25 მაისი 2024, 12:15 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: ჩვენთვის, რა თქმა უნდა, აშშ-თან მეგობრობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს რეგიონში და რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, ამერიკა რომ მოქცეულიყო როგორც ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორი და მიგვეღო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მაგრამ ეს არ მისცემს ჩვენს ეკონომიკას რაიმე განსაკუთრებულ შესაძლებლობას, რადგან შტატები ჩვენგან ძალიან დაშორებულია გეოგრაფიულად," - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველო-აშშ-ის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობებზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სუბარმა თქვა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ბევრად უფრო არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს რეგიონში და რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან.

სოზარ სუბარმა იმაზეც ისაუბრა, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის მიმართ, აშშ-ს და ევროპის ინტერესები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. თუმცა სამწუხაროდ ევროპა ხშირად ვერ ატარებს მისთვის სასურველ პოლიტიკას, ვინაიდან ემორჩილება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს.

„სინამდვილეში ევროპას ხშირად სხვა ინტერესი აქვს, ამერიკას - სხვა, თუმცა ევროპა სამწუხაროდ, ხშირად საკუთარ პოლიტიკას კი არ ატარებს, არამედ ატარებს იმ პოლიტიკას, რასაც გლობალური ომის პარტია კარნახობს. რატომ ვამბობ, რომ მათ სხვადასხვა ინტერესი აქვთ? ამერიკის ინტერესი, როგორც ყველაზე დიდი საზღვაო სახელმწიფოსი, ბუნებრივია არის ის, რომ ტვირთები გადაიტანოს ზღვით, სადაც მას კონტროლი აქვს და ნებისმიერ წუთს შეუძლია გარკვეული დაბრკოლებები შექმნას ნებისმიერ ზღვაზე, სრუტესა თუ ოკეანეში. ამ დროს, ევროპის ინტერესი უნდა იყოს, რომ ყველაზე მოკლე გზით მიდიოდეს ტვირთები. ეს ყველაზე მოკლე გზა ერთი არის რუსეთის გავლით, მეორე - კავკასია, ამ შემთხვევაში. რუსეთის გავლით პრობლემები შეიქმნა უკრაინის ომის გამო, თუმცა, როგორც კი ჰუსიტებმა პირველი ჭურვი ისროლეს წითელ ზღვაში, 40 %-ით გაიზარდა ჩინეთიდან ევროპაში რუსეთის გავლით სარკინიგზო გადაზიდვები, ვითომ ომი არც არის. ტვირთები მიდის ჩინეთიდან რუსეთის გავლით ბალტიისპირეთის ქვეყნებში და იქიდან ნაწილდება დანარჩენ ევროპაში, ძირითადად გერმანიაში. უცებ დაავიწყდათ, რომ უკრაინაში ომია, დაავიწყდათ სანქციები და ვაჭრობისა და მოგების ინტერესმა გადაფარა ყველაფერი. ომი ომად, ხოლო ბიზნესი - ბიზნესად. „ომი ომია მაგრამ სადილი თავის დროზე“ - დაახლოებით ეს პოლიტიკა აქვთ,” - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება ამერიკასთან ურთიერთობას, სუბარი აცხადებს, რომ მიუხედავად მრავალწლიანი ურთიერთობისა, საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა არ ვითარდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამდენი წელია ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს დადებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ვერც ერთი ხელშესახები სიკეთე ვერ მივიღეთ. ამერიკა დღემდე არც კი გველაპარაკებოდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობაზე. ახლა კი გადაწყვიტეს შეურაცხმყოფელი ტონით გველაპარაკონ - თუ კანონს მიიღებთ, სანქციებს დაგიწესებთ, ხოლო თუ დაგვემორჩილებით და კანონზე ვეტოს არ დაძლევთ, მაშინ ვნახოთ, შეიძლება დაგელაპარაკოთ ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზაციაზეო.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, აშშ რომ ისე მოიქცეს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება და ხელი რომ მოვაწეროთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, მაგრამ საქართველოს ეკონომიკისთვის ეს რაიმე განსაკუთრებული პანაცეა ვერ იქნებოდა. შტატები ჩვენგან გეოგრაფიულად ძალიან შორს არის და ჩვენ ყოველთვის გვექნება გაცილებით მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, თუნდაც რუსეთთან - ჩვენს უშუალო მეზობლებთან და მათ მოსაზღვრე ქვეყნებთან, ვიდრე ოკეანის გაღმა ქვეყანასთან. ამიტომაც, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ბევრად უფრო არის დამოკიდებული იმაზე, რა ხდება ჩვენს რეგიონში და რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან. ასეთია ჩვენი გეოგრაფია და გეოსტრატეგიული მდებარეობა, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით. შესაბამისად, სწორედ ეს მდებარეობა უნდა ვაქციოთ ჩვენს უპირატესობად.

