07 ივნისი 2024, 17:11 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი „ატლანტიკური საბჭოს“ რეიტინგზე: ყველა მონაცემი ადასტურებს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა, ქვეყანა მოწინავე ყოფილიყო დემოკრატიული მაჩვენებლებით

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

ყველა მონაცემი ადასტურებს იმას, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა, ქვეყანა მოწინავე ყოფილიყო დემოკრატიულიიმ მაჩვენებლებით, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს მოწინავე დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან განაცხადა.

„ყველა მონაცემი, თუკი რამე კეთდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ადასტურებს იმას, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა, ქვეყანა მოწინავე ყოფილიყო იმ მაჩვენებლებით, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს მოწინავე დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის. ამ პირობებში ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აშანტაჟებენ სწორედ ამავე მიზეზებით, ეს ძალიან უცნაურია. ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან დაკავშირება უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა.

ყველა სიახლე

ჯასტინ ტიმბერლეიკი

19 ივნისი 2024, 10:17

კულტურა

ჯასტინ ტიმბერლეიკი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააპატიმრეს

ტიმბერლეიკი კუნძულ ლონგ-აილენდზე, ქალაქ საგ-ჰარბორში დააკავეს. პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მომღერალმა არ გააჩერა ავტომობილი ნიშანთან STOP, შემდეგ კი თავისი ზოლის ფარგლებს გაცდა. ეს სამართალდამცველმა შენიშნა, რომელმაც მომღერალს გაჩერება მოსთხოვა. ტიმბერლეიკმა ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა.

19 ივნისი 2024, 09:57

რეგიონი

ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობა გრძელდება

ქვეშეთი-კობის გზის პროექტის აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებთან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2024-2025 წლებში იგეგმება.

19 ივნისი 2024, 09:49

სპორტი

არდა გიულერმა, კრიშტიანუ რონალდუმ და პეპემ ევროპის ჩემპიონატზე რეკორდები დაამყარეს⚽

ევროპის ჩემპიონატზე გუშინ რამდენიმე ასაკობრივი რეკორდი დამყარდა - სამივე მათგანი F-ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ასპარეზობს.

ანდრეი კოსტინი

19 ივნისი 2024, 09:33

მსოფლიო

უკრაინის გენერალური პროკურორი ჟურნალისტური გამოძიების გამო რადაში დაიბარეს

ცნობას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ტელეგრამ-გვერდზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კოსტინის რადაში დაბარებას, 216-მა კანონმდებელმა მისცა ხმა. გენერალური პროკურორი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დღეს უნდა წარდგეს.

პიტერ მაგიარი

19 ივნისი 2024, 09:24

მსოფლიო

„ევროპის სახალხო პარტიაში“ უნგრეთის ოპოზიციური პარტიის წევრები შევიდნენ

„მოხარული ვართ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფმა 97%-ით მხარი დაუჭირა ჩვენს შეყვანას. შევძელით და 30%-იანი მხარდაჭერით ევროპარლამენტში 7 ადგილი მოვიპოვეთ. ეს უნგრეთის ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის, 2006 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგია“, - აღნიშნა პარტიის დამფუძნებელმა პიტერ მაგიარმა.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2024, 09:08

სპორტი

მამუკა მდინარაძე: მადლობა ჩვენს გმირ ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის

„მადლობა ჩვენს გმირ ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის!!! ბრძოლა ბოლომდე!!! ყველაფერი წინ არის!!!და არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ასევე ისტორიული დღეა - საქართველომ, ისტორიაში პირველად ითამაშა და პირველი გოლიც გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე!!!“ - წერს მდინარაძე.

იენს სტოლტენბერგი

19 ივნისი 2024, 09:01

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: პუტინის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მჭიდრო კავშირებს ავტორიტარულ სახელმწიფოებთან

„პუტინის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მჭიდრო კავშირებს ავტორიტარულ სახელმწიფოებთან - ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და ირანი. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ უსაფრთხოება არ არის რეგიონული, გლობალურია. ის რაც ევროპაში ხდება, მნიშვნელოვანია აზიისთვის. აზიაში შექმნილი ვითარება კი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამის ნათელი მაგალითია უკრაინა, სადაც რუსეთის აგრესიულ ომს ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი უწყობენ ხელს. ჩვენთვის შემაშფოთებელია ის ალბათობაც, რომ რუსეთმა შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას მხარდაჭერა გამოუცხადოს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ენტონი ბლინკენი

19 ივნისი 2024, 08:57

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი სასოწარკვეთილების ნიშანია

„რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი არის სასოწარკვეთილების ნიშანი, რათა გააძლიეროს ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ომს უკრაინაში. ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან იარაღს და სხვა საბრძოლო მასალას აწვდის რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად. ჩვენს შეშფოთებას იწვევს ირანისა და ჩინეთის ფაქტორებიც, ძალიან ვართ შეშფოთებული ჩინეთის გამო, არა შეიარაღების მიწოდების კუთხით, არამედ იმით, რომ აწვდიან რუსეთს იმას, რაც კრემლს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზების შენარჩუნებისთვის სჭირდება, რათა თავად აწარმოოს უფრო მეტი ტანკი, იარაღი და რაკეტები“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

19 ივნისი 2024, 08:44

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში☂️

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი

19 ივნისი 2024, 08:34

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა

პუტინს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დახვდა. პუტინის ჩრდილოკორეული ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება.

