IMEDI /  29 მაისი 2024, 23:32 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: თუკი ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ან ხარ სახელმწიფო და შენს სახელმწიფოებრიობას პატივს სცემ ან ხარ დაქვემდებარებული ვასალი, ამაზეა საუბარი. როდესაც შენ ამბობ, რომ არ გაქვს უნარი თავად მიიღო გადაწყვეტილება, ეს ხომ მათი დევიზი და სლოგანია, რომ ცალ ფეხზე უნდა დადგე, თუკი ამას გეტყვიან, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„თუკი ჩვენ თვითონ არ ვიწამეთ ჩვენი თავის, რუსიც დაგვჩაგრავს და ევროპელიც. ჩვენ ვნახეთ ეს სამწუხარო საქციელი ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების და ზოგიერთი იქამდე ჩამოსული პარლამენტის წევრების, რაც იყო აბსოლუტურად გაუგონარი ფაქტი, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე მიდიხარ საგარეო საქმეთა მინისტრი. თქვენ ნახეთ ესტონეთის პარლამენტში ამაზე დებატებიც კი გაიმართა, პრემიერ-მინისტრი ნაწილობრივ გაემიჯნა, რომ მან არ იცოდა თუ ის აპირებდა მიტინგზე გამოსვლას. თუმცა რაიმე რეაქციასაც ვერ ვხედავთ ამასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, დაღს დაასვამს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რომელიც გვქონდა ბალტიის ქვეყნებთან. როდესაც ამას კადრულობს ხელისუფლების წარმომადგენელი და ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდის. ეს იყო პირდაპირი შეურაცხყოფა და დაცინვა ქართველი ხალხის, რომლის არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზეც, რაღაც ცეცხლოვანი გამოსვლებით გამოდიოდნენ ეს პოლიტიკოსები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

20 ივნისი 2025, 09:19

საზოგადოება

გმირთა მოედანზე გზის სავალი ნაწილი და საგზაო ინფრასტრუქტურა მოირეცხა

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით აგრძელებს გზების მორეცხვის სამუშაოებს. გზის სავალი ნაწილი და საგზაო ინფრასტრუქტურა ამჯერად გმირთა მოედანზე მოირეცხა.

20 ივნისი 2025, 09:09

მსოფლიო

რუსეთის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანის ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე ისრაელის იერიშებმა, შესაძლოა ჩერნობილის მსგავსი ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს

რუსეთის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანის ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე ისრაელის იერიშებმა, შესაძლოა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ძლიერი ბირთვული ავარია გამოიწვიოს.

20 ივნისი 2025, 09:00

მსოფლიო

მედია: ირანმა ისრაელის ქალაქი ბეერ-შევა დაბომბა

ირანმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბეერ-შევაზე. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

20 ივნისი 2025, 08:55

მსოფლიო

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭო: კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვა, თეირანის დაუყოვნებლივ რეაქციას გამოიწვევს

ირანი შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვა, თეირანის დაუყოვნებლივ რეაქციას გამოიწვევს. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს განცხადებაში შეერთებული შტატების ხსენების გარეშე ნათქვამია, რომ ირანს აქვს გეგმები სხვადასხვა სცენარისთვის.

20 ივნისი 2025, 08:48

მსოფლიო

CNN: აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა, ახლო აღმოსავლეთში საკუთარი აქტივების დასაცავად, თვითმფრინავებისა და ხომალდების გარკვეული რაოდენობა განათავსა

შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა, ახლო აღმოსავლეთში საკუთარი აქტივების დასაცავად, თვითმფრინავებისა და ხომალდების გარკვეული რაოდენობა განათავსა.

გიორგი ჩაკვეტაძე

20 ივნისი 2025, 08:42

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ევროპარლამენტის განცხადებაზე: როგორ შეიძლება მოუწოდებდე ქვეყნებს, რომ მიუღებელია სიძულვილის ენა და შემდეგ აფინანსებდე სიძულვილის ენას სხვადასხვა ქვეყანაში

ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული ორმაგი სტანდარტი - როგორ შეიძლება მოუწოდებდე ქვეყანას, რომ შენთვის მიუღებელი არის სიძულვილის ენა და შემდეგ აფინანსებდე სიძულვილის ენას სხვადასხვა ქვეყანაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძემ. დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „სიძულვილის ენა სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას“.

