27 მაისი 2024, 17:48 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: თუ პარტნიორი ამბობს, რომ თუკი მისი დაფინანსება მიმღები ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამჭვირვალე იქნება, არ არის მზად ფინანსური კონტრიბუციისთვის, კითხვა ჩნდება, რამდენად კეთილსინდისიერია ასეთი ფინანსური კონტრიბუცია

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

თუ პარტნიორი ამბობს, რომ თუკი მისი დაფინანსება იქნება გამჭვირვალე მიმღები ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ამ შემთხვევაში არ არის მზად, რომ ფინანსური კონტრიბუცია ჰქონდეს, ალბათ აქ კითხვა უნდა დავსვათ, რამდენად კეთილსინდისიერია ასეთი ფინანსური კონტრიბუცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საერთაშორისო დახმარების პრინციპია, რომ იყოს გამჭვირვალე, ცხადი და განჭვრეტადი იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც ეხმარები. როგორ წარმოგიდგენიათ, რა მიდგომა შეიძლება იყოს, რომ ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად ძლიერია, მიდის ეკონომიკურად უფრო შეჭირვებულ ქვეყანაში, იმ მოსახლეობას ეუბნება, რომ რაღაც თანხა შემომაქვს, იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებას შეეხოს ეს ყველაფერი, შეცვლის რაღაცას უკეთესობისკენ, ოღონდ მე არ გეტყვი რა თანხას ვხარჯავ, როგორ ვხარჯავ რა შედეგები ექნება ამას საერთო ჯამში, არ მკითხოთ, არ გაქვთ ამაზე უფლება რომ კითხვა დასვათ. ეს რა თქმა უნდა კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არ არის. არავინ არაფერი არ იცის სრულად [ენჯეობის დაფინანსებაზე] სინამდვილეში არანაირი საჯაროობა არ არის. ის ორგანიზაციები რომლებიც ამაზე ბევრს ყვირიან, შედით მათ ვებგვერდებზე, ზოგან მარტო ლოგოს ნახავთ, ზოგან ვებგვერდსაც კი ვერ ნახავთ, არათუ რაიმე ინფორმაციას მათ დაფინანსებაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

გიორგი ამილახვარი

17 ივნისი 2024, 18:42

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: მასწავლებლების 70%-ს 500-დან 800-ლარამდე ხელფასი ეზრდება - საჯარო სკოლების არც ერთი პედაგოგი არ დარჩება, ვისაც ხელფასი არ მოემატება

„მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ჩვენს ღირსეულ, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებს ხელფასი გაეზრდება. დღეს საჯარო სკოლებში 52 ათასი სტატუსიანი მასწავლებლები გვყავს და აქედან, 37 ათასს ადამიანს ხელფასი ეზრდება 500-დან 800-ლარამდე“.

17 ივნისი 2024, 18:33

მსოფლიო

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

მიხეილ ყაველაშვილი

17 ივნისი 2024, 18:27

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მგონი, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დააჯილდოვა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მხოლოდ ნაწილი და ეს პასუხია - „იმიტომ“

ფეხბურთის ფედერაციამ მიაწოდა პრეზიდენტს სია, თუ ვის ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დამსახურებების მიხედვით და ვნახეთ შედეგიც, რომ ამ სიიდან მხოლოდ ნაწილს გადასცა სალომე ზურაბიშვილმა ჯილდო. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარია და რა კონტექსტში უნდა განვიხილოთ, არ ვიცი, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

17 ივნისი 2024, 18:25

რეგიონი

18-21 ივნისს, ღამის საათებში, სამუშაოების წარმოების გამო, ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება ერთ ზოლზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მთლიან ჩარჩოვანი კონსტრუქციის მოწყობა, რის გამოც 18-21 ივნისს, 01:00 სთ-დან 05:30 სთ-ის ჩათვლით საჭიროა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ153-კმ160 მონაკვეთზე (E60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთი) სავალი ნაწილის ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე შევიწროება (ხევი-უბისას და უბისა-ხევის მიმართულებებით). ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სავალი ნაწილი ჩაიკეტოს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

მიხეილ ყაველაშვილი

17 ივნისი 2024, 18:23

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი დასავლელ პარტნიორებზე: ისინი ცდილობენ იმოქმედონ საზოგადოების ნაწილზე, რომ დააზარალონ ხელისუფლება და როგორმე მოხდეს ძალადობრივი ქმედებები. ახლა ალბათ დაელოდებიან არჩევნებს - იქნებ მაშინ გამოვიდეს ეს ამბავი

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი დასავლელი პარტნიორების განცხადებებსა და ქმედებებს აფასებს. დეპუტატის თქმით, „ხალხის ძალის“ წევრები იყვნენ პირველები, ვინც აშშ-ის მაშინდელ ელჩს დასავლეთის ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით მიმართა.

17 ივნისი 2024, 18:22

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 10 პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წელს, ირანის ისლამური სახელმწიფოს მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა

გივი მიქანაძე

17 ივნისი 2024, 18:22

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საზოგადოება არ მოტყუვდება და როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, შედეგი იქნება ცალსახა - ისინი პირწმინდად დამარცხდებიან 26 ოქტომბრის არჩევნებში

„ისინი ერთი და იგივე არიან, უბრალოდ მათი გადაადგილებები პოლიტიკურ რუკაზე ემსახურება იმას, რომ ვერ შეთანხმებულან ერთიან სიაზე, იმიტომ რომ სულ პირველობაზე აქვს ყველას აქცენტი. შესაბამისად, ვხედავთ, რომ ეს კოორდინაცია მითია და რეალობად ვერ იქცევა. მეორეა, რომ ისინი ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნას. ნიკა მელია და ნიკა გვარამია რომ იტყვიან, „ნაციონალური მოძრაობასთან“ არ ვართ ასოცირებულებიო, ნებისმიერ ადამიანს ამაზე გაეღიმება. აბა ვისთან არიან ასოცირებულები? მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობასთან“ იყვნენ დაკავშირებულები და „ნაცმოძრაობას“ საქმეს აკეთებდნენ. დღესაც იმავეს აკეთებენ. გახარიამ პრემიერობა დატოვა ნიკა მელიას გამო - „ნაცმოძრაობის“ გაძლიერებისთვის ხელი რომ შეეწყო და ხელისუფლების დისკრედიტაცია განეხორციელებინა. ეს ყველაფერი არის ხრიკები, რომ საზოგადოება მოატყუონ, მაგრამ საზოგადოება არ მოტყუვდება და როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ, შედეგი იქნება ცალსახა - ისინი პირწმინდად დამარცხდებიან 26 ოქტომბრის არჩევნებში“, - აღნიშნა მიქანაძემ.

გივი მიქანაძე

17 ივნისი 2024, 18:17

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-ის ახალი ელჩის სწორი პოზიციონირებით და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ფორმატში ძალიან ბევრი რაღაცის სწორად შეცვლა შეიძლება

„წინა ელჩის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ჩვენს ურთიერთობებში და ძალიან სამწუხაროა, რომ აშშ-ის ელჩმა, იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყო ამ [საქართველოსა და აშშ-ს შორის] ურთიერთობების დათბობისთვის, საპირისპირო როლი შეასრულა. ბევრი თემა დაზიანდა ამ კუთხით, რასაც ვერ ვიტყვით ახალ ელჩთან მიმართებაში. მის საქმიანობაზე ჯერჯერობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მაქსიმალურად პოზიტიურ დინამიკაში მიმდინარეობს. დარწმუნებული ვართ, რომ მისი სწორი პოზიციონირებით და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი რაღაცის სწორად შეცვლა შეიძლება ამ ურთიერთობების ფორმატში. ამის პარალელურად გვესმის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები შემოიღო კონკრეტული თანამდებობების პირების მიმართ, თუმცა ვინ არიან ეს კონკრეტული პირები, დღემდე ვერ გავიგეთ. საბოლოოდ დავინახეთ, რომ არა რაღაც კონკრეტულ შეზღუდვებზეა საუბარი, არამედ უფრო შეურაცხყოფით მოპყრობაზე, რაც ძალიან სამწუხაროა. მეგობრები, მითუმეტეს სტრატეგიული პარტნიორები ასეთი ფორმით არ ურთიერთობენ. ამას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი გადახედვა. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ აშშ-თან გვაქვს სრული მზაობა სტრატეგიული პარტნიორობის და ურთიერთობების გაღრმავების და ამის ფონზე ვიღებთ გარკვეულ განცხადებებს, რაც მიუღებელია“

გივი მიქანაძე

17 ივნისი 2024, 18:16

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: მთელმა მსოფლიომ დაინახა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში ეროვნული ხელისუფლებაა - დღესდღეობით შანსები, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას, უფრო გაზრდილია

კანდიდატის სტატუსის მიღებიდან არცერთი დღე მმართველ გუნდს არ ჩაუგდია და მიმდინარეობს სხვადასხვა რეფორმა იმისთვის, რომ 9-პუნქტიანი გეგმის შესრულება უზრუნველყოფილი იყოს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

17 ივნისი 2024, 17:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გახარიასა და „ლელოს“ ურთიერთსიმპათიები სინამდვილეში არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ყველაზე ამორალური აქტი

„აქედან ჩანს, რომ საპარლამენტო მანდატებისთვის რა დონეზე შეიძლება დაეცეს ადამიანი და როგორი პოლიტიკური ფსკერი შეიძლება აჩვენოს მან. მერე არავის აღარ გაუკვირდეს, რომ არჩევნებზე მინიმალური მხარდაჭერაც კი აღარ ექნებათ ისეთ ადამიანებს, ვინც დაცლილი არიან ყოველგვარი პრინციპებისა და ღირებულებებისგან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

17 ივნისი 2024, 17:33

პოლიტიკა

„ლელო“ არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას ცდილობს, თუმცა, არჩევნების შემდეგ მათთან კოალიციის შექმნაში პრობლემას ვერ ხედავს

„ლელო“ არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას ცდილობს, თუმცა, არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის შექმნაში ბადრი ჯაფარიძე პრობლემას ვერ ხედავს.

