imedi /  17 ივნისი 2024, 19:19 / სანდო წყარო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ მომზადებული სიუჟეტით გავრცელდა დეზინფორმაციული განცხადებები.

„ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა. ამჯერად დეზინფორმაციული განცხადებები ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ მომზადებული სიუჟეტით გავრცელდა.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას დეტალურად, აქტიურად და ამომწურავად ავრცელებს და აცნობს ყველა ჩართულ მხარეს და საქმიანობებს მაქსიმალური გამჭვირვალობით ახორციელებს, დაინტერესებული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯი და ზოგადად საარჩევნო პროცესი.

ცესკო არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კოლეგიური ორგანო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებები თუ შეფასებები პოლიტიკურ გაერთიანებებთან აფილირების შესახებ, რომელიც სიუჟეტში არაერთხელ გაკეთდა, ერთადერთ მიზანს შესაძლოა ემსახურებოდეს - კომისიის დისკრედიტაციას. ზემოხსენებულ სიუჟეტში როგორც ჟურნალისტის, ასევე ცესკოს ზოგიერთი იმ წევრის მხრიდან, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მიერ არის დანიშნული, გაკეთდა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო განცხადებები, თითქოს ცესკო იცავს ხელისუფლების ინტერესებს, საუბნო საარჩევნო კომისიებს აკომპლექტებს სხვა ინსტიტუცია და არა ცესკო და ა.შ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჟურნალისტის, ისე ცესკოს ზოგიერთი წევრის განცხადებები ნათლად ადასტურებს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი ამოცანა ამომრჩევლებს შორის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობის დათესვაა, შემდგომში ამ უნდობლობის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად გამოსაყენებლად. როგორც ჩანს, ცესკოს საქმიანობაზე პოლიტიკური დღის წესრიგის თავსმოხვევის შეუძლებლობის გაცნობიერების შემდეგ, აღნიშნული პირები გადავიდნენ პროცესის დისკრედიტაციის და დაზიანების დაუფარავ დღის წესრიგზე, რაც მიუღებელია საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით, ვინაიდან კომისიის წევრი არ უნდა წარმოადგენდეს დამნიშნავ პოლიტიკურ პარტიას, არამედ იგი უნდა იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ სიუჟეტის მომზადებისას ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი კომენტარისა თუ განმარტებისთვის არც კი დაკავშირებია ცესკოს, მიუხედავად იმისა რომ საყოველთაოდ ცნობილია საარჩევნო ადმინისტრაციის გაცხადებული პოლიტიკა - ყოველთვის ამომწურავად უპასუხოს მედიის კითხვებს. ეს გარემოებაც შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ მიზანმიმართულად გავიდა სიუჟეტი ცესკოს პოზიციისა თუ განმარტებების გარეშე.

ამასთან, გვინდა მოკლედ შევეხოთ სიუჟეტში ნახსენებ იმ ფაქტობრივ უზუსტობებს, რომელიც უშუალოდ საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეხება:

დეზინფორმაცია ე.წ. „კარუსელებთან“ დაკავშირებით:

რეპორტაჟის ავტორი და რესპონდენტები ცდილობენ საკითხი წარმოაჩინონ ისე, თითქოს არჩევნების დღეს შესაძლებელია ე.წ. „კარუსელების“ განხორციელება. თუმცა ამ მტკიცების პარალელურად ავტორი თავადვე აღიარებს, რომ ელექტრონული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენის უბნიდან გატანა პრაქტიკულად შეუძლებელია.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ბიულეტენზე დატანილია ე.წ. QR კოდი და კონკრეტული საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილ ბიულეტენს სხვა უბნის ხმის მთვლელი აპარატი არ მიიღებს. ამავდროულად, ბიულეტენზე რამდენიმე მონიშვნის შემთხვევაში, ბიულეტენი ბათილია. გარდა ამისა, ბიულეტენის ზომიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი საარჩევნო უბნიდან გატანა და ამით რამენაირად მანიპულირება.

