27 მაისი 2024, 10:57 / სანდო წყარო

დავით მათიკაშვილი: მოცემულობაში, რომ ვეტო ყოფილიყო გამოყენებული არგუმენტირებული შენიშვნების შემთხვევაში გარკვეული მსჯელობის პლაცდარმად, პრეზიდენტი ყოველგვარი ლოგიკისგან დაცლილ, მშრალ, რაღაც ნაგლეჯ დოკუმენტს უგზავნის პარლამენტს

დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

მოცემულობას, რომელიც ცალკე პრემიერის, ცალკე პარტნიორების შეთავაზების თვალსაზრისში მოიაზრებოდა, პრეზიდენტი პასუხობს ამ ნაგლეჯი ქაღალდით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე გვაქვს რიგით რადიკალ ოპოზიციონერთან, რომელსაც ქვეყნის პროგრესი, წინსვლა არაფრად აღელვებს და მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს.

„ბატონო გიორგი, იმ მოცემულობაში, როდესაც რამდენჯერმე გაჟღერდა ცალსახად შემდეგი შესაძლებლობა, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ასევე ქვეყნის მეგობრების მხრიდან, აქ ჩამობრძანებული შეერთებული შტატების მაღალჩინოსანმა ასევე ნახა კონკრეტული რესურსი იმ მოცემულობაში, რომ ვეტო ყოფილიყო გამოყენებული არგუმენტირებული შენიშვნების შემთხვევაში გარკვეული მსჯელობის პლაცდარმად, როდესაც ევროკავშირის კონკრეტული ხელმძღვანელი პირები უკავშირდებიან ქვეყნის ხელისუფლებას, ცალკე პრეზიდენტს, ცალკე მთავრობას და გარკვეული მოლაპარაკებების რესურსს ისინიც მოიაზრებენ ვეტოს ფარგლებში, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ზეპარტიული ქვეყნის გაერთიანებაზე, საზოგადოების შეთანხმებაზე ორიენტირებული პრეზიდენტი როგორ იქცევა ასეთ შემთხვევაში? ის სრულიად უარგუმენტო, ყოველგვარი ლოგიკისგან დაცლილ, მშრალ, არაფრისმთქმელ და რიგ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ აი, ამ რაღაც ნაგლეჯ დოკუმენტს უგზავნის პარლამენტს თუ ამ სტატუსის მატარებელი ხელისუფალი, იყენებს ყველა რესურსს იმისთვის, რომ მოახდინოს ამ პლაცდარმის გამოყენება, გაუგზავნოს პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები? ვერავინ ვერავის დააჯერებს, რომ არსებობს ქვეყანაზე ისეთი კანონი, თუ ის არ მოგწონს, მისი გაუმჯობესება არ შეგიძლია. ეს არის გამორიცხული ამბავი და ტყუილი.

ამ მოცემულობაში, როდესაც პრეზიდენტი ასეთ საქციელს ჩადის და მისი გადასახედიდან, ის ფაქტობრივად საკუთარ თავს აქცევს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩიხში, მაგრამ ამ მოცემულობას, რომელიც ცალკე პრემიერის შეთავაზება, ცალკე პარტნიორების შეთავაზების თვალსაზრისში მოიაზრებოდა, ამ ყველაფერს პასუხობს ამ ნაგლეჯი ქაღალდით, რომელიც თქვენ ახლა, მაპატიეთ ამ შეფასებისთვის, მაგრამ, წაიკითხეთ. ეს მოცემულობა რაზე მეტყველებს, ეს ნაბიჯი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანას ჰყავს ზეპარტიული, ქვეყნის პროგრესზე და საზოგადოების შეთანხმებაზე ორიენტირებული პრეზიდენტი თუ ჩვენ საქმე გვაქვს, მაპატიეთ, მაგრამ, რიგით რადიკალ ოპოზიციონერთან? ოპოზიციის ხელმძღვანელთანაც არა, რიგით რადიკალ ოპოზიციონერთან, რომელსაც ქვეყნის პროგრესი, წინსვლა არაფრად აღელვებს და მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2024, 22:49

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: საზოგადოება მათ საბოლოო განაჩენს გამოუტანს და ბიულეტენთან გააკეთებს თავის შეფასებას - მოემზადონ 26 ოქტომბრისთვის

ოპოზიციამ ქარტიაზე ხელის მოწერით ოფიციალურად დაადასტურა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ამის შემდეგ საერთო სიას გააკეთებენ, ერთი ცენტრი იქნება, ორი თუ სამი, ამაზე პასუხია - შესაკრებთა განადაცვლებით ჯამი არ იცვლება, ისინი მაინც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არიან, - მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ „ქრონიკაში“ ოპოზიციის საერთო სიებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

15 ივნისი 2024, 22:40

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტზე კომპანიებს ვუწევთ 24 საათიან მონიტორინგს

ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტზე კომპანიებს ვუწევთ 24 საათიან მონიტორინგს, - განაცხადა „ქრონიკაში“ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.

კახა ჭუმბურიძე

15 ივნისი 2024, 22:14

სპორტი

კახა ჭუმბურიძე: ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ გუნდი მოემზადოს, ბიჭებიც კარგ განწყობაზე არიან - ველოდებით გულშემატკივარს

გერმანელებს დიდი გამოცდილება აქვთ მსგავსი ტურნირების მოწყობის, არაჩვეულებრივი მასპინძლები არიან, როგორც კი ჩამოვედით, ეს იმ წუთშივე იგრძნობოდა, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

15 ივნისი 2024, 22:07

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: 9 აპრილის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა „ქრონიკაში“ 9 აპრილის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ორივე პროექტზე სამუშოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს.

დიმიტრი ხუნდაძე

15 ივნისი 2024, 21:47

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალებმა ვერ შექმნეს ვერანაირი წინაპირობა იმისა, რომ არჩევნებში მათთვის სასურველი შედეგი დააყენონ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ირჩევენ დესტრუქციას

ოპოზიციის მხრიდან წარმოებული დესტრუქციული კამპანიის უკან, რაც საპირისპირო აზრის მქონე ადამიანების ბულინგში გამოიხატება, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერასა და წახალისებას ხედავს „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციას სხვა რესურსი, გარდა დესტრუქციის, არ აქვს.

ირაკლი კირცხალია

15 ივნისი 2024, 21:19

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩინეთი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია თითქმის ყველასთან და ვისთანაც არ არის, ყველა ცდილობს მასთან დაარეგულიროს და ააწყოს სტრატეგიული სავაჭრო ურთიერთობები - ჩვენ ეს გავაკეთეთ

ჩინეთი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია თითქმის ყველასთან და ვისთანაც არ არის, ყველა ცდილობს მასთან დაარეგულიროს და ააწყოს სტრატეგიული სავაჭრო ურთიერთობები და ჩვენ ეს გავაკეთეთ, - მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კირცხალია

15 ივნისი 2024, 20:57

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ვხედავთ, რა ხდება ევროპის შუაგულში, ახლო აღმოსავლეთში, რა ხდებოდა ჩვენს სამეზობლოში ერთი წლის, ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად ინარჩუნებს მშვიდობას

ვხედავთ, რა ხდება ევროპის შუაგულში, ახლო აღმოსავლეთში, რა ხდებოდა ჩვენს სამეზობლოში ერთი წლის, ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად ინარჩუნებს მშვიდობას, - განაცხადა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.

დიმიტრი ხუნდაძე

15 ივნისი 2024, 20:53

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტმა სცადა, რომ ფეხბურთელების დაჯილდოების საკითხი შიდა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ექცია და პოლარიზაციის ინსტრუმენტად გამოეყენებინა იმიტომ, რომ დღეს ფეხბურთი აქტუალური თემაა

„მორიგი უღირსი საქციელი“ უწოდა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის რამდენიმე წარმომადგენლისთვის ღირსების ორდენები არ მიეკუთვნებინა.

ირაკლი კირცხალია

15 ივნისი 2024, 20:37

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს არაევროპული და გამჭვირვალობის შესახებ კანონი ჩაითვალოს ევროპული კურსიდან გადახვევად

„გასაოცარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობის კანონი იყოს რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. კანონი, რომელიც მათ ქვეყნებში მოქმედებს, რომელიც მათთან სუვერენიტეტის გამყარებას და ქვეყნის უსაფრთხოებას აძლიერებს როგორ შეიძლება იგივე, ბევრად რბილი კანონი ჩვენთან დემოკრატიას ძირს უთხრიდეს?!“

ირაკლი კირცხალია

15 ივნისი 2024, 20:30

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე: წარდგენილი სია სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა, ასეთ სასიხარულო, აპოლიტიკურ, ეროვნულ თემაზე რომ ასეთ დაყოფას შემოიტან, ეს პოლიტიკური ინტერესია

წარდგენილი სია სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა, ასეთ სასიხარულო, აპოლიტიკურ, ეროვნულ თემაზე რომ ასეთ დაყოფას შემოიტან, ეს პოლიტიკური ინტერესია, - განაცხადა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებზე, რომელმაც ღირსების ორდენით დაჯილდოებისთვის პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სია დააკორექტირა და ღირსების ორდენი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს არ გადასცა.