აი ეს ხაზი უნდა განვავითაროთ ჩვენ, პირველ რიგში, იმის პარალელურად, რომ ჩვენი ვექტორი რჩება უცვლელი - ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება და ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდომა. ეს სივრცე ჩვენთვის ბევრად უფრო ახლობელია, იმიტომ, რომ ისტორიულად და ცივილიზაციურად სწორედ ამ სივრცის ნაწილი ვართ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ევროპაზე საუბრისას, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ცვლილებები, განსაკუთრებით პოლიტიკაში, ევროპის ქვეყნებში უკვე დაწყებულია და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.

„ევროპაში დღესდღეობით ბევრი რამ იცვლება და ეს ცვლილებები უფრო დაჩქარდება. სახადივით იყო ულტრა-ლიბერალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც დღესაც არის წამყვანი დასავლური იდეოლოგია, მაგრამ ნელ-ნელა ბევრ ქვეყანაში ის მარცხდება და ამის შედეგს წელსაც ვიხილავთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მხოლოდ ევროპარლამენტის არჩევნებს არ ვგულისხმობ, თუმცა იქაც იქნება გარკვეული ცვლილებები, მაგრამ მთავარი ცვლილებები ევროპის რამდენიმე ქვეყნის ეროვნულ არჩევნებზე მოხდება” - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

20 ივნისი 2024, 09:24

მსოფლიო

კოლუმბიაში რეკორდული რაოდენობით კოკაინი ამოიღეს

კოლუმბიაში რეკორდული რაოდენობით კოკაინი ამოიღეს. ოპერაცია ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჩაატარეს. დევნის ოპერაციისას ნავიდან, რომელიც ნარკოტიკებით იყო დატვირთული, ტონა-ნახევარი კოკაინი გადაყარეს. პოლიციამ ჯამში 2 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო. დაკავებულია ნავზე მყოფი ორი ადამიანი. ისინი ნიკარაგუისა და კოსტა-რიკის მოქალაქეები არიან.

20 ივნისი 2024, 09:21

მსოფლიო

ეკოაქტივისტები სტოუნჰენჯს დაესხნენ თავს

ეკოაქტივისტები ბრიტანეთის ისტორიულ ღირსშესანიშნაობას, სტოუნჰენჯს დაესხნენ თავს. მოძრაობა Just Stop Oil-ის ორი აქტივისტი მონუმენტთან ბალონებით მიიჭრა და ქვებს ნარინჯისფერი საღებავი შეასხა. ამ ჟესტით ეკოაქტივისტებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე 2030 წლამდე უარი თქვან.

20 ივნისი 2024, 09:17

მსოფლიო

ინდოეთში რეკორდული სიცხეებია

ინდოეთში რეკორდული სიცხეებია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაუსაძლის სიცხეს მხოლოდ ნიუ-დელიში 4 ადამიანი ემსხვერპლა, ადგილობრივ საავადმყოფოებს კი ათასობით ადამიანმა მიმართა. ყველაზე რთული ვითარება რაჯასტანის შტატშია, სადაც ჰაერის ტემპერატურამ +50 გრადუსს მიაღწია.

20 ივნისი 2024, 09:14

მსოფლიო

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. ათენის მახლობლად ტყის ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. მეხანძრეებმა მარკოპოულოსთან, კარისტოსთან და კუნძულ ნაქსოსზე ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს. ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ ქოროფისა და კიტცის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლმა დასახლებულ რაიონებში შეაღწია. მის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს. სტიქიის ზონიდან მოსახლეობა გაჰყავთ.

20 ივნისი 2024, 09:12

მსოფლიო

პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. მიზეზი 12 წლის ებრაელი გოგონას გაუპატიურება გახდა. ინციდენტი ქალაქ კურბევუაში გასულ კვირას მოხდა. პოლიციამ ძალადობის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავა. ქალაქის მერმა მომხდარს ანტისემიტური აქტი უწოდა და განაცხადა, რომ ქალაქში რასიზმისა და ძალადობის ადგილი არ არის.

