26 მაისი 2024, 14:02 / სანდო წყარო

ირაკლი გოგავა: სალომე ზურაბიშვილი ამაყობს იმ ემიგრაციის შვილობით, რომელმაც ჯერ ილია ჭავჭავაძე მოკლა, შემდეგ მთელი ქვეყნის ხაზინა და ეროვნული საგანძური გაიტაცა და ქართველი ხალხი კი ოკუპაციის ჟამს მიატოვა

ირაკლი გოგავა

ირაკლი გოგავა

საქართველოში უცხოური სადაზვერვო ქსელის მეთაურის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა წავიკითხე. როგორც ლიბერალებს სჩვევიათ, ეს გამოსვლაც ტყუილებზე და მანიპულაციებზე არის აგებული, - წერს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში.

იგი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის რამდენიმე პასაჟზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ტყუილები ილაპარაკა.
მაგალითად, გოგავას თქმით, როცა ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, მისი დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და საგარეო კურსის გარანტია, ეს ტყუილია, ვინაიდან სალომე
ზურაბიშვილი არის უცხოური კოლონიალური ადმინისტრაციის მეთაური და ასრულებს მეტროპოლიის დავალებებს.

“საქართველოში უცხოური სადაზვერვო ქსელის მეთაურის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა წავიკითხე. როგორც ლიბერალებს სჩვევიათ, ეს გამოსვლაც ტყუილებზე და მანიპულაციებზე არის აგებული. ზოგიერთი პასაჟის შესახებ:

1. უსირცხვილოდ მიიწერს რუსული ჯარების გაყვანას. რეალობაში ის ჯარები 1999 წლის ეუთო-ს სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილებით გავიდა.

2. ამაყობს იმ ემიგრაციის შვილობით, რომელმაც ჯერ ილია ჭავჭავაძე მოკლა, შემდეგ მთელი ქვეყნის ხაზინა და ეროვნული საგანძური გაიტაცა და ქართველი ხალხი კი ოკუპაციის ჟამს მიატოვა. შემდგომში სტალინმა ეროვნული საგანძურის მხოლოდ ნაწილის დაბრუნება ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად შეძლო. დანარჩენი იმ ემიგრაციამ გაყიდა.

3. ის ამბობს: "დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, სხვისი დოგმებითა და ბორკილებით" - ეს დიდი ტყუილია. გვაიძულებენ და თან როგორ! ამ ულტრალიბერალურ სიგიჟეებს ყველა ხვრელიდან გვტენიან და ოჯახებში გვივარდებიან. სამიზნე: ჩვენი შვილებია. მცირე ნაწილი უკვე მოწამლეს და აკუნტრუშებენ უკვე რუსთაველზე.

4. ის ამბობს: "მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მისი დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და საგარეო კურსის გარანტი" - ტყუილია! ის არის უცხოური კოლონიალური ადმინისტრაციის მეთაური და ასრულებს მეტროპოლიის დავალებებს.

5. ევროპის იდეალიზებას ახდენს, რაც ასევე ტყუილია. ლიბერალური ევროპა საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ყველა ერის იდენტობას, ტრადიციებს, კულტურას, სარწმუნოებას. ამის მაგალითია ქვეყანა, რომელსაც ის ემსახურება და სადაც მორწმუნეთა რაოდენობა 9%-მდე დაიყვანეს.

6. ის ამბობს: "არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ". უტიფარი ტყუილი! მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მეტი ომი სწორედ ევროპის სახელმწიფოებმა წამოიწყეს. ფაშისტების ომზე სიტყვას არ ძრავს, რადგან მისი ოჯახის წევრების უმრავლესობა ფაშისტურ რეჟიმს ემსახურებოდა, ხოლო ჩვენ იმ ომში 400,000 ქართველო დავკარგეთ.

7. ის ამბობს: "დასავლეთის დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა". - ტყუილია! ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სოფელი და სოფლის მეურნეობა მოშლილიყო. 1990 წელს იხვნებოდა 900 ათასი ჰექტარი, 2003 წელს იხვნებოდა 500 ათასი ჰექტარი, ახლა იხვნება 207 ათასი ჰექტარი. ეს გეგმაზომიერად გაკეთდა. 1988 წელს 40 მლრდ დოლარის სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის პროდუქტს ვუშვებდით. ახლა კი ამ რაოდენობის მხოლოდ 5%-ს. და ზოგადად: დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა გაჩერებულიყო, რადგან მსოფლიოში ჭარბწარმოებაა და მათ კონკურენცია არ გავუწიოთ. მათი ინტერესი მხოლოდ სატრანსპორტო სისტემაა, რათა ბუნებრივი რესურსები თავისკენ გადაქაჩონ. და ცხადია, რუსეთთან ჩვენი სამხედრო შეჯახება.