მიშო ჯავახიშვილი

15 ივნისი 2024, 19:28

კულტურა

მიშო ჯავახიშვილი: ხვალ ღონისძიება გაიმართება ტოკიოს ერთ-ერთ ულამაზეს ბაღში, მონაწილეობენ აქ მცხოვრები ქართველები, ასევე იაპონელები, რომლებიც ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერას და ცეკვას

ხვალ ღონისძიება გაიმართება ტოკიოს ერთ-ერთ ულამაზეს ბაღში, მონაწილეობენ აქ მცხოვრები ქართველები, ასევე იაპონელები, რომლებიც ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერას და ცეკვას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა იაპონიაში მიმდინარე საქართველოს დღეებთან დაკავშირებით.

15 ივნისი 2024, 19:00

კულტურა

მიშო ჯავახიშვილი: იაპონიაში კარგად იცნობენ საქართველოს, ქართულ კულტურას, ქართულ სიმღერას - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ტიპის ფესტივალები ტარდება

იაპონიაში კარგად იცნობენ საქართველოს, ქართულ კულტურას, ქართულ სიმღერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ტიპის ფესტივალები ტარდება, - ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

რევაზ სოხაძე

15 ივნისი 2024, 18:58

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ხშირად, ჩვენი ოპონენტებისგან მაღლივი ნაგებობების დემონიზირება ხდება - დილეტანტურად ჟღერს, როდესაც ცათამბჯენს სალანძღავ სიტყვად იყენებენ

„მთელ მსოფლიოში მაღლივი კორპუსი მიიჩნევა, რომ არის მიწის რესურსის ეფექტური გამოყენების საშუალება. იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არის, მაღლივი კორპუსები პირიქით, უფრო მისასალმებელია, უფრო კარგია მათ შორის ქალაქისთვის და ამაში ცუდი არაფერია. რატომ ახდენენ ჩვენი ოპონენტები ამ თვალსაზრისით აპელირებას, ჩემთვის გაუგებარია“.

დიმიტრი ხუნდაძე

15 ივნისი 2024, 18:30

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ

ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

რევაზ სოხაძე

15 ივნისი 2024, 18:29

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ცენტრალური პარკი შენდება. სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს და უკვე მოწყობილი ტერიტორია საჩუქრად გადაეცემა თბილისს - ათეულობით წელია ასეთი პროექტი არ განხორციელებულა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, „დღის ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, რომ იპოდრომზე, დაახლოებით 40 ჰექტარ ტერიტორიაზე, ცენტრალური პარკი გაშენდება, რომლის სამუშაოებიც უკვე მიმდინარეობს.

დიმიტრი ხუნდაძე

15 ივნისი 2024, 17:57

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: სანქციებით, მმართველ გუნდზე სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ცდილობენ სული ჩაუბერონ გონებამიხდილ ოპოზიციას, რომ როგორმე მათი რეანიმაცია მოახდინონ და არჩევნებზე რაღაც მაჩვენებელი დაადებინონ

„ნაციონალური მოძრაობა“ დაყოფილი თუ გაერთიანებული, ერთი და იგივეა. ესენი არიან ძველი, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, რომელთა მძიმე წარსული საზოგადოებას ახსოვს. ამიტომ, ფერისცვალებით ახლებურად ვერ წარდგებიან საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტში განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის ანგარიშის მოსმენისას „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

15 ივნისი 2024, 17:55

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: რაიმე პოლიტიკური მდგენელის შემოტანა უბრალოდ მიუღებელია და ეს არის პრეზიდენტის მხრიდან უმსგავსობა. მწვრთნელი არც „ქოცია“ და არც „ნაცი“, თორემ ალბათ, იმასაც იკისრებდა, ნაკრები თავად დაეკომპლექტებინა

პრეზიდენტის მხრიდან ეს არის პოლარიზაციის ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა. ერთობა ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალ მნიშვნელობას იძენს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მან სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს სახელმწიფო ჯილდო არ გადასცა.

15 ივნისი 2024, 17:23

საზოგადოება

თბილისში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის ყრილობა გაიმართა

შეხვედრაზე განიხილეს და დაამტკიცეს ოფიცერთა ეთიკის კოდექსი და ასოციაციის კომისიების, სამუშაო ჯგუფების დებულებები.

15 ივნისი 2024, 15:55

რეგიონი

სენაკის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი, სათადარიგო მინი სპორტული მოედანი მოეწყო

სენაკის მუნიციპალიტეტში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე, ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულებულია.

15 ივნისი 2024, 15:39

საზოგადოება

UAG სათავო ოფისში საგანგებო ვითარების დროს უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართა

როგორ მოვიქცეთ საგანგებო ვითარების დროს? საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) თანამშრომლებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ ისე, პრაქტიკულ ნაწილს. შეხვედრის მიზანი, კომპანიაში დასაქმებულთათვის, საგანგებო სიტუაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მიწისძვრის, ხანძრისა და სხვა საგანგებო ვითარების დროს მოქცევის წესების გაცნობა იყო.