30 მაისი 2024, 11:31 / სანდო წყარო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები განიხილა.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, კანონით განსაზღვრული ანაზღაურებად სტაჟიორთა რიცხოვნობა, რომელიც საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10% - ს არ უნდა აღემატებოდეს, იცვლება 20%-ით.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებით განიმარტება ტერმინი საფუძვლიანი ეჭვი. მეორე მოსმენის ფარგლებში აღნიშნული ტერმინი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. კერძოდ, საფუძვლიანი ეჭვი - ინფორმაციის, ფაქტების ან/და გარემოებების ერთობლიობა, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს ობიექტურად უჩენს ეჭვს, რომ გარიგება უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით მომზადდა, დაიდო ან შესრულდა ან ტერორიზმის დაფინანსებას უკავშირდება და ეს ეჭვი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ვერ გაქარწყლდა.

კანონპროექტით, საეჭვო და უჩვეულო გარიგების გამოვლენის კრიტერიუმები დადგინდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. ასევე, განისაზღვრება, რომ ლატარიის, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება მოახდინოს პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად მიღებული ინფორმაციის განხორციელებულ გარიგებებთან ურთიერთდაკავშირება. გარდა ამისა, კანონპროექტით ახლებურად მოწესრიგდება, სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლესთან, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემასთან, მაღალი რისკის იურისდიქციასთან და გადაზღვევის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც კომიტეტმა სხდომაზე განიხილა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

ორგანული კანონის პროექტით, საარჩევნო კოდექსს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

ცვლილებით ასევე განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ შეიძლება მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.

ყველა სიახლე

მაკა ბოჭორიშვილი

15 ივნისი 2024, 14:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტის შერჩევით მიდგომაზე: იმის ნაცვლად, რომ გუნდი ერთნაირად ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან დაფასებული, ზურაბიშვილი ამჯობინებს, უფრო მეტი დაყოფა და დანაწევრება შეიტანოს ამ საქმეშიც

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სია დააკორექტირა და ღირსების ორდენი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს არ გადასცა.

ირაკლი ჩიქოვანი

15 ივნისი 2024, 13:51

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.

15 ივნისი 2024, 13:24

საზოგადოება

წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ.

მატია შარკიჩი

15 ივნისი 2024, 13:06

სპორტი

მონტენეგროს ნაკრების მეკარე მატია შარკიჩი 26 წლისა გარდაიცვალა

მონტენეგროს ნაკრების მეკარე მატია შარკიჩი გარდაიცვალა. ბრიტანული მედიის ცნობით, 26 წლის შარკიჩი საკუთარ სახლში გარდაიცვალა, მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

15 ივნისი 2024, 12:58

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

15 ივნისი 2024, 12:57

LIVE ისრაელი

ამერიკელი სამხედროები ღაზის სანაპიროდან ჰუმანიტარული პორტის მისადგომის დროებითი დემონტაჟისთვის ემზადებიან

ამერიკელი სამხედროები ღაზის სანაპიროდან ჰუმანიტარული პორტის მისადგომის, დროებითი დემონტაჟისთვის ემზადებიან. ამის მოტივად ამინდის პირობები სახელდება. ბოლო პერიოდში, ზღვის ძლიერი ღელვისა და შტორმის გამო ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება გართულდა.

ნიკა ახალბედაშვილი

15 ივნისი 2024, 12:55

კულტურა

ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი: მსურს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო მამულიშვილური საქმისთვის - ისტორიას დარჩება ოფიციალური ჩანაწერი, რომ სწორედ მან გადასცა მუზეუმს უმნიშვნელოვანესი ექსპონატი

პირდაპირ გეტყვით, ეს იყო დაუფარავი სიხარული, როდესაც გავიგეთ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი მოღვაწის, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი დააბრუნა საქართველოში, - ამის შესახებ ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა განაცხადა.

დმანისის ეკომიგრანტები

15 ივნისი 2024, 12:41

რეგიონი

დმანისის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

15 ივნისი 2024, 12:27

მსოფლიო

ლიონში მასშტაბური საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის გამარჯვებისა და პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.

ამინდი

15 ივნისი 2024, 12:27

საზოგადოება

16-18 ივნისს საქართველოში დროგამოშვებით წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი, ზღვაზე კი 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

15 ივნისი 2024, 12:20

რეგიონი

ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ გაიხსნა

ყოველ წლიური ფესტივალი წელსაც „ანბანის კოშკთან“ იმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ.

15 ივნისი 2024, 12:10

რეგიონი

სოლომონ პავლიაშვილმა აჭარის სოფლის მეურნეობის მიმართულების ლაბორატორიების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიების თანამშრომლებს შეხვდნენ.

15 ივნისი 2024, 12:00

საზოგადოება

სუს-ის სასწავლო ცენტრის ორგანიზებული პროექტის „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლა“ პირველი სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტ „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის“ პირველი სეზონი დაიწყო.

ალექსანდრე დარახველიძე

15 ივნისი 2024, 11:48

საზოგადოება

შს მინისტრის მოადგილე გაეროს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიაში მონაწილეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდა ნიუ-იორკში გაეროს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 (COSP17) სესიაში.

15 ივნისი 2024, 11:37

რეგიონი

გურიაში, კოლეჯ „ჰორიზონტის“ გორაბერეჟოულის ფილიალში, პროფესიული განათლების საუკუნოვანი ისტორიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მას განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე დაესწრო. სოფელ გორა ბერეჟოულში, 100-წლიანი ისტორიის მქონე ტექნიკუმის ტერიტორიაზე, 2021 წელს ფუნქციონირება დაიწყო კოლეჯ „ჰორიზონტის” ფილიალმა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

15 ივნისი 2024, 11:25

საზოგადოება

ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში, კონფერენცია „ფოკუსი ჰორიზონტი ევროპაზე“ გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის‘‘ მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში კონფერენცია სახელწოდებით - „ფოკუსი ჰორიზონტი ევროპაზე“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მკვლევრები.

რატი იონათამიშვილი

15 ივნისი 2024, 11:14

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ნიუ-იორკში არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. საქართველოში ვბრუნდები ახალი ინიციატივებითა და შემართებით - ცხადია, არავითარი სანქციები, მხოლოდ საქმე

დასრულდა სამუშაო ვიზიტი ნიუ-იორკში, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ფაქტია, საქართველოს დელეგაცია გაეროს შშმ პირთა 17-ე ასამბლეაზე იყო ყურადღების ცენტრში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბუდუ ზივზივაძე

15 ივნისი 2024, 11:12

სპორტი

ბუდუ ზივზივაძე: განწყობა ნაკრებში, როგორც ყოველთვის, არის ძალიან კარგი, საბრძოლო და ამაღელვებელი

საქართველოს ნაკრების ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის განცხადებით, განწყობა ნაკრებში, როგორც ყოველთვის, არის ძალიან კარგი, საბრძოლო და ამაღელვებელი.

ოთარ კაკაბაძე

15 ივნისი 2024, 11:08

სპორტი

ოთარ კაკაბაძე: ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მეტოქეს და ყველას გათვითცნობიერებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია

საქართველოს ნაკრების მცველის, ოთარ კაკაბაძის განცხადებით, ნაკრების ყველა წევრს გათვითცნობიერებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაში ელოდება გუნდს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.

15 ივნისი 2024, 11:03

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩისთვის მზადებას აგრძელებს

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო თამაშისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში, ქალაქ ფელბერტში ემზადება. არენის საწვრთნელ ბაზაზე ნაკრებმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.