8. ის ამბობს: "ხომ ვიცით ვისი დახმარებით გახდა ჩვენი ჯარი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი" - მაგ ჯარმა 5 დღე იომა და სახალხო ლაშქარმა კი 11 თვე.

9. ის ამბობს: "მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად." - არავის ვალი არ გვაქვს, აქეთ აქვთ ჩვენი ვალი. 30 წელია დაცალეს რესურსებისგან ქვეყანა, მათ შორის ხალხისგან. წელიწადში 10 მლრდ დოლარზე მეტი სარგებელი აქვთ საქართველოსგან. ეს არის კოლონიალური ძარცვა.

10. ის ამბობს: "უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც იმ შავბნელ წარსულს ახასიათებდა – იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი." - დღეს ეს ყველაფერი ლიბერალიზმის მახასიათებლებია, რომელიც სწორედ საბჭოურ იდეოლოგიაზე აგებული.

11. ის ამბობს: "ქართულ ბიზნეს რეალური პოტენციალი გააჩნია ევროპული ბაზრის ასათვისებლად." - ტყუილია, იქ რეალურად არ გვიშვებენ. მხოლოდ თაფლი შემოიტანეთო. ვაჭრობაში ყოველ წელს 2,5 მლრდ დოლარს გვიგებენ. უვიზო მიმოსვლის წყალობით კი 300, 000 ქართველი წაიყვანეს და მესამედ ფასში ამუშავებენ ყოველგვარი სოციალური გარანტიების გარეშე. ეს კოლონიალიზმია და ჩვენი ხალხის ექსპლუატაცია!

ეს გამოსვლა მისი ბოლოსწინა ლახვარი იყო ქართველი ხალხის ზურგში. ლახვრის ჩაცემას კიდევ ერთხელ შეეცდება არჩევნების შემდგომ და წელსვე, 18 დეკემბერს ყავლი გაუდის.

რა გაკვეთილი შეიძლება გამოვიტანოთ ამ პერსონაჟის მაგალითზე: არ შეიძლება უცხო ქვეყანაში აღზრდილი იყოს ხელისუფლებაში მაღალ პოზიციაზე, ვინც არ უნდა დაგვაძალოს მისი დანიშვნა/არჩევა. ასეთი ხალხი ყოველთვის მის აღმზრდელ ქვეყანას ემსახურება. 19 დეკემბერს უნდა გაუქმდეს სააკაშვილის 2004 წლის ბრძანებულება ზურაბიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე და ის პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს." - წერს ირაკლი გოგავა.

ყველა სიახლე

დმანისის ეკომიგრანტები

15 ივნისი 2024, 12:41

რეგიონი

დმანისის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

15 ივნისი 2024, 12:27

მსოფლიო

ლიონში მასშტაბური საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის გამარჯვებისა და პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.

ამინდი

15 ივნისი 2024, 12:27

საზოგადოება

16-18 ივნისს საქართველოში დროგამოშვებით წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი, ზღვაზე კი 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

15 ივნისი 2024, 12:20

რეგიონი

ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ გაიხსნა

ყოველ წლიური ფესტივალი წელსაც „ანბანის კოშკთან“ იმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ.

15 ივნისი 2024, 12:10

რეგიონი

სოლომონ პავლიაშვილმა აჭარის სოფლის მეურნეობის მიმართულების ლაბორატორიების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიების თანამშრომლებს შეხვდნენ.

15 ივნისი 2024, 12:00

საზოგადოება

სუს-ის სასწავლო ცენტრის ორგანიზებული პროექტის „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლა“ პირველი სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტ „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის“ პირველი სეზონი დაიწყო.

ალექსანდრე დარახველიძე

15 ივნისი 2024, 11:48

საზოგადოება

შს მინისტრის მოადგილე გაეროს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიაში მონაწილეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდა ნიუ-იორკში გაეროს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 (COSP17) სესიაში.

