20 ივნისი 2024, 15:15 / სანდო წყარო

ოთხმა კომიტეტმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი განიხილა და პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტების წარდგენამდე, სხდომის წამყვანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ განხილვას ოპოზიცია, ძირითადად არ ესწრება.

„მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, ოპოზიცია ჩვენი საზოგადოების წინაშე პირდაპირ აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ის ეწინააღმდეგება ამ კანონმდებლობის მიღებას ან გაურბის პასუხისმგებლობას, რომ საკითხის შინაარსობრივ განხილვებში შემოვიდეს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საკანონმდებლო პაკეტი ზოგადი პრინციპების დონეზე, ერთ-ერთმა ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ემსახურება.

„ეს ინიციატივა ერთგვარი ზნეობრივი სტანდარტის განმტკიცებისთვის არის. ამით ჩვენ ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას და ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს. ეს არის საკითხი, რომლის მიმართაც საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი, რათა ამ ინიციატივებს საკანონმდებლო ჩარჩო ჰქონდეს, რომელიც დაფუძნებული იქნება ასევე სამართლიანობის პრინციპებზეც. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო მიმდინარე წლის 17 მაისიც, როდესაც ასი ათასობით ქართველი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გამოვიდა თბილისსა და რეგიონებში ოჯახური ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ამ დღეს სამართლიანად აღნიშნა, ეს წარმოადგენდა ერთგვარ რეფერენდუმს და ამ დაკვეთის სისრულეში მოყვანა ჩვენი ვალდებულების და პასუხისმგებლობის ნაწილია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კანონპროექტის ძირითადი არსის თანახმად, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კანონპროექტით ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება.

„საქართველოში აღიარებულია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებები. ეს ღირებულებები განმტკიცებულია, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც ოჯახის შექმნას ჯვრისწერის საიდუმლოებას უკავშირებს. ამ ღირებულებების შენარჩუნებასა და დაცვას ემსახურება საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს განხორციელებული ცვლილებაც, რომლის თანახმადაც, ქორწინება არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამ საკითხთან მჭიდროდ დაკავშირებულია ასევე არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები, რომელთა დასაცავად მიღებულია ბავშვის უფლებათა კოდექსი და მთელი რიგი სხვა საკანონმდებლო აქტები“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, უკვე მიღებული საკანონმდებლო აქტების მიუხედავად, დღეს ლგბტ პროპაგანდა, ასევე ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების საწინააღმდეგო პროპაგანდა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვადასხვა ქვეყნებისთვის. შესაბამისად, აუცილებელი გახდა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება, რასაც წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი მიმართულია აგრეთვე იმ რისკების აღმოფხვრისკენ, რომლებიც დაკავშირებულია ინცესტის სამომავლო პროპაგანდასთან.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყოველი ადამიანის ძირითადი უფლებები აღიარებულია და დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, განურჩევლად ადამიანის ცხოვრების წესისა. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად არ ისახავს არცერთი ამ ძირითადი უფლების უგულებელყოფას.

როგორც რატი იონათამიშვილმა განაცხადა, ეს ინიციატივა ასევე თანხვედრაშია იმ პროცესთან, რომელიც ინიციირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას უკავშირდება. მისი თქმით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ჯგუფის მიერ გამართულ შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხარდამჭერი მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებიც აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსს გამოხატავდნენ.

„სამწუხაროა, რომ ეს პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკური პარტიების დონეზე არ აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები არ წარმოადგნენ საკუთარ ამომრჩეველთა ინტერესებს. რა ინტერესებს წარმოადგენენ, ამაზე საზოგადოებამ გასცეს პასუხი, მაგრამ როცა ისინი სხდომას არ ესწრებიან, პრინციპების დონეზე განხილვაში არ მონაწილეობენ და საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებენ, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ არც პარლამენტში და არც ზოგადად, პოლიტიკური საქმიანობის დროს, საკუთარი ამომრჩევლის ინტერესს არ წარმოადგენენ. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიებისთვის ეს იმ განაჩენის საფუძველია, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნებზე იღებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომელშიც პარლამენტის წევრებთან ერთად, სხვა დაინტერესებული პირებიც მონაწილეობდნენ.

კანონპროექტის მოთხოვნების აღსრულების მექანიზმებიდან გამომდინარე ცვლილებები 18 მოქმედ კანონში შედის.

ოთხივე კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

ყველა სიახლე

21 ივლისი 2024, 16:09

მსოფლიო

ბანგლადეშის მთავრობამ სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების და გამოწვეული არეულობის მართვისთვის კომენდანტის საათის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო

ბანგლადეშის მთავრობამ კომენდანტის საათის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რათა სტუდენტების მიერ დასაქმების კვოტების წინააღმდეგ ორგანიზებული საპროტესტო აქციები და გამოწვეული არეულობის მართვა შეძლოს.

