IMEDI /  12 ივნისი 2024, 14:29 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნის შეძენის ფაქტი ოპოზიციურ სპექტრში ქილიკის საგნად იქცა

მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, სოციალურ ქსელებში ახალი კამპანია დაიწყო - დამცირება, ქილიკი და მმართველი გუნდის წევრების დაცინვა.

ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერებთან და მათ მხარდამჭერებთან ერთად ეს ქველმოქმედება საქილიკო გახდა პრეზიდენტისთვისაც, რომელმაც ჯერ მყიდველის სახელის და გვარის გაგებამდე სოციალურ ქსელში ამ ხელნაწერის მნიშვნელობაზე პოსტი გააზიარა, ქველმოქმედებისა და ქველმოქმედის გააშკარავებს შემდეგ კი მისთვის, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი მიუღებელი აღმოჩნდა. სოციალურ ქსელებში აგორებულ კამპანიას ოპოზიციაში გამართლება უკვე მოუძებნეს და თქვეს, რომ როცა ქველმოქმედებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, საზოგადოების მხრიდან მსგავსი შეფასებები სრულიად მოსალოდნელია.

„ეს კიდევ ერთი წინასაარჩევნო ქმედება მგონია იმიტომ, რომ თუ მას ამ ტიპის ქველმოქმედება სურდა, შეეძლო იქამდე გაეკეთებინა, სანამ პოლიტსაბჭოს საპატიო თავმჯდომარე გახდებოდა, ან თუნდაც არჩვნების შემდეგ, ამ ტიპის შეფასებები რომ არ მოჰყოლოდა“, - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა თეონა აქუბარდიამ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადასცემს, სოციალურ ქსელში ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და პოლიტიკურად აქტიურმა ფიგურამ სტატუსიც კი წაშალა, სადაც იოანე ზოსიმეს ხელნაწერის მნიშვნელობაზე იყო საუბარი.

„ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი რუსული რეჟიმი შეინარჩუნოს და უნდა გვესმოდეს, რომ არასოდეს არაფერი მას ისე არ უქნია, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის არ მოეხმარა საბოლოოდ ეს ქველმოქმედება“, - განაცხადა „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

მმართველი გუნდისთვის კი სოციალურ ქსელებში სახელისუფლებო პარტიისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის დისკრედიტაციის შემცველი განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიცია თავის აქტივთან ერთად ყველანაირი, მათ შორის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესების საკუთარ პოლიტიკური დღის წესრიგის მორგებას ცდილობს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ იმასაც, რომ მსგავსი არასწორი აღქმისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე მუშაობა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს სინას მთის კოლექციიდან. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცი

22 ივლისი 2024, 01:24

არჩევნები ამერიკაში

ოლაფ შოლცი: ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

22 ივლისი 2024, 01:00

არჩევნები ამერიკაში

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობაზე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე დარჩება

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობაზე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე დარჩება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

22 ივლისი 2024, 00:50

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: ტრამპი, ვენსი და ორბანი ერთი ჯგუფია - უკვე სერიოზული გაერთიანებაა. ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებზე ზრუნავენ

ტრამპი, ვენსი და ორბანი ეს ერთი ჯგუფია - უკვე სერიოზული გაერთიანებაა. შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ ქვეყანებზე ზრუნავენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ჯეიმს დევიდ ვენსი

22 ივლისი 2024, 00:44

არჩევნები ამერიკაში

ჯეიმს დევიდ ვენსი: ჯო ბაიდენი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო, ხოლო კამალა ჰარისი მის გვერდით იყო ყოველ ნაბიჯზე

დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეიმს დევიდ ვენსი საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კამალა ჰარისი

22 ივლისი 2024, 00:27

არჩევნები ამერიკაში

კამალა ჰარისი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო „დემოკრატიული“ პარტია, გავაერთიანო ჩვენი ერი დონალდ ტრამპის დასამარცხებლად

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის მხარდაჭერის მიღება მისთვის დიდი პატივია.

ბარაკ ობამა ჯო ბაიდენი

22 ივლისი 2024, 00:12

არჩევნები ამერიკაში

ბარაკ ობამა: ჯო ბაიდენი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი იყო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

რამაზ საყვარელიძე

22 ივლისი 2024, 00:10

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: ჯო ბაიდენის მიერ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის საკითხი მიუთითებს, რომ მას რაღაცის გარანტიები სჭირდება

თავისი პარტიიდან გარანტიის ყველაზე მეტი განსახიერება იყო კამალა ჰარისი. არჩევნების მოგების შემთხვევაში, იგი ბაიდენის მომხრე იქნება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ბილ კლინტონი ჰილარი კლინტონი

21 ივლისი 2024, 23:55

არჩევნები ამერიკაში

კლინტონებმა მხარი დაუჭირეს კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მხარი დაუჭირეს კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.

პეტრე მამრაძე

21 ივლისი 2024, 23:45

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყანა სწორ გზით მიდის, ოქტომბრის არჩევნებზე კი მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწევს ომსა და მშვიდობას შორის

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“ – ში საქართველოს მიერ აღებულ პოლიტიკურ გეზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დგას მიუხედავად ყველა პროვოკაციისა, რომელიც უცხოეთიდან მოდის. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის მოუწევს.