დეზინფორმაცია ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებით:

რეპორტაჟის ავტორი და რესპონდენტები ირწმუნებიან, რომ ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებით მანიპულაცია განხორციელდება. როგორც ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი სიუჟეტში ამბობს: „ცესკო გვეუბნება, რომ მე ამოვბეჭდავ იმ აპარატიდან სიას და კედლის სიას დაადარეთო, ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ ჩაამატო იქ ეს სია დაამატო იქ ათი კაცი რა... თუ ინტერნეტში ჩართე ეს აპარატი უკვე დისტანციურად შეიძლება ყველაფრის გაკეთება, კოდის შეცვლა, სიის ჩამატება ანუ ნებისმიერი გადანაცვლება შეგიძლია...“

სხვა პარტიის წევრი კი ამბობს, რომ „თეორიულად შესაძლებელია, რომ პირი იყოს დუბლირებული რამდენიმე უბნის სიაში მხოლოდ თეორიულად, ერთ უბანზე თუ აპარატი მეორედ ხმის მიცემის შემთხვევაში სიგნალს გამოსცემს სხვა უბანზე გამომდინარე იქიდან, რომ იქ სხვა უბნის სიაა ამ სიგნალს არ გამოსცემს და თეორიული შანსი ამისა არსებობს“.

გარდა ამისა, რეპორტაჟში საუბარი იყო იმაზე, რომ არჩევნების დღეს ამომრჩევლის აქტივობას მმართველი პარტია და ცესკო ხედავს. მაშინ როდესაც, ამომრჩეველთა აქტივობა საჯაროა, პერიოდულად ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე და მასზე წვდომა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

რეალურად კი, ვერიფიკაციის აპარატი ინტერნეტთან კავშირში არ არის და არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც იქ ჩატვირთული სიის შეცვლას გახდის შესაძლებელს. ვერიფიკაციის აპარატის გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანია „პრო ვი ენდ ვიმ“. მათ დასკვნაში ნათლად წერია, რომ ერთი პირის სხვადასხვა უბანზე დუბლირება შეუძლებელია, ვინაიდან პირს აქვს მხოლოდ ერთი უნიკალური პირადი ნომერი და პროგრამა თეორიულადაც კი არ იძლევა პირის სხვა უბანზე ჩაწერის შესაძლებლობას. ამას გარდა, პროცესში როგორც დამატებითი მექანიზმი, კვლაც შენარჩუნებულია მარკირების პროცედურა. ამავდროულად, გარდა იმისა, რომ საარჩევნო უბანზე ამოიბეჭდება სია და გაიკვრება ე.წ. კედლის სიის ვერსიასთან ერთად, პოლიტიკურ გაერთიანებებს ნებისმიერ დროს აქვთ კომისიიდან სიების გამოთხოვის შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ დამატებითი მექანიზმია იმისთვის, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, კომპლექსურად მოახდინონ სიების მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოაღნიშნული ფაქტი კარგად არის ცნობილი საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის, მათ შორის ამ რეპორტაჟში მონაწილე ცესკოს წევრებისთვის, თუმცა როგორც ჩანს საარჩევნო პროცესის სანდოობაზე მაღლა ისინი პოლიტიკურ ინტერესებს აყენებენ და რიგ შემთხვევებში თეორიებითა და ვარაუდებით ცდილობენ არასწორი აღქმების და მოლოდინების შექმნას.

დეზინფორმაცია გადასატან ყუთსა და სპეციალურ სიებთან დაკავშირებით:

სიუჟეტში ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ თუ გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ადამიანები მივლენ საარჩევნო უბანზე, ვერიფიკაციის აპარატი სიგნალს არ გამოსცემს. იმავეს ამტკიცებს ის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან დაკავშირებით. ამბობს, რომ თუ კომისიის წევრი ეცდება იმ უბანზე მისცეს ხმა, სადაც რეგისტრირებულია, აპარატი ხმას არ გამოსცემს.

