13 ივნისი 2024, 12:17 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი მინისტრის საათზე: ასეთი ფორმატი, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციისთვის უნდა იყოს საინტერესო, თუმცა, ისინი ბოიკოტს უცხადებენ ყველას და ყველაფერს, სინამდვილეში სათქმელი არაფერი აქვთ

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

მათ რასაც დაუსახავენ გარედან პატრონები, უნდა იყვირონ რუსეთი, რუსეთი, ეს არის. მათი მთლიანი კამპანია არის ზიზღი, ტერორი, მუქარა და რასაც ამ ყველაფერს ვაკვირდებით, მათი ერთადერთი მიზანი არის ხელისუფლების მიტაცება გარე ძალებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ბოიკოტის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ფორმატი, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციისთვის უნდა იყოს საინტერესო, თუმცა, ისინი ბოიკოტს უცხადებენ ყველას და ყველაფერს, იმიტომ, რომ სინამდვილეში სათქმელი არაფერი აქვთ.

„რაც შეეხება მინისტრის საათს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება შესაძლებლობა მოვუსმინოთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს. ზოგადად, ეს ფორმატი ოპოზიციისთვის უნდა იყოს უფრო საინტერესო, ვინაიდან, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ მინისტრს დაუსვან კითხვები. ჩვენ კომუნიკაციის ბარიერი, პრობლემა მინისტრთან არ გვაქვს. მთავრობა არის საპარლამენტო უმრავლესობის მთავრობა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფორმატების მიღმაც გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია მთავრობის წევრებთან. დარგობრივ კომიტეტებს აქვთ შესაბამის მინისტრებთან კომუნიკაცია, ისევე, როგორც პოლიტიკურ გუნდში შიგნით გვაქვს კომუნიკაცია მთავრობასთან.

ამიტომ, ასეთი ფორმატი, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციისთვის უნდა იყოს საინტერესო, თუმცა, ისინი ბოიკოტს უცხადებენ ყველას და ყველაფერს, იმიტომ, რომ სინამდვილეში სათქმელი არაფერი აქვთ, იმიტომ, რომ უნდა მოვიდნენ მაშინ და ისაუბრონ განათლების პოლიტიკაზე და რა უნდა თქვან? არაფერი აქვთ.

წინაზე იყო ჯანდაცვის მინისტრი, უნდა ესაუბრათ ჯანდაცვის პოლიტიკაზე, რა უნდა თქვან? არაფერი სათქმელი არ აქვთ. მათ რასაც დაუსახავენ გარედან პატრონები, უნდა იყვირონ რუსეთი, რუსეთი, ეს არის. მათი მთლიანი კამპანია არის ზიზღი, ტერორი, მუქარა და რასაც ამ ყველაფერს ვაკვირდებით და მათი ერთადერთი მიზანი არის ხელისუფლების მიტაცება გარე ძალებისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

ვახო მუსხელი

19 ივლისი 2024, 21:15

კულტურა

ეროვნული გალერეა ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ვახტანგ მუსხელიშვილის გამოფენას მასპინძლობს

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ვახტანგ მუსხელიშვილის გამოფენას მასპინძლობს.

19 ივლისი 2024, 21:05

სპორტი

20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავა

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მე-9 ადგილზე დაასრულა.

ჯო ბაიდენი

19 ივლისი 2024, 20:40

არჩევნები ამერიკაში

ბაიდენის საარჩევნო კამპანია: ალტერნატიული საპრეზიდენტო კანდიდატის გეგმა არ არსებობს - რამდენიმე კვირაში ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდება საპრეზიდენტო კანდიდატი

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიამ პარასკევს გამოაქვეყნა ახალი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ალტერნატიული საპრეზიდენტო კანდიდატის გეგმა არ არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

19 ივლისი 2024, 20:36

რეგიონი

წყალტუბოში „სოლიდარობის თემის" ორგანიზებით ლგბტ თემისა და ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო

პროექტს გიორგი მშვენიერაძე ხელმძღვანელობს. „ქრონიკის“ ჯგუფს გადაღებაზე უარი უთხრეს და არც კითხვებს უპასუხეს. კომენტარს არც მშვენიერაძე აკეთებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

19 ივლისი 2024, 20:18

მსოფლიო

ნეთანიაჰუ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ებრაელი ხალხი არ არის ოკუპანტი საკუთარ მიწაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისრაელის ყოფნა უკანონოა“.

სოსო გიორგაძე

19 ივლისი 2024, 20:10

საზოგადოება

სოსო გიორგაძე: ცნობადობის გაზრდა მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობამ იცოდეს, ადამიანის შრომის შედეგად მიღებული ინტელექტუალური პროდუქტი არის ქონება, რომლითაც შეუძლია დიდი შედეგი მოუტანოს ქვეყანას

ინტელექტუალური საკუთრება, გამოგონება, სიახლე - ეს არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მსოფლიო, - ამის შესახებ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

პიტერ სიიარტო

19 ივლისი 2024, 20:02

პოლიტიკა

სიიარტო: ევროკავშირი ბედნიერი უნდა იყოს იმით, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება - ბრიუსელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს.

19 ივლისი 2024, 19:56

სამართალი

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, პროკურატურამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

თამარ ჩიბურდანიძე

19 ივლისი 2024, 19:55

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ძალიან მალე „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ თითქმის ყველა ქვეყანა მიიღებს

ძალიან ამაყი ვარ, როგორც ჩემი „ხალხის ძალის“ წევრი და როგორც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი, რომ ჩვენ შევძელით და ეს კანონი მივიღეთ საქართველოში. ეს კანონი არის ქვეყნისთვის გაკვალული გზა, რომელსაც დღეს გადიან ევროპული სახელმწიფოები.

19 ივლისი 2024, 19:54

მსოფლიო

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო: პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისრაელის ყოფნა უკანონოა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ არასავალდებულო საკონსულტაციო დასკვნაში განაცხადა, რომ ისრაელის დასახლებების პოლიტიკა უკანონოა და რომ ის უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად.

სოსო გიორგაძე

19 ივლისი 2024, 19:45

საზოგადოება

სოსო გიორგაძე: საერთაშორისო დონეზე იმის დადასტურება, რომ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრება დაცულია და ბიზნეს აქვს გარანტია, რომ ისინი თავისუფლად შეძლებენ ოპერირებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია

ინტელექტუალური საკუთრება, ტექნოლოგიები, რომელიც თანამედროვე ეკონომიკისა და ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილია, მუდმივად ეძებს მნიშვნელოვან, სტაბილურ ბაზრებს, რომელიც განვითარებადია და ამ ნაწილში იმის დადასტურება საერთაშორისო დონეზე, რომ საქართველოში ეს ინტელექტუალური საკუთრება დაცულია და ბიზნეს აქვს გარანტია, რომ ისინი თავისუფლად შეძლებენ ოპერირებას საქართველოში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მაია ბითაძე

19 ივლისი 2024, 19:32

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ღრმად მწამს, რომ მომავალი ნათელია და ამ ნათელ მომავალს ეტაპობრივად, მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკური სტაბილურობისა, უსაფრთხოების შენარჩუნებისა და განვითარების პარალელურად „ქართული ოცნება“ შექმნის და გააძლიერებს

„ის რიტორიკა, რომელიც გვესმის ზოგიერთი უცხოელისგან ჩაჯდება იმ დიპლომატიურ და იმ სწორ ფორმატში, რა ფორმატშიც ჩვენ ამას ვაკვირდებოდით წლების განმავლობაში, სწორედ იმ გზაზე, რომელიც სხვათა შორის, „ქართულმა ოცნებამ“, შევახსენებ ჩვენ ოპონენტებს, მოიტანა 2014 წლიდან დაწყებული რატიფიცირებით, დასრულებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

სოსო გიორგაძე

19 ივლისი 2024, 19:24

პოლიტიკა

სოსო გიორგაძე: საერთაშორისო დონეზე, ნებისმიერი შეხვედრის დროს, არ მქონია შემთხვევა, როდესაც არ აღიარებდნენ საქართველოში ძლიერი ინსტიტუტების არსებობას - ეს არის სწორი მიდგომის, ხელისუფლების მუშაობისა და საჯარო მოხელეების დამსახურება

„ევროპის საპატენტო უწყებასთან, ჟენევაში, ხელი მოეწერა ორწლიან საერთო სამოქმედო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს საქპატენტისა და ევროპის საპატენტო უწყებას შორის თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ცნობადობის გაზრდა ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოგონებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ექსპერტიზის სისტემებისა და ელექტრონული სისტემების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ეს არის ორმხრივი თანამშრომლობის შედეგი და არის ორმხრივად სასარგებლო“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 ივლისი 2024, 19:14

მსოფლიო

ზელენსკი: თუ ვიმოქმედებთ შეთანხმებულად და მივყვებით სამშვიდობო სამიტის ფორმატს, შეგვიძლია დავასრულოთ ომის ცხელი ეტაპი - შეგვიძლია ვცადოთ ამის გაკეთება მიმდინარე წლის ბოლომდე

ვფიქრობ, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ შეთანხმებულად და მივყვებით სამშვიდობო სამიტის ფორმატს, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ომის ცხელი ეტაპი, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში.

სოსო გიორგაძე

19 ივლისი 2024, 19:06

პოლიტიკა

სოსო გიორგაძე: ევროპის საპატენტო უწყებასთან ხელი მოეწერა ორწლიან საერთო სამოქმედო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს საქპატენტისა და ევროპის საპატენტო უწყებას შორის თანამშრომლობას

საქართველო, როგორც კანდიდატის ქვეყანა, ყოველდღიურად ემზადება იმისთვის, რა ფორმით მოვექცეთ ევროკავშირის საერთო სამართლებრივ სივრცეში, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სივრცეში, - ამის შესახებ საქპატენტის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

19 ივლისი 2024, 19:05

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ვხედავთ უპრინციპობის ზეიმს ოპოზიციაში - ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთნიკურ შუღლს აღვივებდნენ და რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, დღეს აცხადებენ, რომ თუ რუსი ტურისტი შემოვა საქართველოში და ფულს დახარჯავს, პრობლემა არ არის

ნიკა გვარამია ახლა საუბრობს პრაგმატულ პოლიტიკაზე, კონკრეტულად კი, რუსეთთან მიმართებით, რაც, მისივე თქმით, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებას გულისხმობს. და ჩვენ სხვას მეტს რას ვამბობდით? - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

19 ივლისი 2024, 18:44

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე და მოადგილე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ

შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა აქტუალურ საარჩევნო საკითხები განიხილეს და მოსაზრებები გაცვალეს. შეხვედრის დასასრულს, ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის არჩევნებში. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას, როგორც ღია და გამჭვირვალე უწყებას, ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სადამკვირვებლო მისიებთან, რაც არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

თამარ ჩიბურდანიძე

19 ივლისი 2024, 18:40

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: როდესაც არასამთავრობო სექტორი გასცემს მითითებებს, როგორ უნდა მოიქცეს ესა თუ ის პოლიტიკოსი, აცხადებენ, რომ გადაიბარებენ მმართველობას ტექნიკური მთავრობის სახით და ასე შემდეგ, ეს არის უხეში ჩარევა პოლიტიკაში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობას აფასებს. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი ყოველთვის პირდაპირ ერეოდა პოლიტიკაში და ეს მათ განცხადებებშიც გამოიხატებოდა.

19 ივლისი 2024, 18:37

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგნელებს შეხვდა

„საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებს, რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და უსაფრთხოების გამოწვევებს საქართველოში და რეგიონში“.

19 ივლისი 2024, 18:37

საზოგადოება

სოსო გიორგაძე: კანონები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში არ შეცვლილა, 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის განმავლობაში შეიცვალა, რისთვისაც პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს

„ბოლო 1 წლის განმავლობაში რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რომელიც პირველ რიგში ეხება იმ კანონებს, რომლებიც საერთოდ არ არსებობდა საქართველოში. მაგალითად ბუნებაში არ არსებობდა პატენტრწმუნებულთა შესახებ კანონი, რომლის რეფორმაც დავიწყეთ და მიღებულია კანონი. გარდა ამისა, მთელი რიგი კანონები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ შეცვლილა, 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის განმავლობაში შეიცვალა, რისთვისაც პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტს, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ინიციატივები კანონებად გვექცია. ეს არის რეალური ნაბიჯები, რომელმაც საშუალება მოგვცა, მათ შორის საერთაშორისო აღიარების“