პეტრე მამრაძე

21 ივლისი 2024, 23:40

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სროლის შემდეგ ტრამპი ფეხზე წამოდგა და იყვირა „იბრძოლეთ“ – ეს მომენტი დარჩება ისტორიას. როცა სისხლით დაფარული სახე აქვს ადამიანს, აშკარად უშიშარია და ამბობს, რომ უნდა ვიბრძოლოთ, ეს არის ძალიან ძლიერი განაცხადი

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წინასაარჩევნო ვითარებაზე და დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე. მამრაძემ აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ისტორიაში შევა, ტრამპი კი მამაც ადამიანად დაამახსოვრდება ყველას.

ჯო ბაიდენი კამალა ჰარისი

21 ივლისი 2024, 23:36

არჩევნები ამერიკაში

ჯო ბაიდენმა საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - ვინ ჩაანაცვლებს ბაიდენს? როგორ აირჩევენ „დემოკრატიული“ პარტიის ახალ საპრეზიდენტო კანდიდატს?

„დემოკრატიული“ პარტიის ლიდერების ზეწოლის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო საგანგებო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებიდან გასვლის შესახებ.

პეტრე მამრაძე

21 ივლისი 2024, 23:35

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: ამერიკის წამყვანმა ექსპერტებმაც არ იციან - არავინ ამბობს, რომ თუ ბაიდენი გადადგება, კამალა ჰარისი პრეზიდენტი იქნება

ამერიკის წამყვანმა ექსპერტებმაც არ იციან - არავინ ამბობს, რომ თუ ბაიდენი გადადგება, კამალა ჰარისი პრეზიდენტი იქნება, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გიორგი გველესიანი

21 ივლისი 2024, 23:03

საზოგადოება

გიორგი გველესიანი: დავინახე, ვილი სანიოლი სკუტერით მიდიოდა. მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან, მეორე სკუტერს მოვაჯექი და ვცდილობდი, დავწეოდი, მინდოდა, მეკითხა - „ვილი, გამარჯობა. თუ მიცნობთ მე?“. სამწუხაროდ, ვერ დავეწიე

დავინახე, ვილი სკუტერით მიდიოდა. მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან, მეორე სკუტერს მოვაჯექი და ვცდილობდი, დავწეოდი, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

მაიკ ჯონსონი

21 ივლისი 2024, 22:54

არჩევნები ამერიკაში

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2024, 22:46

არჩევნები ამერიკაში

ტრამპი: თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის და, რა თქმა უნდა, არ იყო შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გიორგი გველესიანი

21 ივლისი 2024, 22:45

სპორტი

გიორგი გველესიანი: ჩემს ძალიან ღრმა სიზმრებში შესაძლოა ვოცნებობდი განსაკუთრებულ თამაშზე, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას, რომ ეს იქნებოდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს იქნებოდა მერვედფინალში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა გადაცემაში „ნოესთან“ მის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა და ბავშვობის ოცნებები და ფიქრები გაიხსენა. მისი თქმით, ვერც ერთ სიზმარსა თუ ოცნებაში ვერ წარმოიდგენდა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ შედეგებს.

გიორგი გველესიანი

21 ივლისი 2024, 22:40

საზოგადოება

გიორგი გველესიანი: გუნდში ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გიორგი ქოჩორაშვილმა დატოვა. ეს ადამიანი არის სრული პოზიტივი და მომართულია თვითგანვითარებისკენ

ამ მცირე პერიოდში ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გიორგი ქოჩორაშვილმა დატოვა. ეს ადამიანი არის სრული პოზიტივი და მომართული თვითგანვითარებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

კამალა ჰარისი ჯო ბაიდენი

21 ივლისი 2024, 22:31

არჩევნები ამერიკაში

ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელიც ოფიციალურად გამოეთიშა საარჩევნო რბოლას, მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.

21 ივლისი 2024, 22:15

საზოგადოება

22 და 23 ივლისს, 22:00 საათზე, ყველაზე რეიტინგული მეგაშოუს, „ვინ ვინ არის“ ნახევარფინალი და გრანდიოზული ფინალი გაიმართება

დიდი სატელევიზიო დღესასწაული „იმედზე“ - ხვალ და ზეგ, ორშაბათს და სამშაბათს, 22:00 საათზე, ყველაზე რეიტინგული მეგაშოუს ნახევარფინალი და გრანდიოზული ფინალი.

დავით ქართველიშვილი

21 ივლისი 2024, 22:05

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უკრაინის კანონმდებლობით, აკრძალულია რეფერენდუმის ჩატარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თემაზე, კლიჩკო კი სწორედ ამას აანონსებს

„ძალზე საინტერესო ინტერვიუ, რომელიც ვიტალი კლიჩკომ იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-ს მისცა. ნაწყვეტი: „ზელენსკის მოუწევს მიმართოს რეფერენდუმს. არა მგონია, მან შეძლოს სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე, ცალმხრივად მიაღწიოს მტკივნეულ და მნიშვნელოვან შეთანხმებებს". - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.