30 მაისი 2024, 13:48 / სანდო წყარო

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022-2023 წლების საქმიანობის ანგარიშები მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 და 2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინა.

სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ბოლო წლებში საკანონმდებლო ბაზის დახვეწამ სააგენტოს საქმიანობა ეფექტური და ქმედითი გახადა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი და 2022 წელს სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფუნქცია დაემატა. სააგენტოში ამუშავდა შესაბამისი დეპარტამენტი და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადაიდგა.

ირაკლი ლექვინაძემ დეტალურად ისაუბრა საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ კონკურენციის, ანტიდემპინგური, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, საერთაშორისო ურთიერთობების თუ საგანმანათლებლო-კვლევითი მიმართულებით.

„გასულ წელს სააგენტოს რეორგანიზაცია განხორციელდა, შეიცვალა სამსახურის დებულება და სტრუქტურა, რამაც უწყება კიდევ უფრო მოქნილი გახადა. ჩამოყალიბდა სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტი და ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტი. ვნერგავთ მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს, ჩამოყალიბდა სასწავლო კვლევითი ცენტრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ მომხმარებელთან მეტი ვიმუშაოთ ცნობიერების ამაღლების მიზნით, რათა ბევრი საკითხის პრევენცია შევძლოთ და უფლებათა დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის მაქსიმალურად იოლი იყოს ჩვენს უწყებასთან მომართვიანობა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ანგარიშის თანახმად, მომხმარებელთა დაცვის ფუნქცია სააგენტოს 2022 წლის ნოემბრიდან დაემატა. იმავე წელს მომხმარებელთაგან 88 განაცხადი შევიდა სააგენტოში, 2023 წელს კი ეს რიცხვი 500-ზე მეტია, საიდანაც პრობლემური საკითხები ძირითადად ეხება ონლაინ ვაჭრობას (65%,).

„მომხმარებელი გრძნობს, რომ მოვაჭრესთან მიმართებაში მარტო არ არის და დარღვევის შემთხვევაში მოგვმართავს. მომართვების უმრავლესობა შეთანხმებით სრულდება, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი იბრუნებს თანხას, ცვლის ნივთს, საჭიროების შემთხვევაში, ხდება შეკეთება ან კომპენსირება, მოვაჭრე კი ასწორებს საკუთარ პოლიტიკას ისე, რომ მომავალში დარღვევის რისკი ნაკლები იყოს“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, 2023 წელს, სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დახურა, გამორჩეული იყო 3 შეთანხმებული ქმედების (კარტელი) თემა - საწვავის, ფარმაციის და ონლაინ ბილეთების ბაზარზე. სამივე საქმეში დადგენილია დარღვევა. მოკვლევის 2 საქმეში სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მიმართ რეკომენდაციები გაიცა, ერთ საქმეში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დადასტურდა, ერთ შემთხვევაში კი დომინანტობის ბოროტად გამოყენება არ იყო დადგენილი.

მისივე თქმით, ამჟამად სააგენტო ახორციელებს თამბაქოს, საავტომობილო საწვავის, ლურჯი მოცვის, თხილის და ასევე, რითეილის ბაზრების მონიტორინგს.

ანგარიშში წარდგენილია გაწეული საქმიანობისა და მიღებული შედეგების თაობაზე მონაცემები.

მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

კომიტეტმა დადებითად შეაფასა მოსმენილი ანგარიშები. კომიტეტის რეკომენდაციები აისახება დასკვნაში, რომელიც პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2024, 14:37

ტაბლოიდი

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ქეით მიდლტონი საჯარო ცხოვრებას უბრუნდება

უელსის პრინცესამ, რომელიც სიმსივნის დიაგნოზის გამო ქიმიოთერაპიის კურსს გადის, სოციალურ ქსელში ფოტო და პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მკურნალობის კურსი ჯერ არ დასრულებულა და კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება, თუმცა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესამჩნევი პროგრესი აქვს.

ბექა ოდიშარია

15 ივნისი 2024, 14:20

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილის შერჩევითი მიდგომა ეს არის გუნდში დემორალიზების შეტანის მცდელობა და თუ შედეგებზე უარყოფითად აისახა, ის იქნება პასუხისმგებელი ქართველი ხალხისა და ისტორიის წინაშე

სალომე ზურაბიშვილის შერჩევითი მიდგომა ეს არის გუნდში დემორალიზების შეტანის მცდელობა და თუ აისახა უარყოფითად შედეგებზე, ის იქნება პასუხისმგებელი ქართველი ხალხისა და ისტორიის წინაშე, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს სახელმწიფო ჯილდო არ გადასცა.

მაკა ბოჭორიშვილი

15 ივნისი 2024, 14:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტის შერჩევით მიდგომაზე: იმის ნაცვლად, რომ გუნდი ერთნაირად ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან დაფასებული, ზურაბიშვილი ამჯობინებს, უფრო მეტი დაყოფა და დანაწევრება შეიტანოს ამ საქმეშიც

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სია დააკორექტირა და ღირსების ორდენი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს არ გადასცა.