20 ივნისი 2024, 08:55

მსოფლიო

პრაღაში დანით შეიარაღებული მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე მყოფებს დაესხა თავს

თავდასხმა პრაღაში. დანით შეიარაღებული მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე მყოფებს დაესხა თავს. შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

ჯასტინ ტრიუდო

20 ივნისი 2024, 08:48

მსოფლიო

IPSOS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ჯასტინ ტრიუდოს რეიტინგი ეცემა

ჯასტინ ტრიუდოს რეიტინგი ეცემა. IPSOS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 68 პროცენტს კანადის პრემიერ-მინისტრის გადადგომა სურს. გამოკითხვა 12-14 ივნისს ჩატარდა და მასში 1001 ადამიანი მონაწილეობდა. 25 პროცენტამდე არის დაცემული ტრიუდოს პარტიის რეიტინგიც.

არარატ მირზოიანი

20 ივნისი 2024, 08:44

მსოფლიო

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ უწყების პრესმდივანმა ანი ბადალიანმა განაცხადა. ორგანიზაციის მორიგი სხდომა ალმა-ათაში 21 ივნისს უნდა გაიმართოს. გასულ კვირას სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა ღიად განაცხადა, რომ სომხეთი ორგანიზაციიდან გასვლას აპირებს.

ვლადიმერ პუტინი

20 ივნისი 2024, 08:29

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა ფხენიანში ვიზიტი დაასრულა

კრემლის ლიდერმა ფხენიანში ვიზიტი დაასრულა. აეროპორტში ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პირადად გააცილა. მანამდე კიმ ჩენ ინმა და პუტინმა პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ცერემონიაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა ერთად იბრძვიან ამერიკისა და მისი სატელიტების ჰეგემონიის წინააღმდეგ, კიმ ჩენ ინმა კი რუსეთის პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის საუკეთესო მეგობარი უწოდა. ფხენიანიდან პუტინი ოფიციალური ვიზიტით ვიეტნამში ჩავიდა.

20 ივნისი 2024, 08:18

პოლიტიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში დღეს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში დღეს მოუსმენენ. ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი სამი კანდიდატი. გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი საკუთარ თავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან წარადგენენ, რის შემდეგაც კანდიდატები დეპუტატების კითხვებს უპასუხებენ.

20 ივნისი 2024, 08:10

პოლიტიკა

პარლამენტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვებს დღეიდან იწყებს

პარლამენტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვებს დღეიდან იწყებს. კანონპროექტებს დეპუტატები ჯერ 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ, რის შემდეგაც საკითხზე დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ. დღესვე კომიტეტი განიხილავს მმართველი გუნდის ინიციატივას „ოჯახური ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებსაც.

20 ივნისი 2024, 08:02

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჰამბურგში ჩავა და დახურულ ვარჯიშს გამართავს

ჩეხეთთან გასამართი მატჩისთვის მზადება დაწყებულია. საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჰამბურგში ჩავა და დახურულ ვარჯიშს გამართავს. გუშინ ჩვენმა გუნდმა ვარჯიში ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გაიარა. ნაკრებთან ერთად არ ყოფილა ოთარ კიტეიშვილი, იგი ინდივიდუალურად ვარჯიშობს. შეძლებს თუ არა ის მომდევნო მატჩზე თამაშს, ეს ჯერ გაურკვეველია.

რატი იონათამიშვილი

20 ივნისი 2024, 00:41

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი გიორგი ვაშაძეზე: მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! სალანძღავ სიტყვად „აუტისტის“ გამოყენება არის უკიდურესი ფსკერი და უღირსობა!

მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! კობახიძეს უნდა შეურაცხყოფა მიაყენოს და ყველა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირს აყენებს შეურაცხყოფას! - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი გადაცემაში „პირველი ხაზი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის „აუტისტად“ მოხსენიებას.

გიორგი ვაშაძე

20 ივნისი 2024, 00:39

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძემ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა.

მიხეილ ყაველაშვილი

20 ივნისი 2024, 00:23

სპორტი

მიხეილ ყაველაშვილი: ბიჭებს დიდი მადლობა იმისთვის, რომ გუშინ მთელი მსოფლიო აალაპარაკეს

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის თამაშს აფასებს. დეპუტატმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. ყაველაშვილის თქმით, ნაკრების ფეხბურთელებმა უდიდესი შედეგი დადეს და ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს.

