17 ივნისი 2024, 14:42 / სანდო წყარო

პრემიერი: სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, ჩვენთან სია პოლიტსაბჭოს ფორმატში განიხილება - მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ სიაში

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული ყველა წინა უმრავლესობისგან, ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის ესაა კომპეტენცია. მე მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ სიაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

„აქ იგულისხმება საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა გამორჩეული გუნდია, ამ გუნდის თითოეულ წევრს თუ ექნება დარჩენის შესაძლებლობა, ამის საშუალება უნდა მიეცეს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ყველა პრინციპული გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე უნდა იყოს მიღებული. მთელი ამ წლების განმავლობაში სწორედ ამ პრინციპით მოქმედებდა ბიძინა ივანიშვილი. სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა. ჩვენთან სია პოლიტსაბჭოს ფორმატში, კოლეგიალურ რეჟიმში განიხილება. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა დაელოდოს ამ საკითხის განხილვას“, - განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე - გადაწყვეტს თუ არა პირადად ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის საკითხს, რადგან აქამდე სწორედ ის იღებდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მთავრობის მეთაური ასე პასუხობს:

„ეს არასწორია. ეს არის ტყუილი. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ არის სრულიად განსხვავებული. მისი დამოკიდებულებაა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კოლეგიალურ რეჟიმში. პოლიტსაბჭო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სიის ფორმირებასთან დაკავშირებით და აქ არის ჩართული ყველა ლიდერი“, - აღნიშნა პრემიერმა.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

19 ივლისი 2024, 13:46

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ამნისტიის კანონი არ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ყველას ვაფრთხილებ, ნურავინ გაეხვევა იმ ბოროტ თაღლითობაში, როცა ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებით სარგებლობენ და ატყუებენ ვიღაცებს

ყველას ვაფრთხილებ, რომ ნურავინ გაეხვევა იმ ბოროტ თაღლითობაში, რომელსაც ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებით სარგებლობენ და ატყუებენ ვიღაცებს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი ამნისტიის კანონს განიხილავს.

19 ივლისი 2024, 13:41

რეგიონი

გურია დამსვენებლებს შავი ზღვის მოწესრიგებული სანაპირო ზოლით მასპინძლობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ადგილზე გაეცნენ ურეკის შავი ზღვის სანაპირო ზოლის თანამედროვე ტექნიკით დასუფთავების პროცესს.

მამუკა მდინარაძე

19 ივლისი 2024, 13:38

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მმართველმა გუნდმა განიზრახა, პატიმრების რაოდენობა საბოლოო ჯამში შემცირდეს ერთი მესამედით, რომ შანსი გაგვიჩნდეს, მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს, ყოველ ასი ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით

მმართველმა გუნდმა განიზრახა, პატიმრების რაოდენობა საბოლოო ჯამში შემცირდეს ერთი მესამედით, რომ შანსი გაგვიჩნდეს, ევროპულ სტანდარტს ყოველ ასი ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მივუახლოვდეთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიხედვით დაუყოვნებლივ გათავისუფლდება 1000-ზე მეტი პატიმარი.

იენს სტოლტენბერგი

19 ივლისი 2024, 13:37

არჩევნები ამერიკაში

სტოლტენბერგი: ტრამპის გაპრეზიდენტება ნატოს დაშლას არ გამოიწვევს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა The Guardian-თან საუბარში აღნიშნა, რომ თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს ალიანსის დასრულებას არ უნდა ნიშნავდეს. „მე მიმუშავია მასთან [ტრამპთან]. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ არ ვიწინასწარმეტყველოთ და არ ვივარაუდოთ, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ნატოს დასასრულს გამოიწვევს. ამის შესახებ წუხილები 2016 წელსაც იყო, ხოლო რეალობა ისაა, რომ ნატო ოთხ წელიწადში უფრო გაძლიერდა... მეტი ჯარი, მაღალი საბრძოლო მზადყოფნა“, - თქვა მან.

თამარ ჩიბურდანიძე

19 ივლისი 2024, 13:30

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: თავად საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩიხში მოაქცია ისინი, ვინც სიცრუეს ავრცელებდნენ საქართველოში არათანაბარი პოლიტიკური გარემოს შესახებ

საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები ადასტურებს, რომ საქართველო ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამის კიდევ ერთი დადასტურება იქნება, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

19 ივლისი 2024, 13:21

პოლიტიკა

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

კანონპროექტი 16 მუხლისგან შედგება. პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

ირაკლი ზარქუა

19 ივლისი 2024, 13:19

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო, კუბილიუს, სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა? რაისა, ხმა ამოიღეთ

ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო. კუბილიუსი ევროპარლამენტში არ არის? სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალობა მოითხოვა? რაისა, ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა. ირაკლი ზარქუა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მედიისთვის წესების გამკაცრებას და დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს.

19 ივლისი 2024, 13:03

ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრების - არჩილ გორდულაძის და ირაკლი კირცხალიას საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

19 ივლისი 2024, 13:02

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს კატარის სახელმწიფო მრჩეველთა საბჭოს (მაჯილის ალ შურა) დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ორგანიზების თაობაზე.

ჯო ბაიდენი

19 ივლისი 2024, 12:56

არჩევნები ამერიკაში

NYP: პრეზიდენტ ბაიდენს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის სახელი დაავიწყდა და ის მოიხსენია, როგორც „შავი კაცი“

პრეზიდენტ ბაიდენი თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის სახელის წარმოთქმისას დაიბნა. ამის შესახებ ინფორმაციას NYPost ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

19 ივლისი 2024, 12:52

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაზე: ანგარიშებში გაჩნდა ტერმინი „სიკვდილის ექსპორტი“. მომაკვდავი პატიმრები გაჰყავდათ სამოქალაქო საავადმყოფოებში და ვეღარ ხვდებოდნენ დაღუპულთა სტატისტიკაში

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე, ერთ-ერთი ძირითადი და ობიექტური კრიტერიუმი ეს არის ის თუ როგორ ეპყრობა სახელმწიფო პატიმართა უფლებებს. როგორ და რა სტანდარტით იცავს სახელმწიფო პატიმართა უფლებებს“,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც „ამნისტიის შესახებ კანონპროექტს“ პირველი მოსმენით განიხილავენ.

დონალდ ტრამპი

19 ივლისი 2024, 12:44

არჩევნები ამერიკაში

დონალდ ტრამპი: ჩვენ ოპონენტებს დავუტოვეთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, მათ კი დედამიწა ომში გახვიეს. ჩვენ ომის პლანეტაზე ვცხოვრობთ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილუოკიში გამართულ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს იყო მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ხოლო ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დედამიწა ომში გახვია. „თუ გსურთ იცოდეთ სიმართლე, ჩვენ ჩვენს ოპონენტებს დავუტოვეთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ხოლო მათ დედამიწა ომში გახვიეს. ჩვენ ომის პლანეტაზე ვცხოვრობთ. შეხედეთ ისრაელზე თავდასხმას, შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში, ქალაქები უბრალოდ განადგურებულია“, - განაცხადა მან.

რატი იონათამიშვილი

19 ივლისი 2024, 12:32

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი პატიმრებს, ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი, რასაც ჩვენი საზოგადოება აუცილებლად მისცემს შესაბამის შეფასებას

რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი პატიმრებს. ისინი გუშინ დაემალნენ გენერალურ პროკურორს, დღეს ემალებიან პატიმრებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც „ამნისტიის შესახებ კანონპროექტს“ პირველი მოსმენით განიხილავენ.

გია აბაშიძე

19 ივლისი 2024, 12:30

პოლიტიკა

გია აბაშიძე პოლიტიკური თანასწორობის ინდექსზე: მსგავსმა საერთაშორისო რეიტინგებმა არაერთხელ გააქარწყლეს „ნაცენჯეოების“ მავნებლური გზავნილები, რომ თითქოს საქართველო „კორუფციაში იხრჩობა“, „ეკონომიკური სტაგნაციაა“, „უუფლებო საზოგადოებაა“ და ა.შ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვით, პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით საქართველო ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა, 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში და ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 12:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს აღვნიშნავთ თამაზ ნადარეიშვილის 70 წლის იუბილეს და მინდა, პატივი მივაგოთ მას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა თამაზ ნადარეიშვილის დაბადებიდან 70 წლის იუბილესადმი გამოხმაურებით გახსნა. მან თამაზ ნადარეიშვილის საქმიანობაზე ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილი

19 ივლისი 2024, 12:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებს.

19 ივლისი 2024, 12:09

საზოგადოება

საჯარო და კერძო ექსტენციის თანამშრომლობის შესახებ ფორუმი გაიმართა

მცირე ფერმერებისთვის საექსტენციო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, VET პროგრამის ფარგლებში მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტები. კერძო და საჯარო უწყებების ექსტენციონისტებმა და სტუდენტებმა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, განიხილეს ყველაზე მოთხოვნადი აგრო-საექსტენციო სერვისების, აგრარული მიმართულებით სასწავლო პროგრამების და პროფესიული განათლების სექტორის საჭიროებათა კვლევების საკითხები და შეიმუშავეს რეკომენდაციები

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 12:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი იაელ ბრაუნ-პივეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაელ ბრაუნ-პივეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს წარმატებას უსურვებს და გამოთქვამს მზაობას თანამშრომლობისთვის.

19 ივლისი 2024, 12:07

ტექნოლოგიები

BBC: IT-სისტემების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს მასშტაბით პრობლემები შეექმნა

IT-სისტემების გლობალურმა პრობლემამ მსოფლიოში ავიაკომპანიების, მედიისა და ბანკების მუშაობა შეაფერხა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი პირდაპირ ეთერში ვერ გადის. შეფერხებაა შოტლანდიის ედინბურგის აეროპორტის მუშაობაში. ავიაკომპანია Ryanair-ი ინტერნეტ ქსელში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. პრობლემები შეექმნა ასევე ავსტრალიის სატელეკომუნიკაციო კომპანიას Telstra Group-ს. ტექნიკური შეფერხებაა ბერლინის, ამსტერდამისა და სიდნეის აეროპორტებშიც. გაერთიანებულ სამეფოში პრობლემები შეექმნა რკინიგზის მუშაობას.

19 ივლისი 2024, 12:06

პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით თბილისის საკრებულოს დელეგაცია ერევანში იმყოფება

თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია სომხეთში ერევნის მუნიციპალიტეტის მიწვევით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრები ერევნის მერის პირველ მოადგილეს, არმენ პამბუკჩიანს და მერის მოადგილეს, ლევონ ჰოვანისიანს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა.