imedi /  21 ივნისი 2024, 20:25 / სანდო წყარო

გურამ მაჭარაშვილი: გამოვიდეს ოპოზიცია და თქვას - ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი რუსულია, ოჯახური სიწმინდის დაცვა კი რუსული მეთოდი. თქვან და ნახავენ ამომრჩეველთა მხრიდან რასაც მიიღებენ

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიციამ გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ერთმანეთთან გააიგივა, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ოჯახური სიწმინდის დაცვა, გამჭვირვალობა და უსაფრთხოება რუსული მეთოდი ყოფილა. „ან ეროვნული დროშა უნდა დაიჭირო ან ლგბტ. მესამე დროშა არ არსებობს. ოპოზიციას კი ჯერჯერობით არჩევანი ლგბტ დროშის სასარგებლოდ აქვს გაკეთებული,“- აღნიშნა მან.

„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით ველოდები საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ კანონი რუსულია და ემიჯნებიან. გამოვიდნენ, დააფიქსირონ თავიანთი აზრი. თქვან, რომ ემხრობიან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, გეი პარადების ჩატარებას, მათ შორის ბავშვებში და ასე შემდეგ. პრინციპში ოპოზიციის წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ თქვა, რასაც ფიქრობენ ოპოზიციაში. თურმე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი „რუსული კანონი ორია“. მათი აზრით ოჯახური სიწმინდის დაცვა, გამჭვირვალობა და უსაფრთხოება, რუსული მეთოდი ყოფილა.

ამ ხალხს არც კანონის წაკითხვა სურს და არც მისი განმარტება აინტერესებს. ველოდები, გამოვიდეს ოპოზიცია და თქვას - ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი რუსულია, ოჯახური სიწმინდის დაცვა კი რუსული მეთოდი. თქვან და ნახავენ ამომრჩეველთა მხრიდან რასაც მიიღებენ.

ოპოზიციამ გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ერთმანეთთან გააიგივა. ან ეროვნული დროშა უნდა დაიჭირო ან ლგბტ. მესამე დროშა არ არსებობს. ოპოზიციას კი ჯერჯერობით არჩევანი ლგბტ დროშის სასარგებლოდ აქვს გაკეთებული,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

19 ივლისი 2024, 12:44

არჩევნები ამერიკაში

ტრამპი: ჩვენს მემკვიდრეებს მშვიდობა დავუტოვეთ, ხოლო ახლა ჩვენ ომის პლანეტაზე ვცხოვრობთ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილუოკიში გამართულ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს იყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, ხოლო ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დედამიწა ომში გახვია. „თუ გსურთ იცოდეთ სიმართლე, ჩვენ ჩვენს ოპონენტებს დავუტოვეთ მშვიდობა მთელს მსოფლიოში, ხოლო მათ დედამიწა ომში გახვიეს. ჩვენ ომის პლანეტაზე ვცხოვრობთ. შეხედეთ ისრაელზე თავდასხმას, შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში, ქალაქები უბრალოდ განადგურებულია“, - განაცხადა მან.

რატი იონათამიშვილი

19 ივლისი 2024, 12:32

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადეს ბოიკოტი პატიმრებს, ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი რასაც ჩვენი საზოგადოება აუცილებლად მისცემს შესაბამის შეფასებას

რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი პატიმრებს. ისინი გუშინ დაემალნენ გენერალურ პროკურორს, დღეს ემალებიან პატიმრებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც „ამნისტიის შესახებ კანონპროექტს“ პირველი მოსმენით განიხილავენ.

გია აბაშიძე

19 ივლისი 2024, 12:30

პოლიტიკა

გია აბაშიძე პოლიტიკური თანასწორობის ინდექსზე: მსგავსმა საერთაშორისო რეიტინგებმა არაერთხელ გააქარწყლეს „ნაცენჯეოების“ მავნებლური გზავნილები, რომ თითქოს საქართველო „კორუფციაში იხრჩობა“, „ეკონომიკური სტაგნაციაა“, „უუფლებო საზოგადოებაა“ და ა.შ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვით, პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით საქართველო ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა, 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში და ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 12:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს აღვნიშნავთ თამაზ ნადარეიშვილის 70 წლის იუბილეს და მინდა, პატივი მივაგოთ მას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა თამაზ ნადარეიშვილის დაბადებიდან 70 წლის იუბილესადმი გამოხმაურებით გახსნა. მან თამაზ ნადარეიშვილის საქმიანობაზე ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილი

19 ივლისი 2024, 12:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებს.