რიში სუნაკი

20 ივნისი 2024, 00:18

მსოფლიო

Reuters: გამოკითხვების თანახმად, რიში სუნაკის „კონსერვატიული პარტია“ 4 ივლისის არჩევნებში დამარცხდება, ხოლო „ლეიბორისტული პარტია“ უმრავლესობას მოიპოვებს

ოთხშაბათს ჩატარებულმა სამმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის „კონსერვატიული პარტია“ 4 ივლისის არჩევნებში დამარცხდება, ხოლო „ლეიბორისტული პარტია“ უმრავლესობას მოიპოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გია მურღულია

20 ივნისი 2024, 00:14

სპორტი

გია მურღულია: ასეთი კონცენტრაციით მოთამაშე საქართველოს ნაკრები იშვიათად მახსოვს

რასაკვირველია, ჩვენ კარგად გვახსოვს ისტორია და ყველაფერი მახსოვს, რაც იყო აქამდე, რაც იქნება იმის დიდი იმედიც მაქვს, მაგრამ ამ ერთმა თამაშმა ჩვენ მოგვცა არა მარტო განცდა, არამედ, რეალური ცოდნაც იმისი, რას შეიძლება ჩვენმა ნაკრებმა მიაღწიოს, - ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

20 ივნისი 2024, 00:04

სპორტი

ლეგენდარული მოფარიკავე გურამ კოსტავა 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

1960 წელს, რომის ოლიმპიურ თამაშებზე გახდა მესამე ადგილის პრიზიორი გუნდურ ასპარეზობაში, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მესამე ადგილის პრიზიორი პირად ჩათვლაში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1961), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1960). მიღებული აქვს სპორტის რაინდის წოდება (2016).

გია მურღულია

20 ივნისი 2024, 00:02

სპორტი

გია მურღულია: მარცხის შეგრძნება დაგვავიწყეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა იმდენად ღირსეულად გამოიყურებოდნენ

„როდესაც ჩვენ ვხედავთ ერთიანობის ძლიერ იმპულსს, გაცნობიერებული მოქმედების, თავდადების, საკუთარი თავის წარმოჩენის, სამშობლოსთვის თავდადების, მისი ერთგულების, ეს ყველას სიამაყის გრძნობით გვავსებს. მარცხის შეგრძნება დაგვავიწყეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა, იმდენად ღირსეულად გამოიყურებოდნენ. ეს იყო გუნდი. ჯერ ერთი, უნდა იყო გუნდი, რომ საერთოდ მოხვდე ევროპის ჩემპიონატზე. მეორე, უნდა იყო თანამედროვე გუნდი იმიტომ, რომ ფეხბურთი ვითარდება. ბოლო ათწლეულში ისე განვითარდა, რომ არც კი ვიცი სპორტის რომელი სახეობა განვითარდა ასე. ფეხბურთი დაემსგავსა ჭადრაკს იმიტომ, რომ ის მარტო მოქმედების კი არა, აზროვნების პრინციპებსაც ითვალისწინებს. იყო დრო და ეს დრო ძალიან დიდი ხნის წინ არ იყო, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები 2-3 პასს ზედიზედ ვერ აკეთებდნენ. გუნდი არ გვყავდა მაშინ ჩვენ. კი ვგულშემატკივრობდით და ყველაფერს ვუგულშემატკივრებთ, რასაც საქართველო ჰქვია. ამისთვის ვართ დაბადებულები იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მაგრამ ახლა ეს გულშემატკივრობა იმედიანია. მგონი საქართველოში ნელ-ნელა დაბრუნდება ის დრო, როდესაც ჩვენ არავისი არ გვეშინოდა. მე მახსოვს, როდესაც თბილისის დინამო თამაშობდა, ჩვენ არავისი არ გვეშინოდა“, - აღნიშნა მურღულიამ.

მიხეილ ყაველაშვილი

19 ივნისი 2024, 23:44

სპორტი

მიხეილ ყაველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების დებიუტზე: ეს დღე შედგა, ყველა ბედნიერი იყო, ეს არის სიხარული, რომელსაც ვერ გადმოსცემ

ეს დღე შედგა, დიდი ხნის ოცნება, ყველა ბედნიერი იყო, ეს არის სიხარული, რომელსაც ვერ გადმოსცემ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვეტერანმა ფეხბურთელმა, „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სადებიუტო მატჩის შესახებ.