09 ივნისი 2024, 20:54 / სანდო წყარო

გიორგი კალანდარიშვილი: ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, შეიქმნას აღქმა, თითქოს არჩევნები არის მანიპულირებადი. ეს იძლევა დასკვნის შესაძლებლობას, რომ სახეზეა საარჩევნო გარემოს მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობები

გიორგი კალანდარიშვილი

გიორგი კალანდარიშვილი

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ბოლო დროს დაფიქსირებული ტენდენცია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სახეზეა საარჩევნო გარემოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის დაზიანების მიზანმიმართული მცდელობები. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ბოლო პერიოდში გამოიკვეთა გარკვეული ტენდენცია, რომ შეიქმნას ისეთი აღქმა, თითქოს არჩევნები არის მანიპულირებადი. აღნიშნული ტენდენცია, სხვადასხვა ტიპის განცხადებებში, შეფასებები - ნებსით ხდება ეს თუ უნებლიედ, ფაქტობრივად იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სახეზეა საარჩევნო გარემოსა და ინსტიტუციის საქმიანობის დაზიანების მიზანმიმართული მცდელობები“, - ამბობს კალანდარიშვილი.

ცესკოს თავმჯდომარე ყველა ჩართულ მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან და ხელი არ შეუშალონ საარჩევნო ადმინისტრაციას საკუთარი საქმის კეთებაში.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

14 ივნისი 2024, 14:46

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ბულინგის კამპანიის საბოლოო მიზანი არის დაძაბულობა, შეხლა-შემოხლა ბოლოს ასახონ ე.წ. რეპორტებში და თქვან, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა ძალადობის ქვეშ

„ბულინგის კამპანიის საბოლოო მიზანი არის დაძაბულობა, შეხლა-შემოხლა ბოლოს ასახონ ე.წ. რეპორტებში და თქვან, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა ძალადობის ქვეშ. ეს არის გეგმაზომიერი კამპანია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გეგმაზომიერად ახორციელებს და აქვს სამწუხაროდ უცხოეთიდან მხარდაჭერა. მიზანი ამის არის ერთადერთი - მეტი კონფლიქტი მოხდეს, რომ ეს კონფლიქტი მოხვდეს „რეპორტში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა

თორნიკე რიჟვაძე

14 ივნისი 2024, 14:43

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს 2023-2024 წლის ანგარიში წარუდგინა და ტურიზმის დინამიკა მიმოიხილა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან 2023-2024 წლის ანგარიში წარადგინა. მან რეგიონში ტურიზმის დინამიკა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ გასული წელი იყო უპრეცედენტო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით.

ვლადიმირ პუტინი

14 ივნისი 2024, 14:41

მსოფლიო

ვლადიმირ პუტინი: მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინულმა ჯარმა სრულად უნდა დატოვოს რუსეთის ახალი რეგიონების ტერიტორიები და კიევმა ნატოში გაწევრიანების გეგმებზე უარი თქვას

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინულმა ჯარმა სრულად უნდა დატოვოს „რუსეთის ახალი რეგიონების ტერიტორიები“. ასეთ ტერიტორიებს შორის კრემლის ლიდერმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაასახელა.

14 ივნისი 2024, 14:40

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ფსევდომედასავლეთე თემურ და სოფო ჭყონიას ბიზნესს ჩაჩოჩება ელოდება რუსეთის ბაზარზე, ამერიკულმა Coca-Cola Company-მ „როსპატენტში“ სამი სავაჭრო ბრენდის რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა

„ფსევდომედასავლეთე თემურ & სოფო ჭყონიას ბიზნესს ჩაჩოჩება ელოდება რუსეთის ბაზარზე. ამერიკულმა Coca-Cola Company-მ „როსპატენტში“ სამი სავაჭრო ბრენდის, Coca-Cola, Sprite და Fanta-ს რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა“, - წერს ანალიტიკოსი Facebook-ზე.

ბექა ოდიშარია

14 ივნისი 2024, 14:30

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია NDI-ისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაფინანსებულ, ქალი დეპუტატების კამპანიაზე: „ქართული ოცნების“, ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ორკესტრირებული ფეიკ-კამპანია ანგარებას ეფუძნება და სხვას არაფერს

„ქართული ოცნების“, ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ორკესტრირებული ფეიკ-კამპანია ანგარებას ეფუძნება და სხვას არაფერს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიის „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“ შეფასებისას.

თეონა აქუბარდია

14 ივნისი 2024, 14:26

პოლიტიკა

თეონა აქუბარდია NDI-ის და გაერთიანებული სამეფოს მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიის დაფინანსებაზე: მიზანი არის ვესაუბროთ ხალხს, რომელსაც სურს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კეთილდღეობა

„მიზანი არის ვესაუბროთ ხალხს, რომელსაც სურს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კეთილდღეობა. NDI-ი მათ შორის აძლიერებდა „ქართული ოცნების“ პარტიას, ისევე, როგორც ბრიტანული მხარდაჭერით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი და თუ მათთვის არ იყო პრობლემა ბრიტანული დაფინანსება, „ქართული ოცნების“ პარტიის გასაძლიერებლად, ახლა რატომ არის პრობლემა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მხარდაჭერა?!“

ირაკლი ქადაგიშვილი

14 ივნისი 2024, 14:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი NDI-ის და გაერთიანებული სამეფოს მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიის დაფინანსებაზე: ეს არის პოლიტიკური პროცესების დაფინანსება და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა

„ეს არის უხეშად შეფუთული წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება. როდესაც NDI, IRI, ან სხვა ორგანიზაცია აფინანსებს რაიმე პარტიულ ღონისძიებას, ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ შიდაპარტიული ტრენინგები, რაღაც გარკვეული საკითხის, ან საგანმანათლებლო მიმართულებით ამა, თუ იმ პარტიასთან შიდა მუშაობა. აქ არის ფაქტობრივად ამომრჩეველთან შეხვედრა. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ეს არის არამართლზომიერად, პოლიტიკური პროცესების დაფინანსება და ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში. შემდეგ ეს NDI-ი იქნება რა თქმა უნდა დამკვირვებელი არჩევნებზე და არჩევნების შემფასებელი. ასეთი, რომ იტყვიან, სიმბიოზი გვაქვს ჩვენ დღეს საქართველოში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ბექა ოდიშარია

14 ივნისი 2024, 14:09

პოლიტიკა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ფერეიდნელებისათვის საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოპოვების პრობლემებთან დაკავშირებით წარდგენილ პეტიციაზე იმსჯელა

როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა, პეტიციის ავტორია ა(ა)იპ „ფერეიდნიდან საქართველომდე“ და მასში საუბარია იმის თაობაზე, თითქოს სხვა ეთნოსების წარმომადგენლები უფრო ხშირად იღებენ მოქალაქეობასა და ბინადრობის უფლებას, ვიდრე ფერეიდნელი ქართველები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

14 ივნისი 2024, 14:03

საზოგადოება

ჯივიპის მფლობელი, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სემეკის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს შეხვდნენ

საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორის, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე და GGU ჯგუფისა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს დავით ნარმანიას, კომისიის წევრებს და წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

14 ივნისი 2024, 14:01

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

სისხლის დონორის მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2004 წელს დაარსდა და იგი ყოველწლიურად, 14 ივნისს აღინიშნება. მე-20 საიუბილეო წელს, ამ დღესთან დაკავშირებული კამპანიების სლოგანია „მადლობა სისხლის დონორებს!“

14 ივნისი 2024, 13:39

საზოგადოება

18 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

15 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 16-17 ივნისს წვიმიანი ამინდი მოსალოდნელია ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.

ვიქტორ ორბანი

14 ივნისი 2024, 13:31

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს , რომელმაც უნგრეთს 200 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი მართავს

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს , რომელმაც უნგრეთს 200 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი მართავს

14 ივნისი 2024, 13:15

ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

საქართველოს იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტურის ფარგლებში, სტუმრები ღვინის კომპანიებსა და მარნებს კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები დააგემოვნეს და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 ივნისი 2024, 13:09

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: სი ძინპინი დამპირდა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით არ მოამარაგებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მას დაჰპირდა, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინასთან საომრად იარაღით არ მოამარაგებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

14 ივნისი 2024, 13:09

საზოგადოება

პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

„მე-10 მოწვევის პარლამენტში უკვე მესამედ ვაწყობთ სისხლის უანგარო დონაციის აქციას. მოგეხსენებათ, დონაცია ეს უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო აქტია, როდესაც თითო ადამიანის მიერ გაღებული სისხლი ერთი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. ჩვენთან აქტივობა დიდია - როგორც დეპუტატები, ასევე პარლამენტის თანამშრომლები უანგაროდ აბარებენ სისხლს. მსურს თითოეულ მათგანს, ასევე სისხლის ბანკს დიდი მადლობა გადავუხადო. ყველა თანამოქალაქეს მინდა მოგიწოდოთ, ვისაც ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, აუცილებლად ჩააბაროთ სისხლი და ამით თუნდაც ერთი სიცოცხლე გადაარჩინოთ“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

14 ივნისი 2024, 13:08

პოლიტიკა

რევაზ სოხაძე: ფონდმა „ქართუ“-მ ქალაქს 40 ჰექტრამდე სარეკრეაციო სივრცე გადაურჩინა

საკრებულოს უმრავლესობის თქმით, ოპონენტების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების ხელყოფა ხდება -ტყუილია. დეპუტატის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, რეკრეაციული სივრცეები ასობით ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო, რაც ამ ქალაქის ისტორიაში არასდროს მომხდარა

14 ივნისი 2024, 13:05

საზოგადოება

ელისო ბოლქვაძე ჩინეთის დელეგაციას შეხვდა

მხარეებმა ისაუბრეს სახელოვნებო და ინკლუზიური განათლების ინოვაციური მეთოდოლოგიების განვითარებაზე და აღნიშნეს, რომ კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ხალხთა შორის დაახლოებას

14 ივნისი 2024, 13:04

რეგიონი

ბათუმში „ზაფხულის ფესტივალზე“ ცნობილი ქართული ბენდები იმღერებენ

ბათუმში 15-16 ივნისს დაგეგმილ „ზაფხულის ფესტივალზე“ ცნობილი ქართული ბენდები და შემსრულებლები იმღერებენ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, „მგზავრები“, „სალიო“, „კახაბერი და ხანუმები“, „ანიკი“ ფესტივალის სტუმრების განწყობაზე სხვა მოწვეულ და ადგილობრივ ბენდებთან ერთად იზრუნებენ.

14 ივნისი 2024, 12:49

საზოგადოება

საქპატენტში საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (GESIP) მმართველი კომიტეტის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა

აღსანიშნავია, რომ GESIP საქპატენტისა და შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) ერთობლივი პროექტია, რომელიც 2022 წელს დაიწყო და ხორციელდება შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტიან გამოყენებას, მათ შორის, საპატენტო ძიებებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას, გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე პროდუქტების მწარმოებლებისა და მწარმოებელთა ასოციაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი სერვისების გაუმჯობესებას

14 ივნისი 2024, 12:34

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა.