imedi /  20 ივნისი 2024, 20:38 / სანდო წყარო

ზურაბ ქადაგიძე ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე : ამ კანონს ვერც რუსულს დაარქმევენ და ვერც მუხლობრივი თვალსაზრისით შევლენ განხილვაში - ამიტომ ახლა დგანან და აცდენენ სესიებს

ზურაბ ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს. ანალიტიკოსის თქმით, 2003 წელს დაიწყო „პროექტი“ რომლის თანახმადაც ქვეყანაში სხვადასხვა მავნებლობების შემოტანას ცდილობდნენ. „ერთი პროექტის საზოგადოება“- ასე აფასებს ზურაბ ქადაგიძე უცხოელი პარტნიორების მიერ დაფინანსებულ ოპოზიციას და ენჯეო სექტორს და ამბობს, რომ ისინი მოქმედებენ ისე, როგორც უცხოელი პარტნიორები უბრძანებენ.

ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ლგბტ პროპაგანდის საფრთხეებზე დუმილი საკითხის სენსიტიურობას უკავშირდება, საკითხი გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და რადგან კანონს ვერც რუსულს უწოდებენ და ვერც შინაარსობრივ განხილვაში შევლენ, სესიებს არ ესწრებიან.

„როდესაც ვსაუბრობთ აგენტოკრატიაზე, რაზეც „ხალხის ძალას“ არაერთხელ გვისაუბრია, ვგულისხმობთ პროექტს, რომელიც გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ექსპერიმენტის სახით შემოგვთავაზეს 2003 წელს. ამ პროექტში მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკური აქტორები, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ადამიანები და ენჯეო ელიტა. ეს ადამიანები არიან ერთი პროექტის საზოგადოება, რომელიც პოლიტიკურ და ფინანსურ დოტაციაზეა. ისინი არიან ნარატივზე დამოკიდებული და სწორედ ამის მიხედვით მოქმედებენ, იქცევიან ისე, როგორც ეტყვიან. სწორედ მათთვის დავალებული ნარატივით გამჭვირვალობის კანონი იყო რუსული, ახლა ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე ამბობენ - რეპუტაციულად საზიანოა და მოდი გაჩუმდითო და ამიტომ ჩუმდებიან. სამწუხაროდ, ამ პროექტის მონაწილეები აღმოჩნდნენ დღევანდელი ოპოზიციის 99%, რომლებიც ე.წ ვითომ ოპოზიციურ დღის წესრიგს ქმნიან. თავად ლგბტ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე იციან -არჩევნებამდე 6 თვით ადრე პოზიციის ღიად დაფიქსირებამ შეიძლება „პლინტუსს" ქვემოთ მქონე რეიტინგიც გაუქროთ და ეს არ აწყობთ. ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც. თუ ღიად გამოხატული არ აქვთ, რომ ლგბტ საზოგადოების ორგანიზაციაა, არ გამოდიან და არ ამბობენ არაფერს, ელოდებიან სიტუაციას და ნარატივს. გარედან მოსულ ნარატივზე ერთ რამეს შეგახსენებთ, თუ გახსოვთ 1 თვის წინ ევროკავშირში მიღებული რეზოლუცია? ამ რეზოლუციაში მთავარი ე.წ გამჭვირვალობის კანონი იყო, მაგრამ კიდევ ორი პუნქტიც ეწერა ერთი - ეს კანონპროექტი გაიწვიეთ უკან და მეორე - სააკაშვილი გაათავისუფლეთო. ესეც არის იმ პროექტის, „პანდორას ყუთის“ ნაწილი, რომელიც 2003 წელს დაგვიგდეს საქართველოში. ამ ყუთიდან სხვადასხვა მავნებლობების ამოყრას და ამით საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ. ეს “პანდორას ყუთი“ ახლა დახურვის პროცესშია, ამისთვის კი ყველანაირი ძალისხმევაა საჭირო. პოლიტიკური ელიტა ახლა უმრავლესობაა და მხოლოდ ისინი აღმოჩნდნენ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ცდილობენ გამოვიდნენ ამ გაურკვევლობიდან და მაქსიმალურად ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა აწარმოონ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მათ მხარს უჭერს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა. ეს კარგად იციან საერთაშორისო პარტნიორებმაც, ამაზე არიან გამწარებული და ახლა ფიქრობენ რა გააკეთონ. ამ კანონს ოპოზიცია ვერც რუსულს დაარქმევს, ვერც მუხლობრივი თვალსაზრისით შევა განხილვაში, რადგან მავნებლობა იქნება. ამიტომ, ახლა დგანან და აცდენენ სესიებს.“- აღნიშნა ქადაგიძემ.

ყველა სიახლე

19 ივლისი 2024, 13:21

პოლიტიკა

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

კანონპროექტი 16 მუხლისგან შედგება. პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

19 ივლისი 2024, 13:03

ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრების - არჩილ გორდულაძის და ირაკლი კირცხალიას საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

19 ივლისი 2024, 13:02

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს კატარის სახელმწიფო მრჩეველთა საბჭოს (მაჯილის ალ შურა) დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ორგანიზების თაობაზე.

ჯო ბაიდენი

19 ივლისი 2024, 12:56

არჩევნები ამერიკაში

NYP: პრეზიდენტ ბაიდენს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის სახელი დაავიწყდა და ის მოიხსენია, როგორც „შავი კაცი“

პრეზიდენტ ბაიდენი თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის სახელის წარმოთქმისას დაიბნა. ამის შესახებ ინფორმაციას NYPost ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

19 ივლისი 2024, 12:52

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაზე: ანგარიშებში გაჩნდა ტერმინი „სიკვდილის ექსპორტი“. მომაკვდავი პატიმრები გაჰყავდათ სამოქალაქო საავადმყოფოებში და ვეღარ ხვდებოდნენ დაღუპულთა სტატისტიკაში

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე, ერთ-ერთი ძირითადი და ობიექტური კრიტერიუმი ეს არის ის თუ როგორ ეპყრობა სახელმწიფო პატიმართა უფლებებს. როგორ და რა სტანდარტით იცავს სახელმწიფო პატიმართა უფლებებს“,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც „ამნისტიის შესახებ კანონპროექტს“ პირველი მოსმენით განიხილავენ.

დონალდ ტრამპი

19 ივლისი 2024, 12:44

არჩევნები ამერიკაში

დონალდ ტრამპი: ჩვენ ოპონენტებს დავუტოვეთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, მათ კი დედამიწა ომში გახვიეს. ჩვენ ომის პლანეტაზე ვცხოვრობთ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილუოკიში გამართულ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს იყო მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ხოლო ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დედამიწა ომში გახვია. „თუ გსურთ იცოდეთ სიმართლე, ჩვენ ჩვენს ოპონენტებს დავუტოვეთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ხოლო მათ დედამიწა ომში გახვიეს. ჩვენ ომის პლანეტაზე ვცხოვრობთ. შეხედეთ ისრაელზე თავდასხმას, შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში, ქალაქები უბრალოდ განადგურებულია“, - განაცხადა მან.

რატი იონათამიშვილი

19 ივლისი 2024, 12:32

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი პატიმრებს, ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი, რასაც ჩვენი საზოგადოება აუცილებლად მისცემს შესაბამის შეფასებას

რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი პატიმრებს. ისინი გუშინ დაემალნენ გენერალურ პროკურორს, დღეს ემალებიან პატიმრებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც „ამნისტიის შესახებ კანონპროექტს“ პირველი მოსმენით განიხილავენ.

გია აბაშიძე

19 ივლისი 2024, 12:30

პოლიტიკა

გია აბაშიძე პოლიტიკური თანასწორობის ინდექსზე: მსგავსმა საერთაშორისო რეიტინგებმა არაერთხელ გააქარწყლეს „ნაცენჯეოების“ მავნებლური გზავნილები, რომ თითქოს საქართველო „კორუფციაში იხრჩობა“, „ეკონომიკური სტაგნაციაა“, „უუფლებო საზოგადოებაა“ და ა.შ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვით, პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით საქართველო ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა, 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში და ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 12:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს აღვნიშნავთ თამაზ ნადარეიშვილის 70 წლის იუბილეს და მინდა, პატივი მივაგოთ მას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა თამაზ ნადარეიშვილის დაბადებიდან 70 წლის იუბილესადმი გამოხმაურებით გახსნა. მან თამაზ ნადარეიშვილის საქმიანობაზე ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილი

19 ივლისი 2024, 12:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებს.

19 ივლისი 2024, 12:09

საზოგადოება

საჯარო და კერძო ექსტენციის თანამშრომლობის შესახებ ფორუმი გაიმართა

მცირე ფერმერებისთვის საექსტენციო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, VET პროგრამის ფარგლებში მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტები. კერძო და საჯარო უწყებების ექსტენციონისტებმა და სტუდენტებმა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, განიხილეს ყველაზე მოთხოვნადი აგრო-საექსტენციო სერვისების, აგრარული მიმართულებით სასწავლო პროგრამების და პროფესიული განათლების სექტორის საჭიროებათა კვლევების საკითხები და შეიმუშავეს რეკომენდაციები

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 12:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი იაელ ბრაუნ-პივეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაელ ბრაუნ-პივეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს წარმატებას უსურვებს და გამოთქვამს მზაობას თანამშრომლობისთვის.

19 ივლისი 2024, 12:07

ტექნოლოგიები

BBC: IT-სისტემების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს მასშტაბით პრობლემები შეექმნა

IT-სისტემების გლობალურმა პრობლემამ მსოფლიოში ავიაკომპანიების, მედიისა და ბანკების მუშაობა შეაფერხა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი პირდაპირ ეთერში ვერ გადის. შეფერხებაა შოტლანდიის ედინბურგის აეროპორტის მუშაობაში. ავიაკომპანია Ryanair-ი ინტერნეტ ქსელში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. პრობლემები შეექმნა ასევე ავსტრალიის სატელეკომუნიკაციო კომპანიას Telstra Group-ს. ტექნიკური შეფერხებაა ბერლინის, ამსტერდამისა და სიდნეის აეროპორტებშიც. გაერთიანებულ სამეფოში პრობლემები შეექმნა რკინიგზის მუშაობას.

19 ივლისი 2024, 12:06

პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით თბილისის საკრებულოს დელეგაცია ერევანში იმყოფება

თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია სომხეთში ერევნის მუნიციპალიტეტის მიწვევით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრები ერევნის მერის პირველ მოადგილეს, არმენ პამბუკჩიანს და მერის მოადგილეს, ლევონ ჰოვანისიანს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა.

19 ივლისი 2024, 12:04

სამართალი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

19 ივლისი 2024, 12:01

სამართალი

პოლიციამ იმერეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.

19 ივლისი 2024, 11:54

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2 მილიონ 710 ათასი კვადრატული მეტრის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

19 ივლისი 2024, 11:53

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: დღევანდელი ხელისუფლების პირობებში „ამნისტიის პროექტი“ ნიშნავს ადამიანების რეალურ რესოციალიზაციას. წინა ხელისუფლების პირობებში ამნისტია პირდაპირი გაგებით ნიშნავდა სიკვდილისგან თავის დაღწევას

ამნისტიის აქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამნისტიის პროექტის განხილვა მოეწყო. პარლამენტში განსახილველად შესული პროექტი დამტკიცების შემთხვევაში ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ დაახლოებით 7 ათასამდე პირს შეეხება.

ეკა სეფაშვილი

19 ივლისი 2024, 11:49

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ლონდონის სამიტზე: ეს სამიტი და მასში საქართველოს ასეთი აქტიური მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის გლობალური მნიშვნელობის როლის ზრდას

ლონდონში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება მომავალში უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო არაერთხელ იქნება მსგავსი სამიტის მონაწილე.

გურამ გურამიშვილი

19 ივლისი 2024, 11:49

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი: შუა დერეფნის ტრენდი მზარდია და მიხარია, რომ ეს არ არის ნახტომისებური ზრდა და არის გამიზნული პოლიტიკის შედეგი

შუა დერეფნის ტრენდი მზარდია და მიხარია, რომ ეს არ არის ნახტომისებური ზრდა და არის გამიზნული პოლიტიკის შედეგი,- ამის შესახებ „იმედის დილის“ რუბრიკის - Business Insider Georgia-ს ეთერში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ისაუბრა.