30 მაისი 2024, 12:19 / სანდო წყარო

„ხალხის ძალა“: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება და ის მოემსახურება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას, რაც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ დერეფანს გულისხმობს

„ხალხის ძალა“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც imedinews უცვლელად გთავაზობთ.

„გუშინ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი ჩინური კომპანია ოფიციალურად გამოცხადდება ტენდერში გამარჯვებულად და ჩვენი ქვეყნისათვის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი სტარტს აიღებს. პირველ რიგში გვსურს მივულოცოთ საქართველოს ეს ისტორიული მნიშვნელობის ამბავი, რამეთუ ანაკლიის პორტი ნიშნავს უპრეცედენტო ინვესტიციას ქვეყნის ეკონომიკაში, ათასობით ახალ სამუშაო ადგილს, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებს და რაც მთავარია - საქართველო იბრუნებს მის ისტორიულ ფუნქციას - ჩვენ გავხდებით ერთ-ერთი უმთავრესი დერეფანი აზიასა და ევროპას შორის. ბოლო ორ წელიწადში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ყველანაირად ცდილობენ ჩინეთთან პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობების დალაგებას, შედგა არაერთი უმაღლესი დონის ვიზიტი ევროპული ქვეყნების ლიდერებსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას და ფუნქციას ანიჭებს ჩვენს პატარა, ლამაზ საქართველოს. ჩინური ტვირთების გადაზიდვა ევროპაში ანაკლიის პორტის გავლით იქნება უდიდესი სტიმული ჩვენი ეკონომიკისთვის, თუმცა კიდევ უფრო დიდია ამ თემის პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა.

ჩინეთთან გაღრმავებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის ფონზე, რაც კიდევ უფრო გამყარდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საბოლოოდ გადაწყვეტის საკითხით, გლობალური ომის პარტიის მესვეურებმა დაუყოვნებლივ გამოიყვანეს ასპარეზზე თავიანთი აგენტურა და საქართველოს ხელისუფლება ამერიკული ინტერესების დაზიანებაში დაადანაშაულეს. ერთ-ერთ უსამშობლო რადიკალს ისიც კი ათქმევინეს, რომ თითქოს საქართველომ ამერიკულ კომპანიებს უარი უთხრა პორტის მშენებლობაზე. ესეც მორიგი იაფფასიანი ტყუილი და სპეკულაციაა. როგორც მოგეხსენებათ, პორტის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ გრძელვადიან პერიოდში არც ერთ, ხაზგასმით ვამბობთ რომ არც ერთ ამერიკულ კომპანიას რეალური ინტერესი არ გამოუჩენია. არადა საქართველოს მთავრობას ჰქონდა სრული მზაობა, რომ პროექტი სწორედ ამერიკული ინვესტიციით განხორციელებულიყო. უფრო მეტიც, გვაქვს ინფორმაცია, რომ ტენდერის გამოცხადებამდე იყო არაერთი კომუნიკაცია და შეთავაზება ამერიკის ოფიციოზის მიმართ, რომ სწორედ მათ აეღოთ პორტის მშენებლობაზე პასუხისმგებლობა და შემოეყვანათ კომპანია, რომელიც ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებდა, მაგრამ აქაც ნულოვანი ინტერესი იქნა გამოჩენილი. მარტივ და რიტორიკულ კითხვას დავსვამთ - ისეთ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობა მოწოდებული იყო ქვეყანაში ანაკლიის პორტის პროექტი სწორედ ამერიკულ კომპანიას განეხორციელებინა, რა გახდა შეფერხების და უარის მიზეზი? ნუთუ „სტრატეგიულმა პარტნიორმა“ ვერ მოიძია ერთი კომპანია, რომელიც ამ ვალდებულებას აიღებდა? ამ ფონზე კიდევ უფრო ცინიკურად ჟღერს სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადება, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუბიექტებთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი და სათანადო გამოკვლევა, გააზრებულ იქნას პოტენციური გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე და უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი და გამჭვირვალე ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც საქართველოსთვის, სარგებლის მომტანი იქნება". რეალურად, პრობლემა სხვა რამეშია...

