26 მაისი 2024, 14:04 / სანდო წყარო

მოსულმა უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა

მოსულმა უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები. ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები.

სტიქიის ზონებში იმყოფებიან თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ შორის წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები . ადგილზე ასევე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მათ მოსახლეობასთან შექმნილი საჭიროებების შესახებ აქტიური კომუნიკაცია აქვთ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, რეგიონის სხვადასხვა ლოკაციაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, შიდა საუბნო გზები, დაზიანდა ხიდ-ბოგირები, ელექტრო გადამცემი ხაზები, ასევე დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რამდენიმე სოფელს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდებაც.

უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების მასშტაბით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. პარალელურად, შექმნილია სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიაც.

ყველა სიახლე

დმანისის ეკომიგრანტები

15 ივნისი 2024, 12:41

რეგიონი

დმანისის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

15 ივნისი 2024, 12:27

მსოფლიო

ლიონში მასშტაბური საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის გამარჯვებისა და პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.

ამინდი

15 ივნისი 2024, 12:27

საზოგადოება

16-18 ივნისს საქართველოში დროგამოშვებით წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი, ზღვაზე კი 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

15 ივნისი 2024, 12:20

რეგიონი

ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ გაიხსნა

ყოველ წლიური ფესტივალი წელსაც „ანბანის კოშკთან“ იმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ.

15 ივნისი 2024, 12:10

რეგიონი

სოლომონ პავლიაშვილმა აჭარის სოფლის მეურნეობის მიმართულების ლაბორატორიების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიების თანამშრომლებს შეხვდნენ.

15 ივნისი 2024, 12:00

საზოგადოება

სუს-ის სასწავლო ცენტრის ორგანიზებული პროექტის „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლა“ პირველი სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტ „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის“ პირველი სეზონი დაიწყო.

ალექსანდრე დარახველიძე

15 ივნისი 2024, 11:48

საზოგადოება

შს მინისტრის მოადგილე გაეროს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიაში მონაწილეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდა ნიუ-იორკში გაეროს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 (COSP17) სესიაში.

15 ივნისი 2024, 11:37

რეგიონი

გურიაში, კოლეჯ „ჰორიზონტის“ გორაბერეჟოულის ფილიალში, პროფესიული განათლების საუკუნოვანი ისტორიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მას განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე დაესწრო. სოფელ გორა ბერეჟოულში, 100-წლიანი ისტორიის მქონე ტექნიკუმის ტერიტორიაზე, 2021 წელს ფუნქციონირება დაიწყო კოლეჯ „ჰორიზონტის” ფილიალმა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

15 ივნისი 2024, 11:25

საზოგადოება

ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში, კონფერენცია „ფოკუსი ჰორიზონტი ევროპაზე“ გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის‘‘ მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში კონფერენცია სახელწოდებით - „ფოკუსი ჰორიზონტი ევროპაზე“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მკვლევრები.

რატი იონათამიშვილი

15 ივნისი 2024, 11:14

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ნიუ-იორკში არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. საქართველოში ვბრუნდები ახალი ინიციატივებითა და შემართებით - ცხადია, არავითარი სანქციები, მხოლოდ საქმე

დასრულდა სამუშაო ვიზიტი ნიუ-იორკში, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ფაქტია, საქართველოს დელეგაცია გაეროს შშმ პირთა 17-ე ასამბლეაზე იყო ყურადღების ცენტრში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბუდუ ზივზივაძე

15 ივნისი 2024, 11:12

სპორტი

ბუდუ ზივზივაძე: განწყობა ნაკრებში, როგორც ყოველთვის, არის ძალიან კარგი, საბრძოლო და ამაღელვებელი

საქართველოს ნაკრების ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის განცხადებით, განწყობა ნაკრებში, როგორც ყოველთვის, არის ძალიან კარგი, საბრძოლო და ამაღელვებელი.

ოთარ კაკაბაძე

15 ივნისი 2024, 11:08

სპორტი

ოთარ კაკაბაძე: ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მეტოქეს და ყველას გათვითცნობიერებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია

საქართველოს ნაკრების მცველის, ოთარ კაკაბაძის განცხადებით, ნაკრების ყველა წევრს გათვითცნობიერებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაში ელოდება გუნდს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.

15 ივნისი 2024, 11:03

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩისთვის მზადებას აგრძელებს

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო თამაშისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში, ქალაქ ფელბერტში ემზადება. არენის საწვრთნელ ბაზაზე ნაკრებმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

15 ივნისი 2024, 11:01

კულტურა

ტოკიოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც ქართული დელეგაციის წევრები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა მეუღლესთან ერთად, უცხოელი დიპლომატები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

15 ივნისი 2024, 10:52

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების კონტროლი გააძლიერა

2024 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან უკვე განახორციელა 6729 სახელმწიფო კონტროლი. შედეგად გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

15 ივნისი 2024, 10:03

საზოგადოება

საქართველოს 5 ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა 18%-ითაა გაზრდილი

2024 წლის 5 თვეში, ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს: პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, მტირალას ეროვნულ პარკსა და წალკის კანიონს, ჯამში 153 730 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

კირილ ბუდანოვი

15 ივნისი 2024, 09:14

მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვა: უკრაინულმა ძალებმა სულ მცირე 70 დრონით რუსულ ავიაბაზა „მოროზოვსკს“ შეუტიეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ 14 ივნისის ღამით უკრაინულმა ძალებმა სულ მცირე 70 დრონით რუსულ ავიაბაზა „მოროზოვსკს“ შეუტიეს.

სირილ რამაფოსა

15 ივნისი 2024, 08:47

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობაზე კვლავ სირილ რამაფოსა აირჩია

ახალი სამთავრობო კოალიცია, რომელმაც რამაფოსას არჩევას დაუჭირა მხარი, აერთიანებს „აფრიკის ეროვნულ კონგრესს“, „დემოკრატიულ ალიანსს“ და რამდენიმე მცირე პარტიას.

15 ივნისი 2024, 08:03

კულტურა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ტოკიო საქართველოს დღეებს მასპინძლობს

იოიოგის პარკში ორი დღის მანძილზე ქართული ხელოვნების, კულტურისა და სპორტის თვალსაჩინო წარმომადგენლები წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას. გაიმართება თბილისსა და რეგიონებში მოქმედი ფოლკლორული და ქართული ხალხური ანსამბლების კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სხვა. საგულისხმოა, რომ ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ იაპონიაში მოქმედი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.

15 ივნისი 2024, 01:52

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ სამიტის განცხადება: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო აგრესიული ომი და აუნაზღაუროს უკრაინას მიყენებული ზიანი

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო აგრესიული ომი და აუნაზღაუროს უკრაინას მიყენებული ზიანი, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ სამიტის განცხადებაში.