19 ივლისი 2024, 12:09

საზოგადოება

საჯარო და კერძო ექსტენციის თანამშრომლობის შესახებ ფორუმი გაიმართა

მცირე ფერმერებისთვის საექსტენციო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, VET პროგრამის ფარგლებში მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტები. კერძო და საჯარო უწყებების ექსტენციონისტებმა და სტუდენტებმა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, განიხილეს ყველაზე მოთხოვნადი აგრო-საექსტენციო სერვისების, აგრარული მიმართულებით სასწავლო პროგრამების და პროფესიული განათლების სექტორის საჭიროებათა კვლევების საკითხები და შეიმუშავეს რეკომენდაციები

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 12:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი იაელ ბრაუნ-პივეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაელ ბრაუნ-პივეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს წარმატებას უსურვებს და გამოთქვამს მზაობას თანამშრომლობისთვის.

19 ივლისი 2024, 12:07

ტექნოლოგიები

BBC: IT-სისტემების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს მასშტაბით პრობლემები შეექმნა

IT-სისტემების გლობალურმა პრობლემამ მსოფლიოში ავიაკომპანიების, მედიისა და ბანკების მუშაობა შეაფერხა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი პირდაპირ ეთერში ვერ გადის. შეფერხებაა შოტლანდიის ედინბურგის აეროპორტის მუშაობაში. ავიაკომპანია Ryanair-ი ინტერნეტ ქსელში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. პრობლემები შეექმნა ასევე ავსტრალიის სატელეკომუნიკაციო კომპანიას Telstra Group-ს. ტექნიკური შეფერხებაა ბერლინის, ამსტერდამისა და სიდნეის აეროპორტებშიც. გაერთიანებულ სამეფოში პრობლემები შეექმნა რკინიგზის მუშაობას.

19 ივლისი 2024, 12:06

პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით თბილისის საკრებულოს დელეგაცია ერევანში იმყოფება

თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია სომხეთში ერევნის მუნიციპალიტეტის მიწვევით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრები ერევნის მერის პირველ მოადგილეს, არმენ პამბუკჩიანს და მერის მოადგილეს, ლევონ ჰოვანისიანს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა.

19 ივლისი 2024, 12:04

სამართალი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

19 ივლისი 2024, 12:01

სამართალი

პოლიციამ იმერეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.

19 ივლისი 2024, 11:54

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2 მილიონ 710 ათასი კვადრატული მეტრის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

19 ივლისი 2024, 11:53

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: დღევანდელი ხელისუფლების პირობებში „ამნისტიის პროექტი“ ნიშნავს ადამიანების რეალურ რესოციალიზაციას. წინა ხელისუფლების პირობებში ამნისტია პირდაპირი გაგებით ნიშნავდა სიკვდილისგან თავის დაღწევას

ამნისტიის აქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამნისტიის პროექტის განხილვა მოეწყო. პარლამენტში განსახილველად შესული პროექტი დამტკიცების შემთხვევაში ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ დაახლოებით 7 ათასამდე პირს შეეხება.

ეკა სეფაშვილი

19 ივლისი 2024, 11:49

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ლონდონის სამიტზე: ეს სამიტი და მასში საქართველოს ასეთი აქტიური მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის გლობალური მნიშვნელობის როლის ზრდას

ლონდონში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება მომავალში უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო არაერთხელ იქნება მსგავსი სამიტის მონაწილე.

გურამ გურამიშვილი

19 ივლისი 2024, 11:49

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი: შუა დერეფნის ტრენდი მზარდია და მიხარია, რომ ეს არ არის ნახტომისებური ზრდა და არის გამიზნული პოლიტიკის შედეგი

შუა დერეფნის ტრენდი მზარდია და მიხარია, რომ ეს არ არის ნახტომისებური ზრდა და არის გამიზნული პოლიტიკის შედეგი,- ამის შესახებ „იმედის დილის“ რუბრიკის - Business Insider Georgia-ს ეთერში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 ივლისი 2024, 11:48

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტად ომის და პუტინის „დასრულებამდე“ დარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტად დარჩება მანამ, სანამ ომი არ დასრულდება. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის გადაწყვეტს ის წასვლას პრეზიდენტის პოსტიდან, ზელენსკიმ უპასუხა: „ომის შემდეგ“. შემდეგ დაამატა, რომ მან ჯერ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა „დაასრულოს“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხალხისა და ქვეყნისთვის.

19 ივლისი 2024, 11:43

რეგიონი

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ზუგდიდში შშმ პირები გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სემინარები ჩაატარა. შეხვედრების ფარგლებში, ბენეფიციარებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

იენს სტოლტენბერგი

19 ივლისი 2024, 11:40

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ომისთვის

ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ომისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ბიბისისთან” საუბრისას განაცხადა.

19 ივლისი 2024, 11:34

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

19 ივლისი 2024, 11:32

მსოფლიო

თურქეთის ქალაქ იზმირში ტყის მასივი იწვის

თურქეთის ქალაქ იზმირში ტყის მასივი იწვის. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 7 თვითმფრინავი, 16 ვერტმფრენი და 35 სახანძრო მანქანაა ჩართული.