რატი იონათამიშვილი

17 ივნისი 2024, 17:32

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პარტია „ახალზე“: ეს ყველაფერი ახალი არ არის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში

როდესაც „ნაცობის“ ოცწლიანი სტაჟი გაქვს, თან ხელმძღვანელ პოზიციებზე ყოფნის და მერე გინდა საზოგადოება მოატყუო, რომ ახალი ხარ, ეს უკვე პოლიტიკური აფიორაა, რომელიც პირიქით, საბედისწერო შედეგამდე მიიყვანს, იმ ადამიანს, ვინც ასეთ ტყუილს იკადრებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა პარტია „ახალზე“ საუბრისას განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

17 ივნისი 2024, 17:19

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ზურაბიშვილისთვის მეათეხარისხოვანი იყო იმ ადამიანების დაჯილდოება, ვინც დიდი სიხარული მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო აქტიურობა, რაც პირდაპირ ამხილეს ამ უპასუხისმგებლობაში

„ფაქტია, რომ ზურაბიშვილი არ აპირებდა აქტის გამოცემას, იმიტომ რომ მას, როგორც ჩანს, არ ეცალა. ხან ქარტიებზე, ხან მსგავს გაურკვეველ დოკუმენტებზე და ხან ოპოზიციის ე.წ. ერთიანობაზე მუშაობდა. მისთვის მეორე და მეათეხარისხოვანი იყო იმ ადამიანების დაჯილდოება, ვინც დიდი სიხარული მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო აქტიურობა, რაც ის პირდაპირ ამხილეს ამ უპასუხისმგებლობაში. მაგრამ აქაც ადამიანების სეგრეგაცია მოახდინა და ამით კიდევ ერთხელ გვაჩვენა როგორი ანტიეროვნული ბრძანდება სინამდვილეში“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

ლევან იოსელიანი
პაველ ჰერჩინსკი

17 ივნისი 2024, 17:18

პოლიტიკა

სახალხო დამცველი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

მხარეებმა ასევე ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ იმპლემენტაციის მოსალოდნელ შედეგებზე, კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა, მათ შორის, დღემდე წინასწარ პატიმრობაში მყოფთა მდგომარეობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მათი საქმეების შესწავლის მიმდინარეობაზე.

17 ივნისი 2024, 17:05

სპორტი

რა განწყობა აქვთ გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მატჩის წინ - „ქრონიკა“ გერმანიიდან⚽

დღესვე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.

17 ივნისი 2024, 16:47

საზოგადოება

ბოტანიკურ ბაღში ფესტივალი „ნაყინობანა“ გაიმართება🍦

ღონისძიება „ბასტი ბუბუს“ კონცერტით გაიხსნება. სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა ელით. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნაყინები, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.

გიორგი დუგლაძე

17 ივნისი 2024, 16:25

ეკონომიკა

გიორგი დუგლაძე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უხელმძღვანელებს

„დუგლაძეს განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნორვიჩის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აქვს მიღებული“.

17 ივნისი 2024, 16:24

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ომის მწარმოებელ, ევროკრიზისულ თუ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენზე „წინ“ მყოფ ქვეყნებში, ვითარება უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა, ამიტომაც გვაქვს რეკორდული ტურისტული ბუმი და ავიაფრენები

„ვერ მოახდინეს ორთვიანი ნაწვალები აქციებით და იმის ილუზიის ხელოვნური შექმნით, თითქოს ქვეყანაში შემოსვლა უსაფრთხო არ იქნებოდა - წლევანდელი ტურისტულო სეზონის ჩაგდება. ჩვენს გარშემო, განსაკუთრებით ომის მწარმოებელ, ევროკრიზისულ თუ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენზე "წინ" მყოფ ქვეყნებში, ვითარება უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა. ამიტომაც გაივსო საქართველოს ქალაქები მრავალფეროვანი უცხოელებით. ამიტომაც გვაქვს რეკორდული ტურისტული ბუმი და ავიაფრენები. მაგრამ უფრო შთამბეჭდავი რეკორდები წინ გვაქვს - ადგილობრივ მავნებლებს და მათ საერთაშორისო მფარველებს საბოლოო მარცხს რომ მივაყენებთ, თანაც სულ ახლო მომავალში“, - წერს დავით ქართველიშვილი.

17 ივნისი 2024, 16:19

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი ტოივო კლაარს შეხვდა

„შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე და ამ კუთხით არსებულ სამომავლო ხედვებზე, რაც ადამიანზე ორიენტირებულ, სტატუს-ნეიტრალურ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებს ეფუძნება“.

17 ივნისი 2024, 16:07

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.