინა და ამით კიდევ ერთხელ გვაჩვენა როგორი ანტიეროვნული ბრძანდება სინამდვილეში“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

ლევან იოსელიანი
პაველ ჰერჩინსკი

17 ივნისი 2024, 17:18

პოლიტიკა

სახალხო დამცველი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

მხარეებმა ასევე ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ იმპლემენტაციის მოსალოდნელ შედეგებზე, კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა, მათ შორის, დღემდე წინასწარ პატიმრობაში მყოფთა მდგომარეობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მათი საქმეების შესწავლის მიმდინარეობაზე.

17 ივნისი 2024, 17:05

სპორტი

რა განწყობა აქვთ გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მატჩის წინ - „ქრონიკა“ გერმანიიდან⚽

დღესვე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.

17 ივნისი 2024, 16:47

საზოგადოება

ბოტანიკურ ბაღში ფესტივალი „ნაყინობანა“ გაიმართება🍦

ღონისძიება „ბასტი ბუბუს“ კონცერტით გაიხსნება. სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა ელით. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნაყინები, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.

გიორგი დუგლაძე

17 ივნისი 2024, 16:25

ეკონომიკა

გიორგი დუგლაძე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უხელმძღვანელებს

„დუგლაძეს განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნორვიჩის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აქვს მიღებული“.

17 ივნისი 2024, 16:24

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ომის მწარმოებელ, ევროკრიზისულ თუ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენზე „წინ“ მყოფ ქვეყნებში, ვითარება უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა, ამიტომაც გვაქვს რეკორდული ტურისტული ბუმი და ავიაფრენები

„ვერ მოახდინეს ორთვიანი ნაწვალები აქციებით და იმის ილუზიის ხელოვნური შექმნით, თითქოს ქვეყანაში შემოსვლა უსაფრთხო არ იქნებოდა - წლევანდელი ტურისტულო სეზონის ჩაგდება. ჩვენს გარშემო, განსაკუთრებით ომის მწარმოებელ, ევროკრიზისულ თუ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენზე "წინ" მყოფ ქვეყნებში, ვითარება უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა. ამიტომაც გაივსო საქართველოს ქალაქები მრავალფეროვანი უცხოელებით. ამიტომაც გვაქვს რეკორდული ტურისტული ბუმი და ავიაფრენები. მაგრამ უფრო შთამბეჭდავი რეკორდები წინ გვაქვს - ადგილობრივ მავნებლებს და მათ საერთაშორისო მფარველებს საბოლოო მარცხს რომ მივაყენებთ, თანაც სულ ახლო მომავალში“, - წერს დავით ქართველიშვილი.

17 ივნისი 2024, 16:19

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი ტოივო კლაარს შეხვდა

„შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე და ამ კუთხით არსებულ სამომავლო ხედვებზე, რაც ადამიანზე ორიენტირებულ, სტატუს-ნეიტრალურ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებს ეფუძნება“.

17 ივნისი 2024, 16:07

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

17 ივნისი 2024, 16:05

ეკონომიკა

„ტოპ|ქარდის“ პორტფელის ლიბერთიში მიგრაცია დასრულებულია

2024 წლის მარტში ლიბერთიმ ‘რე|ბანკის’ პროდუქტი ‘ტოპ|ქარდი’ და საცალო საკრედიტო პორტფელი შეიძინა. ‘ტოპ|ქარდის’ ლიბერთის სისტემაში ინტეგრაციის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. შედეგად, მომხმარებლების არსებული აქტიური ანგარიშები ავტომატურად ხელმისაწვდომი გახდა ლიბერთიში და უცვლელი დარჩა როგორც დამტკიცებული ლიმიტები, ასევე პროდუქტის პირობები.

ზაალ ანჯაფარიძე

17 ივნისი 2024, 16:00

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: „ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქალებმა" დამალეს, რომ ხალხთან შეხვედრები NDI-მ დაუფინანსათ - გამოდის, რომ უცხოელმა დონორებმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის გახსნამდე დაიწყეს ჩვენს არჩევნებში ჩარევა

გამოდის, რომ უცხოელმა დონორებმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის გახსნამდე დაიწყეს ჩვენს არჩევნებში ჩარევა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას“.

ხვიჩა კვარაცხელია

17 ივნისი 2024, 15:50

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: ხომ არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე? ახლა ისევ არ სჯერათ. ამბობენ, საქართველოს შანსი არ აქვსო. ყველა ამას იძახის. მაგრამ, მე იცი რას გეტყვი? მე ასე ვიტყვი...აბა ჯერ ქართველებს კითხეთ

„ფეხბურთი - ფეხბურთია. არავინ, არასოდეს არ იცის რა და როგორ მოხდება. ხომ არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე?! ახლა ისევ არ სჯერათ. ამბობენ, საქართველოს შანსი არ აქვსო. ყველა ამას იძახის. მაგრამ, მე იცი რას გეტყვი? მე ასე ვიტყვი...აბა ჯერ ქართველებს კითხეთ“, - წერს კვარაცხელია.

ირაკლი კობახიძე

17 ივნისი 2024, 15:49

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, არის აბსოლუტურად გაცვეთილი

გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

17 ივნისი 2024, 15:40

საზოგადოება

პრემიერი: ბადრი ჯაფარიძემ თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას, ეს არის „ლელოს“ უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება

ეს არის „ლელოს“ უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბადრი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმად, “ლელო” „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას არ გამორიცხავს არჩევნების შემდეგ.

ირაკლი კობახიძე

17 ივნისი 2024, 15:38

პოლიტიკა

პრემიერი: როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას

„ეს უკვე არის საარჩევნო რეჟიმი, როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან და ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, შესაბამისად, მიუღებელია. ამით ვერავითარ პრაქტიკულ გავლენას ვერ მოახდენენ საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კანონს ასეთი პრაქტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

17 ივნისი 2024, 15:37

საზოგადოება

მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა მიმდინარეობს

მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე პანდუსი ეწყობა, რომლის საშუალებითაც ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე პირდაპირ გასვლა იქნება შესაძლებელი. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.