29 მაისი 2024, 16:32 / სანდო წყარო

პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და 64 ხმით მხარი არ დაუჭირა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარუდგინა და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა არ გაიზიარა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ის ჩანაწერი, რომლითაც განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე ან აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.

ასევე, კანონით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით, 2030 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდება ქონების გადასახადისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, რომ მიღებული კანონით არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება როგორც უცხოურ ინვესტორებთან მიმართებით, ასევე ადგილობრივი ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რადგან მათ მიმართ ახალი საშეღავათო რეჟიმი არ გავრცელდება.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილს, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, პრეზიდენტი იზიარებს და ის ასახულია მის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის შეფასებით, სრულიად უვნებელი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა, ვინაიდან „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას დაემთხვა დროში.

მისი თქმით, ის რაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა წარმოადგინა, ნამდვილად არ იყო მოტივირებული შენიშვნები და პრეზიდენტის სამოტივაციო ნაწილი სრულად ეყრდნობოდა ე.წ. დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს, თუმცა მათი ვინაობა არ არის დაკონკრეტებული და ამ ნაწილთან დაკავშირებით კითხვა როგორც კომიტეტის, ასევე პლენარულ სხდომაზეც, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ პასუხგაუცემელი დარჩა.

როგორც პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, კანონპროექტის პრინციპების დონეზე განხილვისას ოპოზიციის მხრიდან ერთი კითხვაც არ დასმულა და მხოლოდ შემდეგ, სავარაუდოდ, მიიღეს მითითება, რომ ე.წ. ოფშორების კანონი კარგი იქნებოდა თემის „ასაწევად“ და გამჭვირვალობის კანონთან დასაკავშირებლად.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ოფშორული ზონების უმეტესობა შექმნილია დასავლეთის იურისდიქციის ქვეშ, კონტროლდება მათ მიერ, შესაბამისად, გამორიცხულია დასავლეთიდან შემოვიდეს სანქცირებული რუსული ან „შავი ფული“, როგორც ამას ოპოზიცია აცხადებს.

მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ კანონში ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ ოფშორულ კომპანიებს, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე საქართველოში ფლობენ კომპანიებს. კანონის მიღების შემდეგ რეგისტრირებულ ბიზნესზე შეღავათები არ გავრცელდება.

მას შემდეგ რაც პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ დაეთანხმა, დეპუტატებმა 83 ხმით მხარი დაუჭირეს კანონის პირვანდელ რედაქციას.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

17 ივნისი 2024, 17:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გახარიასა და „ლელოს“ ურთიერთსიმპათიები სინამდვილეში არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ყველაზე ამორალური აქტი

„აქედან ჩანს, რომ საპარლამენტო მანდატებისთვის რა დონეზე შეიძლება დაეცეს ადამიანი და როგორი პოლიტიკური ფსკერი შეიძლება აჩვენოს მან. მერე არავის აღარ გაუკვირდეს, რომ არჩევნებზე მინიმალური მხარდაჭერაც კი აღარ ექნებათ ისეთ ადამიანებს, ვინც დაცლილი არიან ყოველგვარი პრინციპებისა და ღირებულებებისგან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

17 ივნისი 2024, 17:33

პოლიტიკა

„ლელო“ არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას ცდილობს

„თანამშრომლობა და კოორდინაცია პარტიებს შორის ძალიან მჭიდრო იქნება. იქნება ეს ხმების დაცვა, არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა. ჩვენ უნდა გვესმოდეს ასევე, რომ ელექტორატი, ჩვენი საზოგადოება, ძალიან განსხვავებულია და საზოგადოების ნაწილი ფრთხილად უყურებს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად იგივე „ლელოს“ გაერთიანებას. ჩვენ გაერთიანების მომხრე ვართ, მაგრამ ისეთი გაერთიანების, რომელსაც მოაქვს სინერგიული ეფექტი, რომელიც მობილიზაციას შეუწყობს ხელს და არ დააშინებს ელექტორატის გარკვეულ კატეგორიას, რომელსაც აქვს ცუდი გამოცდილება ამა, თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან მიმართებაში. შიშები, რომ ვიღაც არ დაბრუნდეს მმართველობაში, რომ გადაილახოს, სწორედ ამიტომ არის, რომ არჩევანი შევთავაზოთ საზოგადოებას“

რატი იონათამიშვილი

17 ივნისი 2024, 17:32

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პარტია „ახალზე“: ეს ყველაფერი ახალი არ არის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში

როდესაც „ნაცობის“ ოცწლიანი სტაჟი გაქვს, თან ხელმძღვანელ პოზიციებზე ყოფნის და მერე გინდა საზოგადოება მოატყუო, რომ ახალი ხარ, ეს უკვე პოლიტიკური აფიორაა, რომელიც პირიქით, საბედისწერო შედეგამდე მიიყვანს, იმ ადამიანს, ვინც ასეთ ტყუილს იკადრებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა პარტია „ახალზე“ საუბრისას განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

17 ივნისი 2024, 17:19

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ზურაბიშვილისთვის მეათეხარისხოვანი იყო იმ ადამიანების დაჯილდოება, ვინც დიდი სიხარული მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო აქტიურობა, რაც პირდაპირ ამხილეს ამ უპასუხისმგებლობაში

„ფაქტია, რომ ზურაბიშვილი არ აპირებდა აქტის გამოცემას, იმიტომ რომ მას, როგორც ჩანს, არ ეცალა. ხან ქარტიებზე, ხან მსგავს გაურკვეველ დოკუმენტებზე და ხან ოპოზიციის ე.წ. ერთიანობაზე მუშაობდა. მისთვის მეორე და მეათეხარისხოვანი იყო იმ ადამიანების დაჯილდოება, ვინც დიდი სიხარული მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო აქტიურობა, რაც ის პირდაპირ ამხილეს ამ უპასუხისმგებლობაში. მაგრამ აქაც ადამიანების სეგრეგაცია მოახდინა და ამით კიდევ ერთხელ გვაჩვენა როგორი ანტიეროვნული ბრძანდება სინამდვილეში“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

ლევან იოსელიანი
პაველ ჰერჩინსკი

17 ივნისი 2024, 17:18

პოლიტიკა

სახალხო დამცველი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

მხარეებმა ასევე ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ იმპლემენტაციის მოსალოდნელ შედეგებზე, კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა, მათ შორის, დღემდე წინასწარ პატიმრობაში მყოფთა მდგომარეობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მათი საქმეების შესწავლის მიმდინარეობაზე.

17 ივნისი 2024, 17:05

სპორტი

რა განწყობა აქვთ გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მატჩის წინ - „ქრონიკა“ გერმანიიდან⚽

დღესვე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.

17 ივნისი 2024, 16:47

საზოგადოება

ბოტანიკურ ბაღში ფესტივალი „ნაყინობანა“ გაიმართება🍦

ღონისძიება „ბასტი ბუბუს“ კონცერტით გაიხსნება. სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა ელით. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნაყინები, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.

გიორგი დუგლაძე

17 ივნისი 2024, 16:25

ეკონომიკა

გიორგი დუგლაძე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უხელმძღვანელებს

„დუგლაძეს განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნორვიჩის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აქვს მიღებული“.

17 ივნისი 2024, 16:24

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ომის მწარმოებელ, ევროკრიზისულ თუ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენზე „წინ“ მყოფ ქვეყნებში, ვითარება უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა, ამიტომაც გვაქვს რეკორდული ტურისტული ბუმი და ავიაფრენები

„ვერ მოახდინეს ორთვიანი ნაწვალები აქციებით და იმის ილუზიის ხელოვნური შექმნით, თითქოს ქვეყანაში შემოსვლა უსაფრთხო არ იქნებოდა - წლევანდელი ტურისტულო სეზონის ჩაგდება. ჩვენს გარშემო, განსაკუთრებით ომის მწარმოებელ, ევროკრიზისულ თუ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენზე "წინ" მყოფ ქვეყნებში, ვითარება უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა. ამიტომაც გაივსო საქართველოს ქალაქები მრავალფეროვანი უცხოელებით. ამიტომაც გვაქვს რეკორდული ტურისტული ბუმი და ავიაფრენები. მაგრამ უფრო შთამბეჭდავი რეკორდები წინ გვაქვს - ადგილობრივ მავნებლებს და მათ საერთაშორისო მფარველებს საბოლოო მარცხს რომ მივაყენებთ, თანაც სულ ახლო მომავალში“, - წერს დავით ქართველიშვილი.

17 ივნისი 2024, 16:19

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი ტოივო კლაარს შეხვდა

„შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე და ამ კუთხით არსებულ სამომავლო ხედვებზე, რაც ადამიანზე ორიენტირებულ, სტატუს-ნეიტრალურ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებს ეფუძნება“.

17 ივნისი 2024, 16:07

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

17 ივნისი 2024, 16:05

ეკონომიკა

„ტოპ|ქარდის“ პორტფელის ლიბერთიში მიგრაცია დასრულებულია

2024 წლის მარტში ლიბერთიმ ‘რე|ბანკის’ პროდუქტი ‘ტოპ|ქარდი’ და საცალო საკრედიტო პორტფელი შეიძინა. ‘ტოპ|ქარდის’ ლიბერთის სისტემაში ინტეგრაციის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. შედეგად, მომხმარებლების არსებული აქტიური ანგარიშები ავტომატურად ხელმისაწვდომი გახდა ლიბერთიში და უცვლელი დარჩა როგორც დამტკიცებული ლიმიტები, ასევე პროდუქტის პირობები.

