12 ივნისი 2024, 23:46 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენაზე: ამას აქვს საკრალური მნიშვნელობა, იმიტომ, რომ დღევანდელი საქართველო ამ ქველმოქმედებით დაუკავშირდა თავის უძველეს სულიერ მემკვიდრეობას

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

უდავოდ ისტორიული ამბავია, არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, რომ იოანე ზოსიმეს ხელნაწერი, რომელიც უძველესია და ვიცით, რომ მე-10 საუკუნეში მოღვაწეობდა ეს ქართველი ბერი, მათ შორის, სინას მთაზე, ეს ხელნაწერი ღია აუქციონზე იყიდა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და გადასცა საკუთარ სამშობლოს, საქართველოს საჩუქრად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

მისივე თქმით, ის მნიშვნელობაც აქვს ამას, რომ საზოგადოებას და საქართველოს თავის წევრებს შორის ეგულება და ეიმედება ისეთი კაცი, რომელიც ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში აფინანსებს ახალ უნივერსიტეტს, აფინანსებს მონასტრების აღდგენას, აფინანსებს ფიროსმანის ნახატის ყიდვას, დაბრუნებას სამშობლოში, აფინანსებს სინას მთაზე დაწერილი ამ უძველესი წიგნის ყიდვასა და ჩამოტანას საქართველოში.

„დღეს ციფრულ სამყაროში, ყველამ ვიცით, რომ ტექსტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა არ არის ისე, რომ როგორც იყო გასული ათწლეულის, ან წინა ათწლეულების დროს, როდესაც უძველესი წიგნი ან ტექსტი არ იყო ისე ფართოდ ხელმისაწვდომი, დღეს ციფრულმა სამყარომ ეს რეალობა შეცვალა. ნებისმიერი ტექსტი შეგიძლია გააციფრულო და ერთ დღეში გახადო ხელმისაწვდომი მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის, მაგრამ ამ ხელნაწერის საქართველოში ჩამოტანის და საქართველოსთვის გადმოცემას აქვს საკრალური მნიშვნელობა. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ მეცნიერებს ან მოქალაქეებს გაუჩნდებათ საშუალება ტექსტი წაიკითხონ, ორიგინალი ხელნაწერი, რომელიც ძველ ფურცლებზე თავისი ხელით იოანე ზოსიმემ გადააწერა. ამას აქვს საკრალური მნიშვნელობა, იმიტომ, რომ დღევანდელი საქართველო ამ ქველმოქმედებით დაუკავშირდა თავის უძველეს სულიერ მემკვიდრეობას და ეს ქვეყნის განვითარების რაღაც ეტაპზე მიუთითებს უკვე, როდესაც სახელმწიფოს თავისი საბაზისო ფუნქციები, კრიტიკული საკითხები ასე თუ ისე გადაწყვეტილი აქვს და განვითარების შემდეგ ეტაპზე გადადის, როდესაც იწყებს უკვე ფიქრს და ზრუნვას მემკვიდრეობის აღდგენაზე, სულიერების განვითარებაზე და ამ დიდი პროცესის ნაწილი ქველმოქმედი, დამფინანსებელი გახდა სწორედ, ბიძინა ივანიშვილი. ეს ერთი და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ სხვათა შორის ბევრი ღიად და ბევრი თავისთვის მსჯელობდა, სანამ ეს აუქციონი დაიწყებოდა, რომ შევაგროვოთ ფული, ჩვენ ხომ არ ვიყიდოთ ეს წიგნი, მაგრამ ბევრი ადამიანიც, მე რამდენადაც გავიგე და მათ შორის, ჩემი ნაცნობებიც არიან, ერთმანეთში მსჯელობდნენ, რომ ნეტავ ბიძინა ივანიშვილი ხომ არ იყიდის ამ წიგნს და ხომ არ გადასცემს საქართველოს საჩუქრადო.

მართლა ასე მოხდა და ეს მნიშვნელობაც აქვს ამას, რომ საზოგადოებას და საქართველოს თავის წევრებს შორის ეგულება და ეიმედება ისეთი კაცი, რომელიც ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში აფინანსებს ახალ უნივერსიტეტს, აფინანსებს მონასტრების აღდგენას, აფინანსებს ფიროსმანის ნახატის ყიდვას დაბრუნებას სამშობლოში, აფინანსებს სინას მთაზე დაწერილი ამ უძველესი წიგნის ყიდვასა და ჩამოტანას საქართველოში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2024, 22:25

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს 26 ოქტომბრის არჩევნების მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უზრა ზეიას შეხვდა.

12 ივლისი 2024, 22:21

მსოფლიო

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

12 ივლისი 2024, 22:17

ჯანდაცვა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულ ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ჰიდროფობიის კლინიკური ნიშნებით ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადასტურდა ცოფის შემთხვევა, - ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლოიდ ოსტინი ანდრეი ბელოუსოვი

12 ივლისი 2024, 21:57

მსოფლიო

აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონი ავრცელებს.