20 ივნისი 2025, 08:31

სამართალი

საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმის ფარგლებში დღეს კიდევ ორი პირი გამოიკითხება

საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამოძიება გრძელდება. გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს სოფელ ჩორჩანის მკვიდრი მალხაზ ლომიძე და სოფელ წაღვლის მცხოვრები - თამაზ ლომიძე არიან დაბარებული.

არჩილ გორდულაძე

20 ივნისი 2025, 08:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე: მთავარი მიზანია, რომ დაზარალებულებს ჰქონდეთ ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა, თავიანთი უფლებები აღიდგინონ და მიყენებული ზიანი ანაზღაურდეს

გამარტივდება მექანიზმი, რითაც დამნაშავეების ქონებების რეალიზაცია და შესაბამისად დაზარალებულების დაკმაყოფილება მოხდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

20 ივნისი 2025, 08:10

პოლიტიკა

პარლამენტი ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს

პარლამენტი ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ დაზარალებულს, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი დანაშაულით ქონებრივი ზიანი მიადგა, მსჯავრდებულისგან ზიანის გამარტივებული გზით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.

20 ივნისი 2025, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ივნისს ქუთაისში დღისით +28 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

20 ივნისი 2025, 00:28

სპორტი

ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობა ოთხი მოპოვებული მედლით დაასრულეს

20 ივნისს მსოფლიოს პირველობაზე გუნდურ ჩემპიონატში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები იასპარეზებს. გუნდურ ასპარეზობაში ნაკრებს დაემატებიან მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, საბა ინანეიშვილი და მარიამ ჭანტურია.

ვატო შაქარიშვილი

20 ივნისი 2025, 00:24

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: აშშ-ში თუ ვინმე თავს დაესხმება პოლიციელს, ძაღლებს დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს

„აშშ-ში კანონდამრღვევებს და პოლიციელებზე თავდამსხმელებს პოლიცია დაჰპირდა და უსრულებს ხშირ შემთხვევაში, რომ თუ ვინმე გაბედავს და ხელით შეეხება, ან თავს დაესხმება პოლიციელს, მათ წინააღმდეგ გამოიყენებენ ძაღლებს, დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ მათ გვამებს. ასეთია ამერიკული პოლიციის დამოკიდებულება კანონდამრღვევების წინააღმდეგ. რატომღაც ვერ ვხედავთ ჩვენ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს, რომლებსაც მთავარ საზრუნავად ამ ომების და არეულობის ფონზე თაღლითი ბაჩიაშვილი ექცათ. სენატსა და კონგრესში თაღლით ბაჩიაშვილს უფრო დიდ დროს უთმობენ, ვიდრე უკრაინის, ისრაელ-ირანის კონფლიქტს, ან კატასტროფის დონის ვითარებას, რაც მთელს მსოფლიოშია“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.

ვატო შაქარიშვილი

20 ივნისი 2025, 00:22

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: სენატსა და კონგრესში თაღლით ბაჩიაშვილს უფრო დიდ დროს უთმობენ, ვიდრე უკრაინის, ისრაელ-ირანის კონფლიქტს, ან კატასტროფის დონის ვითარებას, რაც მთელს მსოფლიოშია

სენატსა და კონგრესში თაღლით ბაჩიაშვილს უფრო დიდ დროს უთმობენ, ვიდრე უკრაინის, ისრაელ-ირანის კონფლიქტს, ან კატასტროფის დონის ვითარებას, რაც მთელს მსოფლიოშია, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

არჩილ გორდულაძე

20 ივნისი 2025, 00:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ჩორჩანას საგუშაგოზე: გიორგი გახარიამ ეს თავისი ინიციატივით, შეცდომით, მიღებული დავალებით თუ პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედებით გააკეთა, ეს კითხვები არსებობს და ამას პასუხი სამართლებრივადაც უნდა გაეცეს