15 ივნისი 2024, 11:37

რეგიონი

გურიაში, კოლეჯ „ჰორიზონტის“ გორაბერეჟოულის ფილიალში, პროფესიული განათლების საუკუნოვანი ისტორიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მას განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე დაესწრო. სოფელ გორა ბერეჟოულში, 100-წლიანი ისტორიის მქონე ტექნიკუმის ტერიტორიაზე, 2021 წელს ფუნქციონირება დაიწყო კოლეჯ „ჰორიზონტის” ფილიალმა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

15 ივნისი 2024, 11:25

საზოგადოება

ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში, კონფერენცია „ფოკუსი ჰორიზონტი ევროპაზე“ გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის‘‘ მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში კონფერენცია სახელწოდებით - „ფოკუსი ჰორიზონტი ევროპაზე“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მკვლევრები.

რატი იონათამიშვილი

15 ივნისი 2024, 11:14

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ნიუ-იორკში არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. საქართველოში ვბრუნდები ახალი ინიციატივებითა და შემართებით - ცხადია, არავითარი სანქციები, მხოლოდ საქმე

დასრულდა სამუშაო ვიზიტი ნიუ-იორკში, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ფაქტია, საქართველოს დელეგაცია გაეროს შშმ პირთა 17-ე ასამბლეაზე იყო ყურადღების ცენტრში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბუდუ ზივზივაძე

15 ივნისი 2024, 11:12

სპორტი

ბუდუ ზივზივაძე: განწყობა ნაკრებში, როგორც ყოველთვის, არის ძალიან კარგი, საბრძოლო და ამაღელვებელი

საქართველოს ნაკრების ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის განცხადებით, განწყობა ნაკრებში, როგორც ყოველთვის, არის ძალიან კარგი, საბრძოლო და ამაღელვებელი.

ოთარ კაკაბაძე

15 ივნისი 2024, 11:08

სპორტი

ოთარ კაკაბაძე: ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მეტოქეს და ყველას გათვითცნობიერებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია

საქართველოს ნაკრების მცველის, ოთარ კაკაბაძის განცხადებით, ნაკრების ყველა წევრს გათვითცნობიერებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაში ელოდება გუნდს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.

15 ივნისი 2024, 11:03

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩისთვის მზადებას აგრძელებს

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო თამაშისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში, ქალაქ ფელბერტში ემზადება. არენის საწვრთნელ ბაზაზე ნაკრებმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

15 ივნისი 2024, 11:01

კულტურა

ტოკიოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც ქართული დელეგაციის წევრები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა მეუღლესთან ერთად, უცხოელი დიპლომატები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

15 ივნისი 2024, 10:52

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების კონტროლი გააძლიერა

2024 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან უკვე განახორციელა 6729 სახელმწიფო კონტროლი. შედეგად გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

15 ივნისი 2024, 10:03

საზოგადოება

საქართველოს 5 ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა 18%-ითაა გაზრდილი

2024 წლის 5 თვეში, ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს: პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, მტირალას ეროვნულ პარკსა და წალკის კანიონს, ჯამში 153 730 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

კირილ ბუდანოვი

15 ივნისი 2024, 09:14

მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვა: უკრაინულმა ძალებმა სულ მცირე 70 დრონით რუსულ ავიაბაზა „მოროზოვსკს“ შეუტიეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ 14 ივნისის ღამით უკრაინულმა ძალებმა სულ მცირე 70 დრონით რუსულ ავიაბაზა „მოროზოვსკს“ შეუტიეს.

სირილ რამაფოსა

15 ივნისი 2024, 08:47

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობაზე კვლავ სირილ რამაფოსა აირჩია

ახალი სამთავრობო კოალიცია, რომელმაც რამაფოსას არჩევას დაუჭირა მხარი, აერთიანებს „აფრიკის ეროვნულ კონგრესს“, „დემოკრატიულ ალიანსს“ და რამდენიმე მცირე პარტიას.

15 ივნისი 2024, 08:03

კულტურა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ტოკიო საქართველოს დღეებს მასპინძლობს

იოიოგის პარკში ორი დღის მანძილზე ქართული ხელოვნების, კულტურისა და სპორტის თვალსაჩინო წარმომადგენლები წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას. გაიმართება თბილისსა და რეგიონებში მოქმედი ფოლკლორული და ქართული ხალხური ანსამბლების კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სხვა. საგულისხმოა, რომ ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ იაპონიაში მოქმედი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.

15 ივნისი 2024, 01:52

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ სამიტის განცხადება: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო აგრესიული ომი და აუნაზღაუროს უკრაინას მიყენებული ზიანი

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო აგრესიული ომი და აუნაზღაუროს უკრაინას მიყენებული ზიანი, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ სამიტის განცხადებაში.