03 ივნისი 2024, 17:32 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: სპორტი ნიშნავს უფრო ჯანმრთელ ახალგაზრდობას და ყველაფერი გაკეთდება, რომ მომავალშიც ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

სპორტის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვითარდება ჩვენი სპორტი, გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია როგორც მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება, ასევე მასობრივი სპორტის განვითარება.

„დღეს იხსნება არაჩვეულებრივი სტადიონი, რომელიც აშენდა უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად. ის არის აშენებული, როგორც უეფა-ს მეორე კატეგორიის სტადიონი, ყველა შესაბამისი აღჭურვილობა ადგილზეა, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და რაც მთავარია, თვალს უხარია ასეთი ლამაზი სტადიონი. სპორტის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვითარდება ჩვენი სპორტი, გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები. მნიშვნელოვანია, როგორც მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება, ასევე მასობრივი სპორტის განვითარება, რადგან ყველას მოგეხსენებათ, სპორტი ნიშნავს უფრო ჯანმრთელ საზოგადოებას, უფრო ჯანმრთელ ახალგაზრდობას, სწორ გზაზე მდგომ ახალგაზრდობას და ამიტომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მომავალშიც ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე. ასეთი ობიექტების გახსნაზე აქტიურად მუშაობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო”, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს, პირადად მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანს სპორტის განვითარებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.

„მადლობა ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს. მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ვიზრუნოთ სპორტზე, კონკრეტულად ფეხბურთზე, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებულად საამაყო სპორტის სახეობაა. მინდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად მოგილოცოთ ბავშვებს, ახალგაზრდებს. დარწმუნებული ვარ, ამ სტადიონზე ბევრი ჩემპიონი გაიზრდება. წარმატებებს გისურვებთ ყველას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნის ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაასრულა. პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.2 მილიონი ლარით დაფინანსდა. ახალი საფეხბურთო სტადიონი უმასპინძლებს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ტურნირებს.

ყველა სიახლე

18 ივნისი 2024, 10:19

საზოგადოება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც სუვენირების, როგორც ქვეყნის ტურისტული პროდუქტის განვითარებაა

აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ეფექტურ პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე. პროექტზე მუშაობა სამუშაო ჯგუფების ფორმატში გაგრძელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია, დარგში მომუშავე პრაქტიკოს პროფესიონალებთან ერთად მოხდეს სიმბოლოების დასაბუთებული იდენტიფიცირება.

18 ივნისი 2024, 10:18

საზოგადოება

ტოკიოს იოიოგის ცენტრალურ პარკში ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი გაიმართა

იაპონიაში საქართველოს დღეების ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი ტოკიოს იოიოგის ცენტრალურ პარკში გაიმართა. იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა ქართული ღვინის 9 კომპანიის 12-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო წარადგინეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 ივნისი 2024, 10:04

სპორტი

ირაკლი კობახიძე: დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი, მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!

„მჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის. მამარდაშვილი, ლორია, გუგეშაშვილი, კაშია, კვერკველია, გველესიანი, ტაბიძე, გოჩოლეიშვილი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, დვალი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი, სიგუა, ქოჩორაშვილი, შენგელია, დავითაშვილი, წიტაიშვილი, ალთუნაშვილი, კვეკვესკირი, ლობჟანიძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე, ქვილითაია, კვარაცხელია - მჯერა ამ ბიჭების ნიჭისა და პატრიოტიზმის. მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!“, - აღნიშნავს პრემიერი

კახა კალაძე

18 ივნისი 2024, 09:59

სპორტი

კახა კალაძე: მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ძალიან დიდი შანსი აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, რომ გავიდეს ჯგუფიდან

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგ შედეგს დადებენ ჩვენი ბიჭები. ძალიან მაგარი განწყობა მაქვს, ისეთივე, როგორიც მქონდა საბერძნეთთან მატჩის წინ. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. დღევანდელ ფეხბურთში ზოგადად რთულია წინასწარ გააკეთო პროგნოზი. დღეს ყველაფერი მოსალოდნელია ფეხბურთში, ყველაფერი ხდება, ყველასთან თამაში შეიძლება. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ძალიან დიდი შანსი აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, რომ გავიდეს ჯგუფიდან“, - განაცხადა კალაძემ.

18 ივნისი 2024, 09:44

სპორტი

NBA-ს ჩემპიონი „ბოსტონ სელტიკსი“ გახდა🏀

მატჩის MVP-ს ტიტულის მფლობელი „სელქტიკსის“ ფორვარდი ჯეილენ ბრაუნი გახდა, რომელმაც ბოლო თამაშში 21 ქულა, 6 პასი და 8 მოხსნა დააგროვა.

18 ივნისი 2024, 09:14

სპორტი

„ქართული ოცნების“ დეპუტატები „ჯვაროსნებს“ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩზე წარმატებას უსურვებენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს ისტორიულ მატჩზე წარმატებას უსურვებენ და იმედოვნებენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო თამაში ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ წარმატებულ ნაბიჯად შევა.