„ჩვენ გვაქვს ორი ფაქტი: ერთი - 2008 წლის შემდეგ ორი საგუშაგო გაიხსნა ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ამ საგუშაგოების გახსნას ტერიტორიების დაკარგვა არ მოჰყოლია. ამავდროულად, გაიხსნა მესამე საგუშაგო ჩორჩანაში, რომლის ინიციატორი იყო გიორგი გახარია, რომელმაც არავისთან შეათანხმა და ჩვენი ტერიტორიის მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა. ახლა მოსახლეობას შესაძლებლობა აღარ აქვს, რომ თავისუფლად გადაადგილდეს. ეს არის ორი მოცემულობა და ამ ყველაფრის ინიციატორი იყო გიორგი გახარია“.

ვატო შაქარიშვილი

20 ივნისი 2025, 00:12

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: გვყავს ხელისუფლება, რომელიც მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც საღი აზრი ჭარბობს, მიჩნეულია სამაგალითოდ. შეგახსენებთ ორბანის განცხადებას, რომელმაც პრემიერ კობახიძეს და ქართულ სახელმწიფოს სამაგალითო და შესაშური უწოდა

გვყავს ხელისუფლება, რომელიც მსოფლიოს, ევროპის იმ ნაწილში, სადაც საღი აზრი ჭარბობს, მიჩნეულია როგორც სამაგალითო. შეგახსენებთ ორბანის განცხადებას, რომელმაც პრემიერ კობახიძეს და მთლიანად ქართულ სახელმწიფოს სამაგალითო და შესაშური უწოდა აბსოლუტურად სამართლიანად, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ვატო შაქარიშვილი

19 ივნისი 2025, 23:56

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: რეზოლუციის მხარდაჭერით თითოეული ევროპარლამენტარი ხდება სასტიკი დანაშაულების თანამონაწილე და „კოლექტიური როინ შამათავა“, რომელიც იყო ჯალათი და დავალების აღმსრულებელი

თითოეული ევროპარლამენტარი [რეზოლუციის მხარდამჭერი], ის 324 უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ხდებიან სასტიკი დანაშაულების თანამონაწილეები და არიან „კოლექტიური როინ შამათავები“, რომელიც იყო ჯალათი, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

არჩილ გორდულაძე

19 ივნისი 2025, 23:56

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: როდესაც ადამიანი აგენტია, აგენტს არაფერს ეკითხებიან, აგენტს დავალებას აძლევენ

„ჩვენ გვყავს ბარიერგადალახული 4 პარტია: ძველი „ნაცები“, ახალი „ნაცები“ ლელო ნაცები“ და გახარიელი „ნაცები“. ახლა, ისევ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად ცდილობენ, რომ რამენაირად საზოგადოებაში აღქმა გააჩინონ, რომ ძველი და ახალი „ნაცები“ „ლელო ნაცებსა“ და გახარია „ნაცებს“ ეწინააღმდეგებიან. ეს არავინ დაიჯეროს, ამათ პირდაპირი თანხვედრა აქვთ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ანტონიო გუტერეში

19 ივნისი 2025, 23:54

მსოფლიო

გაეროს სპიკერი: გენერალური მდივნის გზავნილი ნათელია - შეწყვიტეთ სამხედრო მოქმედებები, დაუბრუნდით დიპლომატიას

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ „დიპლომატია არის ერთადერთი და საუკეთესო გზა“ ისრაელ-ირანის მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად. ამის შესახებ ჟურნალისტებს გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განუცხადა.

ვატო შაქარიშვილი

19 ივნისი 2025, 23:52

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: საგამოძიებო კომისიაზე ვუსმენთ წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების ისტორიებს და პარალელურად ვხედავთ ამ ყველაფრის შემოქმედების ფოტოებს, რომლებიც გამოფენილია ევროპარლამენტში. მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ

საგამოძიებო კომისიაზე ვუსმენთ წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების ისტორიებს და ამის პარალელურად ვხედავთ ამ ყველაფრის შემოქმედების ფოტოებს, რომლებიც გამოფენილია ევროპარლამენტში. მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 ივნისი 2025, 23:40

მსოფლიო

ზელენსკი: სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს

სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.