ვლადიმერ ბოჟაძე: 78-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ იმ ადამიანს, ირაკლი კობახიძეს, ვინც თავისი ხელით ჩაწერა ეს მუხლი კონსტიტუციაში

ფოტო: საკრებულო
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ განცხადებებს და სანქციების თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, 106 წლის წინ, ეს კანონი რომ ყოფილიყო მიღებული, ბოლშევიკები საქართველოს ანექსიას ვერ მოახერხებდნენ.
„ჩვენ ორ დღეში უნდა აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თუმცა 106 წლის წინ, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, მაშინდელ პარლამენტს ან ეროვნულ კრებას ასეთი კანონი რომ მიეღო გამჭვირვალობის შესახებ, ბოლშევიკებს არ მიეცემოდათ ოკუპაციის განხორციელების საშუალება და ჩვენ არც დამოუკიდებლობას დავკარგავდით და არც ტერიტორიებს. ახლაც, როცა დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წელი გავიდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვაა. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი სწორედ გამჭვირვალობის კანონზე გადის, იმიტომ რომ ფაშისტებს და ბოლშევიკებს, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას კვლავ არ მიეცეს საშუალება, რომ ჩვენს ქვეყანას კვლავ დააკარგვინონ დამოუკიდებლობა, კვლავ დავკარგოთ ტერიტორიები და რუსული ჯარი, რომელიც მათი პოლიტიკის დამსახურებით გორთან დგას, მერე ჩვენს დედაქალაქში დადგეს. ჩვენ ევროპაზე გველაპარაკება ეს პოლიტიკური ძალა. მე არ ვიცი ეს ტექსტი ვინ დაუწერა ამ ხალხს. 78-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ იმ ადამიანს, ირაკლი კობახიძეს, ვინც თავისი ხელით ჩაწერა ეს მუხლი კონსტიტუციაში“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი ხელისუფლების დროს განხორციელებული ქმედებები და გაყიდული სტრატეგიული ობიექტები შეახსენა.
„ვეკითხები „ნაციონალურ მოძრაობას“, სააკაშვილმა 30-ჯერ რომ შეცვალა საქართველოს კონსტიტუცია, ერთხელ მაინც ერთი წინადადება ან ევროკავშირზე ან ნატო-ზე რატომ არასოდეს ჩაწერა თუ ეს თქვენი სტრატეგიული მიზანი იყო? ახლა გვითხარით, 90-იანი წლებში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გაღებულ სისხლს და დაკარგულ ტერიტორიას რატომ დაამატეთ კოდორის ხეობა და ახალგორი? რატომ გადაუფორმეთ სტრატეგიული და ენერგეტიკული ობიექტები რუსეთს? ერთი ობიექტი გვითხარით, რომელიც ჩვენ რუსეთს გადავეცით? პირიქით დავიბრუნეთ ბილაინი, თბილისის წყალი, ნახეთ ინვესტიციები, ეკონომიკური წინსვლა და საით მიგვყავს ჩვენ ეს ქვეყანა. ახალგაზრდებს მინდა ვკითხო, ვისგან აპირებთ დაიცვათ ევროპული არჩევანი, ჩვენგან, ვინც ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი თუ იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მართლა რუსეთში გვაცხოვრებდა? ნახეთ და მოიკითხეთ რა ხდებოდა ციხეებში მაშინ და რა ხდება თუნდაც ახლა რუსეთის ციხეებში. ნახეთ, რა დღეში იყო მაშინ ოპოზიცია და თავისუფალი მედია. ახლა თურმე დეკლარაციის შევსება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს. აქ არიის მედია, რომლის უკანაც პოლიტიკური პარტიები დგანან. სააკაშვილის დედის ტელევიზია, ნიკა გვარამიას ტელევიზია, ოლიგარქი კეზერაშვილის ტელევიზია“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისივე თქმით, დღეს არის სუვერენიტეტი ყველაზე მეტად დასაცავი და ხელისუფლებას სანქციები ვერ შეაშინებს.
„ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყნის დამოუკიდებლობა, 9 აპრილის გმირებმა, აფხაზეთში დაღუპულმა ბიჭებმა და ახლა თქვენ გვთავაზობთ, ვიღაცამ რომ ვიზა არ ჩაგვირტყას, უკან დავიხიოთ, სამშობლოს ვუღალატოთ და თქვენნაირი მოღალატეები გავხდეთ. დიახ, 28 მაისს იქნება ვეტო გადალახული, კანონი იქნება მიღებული და ბოლშევიკებს და ფაშისტებს არ მიეცემათ სისხლიანი რევოლუციის მოწყობის და მეორე ფრონტის გახსნის საშუალება“, - დასძინა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ყველა სიახლე

16 ივნისი 2025, 20:22
პოლიტიკა
რა კრიტერიუმებით შეარჩია გერმანიის საელჩომ სპიკერად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. „ქრონიკის“ სიჟეტი
წარსულის გააზრება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დახმარებით - რა კრიტერიუმებით შეარჩია პარტიის სიის მერვე ნომერი გერმანიის საელჩომ სპიკერად?

16 ივნისი 2025, 20:10
პოლიტიკა
ჩორჩანას საგუშაგო - რა შედეგი მოუტანა საქართველოს გიორგი გახარიას ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ. „ქრონიკის“ სიუჟეეტი
ჩორჩანას საგუშაგო, დამატებით ოკუპირებული ტყის მასივი, საპასუხოდ გახსნილი 5 პუნქტი და ესკალაციის საფრთხე - რა შედეგი მოუტანა საქართველოს გიორგი გახარიას ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ, - ამის შესახებ პროკურატურაში ალექსანდრე ტაბატაძემ ისაუბრა.

16 ივნისი 2025, 20:06
მსოფლიო
ტრამპი: ირანი არ იგებს ამ ომს - თეირანმა უნდა ილაპარაკოს დეესკალაციაზე, ვიდრე გვიან არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი არ იგებს ამ ომს და თეირანმა უნდა ილაპარაკოს დეესკალაციაზე, ვიდრე გვიან არ არის.

16 ივნისი 2025, 19:55
სპორტი
შალვა გოგოლაძე სლოვაკეთის სპორტისა და ტურიზმის სახელმწიფო მდივნებს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის სპორტის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

16 ივნისი 2025, 19:39
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია წარუდგინა
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

16 ივნისი 2025, 19:32
მსოფლიო
მედია: ისრაელის საჰაერო ძალებმა დაბომბეს ირანის სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის ოფისები თეირანში
ისრაელის საჰაერო ძალებმა დაბომბეს ირანის სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის ოფისები თეირანში.

16 ივნისი 2025, 19:26
მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტი: ისრაელს სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ თავს დასხმოდა ირანს
ბრიტანულ ტელეაერხ Sky News-თან ინტერვიუში ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ისრაელს სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ თავს დასხმოდა ირანს, რადგან ის წინ მიიწევდა ბირთვული ბომბის შექმნისკენ.

16 ივნისი 2025, 18:51
პოლიტიკა
„რას ფიქრობ?“ - ლიბერთიმ, სამომხმარებლო სესხების საზაფხულო შეთავაზება დაიწყო
ლიბერთი არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე საზაფხულო კამპანიას „რას ფიქრობ?’ იწყებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს კონკურენტულ პირობებს სთავაზობს.

16 ივნისი 2025, 18:40
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, როგორმე პოლიტიკა შეიტანონ როგორც საგამოძიებო სამსახურებში, ასევე სასამართლო სისტემაში, საბოლოო ჯამში, იმარჯვებს სამართალი და სამართლიანობა
მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, როგორმე პოლიტიკა შეიტანონ როგორც საგამოძიებო სამსახურებში, ასევე სასამართლო სისტემაში. საბოლოო ჯამში, იმარჯვებს სამართალი და სამართლიანობა, - განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

16 ივნისი 2025, 18:40
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანი აშშ-სა და ისრაელს შუამავლების მეშვეობით სიგნალებს უგზავნის, რომ ის ცდილობს საომარი მოქმედებების დასრულებასა და მოლაპარაკებების განახლებას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით
ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, ირანი აშშ-სა და ისრაელს შუამავლების მეშვეობით სიგნალებს უგზავნის, რომ ის ცდილობს საომარი მოქმედებების დასრულებასა და მოლაპარაკებების განახლებას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

16 ივნისი 2025, 18:31
მსოფლიო
ევროკავშირი ეწინააღმდეგება ისრაელსა და ირანს შორის რუსეთის შუამავლობას
ევროკავშირი ეწინააღმდეგება ისრაელსა და ირანს შორის რუსეთის შუამავლობას. ევროკომისიის წარმომადგენლის, ანუარ ალ-ანუნის განცხადებით, მოსკოვს, თეირანთან ურთიერთობის გამო, არ შეუძლია იყოს „ობიექტური შუამავალი“.

