25 მაისი 2024, 11:26 / სანდო წყარო

ედიშერ გვენეტაძე: 1990-იანი წლებში გარედან მოწყობილი პირველი ეროვნული ხელისუფლების გადატრიალება 65 მილიონი მანეთი დაუჯდათ, ახლა მეხუთე კოლონას ოფიციალურად 50 მილიონი დოლარი გამოუყვეს მეორე ეროვნული ხელისუფლების გადასატრიალებლად

ედიშერ გვენეტაძე

ედიშერ გვენეტაძე

ხელისუფლების გადასატრიალებლად მეხუთე კოლონას მთელი მსოფლიოს თვალწინ, ოფიციალურად, საქვეყნოდ გამოუყვეს 50 მილიონი დოლარი(ეს რაც გაცხადდა ისე რამდენი იქნება? - ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს თანხა გამოუყვეს ქართული ისტორიისა და კულტურის აბუჩად ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვის და სხვისი უბედურების ხარჯზე საკუთარი ბედნიერების აგების სურვილი აქვთ, თუმცა, ეს მცდელიბა წარუმატებელი იქნება.

„1990-იანი წლების დასაწყისში გარედან მოწყობილი პირველი ეროვნული ხელისუფლების გადატრიალება 65 მილიონი მანეთი დაუჯდათ(ასე განაცხადა მაშინდელმა მოსკოვის მერმა გავრილ პოპოვმა)! ახლა მეორე ეროვნული ხელისუფლების გადასატრიალებლად მეხუთე კოლონას მთელი მსოფლიოს თვალწინ, ოფიციალურად, საქვეყნოდ გამოუყვეს 50 მილიონი დოლარი(ეს რაც გაცხადდა ისე რამდენი იქნება?).
გამოუყვეს: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის მტრებს! საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების მოსურნეებს! საქართველოში სიტყვების: "დედა", "მამა", "ძმა", "და", "ბიჭი", "გოგო" გაუქმების მომხრეებს! ქართული ტრადიციების შემრყვნელ-გამრყვნელებს! ქართული ისტორიისა და კულტურის აბუჩად ამგდებ-მაგინებლებს!საქართველოს ომში ჩართვის და საქართველოს პირისაგან მიწისა აღგვის შემსრულებლებს. იმათ ვისაც ამ უბედურებების ხარჯზე უნდათ საკუთარი ბედნიერებისა აგება!
ანუ "მსოფლიო გლობალურმა ომის პარტიამ" 50 მილიონი $ და ბევრად მეტიც ჩადო მდინარის დინების საწინააღმდეგოდ ანუ ღვთის გზაზე მიმავალთა წინააღმდეგ საბრძოლველად!ვითომდაც ქართველი ხალხის სახელით, მეორე ეროვნული ხელისუფლების გადასატრიალებლად გაღმა-გამოღმიდან დააფინანსეს, დავალებები მისცეს და წამმზომი ჩაურთეს მეხუთე კოლონის „შესტიორკებს": ლომჯარია-გიგაურებს!
უჩა აბაშიძეს და მის ცოლს! ჭიჭიკო ვაშაძე-პატიკო მანჯგალაძეებს! ხაზარაძე-ხაბეებს! გირჩ ზურაბა-კვესიტაძეებს!
ჩერგოლეიშვილ-ბოკერიებს! ბერძენიშვილ-ხოშტარიებს! ბოკუჩავა-ჩარკვიანებს! გვარამია-მელიებს!...
ამრიგად, 33 წლის მანძილზე მესამედ მიმდინარეობს გარედან დაფინანსებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა! წინა ორი "წარმატებით" დაასრულეს! როგორი იქნება მესამე?გჯეროდეთ წარუმატებელი!
რატომ? იმიტომ, რომ საქართველოზე ხელის აწევას და საქართველოს ლათინურ ამერიკანიზაცია, უკრაინიზაციას არავის არ აპატიებს და ქვეყნიდან ექსორიას უყოფს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება! ღმერთი ჩვენთან არს! - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ყველა სიახლე

25 ივნისი 2024, 10:23

საზოგადოება

მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები” სწავლა დაიწყო

მწვანე ბანაკში მონაწილეობისათვის, კონკურსის საფუძველზე, 50-ზე მეტი ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ, მათ შორის, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" სამიზნე მუნიციპალიტეტებს.

