15 ივნისი 2024, 20:53 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტმა სცადა, რომ ფეხბურთელების დაჯილდოების საკითხი შიდა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ექცია და პოლარიზაციის ინსტრუმენტად გამოეყენებინა იმიტომ, რომ დღეს ფეხბურთი აქტუალური თემაა

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

„მორიგი უღირსი საქციელი“ უწოდა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის რამდენიმე წარმომადგენლისთვის ღირსების ორდენები არ გადაეცა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ფეხბურთში ქვეყნის შიგნით მოქმედი პოლიტიკა არასოდეს იყო მთავარი და პრეზიდენტმა სცადა, რომ ფეხბურთელების დაჯილდოების საკითხი შიდა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ექცია. მანვე აღნიშნა, რომ ერთობა ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

„მორიგი უღირსი საქციელი, მაგრამ რადგან ფეხბურთს ვეხებით, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ნაკრების თითოეულ წევრს, ფედერაციის წარმომადგენლებს, მათ, ვინც პოზიტიური მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატის წინაშესარჩევი ეტაპის სასურველად დასრულებაში (ამ გამარჯვების ფონზე, ბიჭები აგრძელებენ შემდგომი გამარჯვებებისათვის ბრძოლას) ვუსურვო წარმატება. ვფიქრობ, რომ ერი უნდა იყოს ერთიანი - ეს ასე იყო და ასეც იქნება. ქვეყნის შიდა პოლიტიკური კონიუნქტურა ფეხბურთში არასოდეს ყოფილა განმსაზრვრელი. პრეზიდენტმა სცადა, რომ ფეხბურთელების დაჯილდოების საკითხი შიდა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ექცია და პოლარიზაციის ინსტრუმენტად გამოეყენებინა, იმიტომ, რომ ფეხბურთი დღეს აქტუალური თემაა.

გახსოვთ ალბათ, როდესაც ფეხბურთელების ჩართვა სცადეს პოლიტიკაში. ასეთი ადამიანები რომ მივუშვათ ნაკრებში, სადაც შესაძლოა ზოგიერთი გამჭვირვალობას უჭერდეს მხარს და ზოგი - არა, გოლებიც ამ პრინციპით ჩაგვითვალონ. თუკი გამჭვირვალობის მომხრე გაიტანს, ჩაითვალოს და თუ საპირისპირო აზრის მქონე გაიტანს - არა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. პრეზიდენტის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება არის პოლარიზაციის ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა. ერთობა ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

როდესაც მსგავსი ჩემპიონატები ყოფილა (მახსენდება ჩემს ახალგაზრდობაში თბილისის „დინამოს“ თამაში თასების მფლობელთა თასზე) ქუჩაში ადამიანები არ მოძრაობდნენ, ყველა იყო ტელევიზორს მიჯაჭვული და ახლაც ასე იქნება. აქ პოლიტიკური მდგენელის შემოტანა შეუძლებელი და წარმოუდგენელია. მწვრთნელი არც ქოცია და არც ნაცი, თორემ ასეთი მიდგომით, პრეზიდენტი იმასაც იკისრებდა, რომ ნაკრები თავად დაეკომპლექტებინა. ეს, რა თქმა უნდა, არასერიოზულია და ამიტომ დავანებოთ ამას თავი. პრეზიდენტის გადაწყვეტილება და დაყოფა ვერანაირ ნეგატიურ შედეგს ვერ გამოიტანს, იმიტომ, რომ გუნდიც, ფედერაციაც, ნაკრების წევრები და ერი მათთან ერთად, არის ერთიანი და პოლიტიკური, თუ სხვადასხვა მდგენელის მიუხედავად, ყველა ერთი მიზნისკენ იქნება მომართული, რომ ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვოს და საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ აღიმართოს ქართული დროშა," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

რატი ბრეგაძე

22 ივლისი 2024, 14:20

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გახარიამ, გნებავთ ხაზარაძემ და მათმა პარტიებმა რაიმე ფორმით 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახონ

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

პრინცი ჯორჯი

22 ივლისი 2024, 14:19

ტაბლოიდი

პრინცი ჯორჯი 11 წლის გახდა

ტრადიციულად, კენსინგტონის სასახლემ პრინცის დაბადების დღის აღსანიშნავად მისი ახალი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც ჯორჯის დედამ გადაიღო.

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:17

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ სახელმწიფო და მოქალაქეთა ინტერესებს

საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ სახელმწიფო და მოქალაქეთა ინტერესებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

22 ივლისი 2024, 14:15

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოება ჩვენ მხარს დაგვიჭერს იმიტომ, რომ მშვიდობას ვინარჩუნებთ ამ გამომწვევებით სავსე რეგიონსა და მსოფლიოში

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს ხალხისთვის არჩევანის გაკეთება მარტივი იქნება.

ვატო ქიზიყურაშვილი

22 ივლისი 2024, 14:12

პოლიტიკა

აღარ არსებობს ის ხიბლი, რაც თავის დროზე ევროკავშირს ჰქონდა და ახლა, დადებითი პროცესები აქ მდარე ტემპით, ინერციით მიდის - Paris Nanterre-ის უნივერსიტეტის მაგისტრანტი ვატო ქიზიყურაშვილი "ერთიან ნეიტრალურ საქართველოს" უერთდება

Paris Nanterre-ის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი, ვატო ქიზიყურაშვილი, საზოგადოებრივ მოძრაობა "ერთიან ნეიტრალურ საქართველოს" უერთდება და აღნიშნავს, რომ ერთიანი, ნეიტრალური საქართველო სწორედ ის მიზანია, რაც მოსახლეობის უმრავლესობას ყველაზე მეტად სურს.

22 ივლისი 2024, 14:11

სამართალი

თორნიკე ჟღამაიას ადვოკატი: საქმე ორი მუხლით არის აღძრული - ტერორიზმის მომზადება და შეთქმულება-ამბოხება - ჩვენ სასამართლოში, მაგისტრ მოსამართლეს მივცემთ ჩვენებას

ტერორიზმის მომზადებისა და ამბოხის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებული თორნიკე ჟღამაიას ადვოკატმა განაცხადა.

თეკუნა გაჩეჩილაძე

22 ივლისი 2024, 14:03

საზოგადოება

თეკუნა გაჩეჩილაძე: The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართულ სტენდთან ნამდვილი ზეიმი იყო

The National Geographic Traveller Food Festival-ზე საქართველოს წარდგენას ეხმაურება ფესტივალის მონაწილე შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე.

ვიტალი კლიჩკო

22 ივლისი 2024, 14:03

მსოფლიო

ვიტალი კლიჩკო: უახლოესი თვეები ზელენსკისთვის ძალიან რთული იქნება. მოუწევს ომის გაგრძელება ახალი სიკვდილებითა და ნგრევებით თუ პუტინთან ტერიტორიული კომპრომისის შესაძლებლობის განხილვა?

„რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშე იქნება. მოდით გულახდილები ვიყოთ: ომი უნდა მოვიგოთ, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო რთულდება, ის მოკავშირეების დახმარებაზეა დამოკიდებული და კოშმარი იქნებოდა, რომ კიდევ 2 წლის განმავლობაში მოგვიწიოს ომი“, - განაცხადა კლიჩკომ.

22 ივლისი 2024, 13:54

საზოგადოება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO2024) 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბათში გამართულ მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2024), სადაც 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვა.

თამარ ჩიბურდანიძე

22 ივლისი 2024, 13:52

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: მნიშვნელობა არა აქვს ვინ შეცვლის ბაიდენს საარჩევნოდ, დემოკრატებმა ომის პოლიტიკა უკვე წააგეს არა მარტო ამერიკაში, არამედ, მთელს მსოფლიოში

ამერიკის დღევანდელ ხელისუფლებას არა მგონია კვლავ საქართველოს ხელისუფლების შანტაჟისთვის და ურეიტინგო ოპოზიციის მხარდაჭერისთვის ეცალოს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რესპუბლიკელები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ საპრეზიდენტო არჩევნებში, რითაც დემოკრატებს შესაძლოა, ხანგრძლივად გაუქრეთ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები.

ემინემი

22 ივლისი 2024, 13:32

კულტურა

ემინემის ახალი ალბომი Billboard 200-ის ლიდერი გახდა

სვიფტის ალბომი ჩარტში 12 კვირის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა 12 ივლისს გამოშვებული ემინემის ალბომი აშშ-ში 281 ათასჯერ შეიძინეს. ეს საუკეთესო მაჩვენებელია 2024 წელს გამოსულ რეპ-ალბომებს შორის. ამასთან, რელიზი 220 მილიონჯერ მოუსმინეს და მას 114 ათასი ონლაინ-ჩამოტვირთვა აქვს.

22 ივლისი 2024, 12:57

რეგიონი

დედოფლისწყაროს მერის თქმით, მიწისძვრის ბიძგების შემდეგ მერიაში შენობების დაზიანებაზე ან ნგრევაზე შეტყობინება ამ დროისთვის არ შესულა

დედოფლისწყაროს მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი „იმედინიუსთან“ აცხადებს, რომ მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მერიაში შენობების დაზიანებაზე ან ნგრევაზე შეტყობინება ამ დროისთვის არ შესულა. როგორც მერი აღნიშნავს, ამ ეტაპზე რეგიონში სიმშვიდეა.

22 ივლისი 2024, 12:57

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

26 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ტრევის კელსი და ტეილორ სვიფტი

22 ივლისი 2024, 12:53

ტაბლოიდი

გერმანიაში ტეილორ სვიფტის სტალკერი დააკავეს, რომელიც მომღერალს და მის ბოიფრენდს ემუქრებოდა

34 წლის ამერიკელი კაცი 17 ივლისს დააკავეს. როგორც ირკვევა, ის სოციალურ ქსელებში სვიფტის და მისი ბოიფრენდის, ფეხბურთელ ტრევის კელსის მისამართით მუქარის შემცველ განცხადებებს აქვეყნებდა. კონცერტის ორგანიზატორებმა და პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ ბოლომდე რისკები ვერ გამორიცხეს, ამიტომ სტალკერი განყოფილებაში გადაიყვანეს.

ედიშერ გვენეტაძე

22 ივლისი 2024, 12:50

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: როგორც კი მოხსნა კანდიდატურა ბაიდენმა, რიგში ჩადგნენ მისი აქაური ფანი ნაცკოლექტივისტი-შარლატანები და დაიწყეს მტკიცება, საქართველოს მაინც არ მოეშვებიან ამერიკელები და სანქციას სანქციაზე დაუწესებენ

როგორც კი მოხსნა კანდიდატურა გადახუცებულ-გადაბერებულმა ბაიდენმა და იგრძნეს რა პოლიტიკური სიკვდილის მოახლოება, ერთი-მეორის მიყოლებით რიგში ჩადგნენ მისი აქაური ფანი ნაცკოლექტივისტი-შარლატანები: ჯაფარიძე, ხაზარაძე, თინიკო, ჭიჭიკო, პატიკო, გუბაზა, გვარამია, მელია... და დაიწყეს მტკიცება საქართველოს მაინც არ მოეშვებიან ამერიკელები და სანქციას სანქციაზე დაუწესებენო ქვეყანასო! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

22 ივლისი 2024, 12:47

რეგიონი

დაზუსტებული მონაცემებით მიწისძვრის სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა

საქართველოში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მონაცემები განახლდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა.

ბექა ოდიშარია

22 ივლისი 2024, 12:43

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ნიკა გვარამიას შეცვლილ პოზიციებზე: ამაზრზენი ფერისცვალება

„ამაზრზენი ფერისცვალება“-ასე ეხმაურება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ნიკა გვარამიას შეცვლილ პოზიციებს. როგორც ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს, ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პოლიტიკის და მესიჯბოქსის უზნეო ქურდობას.

გია აბაშიძე

22 ივლისი 2024, 12:42

პოლიტიკა

გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის სარჩელზე: რა ტყუილად დებენ პოლიტიკურ ფსონებს გარე აქტორები იმ სუბიექტზე, რომელსაც არა თუ ელემენტარული პოლიტიკური ნაბიჯების გათვლა, არამედ რაციონალურობასთან ბმა დაკარგული აქვს

როგორც ანალიტიკოსი წერს, ნებისმიერ ნაბიჯზე დაფიქრებაა საჭირო, თუ რა შედეგები მოჰყვება. ამას ვერ აცნობიერებს სალომე ზურაბიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და თავად აღიარა ამ სასამართლოს გადაწყვეტილება მის არაკონსტიტუციურობაზე.

დავით ჩიხელიძე

22 ივლისი 2024, 12:39

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: არასამთავრობო სექტორმა უნდა გაითავისოს, რომ ის მოსახლეობის წინაშე არის ანგარიშვალდებული - დღეს საქართველოში, „ენჯეოშნიკი" პოლიტიკოსები გვყავს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ

არასამთავრობო სექტორმა უნდა გაითავისოს, რომ ის მოსახლეობის წინაშე არის ანგარიშვალდებული, გამჭვირვალობას ასევე ავალდებულებს კანონი, რომლის წინაშე ყველა თანასწორია, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე

22 ივლისი 2024, 12:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა 2 მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს, რომელიც სად არის, კარგად მოგეხსენებათ, ასეთ პირობებში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის თანხებზე სპეკულირება, სამარცხვინოა

ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სპეკულირება სამარცხვინოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.