რეალურად და პრაქტიკიდან გამომდინარე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ძირითადად ხმას აძლევენ იმ უბანზე, სადაც ისინი ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი მივა უბანზე, სადაც რეგისტრირებულია მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, აპარატი გამოსცემს ხმას და მიუთითებს, რომ ეს კონკრეტული პირი სპეციალურ სიაშია. გარდა ამისა, კვლავ ძალაში რჩება მარკირების პროცედურა, რაც დაცვის კიდევ ერთი მექანიზმია.

ამასთან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია შედგება 17 წევრისგან, მათ შორის 8 პროფესიული ნიშნით არჩეული, 9 კი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულისგან და გადაწყვეტილებები კომისიურად მიიღება და არა ერთპიროვნულად, რაც თავის მხრივ მიუთითებს წარმომადგენლობისა და ინკლუზიურობის მაღალ დონეზე. შესაბამისად, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ კომისია რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ არის, ან მიკერძოებულია. აღნიშნული წესით, ასევე 17 წევრისგან შედგება ქვემდგომი საარჩევნო კომისიებიც საარჩევნო პერიოდში, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უზრუნველყოფილია როგორც დაკვირვების, ისე უშუალოდ ჩართულობის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. დაკვირვების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, აქვთ ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლებსა და არჩევნებისთვის აკრედიტებულ მედიას.

შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის კომისიის ზოგიერთმა წევრმა, ხელი შეუწყოს არჩევნების მოდერნიზების ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ჯანსაღ საარჩევნო გარემოს, მათი მხრიდან დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო, პროცესის დამაზიანებელი განცხადებები ვრცელდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია სწორედ კანონმდებლობის სრული დაცვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აგრძელებს მუშაობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მოემსახუროს. ამასთან, ჩვენი მხრივ, ვადასტურებთ რა ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლების წინაშე, ყოველთვის მივაწვდით მათ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. ჩართულ მხარეებს კი მოვუწოდებთ, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და გარემოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

დმიტრო კულება

22 ივლისი 2024, 15:10

პოლიტიკა

დმიტრო კულება ომის დაწყების შემდეგ ჩინეთს პირველად ეწვევა

ეს მისი პირველი მოგზაურობა იქნება პეკინში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. კულებას ვიზიტი მისი ჩინელი კოლეგის, ვანგ იის მიწვევით ხორციელდება, იტყობინება ჩინური სახელმწიფო მედია. შეხვედრა უკრაინამაც დაადასტურა.

კიმ ჩიტლი

22 ივლისი 2024, 15:02

მსოფლიო

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში დაიბარეს

როგორც ABC News-ი წერს, ჩიტლი აღიარებს, რომ სააგენტომ ტრამპი სათანადოდ ვერ დაიცვა და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს. ამასთან, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჩიტლი თანამდებობას დატოვეს.

ჯო ბაიდენი

22 ივლისი 2024, 14:49

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში გაემგზავრა

„ომისა და გაურკვევლობის დროს მნიშვნელოვანია, ისრაელის მტრებმა იცოდნენ, რომ ამერიკა და ისრაელი ერთად დგანან - დღეს, ხვალ და ყოველთვის“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

22 ივლისი 2024, 14:43

არჩევნები ამერიკაში

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ყოველთვის გავაანალიზებთ სიტუაციებს, განურჩევლად იმისა თუ რა ადმინისტრაცია ეყოლება ამერიკას და დავიცავთ ჩვენს ინტერესებს

„ვფიქრობ, ცვლილება არ იქნება. ევროპა დაიცავს საკუთარ ინტერესებს. ჩვენ ყოველთვის გავაანალიზებთ სიტუაციებს, განურჩევლად იმისა თუ რა ადმინისტრაცია ეყოლება ამერიკას და დავიცავთ ჩვენს ინტერესებს. ეს არა მხოლოდ ევროპელების, არამედ გლობალური სტაბილურობის ინტერესებშიც შედის“, - აღნიშნა სტეფან სეჟურნემ.