25 ივნისი 2024, 10:18

პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგში კანადელ კოლეგებს შეხვდნენ

„შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, კანადამ საელჩო ან დროებითი რწმუნებულის წარმომადგენლობა გახსნას საქართველოში, რაზეც კანადელი დეპუტატებისგან მიღებულ იქნა საკითხის შესაბამის უწყებებთან განხილვის პირობა“.

25 ივნისი 2024, 10:15

პოლიტიკა

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი

„ნაცმოძრაობაში“ აღნიშნავენ, რომ დეკლარაციაზე მიერთების შესაძლებლობა მიეცემა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მათი სურვილის შემთხვევაში.

დავით ჩიხელიძე

25 ივნისი 2024, 10:12

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პრეზიდენტი და ოპოზიცია ცდილობენ დაამკვიდრონ ტერმინი ერთპარტიული ცესკო - ასეთი აბსურდი რომ დაიჯერო უმეცარი უნდა იყო, როგორც ჩანს, საკუთარი ამომრჩეველი ასეთად წარმოუდგენიათ

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით დაძლევს

25 ივნისი 2024, 10:12

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობდა

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა გასაუბრებოდა კოლეგა მინისტრებს და მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგისა და რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ“.

თამთა მეგრელიშვილი

25 ივნისი 2024, 10:01

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: აშშ-სგან და ევროპისაგან ფასეულობათა აღრევა პოლიტიკურ ნორმად იქცა, ამ ზნეობრივ ქაოსს ვერ გაიზიარებს ქართული სახელმწიფო და მმართველი გუნდი და ქართული ზნეობრივი სტანდარტის დაცვისათვის ყველაფერი გაკეთდება

„დიდი ძმისა და ევროპისაგან ფასეულობათა აღრევა პოლიტიკურ ნორმად იქცა, ამ ზნეობრივ ქაოსს ვერ გაიზიარებს ქართული სახელმწიფო და მმართველი გუნდი და ქართული ზნეობრივი სტანდარტის დაცვისათვის ყველაფერი გაკეთდება. სანქციები ვირტუალურიდან თუნდაც რეალურობამდე ზნეობრიობასთან მაინც უშინაარსო იქნება, მმართველი რგოლი ამ ომსაც მოიგებს და ქართველი ხალხის დაკვეთას აუცილებლად შეასრულებს“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

25 ივნისი 2024, 09:44

მსოფლიო

ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოჰყვა

ტელეარხის ცნობით, შემთხვევა შტუტგარტში მოხდა, როდესაც ორბანი აეროპორტში მიემგზავრებოდა. პრემიერი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის მატჩს ესწრებოდა, რომელშიც ერთმანეთს უნგრეთისა და შოტლანდიის გუნდები დაუპირისპირდნენ.

25 ივნისი 2024, 09:17

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა საზაფხულო ბანაკში მასპინძლობს

მთავრობის მეთაური ბავშვებს გაესაუბრა და მათ ვახშამზე უმასპინძლა. ბანაკი 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილების ორ ნაკადს უმასპინძლებს. პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები არიან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ქართულ და უკრაინულ ენებზე სიმღერები შეასრულეს. უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, გრემსა და ნეკრესში.

ჯულიან ასანჟი

25 ივნისი 2024, 09:13

მსოფლიო

ჯულიან ასანჟი თავისუფალია

ასანჟი ბელმარშის ციხიდან აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც ის ავსტრალიაში გაფრინდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ასანჟი აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე წავიდა.

მაკა ბოჭორიშვილი

25 ივნისი 2024, 09:01

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ როცა ეს დრო დადგება, საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად იყოს

„საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, იმისთვის რომ საქართველოს ჰქონოდა პროგრესი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და საქართველო გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ როცა ეს დრო დადგება, საქართველო იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის. საინტერესოა ის გადაწყვეტილებები თუ გზავნილები, რომლებიც უკვე ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გაჟღერდება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

იური სოდოლი და ვოლოდიმირ ზელენსკი

25 ივნისი 2024, 08:45

მსოფლიო

ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობაზე იური სოდოლი ბრიგადის გენერლით, ანდრეი გნატოვით შეცვალა

„განვიხილეთ საკადრო ცვლილებები. მივიღე გადაწყვეტილება უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურის, იური სოდოლის ბრიგადის გენერლით, ანდრეი გნატოვით შეცვლის თაობაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

25 ივნისი 2024, 08:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

25 ივნისი 2024, 08:22

რეგიონი

ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერი და ლიეტუვას ელჩი საქართველოში რუსთავს ესტუმრნენ

შეხვედრაზე, რომელიც რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრში შედგა, ლაცაბიძემ, ლიეტუველ სტუმრებს, რუსთავში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალური სერვისების განვითარების ის რეფორმები გააცნო, რომელიც რუსთავში ბოლო ორი წელია ხორციელდება და ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრა.

ლევან იოსელიანი

25 ივნისი 2024, 08:15

პოლიტიკა

სახალხო დამცველი პარლამენტში წლიური ანგარიშით დღეს წარდგება

ლევან იოსელიანი დეპუტატებს „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ აპარატის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, არსებულ გამოწვევებსა და პროგრესს გააცნობს.

25 ივნისი 2024, 08:11

სპორტი

„ვამაყობ შენით, გიორგი“ - „ლევანტე“ ქოჩორაშვილის ფოტოს აქვეყნებს

სოციალურ ქსელ Facebook-ზე „ლევანტე“ ქართველი ნახევარმცველის ფოტოს აქვეყნებს და გიორგი ქოჩორაშვილის თამაშთან დაკავშირებით სიამაყეს ქართულ ენაზე გამოხატავს.

25 ივნისი 2024, 08:00

სპორტი

ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება⚽

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. 24 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 02:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს მიწვევაზე: მაშინ, როდესაც, თითქოს, საქართველო შორდება ნატოს, ამ დროს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, ამას ნიშნავს ეს მოწვევა

მაშინ, როდესაც, თითქოს, საქართველო შორდება ნატოს, ამ დროს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, ამას ნიშნავს ეს მოწვევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს მიწვევის გადაწყვეტილებაზე.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 02:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გამჭვირვალობის კანონზე: საქმიანობის შეზღუდვა არის ჰაერიდან მოტანილი ამბავი, არავის არაფერი არ ეზღუდება ამ კანონით

საქმიანობის შეზღუდვა არის ჰაერიდან მოტანილი ამბავი, არავის არაფერი არ ეზღუდება ამ კანონით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გამჭვირვალობის კანონის გამო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე პასუხად.

იენს სტოლტენბერგი ემანუელ მაკრონი

25 ივნისი 2024, 02:00

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ვაშინგტონის სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება იქნება

ვაშინგტონის სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება იქნება, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 01:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პოსტი შეიცავდა ინფორმაციას, რატომ არ იყო ეს კანონი რუსული, ეს დაბლოკა ხოშტარიას და კაპანაძის მითითებით ფეისბუქმა. აბა, ცუკერბერგს მოაფიქრდა, ეს მდინარაძის პოსტი ვერ არის რაღაც ისეთიო?

პოსტი შეიცავდა ინფორმაციას, განმარტებას იმის შესახებ, რატომ არ იყო ეს კანონი რუსული. ეს დაბლოკა ხოშტარიას და კაპანაძის მითითებით ფეისბუქმა. აბა, ცუკერბერგს მოაფიქრდა, ეს მდინარაძის პოსტი ვერ არის რაღაც ისეთიო? - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.