26 მაისი 2024, 11:20 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ქართველ ჯარისკაცებს, თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ოჯახებს და ქვეყნის ნამდვილ მეგობრებს - დიდება საქართველოს!

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - მრავალ თაობათა ნანატრ სიხარულს, ერთ მუშტად შეკრული ერის ნების გამოხატულებას და ქართული სულის ამოძახილს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს დღე საუკუნეების მანძილზე მტრებთან ბრძოლაში სისხლად დაღვრილი ძალისხმევის და მიწასთან დაუნებებელი ჭიდილის შედეგია.

მისი თქმით, ბრძოლა თავისუფლებისათვის არასდროს მთავრდება. მითუმეტეს მცირერიცხოვანი ერისთვის, რომელსაც ადგილსამყოფელად განგებამ უდიდეს ცივილიზაციათა გზაჯვარედინი არგუნა.

„დღევანდელი დღე განასახიერებს საქართველოს მოსახლეობის დაუოკებელ სწრაფვას საკუთარი მომავლის თავად განკარგვის უფლების მოსაპოვებლად, სხვა ერთა შორის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად და განვითარების უსაფრთხო გარემოს საბოლოოდ განსამტკიცებლად. ეს დღე საუკუნეების მანძილზე მტრებთან ბრძოლაში სისხლად დაღვრილი ძალისხმევის და მიწასთან დაუნებებელი ჭიდილის შედეგია. თუმცა ბრძოლა თავისუფლებისათვის არასდროს მთავრდება. მითუმეტეს ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის, რომელსაც ადგილსამყოფელად განგებამ უდიდეს ცივილიზაციათა გზაჯვარედინი არგუნა.

მტერ-მოყვარეები ხშირად ცდილობდნენ ქართველების დაბნევას, უცხო დროშაზე სწორებას და სხვა მზის დაფიცებას. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო. ყოველთვის, როცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობას საფრთხე ემუქრებოდა, ქართველში იღვიძებდა ათასწლეულების ისტორიულ ქარტეხილებში გამობრძმედილი უძველესი გენი და სიბრძნით განათებული გონი, რომელსაც ჩვენი ერი სამშვიდობოზე გაჰყავდა. ასე იყო წინათ, ასეა დღეს და ასე იქნება ხვალაც.

საქართველომ თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობით, ბრძოლით და ადამიანური ღირებულებებისადმი ერთგულებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის ქვეყანა, რომელსაც თავის გადასარჩენად არასდროს მოუსურვებია სხვა ერის ხალხთა სისხლისღვრა, არასდროს უცდია სხვის ხარჯზე საკუთარი ინტერესების წინ დაყენება და არასდროს უკადრებია სხვათა დაჩაგვრის გზით კეთილდღეობის მოპოვება. პირიქით, მეგობარ ერთა თავისუფლებისთვის ყოველთვის პირველი იმაღლებდა ხმას უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ. გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია დამოუკიდებლობის მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის, ისეთივე კეთილშობილურია, როგორც თავად მიზანი,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე მიმართა წვევამდელებს და აღნიშნა, რომ მათ უკან არის საქართველოს თითოეული მოქალაქისგან შემდგარი ლაშქარი.

,,ჯარისკაცებო, თქვენ დღეს დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს დროშის წინაშე და შეკარით პირობა, რომ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობისა და მშვიდობის უპირველესი მცველები, დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცები. დღეს თითოეული თქვენგანი შეუერთდა ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ეროვნული სულის, შეუპოვრობისა და სიმამაცის პირდაპირი გამოხატულებაა. დღეს თქვენ ხართ ქუჯის და ფარნავაზის, მირიანის და გორგასლის, დავითის, თამარის და ერეკლეს ჯარი; მათი ათასწლოვანი მხედრული ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი. თქვენს უკან ჩვენი სამშობლოა და საქართველოს თითოეული მოქალაქისგან შემდგარი ლაშქარი. ჩვენ ყველას ერთი ეროვნული მისია გვაქვს: ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი სარწმუნოების დაცვა და განმტკიცება. ეს წმინდათაწმინდა მისიაა, რომელიც წინაპართაგან გადმოგვეცა და რომელსაც ვერასდროს ვერავინ ჩაგვინაცვლებს. ჩვენ არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა. მოყვარეს მუდამ მოყვრულად ვხვდებოდით, ხოლო მტრებისთვის „ავი მუსაიფები“ ვიყავით. ამ პრინციპით მოვედით დღემდე და ასე იქნება მომავალშიც.