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამერიკის ინტერესი არ არის არც საქართველოს და მით უმეტეს, არც ევროპის ეკონომიკის გაძლიერება და აქ წარმატებული პროექტების განხორციელება. უფრო მეტიც, ამერიკის ინტერესი ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ, ევროპის ეკონომიკის დასუსტება და დანგრევაა, რასაც სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს და თანაც, ამ მიზნის მისაღწევად პირდაპირ ომის ქარცეცხლში ხვევს ქვეყნებს. ამ მასშტაბის კრიზისის შექმნაში უმნიშვნელოვანესი როლი ევროპაში მომხდარმა სამმა ომმა – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს, 2014 წლის რუსეთ-უკრაინისა და მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომებმა შეასრულა. შედეგად ევროკავშირის ნომინალური ეკონომიკა 2008 წელს 16.3 ტრილიონი დოლარი იყო, 2024 წლის ბოლოსთვის კი მხოლოდ 17.3 ტრილიონი იქნება. ამასობაში, ამერიკის ნომინალური ეკონომიკა 14.8 ტრილიონიდან 28 ტრილიონ დოლარამდე იზრდება. ვინც ეკონომიკაში ზედაპირულად მაინც ერკვევა, კარგად მიხვდება, თუ რას ნიშნავს 16-წლიანი ეკონომიკური სტაგნაცია ევროკავშირისთვის. აი, ასე გამოიყურება ციფრებში ამერიკული „სტრატეგიული პარტნიორობა“. საქმე იქამდე მივიდა, რომ გერმანული „მერსედესის“ წარმოება იაფი მუშა ხელის არარსებობის გამო სწორედ ამერიკაში გადავიდა და მსგავსი მაგალითები არაერთია. აი, სწორედ ეს არის ამერიკული „დახმარების“ ხელწერა, თორემ ერთ ადამიანსაც კი ვერ დავარწმუნებთ, რომ იყო მთავრობის სურვილი, მაგრამ ამერიკამ ვერ მოახერხა პორტის აშენება. ჩვენს „სტრატეგიულ პარტნიორებს“ არანაირი სურვილი არ აქვთ თავიანთი პოლიტიკა ეკონომიკას დაუკავშირონ და ამ ფორმით სცადონ თავიანთი ინტერესების გატარება. მათ უნდათ, რომ უხეშად, რევოლუციური გზით დააბრუნონ ხელისუფლებაში აგენტურა და მათი ხელით გაატარონ პოლიტიკური ინტერესები. მათი მთავარი ინტერესია, რომ პორტი არ აშენდეს და აქ არის სწორედ მთავარი პრობლემა. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკისთვის არანაირი პრობლემა არ იქნებოდა ამ პროექტის ხელში აღება.

აქვე ორი სიტყვით ხანდაზმული თაღლითების, ხაზარაძე/ჯაფარიძის თემასაც შევეხებით, რადგან მათაც აქვთ პრეტენზია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუშალა პორტის მშენებლობაში. ეს ორი სუბიექტი ჩვენგან დიდ ყურადღებას ნამდვილად არ იმსახურებენ, მაგრამ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თაღლითებმა ვერც ერთი ინვესტორი ვერ დააინტერესეს, პროექტი რამდენჯერმე გადადეს, ბოლოს კი იქამდე მივიდნენ, რომ მთავრობას სთხოვდნენ ტვირთების მოზიდვის გარანტიას, ხოლო თავად უნდა დამსხდარიყვნენ და მოგება დაეთვალათ.

რომ შევაჯამოთ, სახეზე გვაქვს მარტივი მოცემულობა - საქართველოს ხელისუფლება დღეს მოქმედებს ხალხის და ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება და ის მოემსახურება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას, ჭეშმარიტ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას, რაც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ დერეფანს გულისხმობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:59

მსოფლიო

სტოლტენბერგი: შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:24

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე.

17 ივნისი 2024, 22:01

სპორტი

ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ანალენა ბერბოკი

17 ივნისი 2024, 21:21

მსოფლიო

ბერბოკი: თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, პუტინის ჯარი პოლონეთის საზღვართან შეიძლება აღმოჩნდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროპისთვის სერიოზული შედეგების შესახებ ისაუბრა, თუ უკრაინა არ მიიღებს საკმარის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად.

17 ივნისი 2024, 20:27

საზოგადოება

ხელფასის მატების გარეშე საჯარო სკოლის არცერთი მასწავლებელი არ დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელფასის მატების გარეშე საჯარო სკოლის არცერთი მასწავლებელი არ დარჩება - ეს განათლების მინისტრის დაპირებაა. გადაწყვეტილება ანაზღაურების ზრდის შესახებ ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა და ჯამში 52 ათას ადამიანს შეეხება.

17 ივნისი 2024, 20:21

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდ ევროპულ საფეხბურთო ფორუმზე თავის გზას იწყებს - პირველ სადებიუტო მატჩამდე 24 საათი რჩება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი გერმანიიდან

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები უკვე დორტმუნდშია. ფეხბურთელები საბრძოლო განწყობაზე არიან და ამბობენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩასულან. მეტიც, უნდათ „ევრო 2024“ - ზე ქართული კვალი დატოვონ.

17 ივნისი 2024, 20:11

მსოფლიო

გერმანიაში, სამართალდამცველებმა 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს

გერმანიაში, სამართალდამცველებმა 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

17 ივნისი 2024, 20:10

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე გახარიას „ლელოსთან” თანამშრომლობის სურვილზე: ათასი სისაძაგლე მიიზილა გახარიამ პოლიტიკური ჯგუფისგან, ვისაც ახლა უვაზელინოდ ეტენება, შეიძლება სულ არ სიამოვნებს, მაგრამ ასე უთხრეს „დიდმა ძმებმა” და რა ქნას, ასეთია მონის ბედი!