ლაშა დვალი

19 ივნისი 2024, 08:30

სპორტი

ლაშა დვალი: მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს, სადაც გვექნება გამარჯვების და შემდეგ რაუნდში გასვლის შანსი

„რთული თამაში იყო. პირველი 20 წუთი დავიწყეთ რთულად, შემდეგ მოვახერხეთ მომენტების შექმნა, თუმცა რეალიზება არ გამოგვივიდა. ფეხბურთია, ხდება. მოწინააღმდეგემ მოახერხა, ულამაზესი გოლები გაიტანეს, სამწუხაროდ“, - განაცხადა დვალმა.

გიორგი ქოჩორაშვილი

19 ივნისი 2024, 08:24

სპორტი

გიორგი ქოჩორაშვილი: მადლობა ყოველივე ქართველს, რომელიც გერმანიაში ჩამოვიდა, დაგვაფასა და ასევე იმ ხალხს, რომელიც ტელევიზორით გვიყურებდა და გვგულშემატკივრობდა

„თამაშიდან გამომდინარე, გვქონდა ბევრი მომენტი, რომლის გამოყენებაც შეგვეძლო, მაგრამ ეს არაფერი, გავაგრძელებთ შრომას. მადლობა ყოველივე ქართველს, რომელიც გერმანიაში ჩამოვიდა, დაგვაფასა და ასევე იმ ხალხს, რომელიც ტელევიზორით გვიყურებდა და გვგულშემატკივრობდა“, - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

ლუკა ლოჩოშვილი

19 ივნისი 2024, 08:18

სპორტი

ლუკა ლოჩოშვილი: ვფიქრობ, რომ თამაშიდან გამომდინარე უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. რა თქმა უნდა, ეს იმედგაცრუების გრძნობა არის, მაგრამ შემდეგ მატჩებში შევეცდებით უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი

„ვფიქრობ, რომ თამაშიდან გამომდინარე უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. რა თქმა უნდა, ეს იმედგაცრუების გრძნობა არის, მაგრამ პირველი თამაში ყოველთვის უფრო ძნელია და შემდეგ მატჩებში შევეცდებით უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ წარმატებული შედეგი დავდოთ“, - განაცხადა ლოჩოშვილმა.

ლევან იოსელიანი

19 ივნისი 2024, 08:09

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ

ანგარიშში წარმოდგენილია 2023 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი. ანგარიშის თანახმად, გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო უწყებებს 79 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა. 2023 წლის განმავლობაში მომზადდა 10 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში საერთაშორისო ორგანოებში წარსადგენად, 3 კონსტიტუციური სარჩელი, 23 სასამართლო მეგობრის მოსაზრება, და 3 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის.

19 ივნისი 2024, 08:00

სპორტი

„თურქეთმა მოიგო მატჩი, საქართველომ კი ჩვენი გული” - უცხოელი გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დებიუტს აფასებენ

„თურქეთმა მოიგო მატჩი, საქართველომ კი ჩვენი გული”, „მამაცი ქართველები”, „საუკეთესო თამაში ამ დროისთვის” - ეს კომენტარები უცხოელ გულშემატკივრებს ეკუთვნით. ისინი აღნიშნულ კომენტარებს ევრო 2024-ის ფეისბუკის გვერდზე, საქართველო-თურქეთის თამაშის შემდეგ გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ წერენ. ასობით კომენტარი მოწმობს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 ივნისი 2024, 02:30

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინული ძალების მიერ საზღვართან რუსი ტერორისტების პოზიციების განადგურებას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული ძალების მიერ საზღვართან რუსული პოზიციების განადგურებას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა.

19 ივნისი 2024, 02:14

მსოფლიო

პენტაგონი: აშშ-ს არ სურს ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო რეგიონული ომის ხილვა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ-ს არ სურს ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო რეგიონული ომის ხილვა.

პიტერ მაგიარი

19 ივნისი 2024, 01:58

მსოფლიო

POLITICO: ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა ოპონენტმა, პიტერ მაგიარმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში იარაღის გაგზავნის წინააღმდეგია

უნგრელმა ოპოზიციონერმა მოღვაწემ, პიტერ მაგიარმა განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინაში იარაღის გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ჟულიან ლორანსი

19 ივნისი 2024, 01:01

სპორტი

ფრანგი სპორტული ჟურნალისტი: თურქეთი-საქართველო ჯერჯერობით საუკეთესო თამაშია ევროზე

ფრანგი სპორტული ჟურნალისტი, ჟულიან ლორანსი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სადებიუტო მატჩს ეხმაურება.

19 ივნისი 2024, 00:29

სპორტი

საქართველოს დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე. ფოტოგალერეა ⚽️📸

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თავისი სადებიუტო შეხვედრა გამართა.