ირაკლი ჩიქოვანი

15 ივნისი 2024, 13:51

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.

15 ივნისი 2024, 13:24

საზოგადოება

წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ.

მატია შარკიჩი

15 ივნისი 2024, 13:06

სპორტი

მონტენეგროს ნაკრების მეკარე მატია შარკიჩი 26 წლისა გარდაიცვალა

მონტენეგროს ნაკრების მეკარე მატია შარკიჩი გარდაიცვალა. ბრიტანული მედიის ცნობით, 26 წლის შარკიჩი საკუთარ სახლში გარდაიცვალა, მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

15 ივნისი 2024, 12:58

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

15 ივნისი 2024, 12:57

LIVE ისრაელი

ამერიკელი სამხედროები ღაზის სანაპიროდან ჰუმანიტარული პორტის მისადგომის დროებითი დემონტაჟისთვის ემზადებიან

ამერიკელი სამხედროები ღაზის სანაპიროდან ჰუმანიტარული პორტის მისადგომის, დროებითი დემონტაჟისთვის ემზადებიან. ამის მოტივად ამინდის პირობები სახელდება. ბოლო პერიოდში, ზღვის ძლიერი ღელვისა და შტორმის გამო ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება გართულდა.

ნიკა ახალბედაშვილი

15 ივნისი 2024, 12:55

კულტურა

ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი: მსურს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო მამულიშვილური საქმისთვის - ისტორიას დარჩება ოფიციალური ჩანაწერი, რომ სწორედ მან გადასცა მუზეუმს უმნიშვნელოვანესი ექსპონატი

პირდაპირ გეტყვით, ეს იყო დაუფარავი სიხარული, როდესაც გავიგეთ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი მოღვაწის, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი დააბრუნა საქართველოში, - ამის შესახებ ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა განაცხადა.

დმანისის ეკომიგრანტები

15 ივნისი 2024, 12:41

რეგიონი

დმანისის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

15 ივნისი 2024, 12:27

მსოფლიო

ლიონში მასშტაბური საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის გამარჯვებისა და პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.

ამინდი

15 ივნისი 2024, 12:27

საზოგადოება

16-18 ივნისს საქართველოში დროგამოშვებით წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი, ზღვაზე კი 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

15 ივნისი 2024, 12:20

რეგიონი

ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ გაიხსნა

ყოველ წლიური ფესტივალი წელსაც „ანბანის კოშკთან“ იმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ.

15 ივნისი 2024, 12:10

რეგიონი

სოლომონ პავლიაშვილმა აჭარის სოფლის მეურნეობის მიმართულების ლაბორატორიების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიების თანამშრომლებს შეხვდნენ.

15 ივნისი 2024, 12:00

საზოგადოება

სუს-ის სასწავლო ცენტრის ორგანიზებული პროექტის „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლა“ პირველი სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტ „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის“ პირველი სეზონი დაიწყო.

ალექსანდრე დარახველიძე

15 ივნისი 2024, 11:48

საზოგადოება

შს მინისტრის მოადგილე გაეროს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიაში მონაწილეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდა ნიუ-იორკში გაეროს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 (COSP17) სესიაში.

15 ივნისი 2024, 11:37

რეგიონი

გურიაში, კოლეჯ „ჰორიზონტის“ გორაბერეჟოულის ფილიალში, პროფესიული განათლების საუკუნოვანი ისტორიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მას განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე დაესწრო. სოფელ გორა ბერეჟოულში, 100-წლიანი ისტორიის მქონე ტექნიკუმის ტერიტორიაზე, 2021 წელს ფუნქციონირება დაიწყო კოლეჯ „ჰორიზონტის” ფილიალმა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

15 ივნისი 2024, 11:25

საზოგადოება

ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში, კონფერენცია „ფოკუსი ჰორიზონტი ევროპაზე“ გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის‘‘ მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში კონფერენცია სახელწოდებით - „ფოკუსი ჰორიზონტი ევროპაზე“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მკვლევრები.

რატი იონათამიშვილი

15 ივნისი 2024, 11:14

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ნიუ-იორკში არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. საქართველოში ვბრუნდები ახალი ინიციატივებითა და შემართებით - ცხადია, არავითარი სანქციები, მხოლოდ საქმე

დასრულდა სამუშაო ვიზიტი ნიუ-იორკში, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ფაქტია, საქართველოს დელეგაცია გაეროს შშმ პირთა 17-ე ასამბლეაზე იყო ყურადღების ცენტრში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბუდუ ზივზივაძე

15 ივნისი 2024, 11:12

სპორტი

ბუდუ ზივზივაძე: განწყობა ნაკრებში, როგორც ყოველთვის, არის ძალიან კარგი, საბრძოლო და ამაღელვებელი

საქართველოს ნაკრების ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის განცხადებით, განწყობა ნაკრებში, როგორც ყოველთვის, არის ძალიან კარგი, საბრძოლო და ამაღელვებელი.