ამ კაცზე მეტად უთავმოყვარეო, პატივაყრილი პოლიტიკოსი, მეორე არ ჰყავს ოპოზიციას, - ასე აფასებს „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მისთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური პარტნიორი „ლელოა”.

ნათია სონღულაშვილი

17 ივნისი 2024, 20:05

საზოგადოება

ნათია სონღულაშვილი: „იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად

„იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად, - ასე ეხმიანება „ქრონიკის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია სონღულაშვილი „ტელეიმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომლის თამარ შარიქაძის განცხადებას.

17 ივნისი 2024, 19:56

საზოგადოება

„ჯივიპი“ მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და დაზიანებული ქსელის ლოკალურად შეკეთება. სამუშაოების პროცესის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას კომპანია ხვალ, 18 ივნისს, დატერასების სამუშაოების დაწყების შემდეგ შეძლებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

17 ივნისი 2024, 19:55

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: მოფიქრება არ გინდა ერთმანეთის მაგინებელი, მლანძღველი და მტრულად განწყობილი პარტიები თუ სუბიექტები ერთად რომ დააყენო, კოალიცია დაარქვა, თან ისეთი მანტია გადააფარო, რომ მათი ნაცური, თაღლითური თუ ბოროტი წარსული დამალო?!

მართლაც ხელოვნებაა პოლიტიკა, მოფიქრება არ გინდა ერთმანეთის მაგინებელი, მლანძღველი და მტრულად განწყობილი პარტიები თუ სუბიექტები ერთად რომ დააყენო, კოალიცია დაარქვა, თან ისეთი მანტია გადააფარო, რომ მათი ნაცური, თაღლითური თუ ბოროტი წარსული დამალო?! ამ ყველაფერს ერთი დიდი პრობლემა აქვს, ისევ სცდება ის გადამთიელი, ისევ არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის ხასიათს, ცოდნას, გამოცდილებას და ღირსებას, ამიტომაც ეს ბოროტი ავანტიურა აუცილებელი მარცხისთვისაა განწირული, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

17 ივნისი 2024, 19:54

საზოგადოება

უახლოეს საათებში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

17 ივნისი 2024, 19:19

პოლიტიკა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას დეტალურად, აქტიურად და ამომწურავად ავრცელებს და აცნობს ყველა ჩართულ მხარეს და საქმიანობებს მაქსიმალური გამჭვირვალობით ახორციელებს, დაინტერესებული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯი და ზოგადად საარჩევნო პროცესი“.

იოავ გალანტი

17 ივნისი 2024, 19:16

LIVE ისრაელი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანის მარიონეტები დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ირანის მარიონეტები დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ.

ირაკლი ჩიქოვანი

17 ივნისი 2024, 18:49

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ

ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ თავდაცვის უწყებისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაცია და თავდაცვის ძალების უკეთ გაცნობა, რის საშუალებასაც იძლევა „ჯარის ბანაკი“.

გიორგი ამილახვარი

17 ივნისი 2024, 18:43

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ჯარის ბანაკის და სკოლებში სამხედრო განათლების შეტანა ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას

ჯარის ბანაკის და სკოლებში სამხედრო განათლების შეტანა ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

17 ივნისი 2024, 18:42

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: მასწავლებლების 70%-ს ხელფასი 500-დან 800-ლარამდე ეზრდება - საჯარო სკოლების არც ერთი პედაგოგი არ დარჩება, ვისაც ხელფასი არ მოემატება

„მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ჩვენს ღირსეულ, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებს ხელფასი გაეზრდება. დღეს საჯარო სკოლებში 52 ათასი სტატუსიანი მასწავლებლები გვყავს და აქედან, 37 ათასს ადამიანს ხელფასი ეზრდება 500-დან 800-ლარამდე“.

17 ივნისი 2024, 18:33

მსოფლიო

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

მიხეილ ყაველაშვილი

17 ივნისი 2024, 18:27

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მგონი, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დააჯილდოვა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მხოლოდ ნაწილი და ეს პასუხია - „იმიტომ“

ფეხბურთის ფედერაციამ მიაწოდა პრეზიდენტს სია, თუ ვის ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დამსახურებების მიხედვით და ვნახეთ შედეგიც, რომ ამ სიიდან მხოლოდ ნაწილს გადასცა სალომე ზურაბიშვილმა ჯილდო. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარია და რა კონტექსტში უნდა განვიხილოთ, არ ვიცი, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

17 ივნისი 2024, 18:25

რეგიონი

18-21 ივნისს, ღამის საათებში, სამუშაოების წარმოების გამო, ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება ერთ ზოლზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მთლიან ჩარჩოვანი კონსტრუქციის მოწყობა, რის გამოც 18-21 ივნისს, 01:00 სთ-დან 05:30 სთ-ის ჩათვლით საჭიროა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ153-კმ160 მონაკვეთზე (E60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთი) სავალი ნაწილის ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე შევიწროება (ხევი-უბისას და უბისა-ხევის მიმართულებებით). ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სავალი ნაწილი ჩაიკეტოს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.