ოთარ შამუგია

12 ივლისი 2024, 21:50

საზოგადოება

ოთარ შამუგია: ბოლო წლების განმავლობაში, დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებაში 200 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული

თეთრამღვიმე, ოკაცეს კანიონი და კოლხეთის ეროვნული პარკი - დაცული ტერიტორიების სააგენტომ ჟურნალისტებისთვის მედიატური გამართა.

12 ივლისი 2024, 21:44

მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: ბოლო ორი თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის საბრძოლო დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზარდა

უკრაინაში რუსეთის დანაკარგები მაისსა და ივნისში მნიშვნელოვნად გაიზარდა და უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მიმდინარე ომის პერიოდში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ნენსი პელოსი ბარაკ ობამა

12 ივლისი 2024, 21:17

მსოფლიო

CNN: ობამამ და პელოსიმ კერძო საუბრებში შეშფოთება გამოთქვეს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მომავალთან დაკავშირებით

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ კერძო საუბრებში შეშფოთება გამოთქვეს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მომავალთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ბექა დავითულიანი

12 ივლისი 2024, 21:10

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი დაგროვებითი პენსიის შესახებ ცვლილებათა პაკეტზე: როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ამჟამად მოტივირებული შენიშვნები არ გააჩნდა, არ დაადო ვეტო და პირდაპირ წერილი გამოაგზავნა

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ამჟამად მოტივირებული შენიშვნები არ გააჩნდა, არ დაადო ვეტო და პირდაპირ წერილი გამოაგზავნა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა დაგროვებითი პენსიის შესახებ ცვლილებათა პაკეტზე საუბრისას განაცხადა.

ძაღლები

12 ივლისი 2024, 21:00

ჯანდაცვა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის შედეგად 45 წლის ქალი გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 45 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა.

ირაკლი ზარქუა

12 ივლისი 2024, 20:42

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც უნდა პატივისცემა, ინტერესების გათვალისწინება და არა ვასალური დამოკიდებულება

ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც უნდა პატივისცემა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ საქართველოს ბიუჯეტისთვის საფრანგეთიდან პირდაპირი დახმარების დროებითი შეჩერების შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე საუბრისას.

12 ივლისი 2024, 20:28

პოლიტიკა

უზრა ზეია: მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

უზრა ზეია - მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, - წერს სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ცესკო-ს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრის შესახებ.

12 ივლისი 2024, 20:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დინამიკაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დინამიკაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

დევიდ ლემი

12 ივლისი 2024, 20:07

მსოფლიო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში ომი, სამწუხაროდ, კიდევ მრავალი თვე გაგრძელდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი მაშინ დასრულდება, როცა პუტინი წავა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

12 ივლისი 2024, 19:56

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა.

ვლადიმერ ბოჟაძე

12 ივლისი 2024, 19:41

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობაზე: ბევრი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ ამ კანონმდებლობას მიიღებთ, შეიძლება, თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იყოს, თითქოს, რომელიმე სახელმწიფოს და ხალხს ეს გაუბედეს

ბევრი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ თქვენ ამ კანონმდებლობას მიიღებთ, მაშინ შეიძლება, თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იყოს. თითქოს, ევროკავშირი როცა ფუძნდებოდა ან ნებისმიერი გაფართოების დროს რომელიმე სახელმწიფოს და ხალხს გაუბედეს, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“.

გოგა ხაინდრავა

12 ივლისი 2024, 19:37

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: სადაც ბაიდენს ტრამპი ვიცე-პრეზიდენტი ჰგონია, ხოლო ზელენსკი პუტინი, ქართული კანონი რუსული რომ ეგონოთ, რა მოხდა? FARA-ც რუსულიაო, გვიმტკიცებდნენ

„თეთრი სახლის ცკ-ის ინსტრუქტორებმა მოუხშირეს ჩამოსვლა და „რუსული კანონის“ გამო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე შფოთი.

12 ივლისი 2024, 19:27

მსოფლიო

გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე ზიანი მიაყენა კავშირს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე ზიანი მიაყენა კავშირს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

ვლადიმერ ბოჟაძე

12 ივლისი 2024, 19:19

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: სურთ, უთხრან საზოგადოებას, რომ არაფერი კავშირი აქვთ სისხლიან რეჟიმთან და ცალ-ცალკე მოვალენ პარლამენტში

„ომის ქარტია“, რომელიც ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეადგინა, მისი შესრულება ტექნიკურად, სამართლებრივად უბრალოდ, წარმოუდგენელია, ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ამ აქტს შესრულება არ უწერია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

12 ივლისი 2024, 19:10

პოლიტიკა

1 ოქტომბრიდან ბრაკონიერობაზე სანქციები მკაცრდება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა, - ამის შესახებ აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაკა ბოჭორიშვილი

12 ივლისი 2024, 18:56

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც პარლამენტის წევრი ისა კარამანი ხელმძღვანელობს.