18 ივნისი 2024, 16:28 / სანდო წყარო

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ზუგდიდში, გასვლით სხდომაზე, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე, იქმნება სტანდარტიზაციის ეროვნული საბჭო, რაც სავალდებულო პირობაა სტანდარტიზაციის ნაწილში ევროპულ სისტემებთან სრულად დაახლოების მიზნით. ასევე, ცვლილებები ძირითადად შეეხება ტერმინოლოგიურ თანხვედრას საერთაშორისო სტანდარტებთან და უზრუნველყოფილი იქნება მეტი მკაფიოობა აკრედიტაციის, სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის სისტემის მონაწილე სუბიექტებისთვის.

იზრდება კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები და შემოდის სიახლე, წესდება ჯარიმები სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევებზე. კერძოდ, ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა, ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა, რომელიც 1500 ლარამდეა, განისაზღვრება - 1500-დან - 3000 ლარამდე. აღნიშნული ქმედების განმეორებისას ჯარიმა 3000 ლარიდან - 5000 ლარამდეა.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიღებით გაჩნდება ქმედითი საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების უფრო ეფექტიანად განხორციელებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბაზარზე ზედამხედველობის სფეროს განვითარებას და შეამცირებს საქართველოს ბაზარზე კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტების ხელმისაწვდომობას.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განხილულ კანონპროექტს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი

19 ივლისი 2024, 13:37

არჩევნები ამერიკაში

სტოლტენბერგი: ტრამპის გაპრეზიდენტება ნატოს დაშლას არ გამოიწვევს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა The Guardian-თან საუბარში აღნიშნა, რომ თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს ალიანსის დასრულებას არ უნდა ნიშნავდეს. „მე მიმუშავია მასთან [ტრამპთან]. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ არ ვიწინასწარმეტყველოთ და არ ვივარაუდოთ, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ნატოს დასასრულს გამოიწვევს. ამის შესახებ წუხილები 2016 წელსაც იყო, ხოლო რეალობა ისაა, რომ ნატო ოთხ წელიწადში უფრო გაძლიერდა... მეტი ჯარი, მაღალი საბრძოლო მზადყოფნა“, - თქვა მან.

19 ივლისი 2024, 13:21

პოლიტიკა

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

კანონპროექტი 16 მუხლისგან შედგება. პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

ირაკლი ზარქუა

19 ივლისი 2024, 13:19

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო, კუბილიუს, სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა? რაისა, ხმა ამოიღეთ

ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო. კუბილიუსი ევროპარლამენტში არ არის? სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალობა მოითხოვა? რაისა, ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა. ირაკლი ზარქუა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მედიისთვის წესების გამკაცრებას და დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს.

19 ივლისი 2024, 13:03

ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრების - არჩილ გორდულაძის და ირაკლი კირცხალიას საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

19 ივლისი 2024, 13:02

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს კატარის სახელმწიფო მრჩეველთა საბჭოს (მაჯილის ალ შურა) დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ორგანიზების თაობაზე.

ჯო ბაიდენი

19 ივლისი 2024, 12:56

არჩევნები ამერიკაში

NYP: პრეზიდენტ ბაიდენს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის სახელი დაავიწყდა და ის მოიხსენია, როგორც „შავი კაცი“

პრეზიდენტ ბაიდენი თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის სახელის წარმოთქმისას დაიბნა. ამის შესახებ ინფორმაციას NYPost ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

19 ივლისი 2024, 12:52

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაზე: ანგარიშებში გაჩნდა ტერმინი „სიკვდილის ექსპორტი“. მომაკვდავი პატიმრები გაჰყავდათ სამოქალაქო საავადმყოფოებში და ვეღარ ხვდებოდნენ დაღუპულთა სტატისტიკაში

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე, ერთ-ერთი ძირითადი და ობიექტური კრიტერიუმი ეს არის ის თუ როგორ ეპყრობა სახელმწიფო პატიმართა უფლებებს. როგორ და რა სტანდარტით იცავს სახელმწიფო პატიმართა უფლებებს“,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც „ამნისტიის შესახებ კანონპროექტს“ პირველი მოსმენით განიხილავენ.

დონალდ ტრამპი

19 ივლისი 2024, 12:44

არჩევნები ამერიკაში

დონალდ ტრამპი: ჩვენ ოპონენტებს დავუტოვეთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, მათ კი დედამიწა ომში გახვიეს. ჩვენ ომის პლანეტაზე ვცხოვრობთ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილუოკიში გამართულ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს იყო მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ხოლო ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დედამიწა ომში გახვია. „თუ გსურთ იცოდეთ სიმართლე, ჩვენ ჩვენს ოპონენტებს დავუტოვეთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ხოლო მათ დედამიწა ომში გახვიეს. ჩვენ ომის პლანეტაზე ვცხოვრობთ. შეხედეთ ისრაელზე თავდასხმას, შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში, ქალაქები უბრალოდ განადგურებულია“, - განაცხადა მან.

რატი იონათამიშვილი

19 ივლისი 2024, 12:32

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი პატიმრებს, ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი, რასაც ჩვენი საზოგადოება აუცილებლად მისცემს შესაბამის შეფასებას

რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი პატიმრებს. ისინი გუშინ დაემალნენ გენერალურ პროკურორს, დღეს ემალებიან პატიმრებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც „ამნისტიის შესახებ კანონპროექტს“ პირველი მოსმენით განიხილავენ.

გია აბაშიძე

19 ივლისი 2024, 12:30

პოლიტიკა

გია აბაშიძე პოლიტიკური თანასწორობის ინდექსზე: მსგავსმა საერთაშორისო რეიტინგებმა არაერთხელ გააქარწყლეს „ნაცენჯეოების“ მავნებლური გზავნილები, რომ თითქოს საქართველო „კორუფციაში იხრჩობა“, „ეკონომიკური სტაგნაციაა“, „უუფლებო საზოგადოებაა“ და ა.შ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვით, პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით საქართველო ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა, 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში და ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 12:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს აღვნიშნავთ თამაზ ნადარეიშვილის 70 წლის იუბილეს და მინდა, პატივი მივაგოთ მას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა თამაზ ნადარეიშვილის დაბადებიდან 70 წლის იუბილესადმი გამოხმაურებით გახსნა. მან თამაზ ნადარეიშვილის საქმიანობაზე ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილი

19 ივლისი 2024, 12:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებს.

19 ივლისი 2024, 12:09

საზოგადოება

საჯარო და კერძო ექსტენციის თანამშრომლობის შესახებ ფორუმი გაიმართა

მცირე ფერმერებისთვის საექსტენციო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, VET პროგრამის ფარგლებში მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტები. კერძო და საჯარო უწყებების ექსტენციონისტებმა და სტუდენტებმა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, განიხილეს ყველაზე მოთხოვნადი აგრო-საექსტენციო სერვისების, აგრარული მიმართულებით სასწავლო პროგრამების და პროფესიული განათლების სექტორის საჭიროებათა კვლევების საკითხები და შეიმუშავეს რეკომენდაციები

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 12:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი იაელ ბრაუნ-პივეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაელ ბრაუნ-პივეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს წარმატებას უსურვებს და გამოთქვამს მზაობას თანამშრომლობისთვის.

19 ივლისი 2024, 12:07

ტექნოლოგიები

BBC: IT-სისტემების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს მასშტაბით პრობლემები შეექმნა

IT-სისტემების გლობალურმა პრობლემამ მსოფლიოში ავიაკომპანიების, მედიისა და ბანკების მუშაობა შეაფერხა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი პირდაპირ ეთერში ვერ გადის. შეფერხებაა შოტლანდიის ედინბურგის აეროპორტის მუშაობაში. ავიაკომპანია Ryanair-ი ინტერნეტ ქსელში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. პრობლემები შეექმნა ასევე ავსტრალიის სატელეკომუნიკაციო კომპანიას Telstra Group-ს. ტექნიკური შეფერხებაა ბერლინის, ამსტერდამისა და სიდნეის აეროპორტებშიც. გაერთიანებულ სამეფოში პრობლემები შეექმნა რკინიგზის მუშაობას.

19 ივლისი 2024, 12:06

პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით თბილისის საკრებულოს დელეგაცია ერევანში იმყოფება

თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია სომხეთში ერევნის მუნიციპალიტეტის მიწვევით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრები ერევნის მერის პირველ მოადგილეს, არმენ პამბუკჩიანს და მერის მოადგილეს, ლევონ ჰოვანისიანს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა.

19 ივლისი 2024, 12:04

სამართალი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

19 ივლისი 2024, 12:01

სამართალი

პოლიციამ იმერეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.

19 ივლისი 2024, 11:54

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2 მილიონ 710 ათასი კვადრატული მეტრის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

19 ივლისი 2024, 11:53

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: დღევანდელი ხელისუფლების პირობებში „ამნისტიის პროექტი“ ნიშნავს ადამიანების რეალურ რესოციალიზაციას. წინა ხელისუფლების პირობებში ამნისტია პირდაპირი გაგებით ნიშნავდა სიკვდილისგან თავის დაღწევას

ამნისტიის აქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამნისტიის პროექტის განხილვა მოეწყო. პარლამენტში განსახილველად შესული პროექტი დამტკიცების შემთხვევაში ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ დაახლოებით 7 ათასამდე პირს შეეხება.