16 ივნისი 2025, 18:22
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე ისრაელ-ირანის დაპირისპირებაზე: ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე. ეს არის სამეზობლოსთან მოლაპარაკება, რათა საზღვრები იყოს დაცული და მიგრაციის ტალღებმა ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხე არ შეუქმნას
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე. ეს არის სამეზობლოსთან მოლაპარაკება, რათა საზღვრები იყოს დაცული და მიგრაციის ტალღებმა ჩვენს უსაფრთხოებას არ შეუქმნას საფრთხე,- განაცხადა „დღის ქრონიკაში" ისტორიკოსმა სოსო მანჯავიძემ ისრაელ-ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირებაზე და ბირთვულ საფრთხეებზე საუბრისას.

16 ივნისი 2025, 18:18
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ისრაელის საჰაერო ძალები აკონტროლებენ თეირანის თავზე ცას
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები აკონტროლებენ თეირანის თავზე ცას.

16 ივნისი 2025, 18:08
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: არ აქვს მნიშვნელობა გიორგი გახარია არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, პირიქით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი განაყარი არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, უკეთესია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის
არ აქვს მნიშვნელობა არჩევნებში გიორგი გახარია მიიღებს თუ არა მონაწილეობას, პირიქით, თუ არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი განაყარი არჩევნებში მონაწილეობას ეს უკეთესია ისევ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რადგან საზოგადოების სხვა წევრებსა და პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

16 ივნისი 2025, 18:08
მსოფლიო
ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა აშშ-ს მოუწოდა, ჩაერთოს ირანში მიმდინარე ომში
ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა აშშ-ს მოუწოდა, ჩაერთოს ირანში მიმდინარე ომში, რათა დაეხმაროს ისრაელს ისეთი ობიექტების განადგურებაში, როგორიცაა ფორდოს ბირთვული გამდიდრების ობიექტი.

16 ივნისი 2025, 18:07
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე: შეგვიძლია თამამად დავადასტუროთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება
არ აქვს კონკრეტული ადამიანის სახელ-გვარს მნიშვნელობა, მთავარია ის, ჩაიდინა თუ არა ადამიანმა დანაშაული და სხვა ადამიანს მიაყენა თუ არა ზიანი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას, რომლითაც მოპარული, ან მითვისებული ქონების უკან დაბრუნების მექანიზმი მკაცრდება.

16 ივნისი 2025, 18:02
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე: დაზარალებულ პირებს ექნება შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად, გამართულად, დროში შემჭიდროებულ ვადაში ჰქონდეთ შესაძლებლობა ზიანი აინაზღაურონ
დაზარალებულ პირებს ექნება შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად, გამართულად, დროში შემჭიდროებულ ვადაში ჰქონდეთ შესაძლებლობა ზიანი აინაზღაურონ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებაზე, რომლითაც დაზარალებულებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმი დაინერგება.

16 ივნისი 2025, 17:59
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა საჰაერო დარტყმამდე ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გამოსცეს თეირანის დიდი ნაწილისთვის
ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა საჰაერო დარტყმამდე ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გამოსცეს თეირანის დიდი ნაწილისთვის.

16 ივნისი 2025, 17:58
საზოგადოება
„სტუდიო ლიბერთი“ „ქარავან არტ ფორუმის“ სპონსორია
დღეიდან, „ლიბერთის“ პრემიუმ საბანკო მომსახურება - „სტუდიო ლიბერთი“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ქარავან არტ ფორუმის“ სპონსორი გახდა, რაც ფესტივალის მხარდაჭერას და თანამედროვე ქართული ხელოვნების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

16 ივნისი 2025, 17:58
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: კეთილი უნდა ინებოს გახარიამ და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ყველანაირად რომ ცდილობდა კითხვებს გაჰქცეოდა
„გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე წარდგენის დროს ილაპარაკა ყველაფერი და არაფერი. რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთის საპირისპირო განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის ჩორჩანასთან დაკავშირებით. თქვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგო პირადად მისი ინიციატივით დაიგა და არ იყო შეთანხმებული არც ერთ რელევანტურ სამსახურთან და არც პარტნიორ ორგანიზაციებთან და ამას არ მოჰყოლია თურმე ტერიტორიების დაკარგვა. 2008 წლის შემდეგ ტერიტორიების დაკარგვის პირველი ფაქტი იყო და საუბარია მილიონ კვადრატულ მეტრზე. გახარია ამბობს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა მაშინ, როდესაც მოვისმინეთ ჩორჩანას მაცხოვრებლის განცხადებები, რომელმაც გახარია ტყუილში ამხილა.