გივი მიქანაძე

18 ივნისი 2024, 09:02

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობის არმიღება ნიშნავს, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამ კანონის მიღებას. საზოგადოებაც ამ ყველაფერს გაითვალისწინებს

„მათი დამფინანსებლები მათგან ითხოვენ, რომ შეეწინააღმდეგონ ამ კანონის მიღებას, მაგრამ ამავდროულად, მათ იციან, რომ წინასაარჩევნოდ ამის გაკეთება ძალიან სერიოზულად დააზიანებს მათ. ამიტომ, მოიფიქრეს თავისი ხედვით რაღაც გამოსავალი, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ და ამაში მონაწილეობა არ მიიღონ, მაგრამ მონაწილეობის არმიღება ნიშნავს, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ამ კანონის მიღებას. შესაბამისად, საზოგადოებაც ამ ყველაფერს გაითვალისწინებს“, - მიიჩნევს მიქანაძე.

რატი იონათამიშვილი

18 ივნისი 2024, 08:51

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ პრინციპების დონეზეც არ მიიღებს მონაწილეობას ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვებში, ამით საზოგადოებას ეუბნება, რომ ყველა ამორალური საკითხი მათთვის მისაღებია

„პირველი მოსმენები ითვალისწინებს განხილვას პრინციპების დონეზე. და რა არის პრინციპები - ვიზიარებთ თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხს ან დასაშვებია თუ არა ლგბტ პროპაგანდა და ლიტერატურა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, უნდა ტარდებოდეს თუ არა არასრულწლოვანებში სქესის შეცვლის ოპერაციები. ეს არის პრინციპის საკითხები და როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ პრინციპების დონეზეც არ მიიღებს მონაწილეობას განხილვებში, ამით საზოგადოებას ეუბნება, რომ ყველა ამორალური საკითხი მათთვის მისაღებია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

18 ივნისი 2024, 08:45

მსოფლიო

ბრიუსელში ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები ვერ შეთანხმდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხუთ წელიწადში ერთხელ აირჩიონ თუ ყოველ ნახევარ წელიწადში. ვრცელდება ცნობები, რომ დიდი ალბათობით თანამდებობას მეორე ვადით შეინარჩუნებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლის „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა.

18 ივნისი 2024, 08:35

პოლიტიკა

ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში მიმდინარე კვირაში გაიმართება

პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ირგვლივ საკომიტეტო განხილვები მიმდინარე კვირაში გაიმართება. მმართველი გუნდი კანონპროექტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ოპოზიცია კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია.

გურამ კაშია

18 ივნისი 2024, 08:24

სპორტი

გურამ კაშია: ვეცდებით, კიდევ ერთხელ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა

ევრო 2024-ზე გასვლა ძალიან ემოციური იყო, ეს კადრები ყველამ ნახა. ძალიან ამაყები ვიყავით, მთელი საქართველო ზეიმობდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა ზეიმის დრო აღარ არის. გვსურს, რომ შევასრულოთ ის გეგმა, რისთვისაც ვართ ჩამოსულები, - ამის შესახებ დორტმუნდში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ განაცხადა.

18 ივნისი 2024, 08:18

სპორტი

რეგიონებში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის სპეციალური საქომაგო სივრცეები ეწყობა

საქართველოს ნაკრების საქომაგოდ ემზადებიან რუსთავშიც, სადაც თურქეთთან მატჩის ღია ჩვენება, რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ „ოქსიგენ ფესტის“ სივრცეში გაიმართება. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის 18.00 საათიდან მოწყობილი იქნება კვების, ლუდის და დასასვენებელი სივრცეები. ზუსტად 20.00. საათზე, კი საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, რუსთაველები ერთად შეასრულებენ საქართველოს ჰიმნს.

18 ივნისი 2024, 08:12

სპორტი

„იმედი“ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი თამაშისთვის ემზადება

დღევანდელი ისტორიული საფეხბურთო მატჩისთვის ტელეკომპანია „იმედში“ განსაკუთრებული სამზადისია. ცენტრალური შენობის ეზოში მოწყობილია სივრცე, სადაც „იმედელი“ ქომაგები შეიკრიბებიან და დიდ ეკრანზე ერთად უგულშემატკივრებენ საქართველოს ნაკრებს.

18 ივნისი 2024, 08:00

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს⚽

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ოთარ კიტეიშვილი.

18 ივნისი 2024, 01:49

მსოფლიო

იერუსალიმში, ნეთანიაჰუს რეზიდენციის მახლობლად ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციის მახლობლად ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ბილ ბლერი

18 ივნისი 2024, 01:09

მსოფლიო

კანადის თავდაცვის მინისტრი: ახლა არ არის შესაფერისი დრო უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გასაგზავნად

კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა, რომ კანადამ გადაწყვიტა, შეაჩეროს უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Sky News-ი ავრცელებს.

18 ივნისი 2024, 00:50

ტაბლოიდი

Asap Rocky ბრენდ Bottega Veneta-ს მამის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში შვილებთან ერთად გამოჩნდა. ფოტოგალერეა 📸

Asap Rocky ბრენდ Bottega Venetaს მამის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში შვილებთან ერთად გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს.

იანოშ ბოკა

18 ივნისი 2024, 00:26

მსოფლიო

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი: უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა, იანოშ ბოკამ განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ანჯელინა ჯოლი

18 ივნისი 2024, 00:16

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლი, ქალიშვილ ვივიენთან ერთად Tony Awards-ზე გამოჩნდა

ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი, ქალიშვილ ვივიენთან ერთად Tony Awards-ზე გამოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

ჯონ კირბი

18 ივნისი 2024, 00:00

მსოფლიო

ჯონ კირბი: აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავებით

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავებით. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.