21 ივლისი 2024, 15:44

რეგიონი

აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობისა და მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა მიმდინარეობს

მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილების მიზნით, სამედიცინო ჯგუფების ვიზიტები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ცენტრებისგან დაშორებულ სოფლის ამბულატორიებსა და საზაფხულო იალაღებზე მიმდინარეობს.

21 ივლისი 2024, 15:20

მსოფლიო

ისრაელის ქალაქებში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად შეთანხმების მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები გაიმართა

დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრისგან შეთანხმების გაფორმებას შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ითხოვდნენ, სადაც ის კონგრესში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

მეუფე იაკობი

21 ივლისი 2024, 15:00

საზოგადოება

მეუფე იაკობი: არავისზე არ უნდა იყო დამოკიდებული, არც რუსეთზე, არც ევროპაზე, არც ამერიკაზე

ჩვენ უნდა ვეცადოთ და ყველასთან გვქონდეს ურთიერთობა და თუ გვინდა მსოფლიოს ცივილიზაციასთან თანაცხოვრება, საერთო რაღაცებზე უნდა შეთანხმდეთ, მაგრამ როდესაც საერთო რაღაცებზე თანხმდებით, ისინიც უნდა ითვალისწინებდნენ შენს აზრს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2024, 14:54

არჩევნები ამერიკაში

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე საფრთხის არსებობის შესახებ გაფრთხილებული არ იყო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე არავის გაუფრთხილებია, რომ რაიმე სახის საფრთხე არსებობდა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ტელეკომპანია ფოქს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

21 ივლისი 2024, 14:19

სამართალი

მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ედიშერ გვენეტაძე

21 ივლისი 2024, 14:13

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ნათელი ხდება, რომ ჯონსონის და უკრაინის ხელისუფლების კისერზეა მილიონობით დახოცილის სიცოცხლე!

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს უკრაინის სახელისუფლებო ხროვის წარმომადგენლის არახამიას განცხადება! რომ არა ინგლისის პრემიერ ჯონსონის კატეგორიული მოთხოვნა ომის გაგრძელების შესახებ. ჩვენ ომის დაწყებიდან ერთ კვირაში ომი დასრულებული გვქონდა სტამბულში გამართული მოლაპარაკებებითო! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ივლისი 2024, 13:38

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ე.ი. რა გამოდის გუშინ რომ უკრაინას ლამის რუსეთის გამანადგურებლად, ევროკავშირის წევრობის უპირობო და საუკეთესო მომავალ წევრად მიიჩნევდნენ, დღეს უკვე გადასარჩენია?!

პოლიტიკური ლანდშაფტი და უსაფრთხოების არქიტექტურა აუცილებლად შეიცვლება, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება მეტწილად სხვანაირად წარმოაჩენს გარკვეულ პრიორიტეტებს, ცხადია ეს არ ნიშნავს რომ ის რადიკალურად შეცვლის აშშ-ს ინტერესებს, მაგრამ მეტ დროს და ყურადღებას ჯერ საშინაო საქმეებს დაუთმობს. ევროკავშირსაც მოუწევს დიქტატის პოლიტიკიდან უფრო შერბილებულ ტონზე გადავიდეს. ჩვენ კი უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თურმე რა გველოდა თუ უკრაინის მსგავსად საომარ მოქმედებებში ჩავერთვებოდით, ჩვენც თუ განადგურებული არა მინიმუმ გადასარჩენი ვიქნებოდით, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

თამთა მეგრელიშვილი

ფოტო: ხალხის ძალა

21 ივლისი 2024, 13:30

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: უკრაინას აიმედებდნენ, რომ დაეხმარებოდნენ და ის ამ ომს მოიგებდა თუმცა, საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს დაისვა კითხვა - გადარჩება თუ არა უკრაინა და მისი გადარჩენის საშუალებად ტრამპის გაპრეზიდენტება მოიაზრება

რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია, ის ომში მიტოვებული სატყუარაა რომელიც რუსეთს დაუდეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.

ნინო ფოჩხუა

21 ივლისი 2024, 13:22

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის, ინგლისის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტა, ახლა, იგივე ბორის ჯონსონი მოუწოდებს ტრამპს შეაჩეროს ომი და დესტრუქციული კონფლიქტი

2022 წელს, როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის და უკრაინის მხარე თითქმის დათანხმდა ამ პროცესს, ინგლისის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სასწრაფოდ ჩაფრინდა კიევში და გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტაზე თანხმობის მიცემა, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

21 ივლისი 2024, 13:08

მსოფლიო

იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის, „ეროუ 3“-ის საშუალებით გაანეიტრალა. ისრაელის მედია წერს, რომ ბალისტიკური რაკეტები ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ განადგურდა. „ეროუ 3“-ის სისტემა შექმნილია ბალისტიკური რაკეტების გასანეიტრალებლად, ვიდრე ისინი ჯერ კიდევ ატმოსფეროს ზედა შრეებში არიან.

21 ივლისი 2024, 13:01

რეგიონი

ბახმაროში, ლეჩხუმსა და ხონში „მთის დღეებს“ უმასპინძლეს

ბახმაროში, ლეჩხუმსა და ხონში ფესტივალი „მთის დღეები“ გაიმართა.

გია აბაშიძე

21 ივლისი 2024, 13:01

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ე.წ. გეოპოლიტიკურ ფუჭ თამაშებში პაიკივით გამოიყენეს და დააქციეს უკრაინა, ახლა კი მშვიდობისმყოფელობაზე აწრიალდნენ

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულზე ჩაშალა სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკება, ახლა უტიფრად აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მოიტანოს მშვიდობა და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

ზაალ ანჯაფარიძე

21 ივლისი 2024, 12:58

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: Expatriates-ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციას ამარაგებს რჩევებით და რეკომენდაციებით, თუ რა იქნება საუკეთესო სტრატეგია და ტაქტიკა ამ ხელისუფლების დასამხობად

ვაკვირდებოდი ამ პროცესს, და როდესაც უკვე ტენდენციის სახე მიიღო, გადავწყვიტე დამეწერა. საქართველოში ჩამოსული და აქ დამკვიდრებული უცხოელების (ე.წ. expatriates) საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო ნეგატიურად განეწყო ქ/ოცნების მიმართ. ბოლო პერიოდში, არათუ კრიტიკას (მეტწილად უსაფუძვლოს) არ იშურებენ, არამედ ოპოზიციას ამარაგებენ რჩევებით და რეკომენდაციებით, თუ რა იქნება საუკეთესო სტრატეგია და ტაქტიკა ამ ხელისუფლების დასამხობად. (იხ. სტატია), - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე და Opendemocracy-ს სტატიას აქვეყნებს.

დავით ჩიხელიძე

21 ივლისი 2024, 12:57

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ბორის ჯონსონის განცხადებაზე: დასავლეთმა უკრაინა ჯერ შეაგულიანა, ომი დააწყებინა, შემდეგ მიატოვა, მარცხისთვის გაწირა, ახლა კი ტრამპის იმედი აქვთ, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩეს

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ხაზგასმით ამბობს, რომ დარწმუნებულია ტრამპს უკრაინის გადარჩენა შეუძლია. ჯონსონის სიტყვები პირველი აღიარებაა, რომ დასავლეთმა რაღაც ვერ გათვალა, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

21 ივლისი 2024, 12:22

რეგიონი

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

სვანეთის საერთაშორისო კინო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. მესტიის მოედანზე გამართულ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა „რიჰომ“. დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ფესტივალის საპატიო სტუმარს, შვედ რეჟისორ რუბენ ოსტლუნდს, კი გადაეცა საპატიო პრიზი „დალი“. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობა მიიღო ქართველმა და უცხოელმა კინო მწარმოებელმა, ახალგაზრდა რეჟისორებმა. დიდ ეკრანზე კი ყოველ საღამოს რუბენ ოსტლუნდის ფილმების ჩვენებები იმართებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

21 ივლისი 2024, 12:18

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით გაერო-ს სასამართლოს მოსაზრება კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას გაართულებს

ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით გაეროს სასამართლოს დადგენილებას, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა.

21 ივლისი 2024, 11:52

მსოფლიო

ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ კიბერთავდასხმებისთვის ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააპატიმრეს

ესპანეთის პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, დაკავებულები ესპანეთისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების სამთავრობო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ კიბერ შეტევებში მონაწილეობდნენ. მათ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ კომპიუტერები და დოკუმენტური მასალა ამოიღო.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 ივლისი 2024, 11:40

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ამნისტიაზე: ჰუმანური აქტი ყოველთვის ჰუმანური აქტია და თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს წინასაარჩევნოდაა კარგი, მაშინ თვითონაც მიიღონ ამაში მონაწილეობა

„ასევე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვაც, რათა ამ ჰუმანურ აქტით არ მოხდეს კრიმინალური ვითარების მართვის ხელიდან გაშვება, ამიტომ ყოველთვის ხდება ამ ოქროს შუალედის არჩევა. ჰუმანური აქტი ყოველთვის ჰუმანური აქტია და თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს წინასაარჩევნოდაა კარგი, მაშინ თვითონაც მიიღონ ამაში მონაწილეობა. სინამდვილეში მათ უნდათ სპეკულაცია, ყველაფერში ცუდი დაინახონ და გარკვეულწილად იმოქმედონ იმ პატიმრებზე და მათ ოჯახის წევრებზე, რომელთაც არ ეხებათ ამნისტია“, -აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მიხეილ დუნდუა

21 ივლისი 2024, 11:20

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: მშვიდობაზე დამყარებული სახელმწიფო პოლიტიკა უზრუნველყოფს უმუშევრობის დაძლევას, დასაქმების ზრდას, ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებას და კეთილდღეობისა და თავისუფლების პარამეტრების ხანგრძლივვადიან გაუმჯობესებას

საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება ქვეყნის განვითარების დადებით ტენდენციებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, ინვესტორები დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ მსგავს კვლევებს.