ირაკლი ზარქუა

22 ივლისი 2024, 14:42

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: „ბოკუს“ ეტყობა, ესირცხვილება, რომ კეზერაშვილთან ჩავიდა - თან ფული უნდათ „მისტერ ოფშორისგან“, ისევე, როგორც „ნაცებს“ მიშას პარტია უნდათ, მაგრამ სახელი ესირცხვილებათ. მიშა, ღირსი ხარ, რასაც გიკეთებენ

„ბოკუს“ ეტყობა, ესირცხვილება, რომ კეზერაშვილთან ჩავიდა - თან ფული უნდათ „მისტერ ოფშორისგან“ და თან მალავენ, ისევე, როგორც „ნაცებს“ მიშას პარტია უნდათ, მაგრამ სახელი ესირცხვილებათ. მიშა, ღირსი ხარ, რასაც გიკეთებენ

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:41

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება მშვიდობის უზრუნველყოფა, ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას კი მშვიდობის განსაკუთრებით ეშინია და აქედან არის განპირობებული მათი დაბნეული და პანიკური ქმედებები

თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება მშვიდობის უზრუნველყოფა, მშვიდობა კი არის ის, რისიც განსაკუთრებით ეშინია ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას და აქედან არის განპირობებული მათი დაბნეული და პანიკური ქმედებები, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

22 ივლისი 2024, 14:39

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: შტატების წარმავალმა ადმინისტრაციამ ვერ გაითავისა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ახალ ადმინისტრაციას უნდა მივახვედროთ, რომ ჩვენ პატრონებს კი არა პარტნიორებს ვეძებთ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ამერიკაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შტატების ახალი ადმინისტრაცია მეტად ვერ გააფუჭებს დამოკიდებულებებს საქართველოსთან და ტრამპი და ამერიკა კი არ ცვლის სიტუაციას, არამედ ქვეყანამ თვითონ უნდა დაიწყოს პრაგმატული მოქმედებები, რათა სრულად გაანეიტრალოს უცხო გავლენები ქართულ პოლიტიკაზე.

22 ივლისი 2024, 14:37

საზოგადოება

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლება ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჟოზეფ ბორელი

22 ივლისი 2024, 14:35

არჩევნები ამერიკაში

ჟოზეფ ბორელი: დარწმუნებული ვარ, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი განსხვავების მომტანი იქნება ის, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში, თუმცა ეს ამერიკელი მოქალაქეების არჩევანია

„ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისი ხილვა სურთ თეთრ სახლში. დარწმუნებული ვარ, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი განსხვავების მომტანი იქნება ის, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში, თუმცა ეს ამერიკელი მოქალაქეების არჩევანია და არ მსურს ამაში ჩავერიო. ვფიქრობ, ჩემი როლი არ არის, ამერიკელ ხალხს ვუთხრა რა გააკეთონ ან ჩემი პრეფერენციები დავაფიქსირო“, - განაცხადა ბორელმა.

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:35

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის სარჩელზე: ეს ადამიანები არაფერს პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანაში და კონსტიტუციის დარღვევაც არაფრად არ მიაჩნიათ. მათ მოუწიათ და კიდევ მოუწევთ აღიარება, რომ კონსტიტუციას ზურგს აქცევენ

ეს ადამიანები არაფერს პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანაში და კონსტიტუციის დარღვევაც არაფრად არ მიაჩნიათ. მათ მოუწიათ და კიდევ მოუწევთ აღიარება, რომ არიან ისინი ვინც კონსტიტუციას ზურგს აქცევენ, - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელს.

ჯო ბაიდენი

22 ივლისი 2024, 14:30

არჩევნები ამერიკაში

Politico: თეთრი სახლის პერსონალმა და საარჩევნო შტაბმა ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ მის გასაჯაროებამდე ერთი წუთით ადრე შეიტყვეს

Politico-ს ცნობით, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადადგა ბაიდენმა საბოლოო ნაბიჯი და გადაწყვეტილების შესახებ კვირას, 21 ივლისს ჯერ მხოლოდ უახლეს გარემოცვას აცნობა, თეთრი სახლის პერსონალმა და საარჩევნო შტაბმა კი ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ მის გასაჯაროებამდე ერთი წუთით ადრე შეიტყვეს.

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:24

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ლელოს“ და NGO-ების გასვლით შეხვედრაზე: ეს ე.წ. პოლიტიკური „ენჯეოები“ არათუ დანამატები არიან პოლიტიკური პარტიების, არამედ, ხშირ შემთხვევაში მათი დავალებების მიმცემები და ხელმძღვანელი რგოლებიც კი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, ბათუმში, პარტია „ლელოს“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გასვლით შეხვედრას ეხმაურება. რატი იონათამიშვილის განცხადებით საერთაშორისო სახსრებით დაფინანსებული შეხვედრები, რომელიც საარჩევნო კამპანიის ნაწილია, პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის პრინციპს.

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:23

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ხაზარაძესა და გახარიას საზოგადოებამ თავისი სახელი უკვე დაარქვა, მოღალატე-თაღლითების პარტიას ვერანაირი წარმატება ვერ ექნება

ხაზარაძეს და გახარიას საზოგადოებამ თავისი სახელი უკვე დაარქვა. მოღალატე-თაღლითების პარტიას ვერანაირი წარმატება რომ ვერ ექნება, ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი ბრეგაძე

22 ივლისი 2024, 14:20

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გახარიამ, გნებავთ ხაზარაძემ და მათმა პარტიებმა რაიმე ფორმით 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახონ

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

პრინცი ჯორჯი

22 ივლისი 2024, 14:19

ტაბლოიდი

პრინცი ჯორჯი 11 წლის გახდა

ტრადიციულად, კენსინგტონის სასახლემ პრინცის დაბადების დღის აღსანიშნავად მისი ახალი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც ჯორჯის დედამ გადაიღო.

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:17

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ სახელმწიფო და მოქალაქეთა ინტერესებს

საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ სახელმწიფო და მოქალაქეთა ინტერესებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

22 ივლისი 2024, 14:15

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოება ჩვენ მხარს დაგვიჭერს იმიტომ, რომ მშვიდობას ვინარჩუნებთ ამ გამომწვევებით სავსე რეგიონსა და მსოფლიოში

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს ხალხისთვის არჩევანის გაკეთება მარტივი იქნება.

ვატო ქიზიყურაშვილი

22 ივლისი 2024, 14:12

პოლიტიკა

აღარ არსებობს ის ხიბლი, რაც თავის დროზე ევროკავშირს ჰქონდა და ახლა, დადებითი პროცესები აქ მდარე ტემპით, ინერციით მიდის - Paris Nanterre-ის უნივერსიტეტის მაგისტრანტი ვატო ქიზიყურაშვილი "ერთიან ნეიტრალურ საქართველოს" უერთდება

Paris Nanterre-ის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი, ვატო ქიზიყურაშვილი, საზოგადოებრივ მოძრაობა "ერთიან ნეიტრალურ საქართველოს" უერთდება და აღნიშნავს, რომ ერთიანი, ნეიტრალური საქართველო სწორედ ის მიზანია, რაც მოსახლეობის უმრავლესობას ყველაზე მეტად სურს.

22 ივლისი 2024, 14:11

სამართალი

კონსტანტინე ჯღამაიას ადვოკატი: საქმე ორი მუხლით არის აღძრული - ტერორიზმის მომზადება და შეთქმულება-ამბოხება - ჩვენ სასამართლოში, მაგისტრ მოსამართლეს მივცემთ ჩვენებას

ტერორიზმის მომზადებისა და ამბოხის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებული თორნიკე ჟღამაიას ადვოკატმა განაცხადა.

თეკუნა გაჩეჩილაძე

22 ივლისი 2024, 14:03

საზოგადოება

თეკუნა გაჩეჩილაძე: The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართულ სტენდთან ნამდვილი ზეიმი იყო

The National Geographic Traveller Food Festival-ზე საქართველოს წარდგენას ეხმაურება ფესტივალის მონაწილე შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე.