imedi /  31 ოქტომბერი 2017, 22:30 / სანდო წყარო

გურამ კაშია სამკლაურის ისტორიას ხელახლა განმარტავს

გურამ კაშია

გურამ კაშია

"აზრად არ მომსვლია, რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა, - ამის შესახებ ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 

კაშიას ინფორმაციით, ლიგის გადაწყვეტილებით, კაპიტნებს ლგბტ თემის დროშის ფერებში სამკლაურები ძალადობას საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში ეკეთათ. 

„გასახდელში შევედი და ის სამკლაური იქ იდო... მე კაპიტანი ვარ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ გუნდის, რომ გავიყვანო და ეს ჩვეულებრივი თამაში იყო, რომელშიც უნდა მეთამაშა, ამხელა ყურადღება რატომ დაუთმეს?! ჩემს გარდა აბსოლუტურად ყველას ეკეთა სამკლაური და ვერავინ წამოიდგინა, ვერ ხვდება, რომ ამხელა ამბავი მოჰყვა ამას საქართველოში", - განაცხადა გურამ კაშიამ.

ფეხბურთელმა LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა, რის გამოც გულშემატკივრების კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით, ფეხბურთელმა მათ კრიტიკას უპასუხა: ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იგებს", - დაწერა კაშიამ Facebook-ზე.

გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ლევან კობიაშვილმა, სხვა ფეხბურთელებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა.

გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2021, 11:28

COVID19

„დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, ისრაელის მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები დააწესა

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც 8 აგვისტოდან ამოქმედდება.

04 აგვისტო 2021, 11:26

საზოგადოება

ნარჩენების ღამის საათებში გატანის პროექტი მთელ თბილისში გავრცელდა

1-ლი აგვისტოდან ნარჩენების ღამის საათებში გატანის საპილოტე პროექტი, რომელიც თავდაპირველად ვაკის რაიონში დაიწყო, მთელ თბილისში გავრცელდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 11:26

საზოგადოება

პირველი ივლისიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა თბილისის კიდევ რამდენიმე უბანში ამოქმედდა

მერმა ასევე აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ კერძო სატრანსპორტო საშუალებებით გადატვირთულ ქალაქში კომფორტულია ზონალური პარკირებით სარგებლობა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბიუჯეტში შესული ეს თანხა ხმარდება სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს.

ირალი ღარიბაშვილი

04 აგვისტო 2021, 11:24

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გვაქვს სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ

„ძალიან საინტერესო იდეები აქვს ბატონ რატის პენიტენციურ დაწესებულებებთან დაკავშირებით. ციხეებში არსებული ვითარება იყო ჩვენი ხელისუფლების გამოწვევა, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს. წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ყოველდღიური პრაქტიკა ციხეებში, რაც ჩვენ, 2012 წელს, მოსვლისთანავე დავასრულეთ და დღეს გვაქვს სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

04 აგვისტო 2021, 11:23

საზოგადოება

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დღეს კიდევ 40 ოჯახს დაუკანონდება

„შეიძლება ითქვას, უკვე ტრადიციად გვექცა მოქალაქეებისთვის წლობით დაუკანონებელი საკუთრების დაკანონება. დღეს კიდევ 40 ოჯახს დაუკანონდება და სიმბოლურ 1 ლარად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. მათგან 20 ოჯახი ნაძალადევის რაიონში ცხოვრობს, 10 ოჯახი - გლდანის რაიონში, 3 ოჯახი - სამგორის რაიონში, 3 ოჯახი - დიდუბის რაიონში, 2 ოჯახი კრწანისის რაიონში, ხოლო 2 ოჯახი - ვაკის რაიონში.

04 აგვისტო 2021, 11:18

საზოგადოება

Forbes-მა ვარძია ყველაზე შთამბეჭდავ მოსანახულებელ მიმართულებად დაასახელა

Forbes ესპანეთი 7 შთამბეჭდავ მიმართულებას ასახელებს, რომლის მონახულებაც COVID-19-ის პირობებშიც შესაძლებელია. პოპულარული გამოცემა მკითხველს ირლანდიის, ნამიბიის, ბოლივიის პარალელურად, საქართველოში ვარძიის მონახულებას ურჩევს.

კახა კალაძე

04 აგვისტო 2021, 11:18

საზოგადოება

მერიამ „საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციასთან“ დაკავშირებით ბრძანება დაამტკიცა

„განვსაზღვრეთ საჯარო მოხელეთა ქცევის წესები, რომელსაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებასა და საჯარო მოხელეს გადავუგზავნით. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეებს, მთავრობის წევრებს, გამგებლებს, სამსახურის ხელმძღვანელებს, ეს ყველაფერი მაქსიმალურად ჩაიშალოს ჩვენს თანამშრომლებში, იმიტომ რომ ხშირად არის შემთხვევები, რომ ადამიანებმა შეიძლება არ იცოდნენ როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნების პერიოდში და ხშირად ხდება მიზანმიმართული მანიპულირება, არასწორი ინფორმაციის გავრცელება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია“, - განაცხადა მერმა.

04 აგვისტო 2021, 11:17

COVID19

ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა

წეროვანის დასახლებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილთან ერთად გაეცნო. COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მოძრავი ამბულატორიები დევნილთა დასახლებებში მომავალშიც განთავსდება.

04 აგვისტო 2021, 11:11

საზოგადოება

ვანდალებმა თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი დააზიანეს

ვანდალებმა თბილისში მაჰათმას ძეგლი დააზიანეს. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 11:09

COVID19

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება

მათი ინფორმაციით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მომსახურების სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, მართლწესრიგის ოფიცრებს ვაქცინაცია ჩაუტარდათ. ვაქცინაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის სამსახურისა და სისტემაში დასაქმებული ექიმები ახორციელებენ.

04 აგვისტო 2021, 11:07

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი უწყების 10-წლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უწყების 10-წლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს. ღონისძიება სიტყვით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, რის შემდეგადაც შეკრებილებს გეგმა ბრეგაძემ გააცნო. ღონისძიება თბილისის საკრებულოში მიმდინარეობს.

04 აგვისტო 2021, 11:03

თავდაცვა

ახალციხეში ქართულ-უკრაინული საველე სწავლება გაიმართა

ერთობლივი წვრთნების მიზანი, ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება იყო.

04 აგვისტო 2021, 11:02

საზოგადოება

მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული სანომრე ნიშნების საბეჭდი აპარატებით აღიჭურვა

ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სანომრე ნიშნების ადგილზე დამზადება მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულშია შესაძლებელი, რაც აქამდე მხოლოდ რუსთავის, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის სერვის ცენტრებში ხორციელდებოდა. იმ სტრუქტურულ ერთეულებში, რომლებშიც ამ დრომდე ადგილზე არ მზადდებოდა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სანომრე ნიშნები, დაინტერესებულ პირებს წინასწარი მოთხოვნის დაფიქსირების გარეშე შეუძლიათ განაახლონ დაზიანებული, აღადგინონ დაკარგული და დაამზადებინონ მათთვის სასურველი ახალი სახელმწიფო სანომრე ნიშანი.

04 აგვისტო 2021, 11:01

პოლიტიკა

საგარეო უწყება: ინფორმაცია, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, არის სამწუხარო სპეკულაცია

ინფორმაცია, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, არის სამწუხარო სპეკულაცია, რადგან ამ თარიღებში ვიზიტი ვერ დაიგეგმებოდა, ვინაიდან ეს გახლავთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ imedinews-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს.

04 აგვისტო 2021, 10:55

COVID19

ბოლო 24 საათში ჩინეთში 30 იანვრიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში ჩინეთში 30 იანვრიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჩინეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

04 აგვისტო 2021, 10:54

მსოფლიო

ტყის ხანძრები საბერძნეთშიც მძვინვარებს

საბერძნეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ცეცხლმა ათობით სახლი გაანადგურა, დაშავდა 7 ადამიანი.

04 აგვისტო 2021, 10:52

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 432 903 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 390 827, გარდაიცვალა 5 948 პაციენტი.

04 აგვისტო 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.36%-ია

3 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 7.65%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8.35%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 432 903 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 390 827, გარდაიცვალა 5 948 პაციენტი.

04 აგვისტო 2021, 10:47

სამართალი

საქართველოსა და უკრაინის საზღვაო დანაყოფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

სწავლებაში საქართველოს სანაპირო დაცვის აილენდის კლასის ხომალდი „ოჩამჩირე“ (P23) და ხომალდი „სოხუმი“ (P24) მონაწილეობდა. უკრაინის მხრიდან, წვრთნებში შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღა „სლავიანსკი“ (P190) ჩაერთო. წვრთნების მიმდინარეობისას, საქართველოსა და უკრაინის საზღვაო დანაყოფებმა დაგეგმესა და განახორციელეს სხვადასხვა სასწავლო ელემენტი: ერთობლივი საზღვაო მანევრები, საწვავის გადაცემის იმიტირება გემიდან გემზე, „ადამიანი ბორტს მიღმა“, ხომალდის ბუქსირება.

კორონავირუსი საქართველო

04 აგვისტო 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 4233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4233 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1934 პაციენტი.