რამდენადაც დამოუკიდებლობა არის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების წინაპირობა, იმდენად ისწრაფვის ჩვენი სამშობლო ევროპასა და მსოფლიო ერთობაში თანასწორი ადგილის დამკვიდრებისკენ. ამ სულისკვეთებით იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში, სადაც ოქროს ასოებით ჩაწერეს ქართველი ჯარისკაცის სახელი; გასაჭირის ჟამს ყველგან და ყოველთვის წინა ხაზზე ძგერდა ქართული გული. ჩვენ იქ მივდიოდით გულით და არა ანგარებით, რწმენით და არა დავალებით, აქ ცოტანი - იქ ლამის ყველაზე ბევრი ვიყავით. საერთაშორისო მისიებში ჩვენი წვლილი გამორჩეული იყო, რადგან მსოფლიოს წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა არასდროს გაგვიზომავს ჩვენი ქვეყნის სიდიდით. ამიტომაც მოელის ქართველი ხალხი, რომ ჩვენდამი დამოკიდებულებაც იქნება არა ჩვენი ქვეყნის ზომით, არამედ ჩვენი ხალხის გულის სიდიდით განსაზღვრული. ქართველი ჯარისკაცის თავდადებასა და გაუტეხლობას ლეგენდებისა და მითების შექმნა არ სჭირდება, რადგან ამ უწყვეტი ისტორიის ფესვები ათასწლეულებს ითვლის - ღირსეულ მეფეთა ლაშქრებიდან მოყოლებული ჩვენ თვალწინ ჩადენილი საარაკო გმირობებით. ქედს ვიხრი ყველა ამ ქართველი გმირის წინაშე, რომელთა საგმირო საქმეები საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის საყრდენშია ჩაჭედილი. ძვირფასო მეგობრებო, ეს დღე ჩვენია, საქართველოს თითოეული მოქალაქის, მათი, ვისაც გულწრფელად უყვარს ეს ქვეყანა განურჩევლად განსხვავებებისა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, თითოეული გულისცემა, რომელიც ამ ქვეყნისთვის ძგერს, ერთ დიდ ქართულ ერთობად არ ვაქციოთ. ამიტომაც მივმართავ ყველას, ამ ქვეყნის შვილებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს, ერსა და ბერს, დიდსა და პატარას, გავერთიანდეთ საქართველოსთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის, ხვალინდელი დღისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გაგვაჩნია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართველ ჯარისკაცებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ოჯახებს და ქვეყნის ნამდვილ მეგობრებს. დიდება საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი!”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

20 ივნისი 2024, 08:55

მსოფლიო

პრაღაში დანით შეიარაღებული მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე მყოფებს დაესხა თავს

თავდასხმა პრაღაში. დანით შეიარაღებული მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე მყოფებს დაესხა თავს. შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

ჯასტინ ტრიუდო

20 ივნისი 2024, 08:48

მსოფლიო

IPSOS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ჯასტინ ტრიუდოს რეიტინგი ეცემა

ჯასტინ ტრიუდოს რეიტინგი ეცემა. IPSOS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 68 პროცენტს კანადის პრემიერ-მინისტრის გადადგომა სურს. გამოკითხვა 12-14 ივნისს ჩატარდა და მასში 1001 ადამიანი მონაწილეობდა. 25 პროცენტამდე არის დაცემული ტრიუდოს პარტიის რეიტინგიც.

არარატ მირზოიანი

20 ივნისი 2024, 08:44

მსოფლიო

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ უწყების პრესმდივანმა ანი ბადალიანმა განაცხადა. ორგანიზაციის მორიგი სხდომა ალმა-ათაში 21 ივნისს უნდა გაიმართოს. გასულ კვირას სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა ღიად განაცხადა, რომ სომხეთი ორგანიზაციიდან გასვლას აპირებს.

ვლადიმერ პუტინი

20 ივნისი 2024, 08:29

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა ფხენიანში ვიზიტი დაასრულა

კრემლის ლიდერმა ფხენიანში ვიზიტი დაასრულა. აეროპორტში ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პირადად გააცილა. მანამდე კიმ ჩენ ინმა და პუტინმა პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ცერემონიაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა ერთად იბრძვიან ამერიკისა და მისი სატელიტების ჰეგემონიის წინააღმდეგ, კიმ ჩენ ინმა კი რუსეთის პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის საუკეთესო მეგობარი უწოდა. ფხენიანიდან პუტინი ოფიციალური ვიზიტით ვიეტნამში ჩავიდა.

20 ივნისი 2024, 08:18

პოლიტიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში დღეს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში დღეს მოუსმენენ. ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი სამი კანდიდატი. გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი საკუთარ თავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან წარადგენენ, რის შემდეგაც კანდიდატები დეპუტატების კითხვებს უპასუხებენ.

20 ივნისი 2024, 08:10

პოლიტიკა

პარლამენტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვებს დღეიდან იწყებს

პარლამენტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვებს დღეიდან იწყებს. კანონპროექტებს დეპუტატები ჯერ 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ, რის შემდეგაც საკითხზე დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ. დღესვე კომიტეტი განიხილავს მმართველი გუნდის ინიციატივას „ოჯახური ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებსაც.

20 ივნისი 2024, 08:02

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჰამბურგში ჩავა და დახურულ ვარჯიშს გამართავს

ჩეხეთთან გასამართი მატჩისთვის მზადება დაწყებულია. საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჰამბურგში ჩავა და დახურულ ვარჯიშს გამართავს. გუშინ ჩვენმა გუნდმა ვარჯიში ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გაიარა. ნაკრებთან ერთად არ ყოფილა ოთარ კიტეიშვილი, იგი ინდივიდუალურად ვარჯიშობს. შეძლებს თუ არა ის მომდევნო მატჩზე თამაშს, ეს ჯერ გაურკვეველია.

რატი იონათამიშვილი

20 ივნისი 2024, 00:41

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი გიორგი ვაშაძეზე: მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! სალანძღავ სიტყვად „აუტისტის“ გამოყენება არის უკიდურესი ფსკერი და უღირსობა!

მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! კობახიძეს უნდა შეურაცხყოფა მიაყენოს და ყველა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირს აყენებს შეურაცხყოფას! - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი გადაცემაში „პირველი ხაზი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის „აუტისტად“ მოხსენიებას.

გიორგი ვაშაძე

20 ივნისი 2024, 00:39

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძემ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა.

მიხეილ ყაველაშვილი

20 ივნისი 2024, 00:23

სპორტი

მიხეილ ყაველაშვილი: ბიჭებს დიდი მადლობა იმისთვის, რომ გუშინ მთელი მსოფლიო აალაპარაკეს

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის თამაშს აფასებს. დეპუტატმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. ყაველაშვილის თქმით, ნაკრების ფეხბურთელებმა უდიდესი შედეგი დადეს და ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს.

რიში სუნაკი

20 ივნისი 2024, 00:18

მსოფლიო

Reuters: გამოკითხვების თანახმად, რიში სუნაკის „კონსერვატიული პარტია“ 4 ივლისის არჩევნებში დამარცხდება, ხოლო „ლეიბორისტული პარტია“ უმრავლესობას მოიპოვებს

ოთხშაბათს ჩატარებულმა სამმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის „კონსერვატიული პარტია“ 4 ივლისის არჩევნებში დამარცხდება, ხოლო „ლეიბორისტული პარტია“ უმრავლესობას მოიპოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გია მურღულია

20 ივნისი 2024, 00:14

სპორტი

გია მურღულია: ასეთი კონცენტრაციით მოთამაშე საქართველოს ნაკრები იშვიათად მახსოვს

რასაკვირველია, ჩვენ კარგად გვახსოვს ისტორია და ყველაფერი მახსოვს, რაც იყო აქამდე, რაც იქნება იმის დიდი იმედიც მაქვს, მაგრამ ამ ერთმა თამაშმა ჩვენ მოგვცა არა მარტო განცდა, არამედ, რეალური ცოდნაც იმისი, რას შეიძლება ჩვენმა ნაკრებმა მიაღწიოს, - ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

20 ივნისი 2024, 00:04

სპორტი

ლეგენდარული მოფარიკავე გურამ კოსტავა 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

1960 წელს, რომის ოლიმპიურ თამაშებზე გახდა მესამე ადგილის პრიზიორი გუნდურ ასპარეზობაში, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მესამე ადგილის პრიზიორი პირად ჩათვლაში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1961), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1960). მიღებული აქვს სპორტის რაინდის წოდება (2016).

გია მურღულია

20 ივნისი 2024, 00:02

სპორტი

გია მურღულია: მარცხის შეგრძნება დაგვავიწყეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა იმდენად ღირსეულად გამოიყურებოდნენ

„როდესაც ჩვენ ვხედავთ ერთიანობის ძლიერ იმპულსს, გაცნობიერებული მოქმედების, თავდადების, საკუთარი თავის წარმოჩენის, სამშობლოსთვის თავდადების, მისი ერთგულების, ეს ყველას სიამაყის გრძნობით გვავსებს. მარცხის შეგრძნება დაგვავიწყეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა, იმდენად ღირსეულად გამოიყურებოდნენ. ეს იყო გუნდი. ჯერ ერთი, უნდა იყო გუნდი, რომ საერთოდ მოხვდე ევროპის ჩემპიონატზე. მეორე, უნდა იყო თანამედროვე გუნდი იმიტომ, რომ ფეხბურთი ვითარდება. ბოლო ათწლეულში ისე განვითარდა, რომ არც კი ვიცი სპორტის რომელი სახეობა განვითარდა ასე. ფეხბურთი დაემსგავსა ჭადრაკს იმიტომ, რომ ის მარტო მოქმედების კი არა, აზროვნების პრინციპებსაც ითვალისწინებს. იყო დრო და ეს დრო ძალიან დიდი ხნის წინ არ იყო, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები 2-3 პასს ზედიზედ ვერ აკეთებდნენ. გუნდი არ გვყავდა მაშინ ჩვენ. კი ვგულშემატკივრობდით და ყველაფერს ვუგულშემატკივრებთ, რასაც საქართველო ჰქვია. ამისთვის ვართ დაბადებულები იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მაგრამ ახლა ეს გულშემატკივრობა იმედიანია. მგონი საქართველოში ნელ-ნელა დაბრუნდება ის დრო, როდესაც ჩვენ არავისი არ გვეშინოდა. მე მახსოვს, როდესაც თბილისის დინამო თამაშობდა, ჩვენ არავისი არ გვეშინოდა“, - აღნიშნა მურღულიამ.

მიხეილ ყაველაშვილი

19 ივნისი 2024, 23:44

სპორტი

მიხეილ ყაველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების დებიუტზე: ეს დღე შედგა, ყველა ბედნიერი იყო, ეს არის სიხარული, რომელსაც ვერ გადმოსცემ

ეს დღე შედგა, დიდი ხნის ოცნება, ყველა ბედნიერი იყო, ეს არის სიხარული, რომელსაც ვერ გადმოსცემ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვეტერანმა ფეხბურთელმა, „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სადებიუტო მატჩის შესახებ.

19 ივნისი 2024, 23:43

მსოფლიო

უკრაინამ და ევროკავშირმა დაასრულეს მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმების თაობაზე

უკრაინამ და ევროკავშირმა დაასრულეს მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმების შესახებ, რომელსაც მალე მოეწერება ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

კახა ჭუმბურიძე

19 ივნისი 2024, 23:35

სპორტი

კახა ჭუმბურიძე: ამ მატჩმა დაგვანახა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნოდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში, მათ შორის, საქართველოს ნაკრებს და ამის გამო ძალიან იმედიანად ვართ

რა თქმა უნდა, თამაშის შემდეგ ვიყავით გულდაწყვეტილები, მაგრამ ძალიან იმედიანად, რადგან ამ მატჩმა დაგვანახა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნოდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში, რომელიმე ნაკრებს, მათ შორის, საქართველოს ნაკრებს და ამის გამო ძალიან იმედიანად ვართ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე- პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ განაცხადა.

კახა ჭუმბურიძე

19 ივნისი 2024, 23:34

სპორტი

კახა ჭუმბურიძე: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოთარ კიტეიშვილმა 22-ში თამაში შეძლოს

სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა რომ ოთარ კიტეიშვილმა 22-ში თამაშ შეძლოს. ვიმედოვნებთ, რომ ბოლო მატჩზე იქნება მზად. მოგეხსენებათ როგორი ძალაა ოთარი ნაკრებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მიხაილო პოდოლიაკი

19 ივნისი 2024, 22:46

მსოფლიო

პოდოლიაკი: ჩრდილოეთ კორეა დღეს აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან სამხედრო სფეროში და მიზანმიმართულად აწვდის რუსეთს რესურსებს უკრაინელების მასობრივი მკვლელობისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა დღეს აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან სამხედრო სფეროში და მიზანმიმართულად აწვდის რუსეთს რესურსებს უკრაინელების მასობრივი მკვლელობისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

ჰასან ნასრალა

19 ივნისი 2024, 22:30

LIVE ისრაელი

„ჰეზბოლას“ ლიდერი: თუ ისრაელი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ტოტალურ ომს დაიწყებს, ისრაელში არცერთი ადგილი უსაფრთხო არ იქნება

რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ თუ ისრაელი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ტოტალურ ომს დაიწყებს, ისრაელში არცერთი ადგილი უსაფრთხო არ იქნება.