ზაალ ანჯაფარიძე

17 ივნისი 2024, 16:00

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: „ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქალებმა" დამალეს, რომ ხალხთან შეხვედრები NDI-მ დაუფინანსათ - გამოდის, რომ უცხოელმა დონორებმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის გახსნამდე დაიწყეს ჩვენს არჩევნებში ჩარევა

გამოდის, რომ უცხოელმა დონორებმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის გახსნამდე დაიწყეს ჩვენს არჩევნებში ჩარევა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას“.

ხვიჩა კვარაცხელია

17 ივნისი 2024, 15:50

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: ხომ არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე? ახლა ისევ არ სჯერათ. ამბობენ, საქართველოს შანსი არ აქვსო. ყველა ამას იძახის. მაგრამ, მე იცი რას გეტყვი? მე ასე ვიტყვი...აბა ჯერ ქართველებს კითხეთ

„ფეხბურთი - ფეხბურთია. არავინ, არასოდეს არ იცის რა და როგორ მოხდება. ხომ არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე?! ახლა ისევ არ სჯერათ. ამბობენ, საქართველოს შანსი არ აქვსო. ყველა ამას იძახის. მაგრამ, მე იცი რას გეტყვი? მე ასე ვიტყვი...აბა ჯერ ქართველებს კითხეთ“, - წერს კვარაცხელია.

ირაკლი კობახიძე

17 ივნისი 2024, 15:49

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, არის აბსოლუტურად გაცვეთილი

გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

17 ივნისი 2024, 15:40

საზოგადოება

პრემიერი: ბადრი ჯაფარიძემ თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას, ეს არის „ლელოს“ უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება

ეს არის „ლელოს“ უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბადრი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმად, “ლელო” „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას არ გამორიცხავს არჩევნების შემდეგ.

ირაკლი კობახიძე

17 ივნისი 2024, 15:38

პოლიტიკა

პრემიერი: როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას

„ეს უკვე არის საარჩევნო რეჟიმი, როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან და ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, შესაბამისად, მიუღებელია. ამით ვერავითარ პრაქტიკულ გავლენას ვერ მოახდენენ საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კანონს ასეთი პრაქტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

17 ივნისი 2024, 15:37

საზოგადოება

მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა მიმდინარეობს

მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე პანდუსი ეწყობა, რომლის საშუალებითაც ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე პირდაპირ გასვლა იქნება შესაძლებელი. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

ირაკლი კობახიძე

17 ივნისი 2024, 15:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმით თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება, მზად ვარ, მივცე ჩვენება, არ მგონია, საქართველოს რეალობისთვის რელევანტური იყოს გამოძიების დაწყება

„რაც შეეხება ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმეს, მე ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება, რომ თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება მზად ვარ, მივცე ჩვენება და ეს გამოძიება შეიძლება იყოს აქტუალური კონკრეტული ქვეყნებისთვის და არა ქართული გამოძიებისთვის. მე არ მგონია, რომ საბოლოო ჯამში, მუქარა იყო შედეგზე გათვლილი, აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ საქართველოში გამოძიების დაწყების ინტერესს. ფაქტია, რომ აღიარებაც მოჰყვა ამ ყველაფერს. პირდაპირ აღიარება იყო, გვითხრეს, რომ გარკვეული პროცესების შედეგი შეიძლება იყოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ლიკვიდაცია. ეს არის რეალურად მუქარა. მე არ მგონია, რომ ეს საქართველოს შედეგზე იყოს გათვლილი, აქედან გამომდინარე, საქართველოს რეალობისთვის მე არ მგონია, რომ იყოს რელევანტური გამოძიების დაწყება, მაგრამ სხვა ქვეყნებისთვის შეიძლება იყოს აბსოლუტურად რელევანტური. თუ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა დაინტერესდება, მზად ვარ, მივცე ჩვენება. ეს იყო დაშინების უსუსური მცდელობა. აქედან ჩანს, რომ ის ადამიანები და ის ძალები, რომლებიც საქართველოს აშანტაჟებენ ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით, არიან საკმაოდ უსუსურ მდგომარეობაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

17 ივნისი 2024, 15:32

პოლიტიკა

პრემიერი: ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა არის გამოუსადეგარი თემა შანტაჟისთვის, კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული, დღეს ეს შანსი გაზრდილია 20-30%-მდე

მოლაპარაკებების გახსნა არის გამოუსადეგარი თემა შანტაჟისთვის. ვინც გვაშანტაჟებდა 2022 და 2023 წელს, იგივე ხალხი გვაშანტაჟებს. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას და შანსებს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული. ამ ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან. კანონის მიღების შემდეგ დღეს ეს შანსი არის გაზრდილი დაახლოებით 20-30%-მდე, თუმცა ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ერთია განცხადებები და მეორეა შედეგი. 2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. სადაც პრინციპულად დადგები, იქ შედეგსაც მიიღებ“, - განაცხადა კობახიძემ