22 ივნისი 2024, 10:33 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: სიტყვები „სტრატეგიული პარტნიორიც“ ხომ იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედიოდეს ამა თუ იმ ქვეყანასთან ასეთი ურთიერთობის ანუ პარტნიორობის დამყარება

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

სიტყვები „სტრატეგიული პარტნიორიც“ ხომ იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედიოდეს ამა თუ იმ ქვეყანასთან ასეთი ურთიერთობის ანუ პარტნიორობის დამყარება, - წერს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე.

ნანა კაკაბაძე რამდენიმე თემაზე აშშ-ის მხრიდან დაფიქსირებულ პოზიციებს განიხილავს, მათ შორის ანაკლიის პორტის, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების, ჩინეთთან ურთიერთობისა და გამჭვირვალობის კანონის საკითხებზე.

„პარტნიორობა და ინტერესები არაერთხელ გვითქვამს, რომ პოლიტიკაში, მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს ყველა ქვეყანას. მეგობრობა, ძმობა, პარტნიორობა და სხვა ლამაზი სიტყვები იმდენად არის ქვეყნებს და ხალხებს შორის რელევანტური, ურთიერთობების დროს, რამდენადაც კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაში ეს შედის ქვეყნის ინტერესებში. სიტყვები „სტრატეგიული პარტნიორიც“ ხომ იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედიოდეს ამა თუ იმ ქვეყანასთან ასეთი ურთიერთობის ანუ პარტნიორობის დამყარება.

მაგრამ როდესაც პარტნიორების ინტერესები კონკრეტულ სიტუაციაში თანხვედრაში არ მოდის შენს ქვეყანასთან, მაშინ იწყება იმ პრინციპის ამუშავება, რომელსაც ჰქვია „დიდ კაცსა პატარა კაცთან როდის გასვლია მართალი“? ეს ყველაფერი სულ ახლახანს შეგვახსენა აშშ-ს ელჩმა დანიგანმა, როდესაც მიგვანიშნა, რომ აშშ-ს ინტერესებს ეწინააღმდეგება ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის ჩართვა. მანამდე ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა სხვადასხვა მაღალჩინოსნის პირით გვითხრა, რომ აშშ-ს ინტერესებს ეწინააღმდეგება „გამჭვირვალობის კანონის“, ელგბტქ+ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის თუ სხვა კანონების მიღება.

კიდევ უფრო ადრე ასევე პირდაპირ გვითხრეს, რომ აშშ-ს ინტერესებშია საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და აქ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა.

უხეშად რომ ვთქვათ, გვეუბნებიან, ჩვენს ინტერესებშია შენ იყო ჩვენთვის გამოსადეგი საზარბაზნე ხორციო. ამ ეტაპზე რუსეთის უფრო მეტად გასაშავებლად გამოსაყენებელი მასალაო.

„ლიბერალებად" წოდებული, ჩვენი ბოლშევიკურ-ფაშისტური ოპოზიცია, ამ მოსაზრებას დასცინიან, როგორ შეიძლება აშშ-ს ინტერესებში იყოს საქართველოში რუსების ჯარის შემოყვანა, როდესაც ჩვენ მათ ვერ დავამარცხებთ და ეს ხომ აშშ-ს იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებსო?

კი, ბატონო მაგრამ, ამ ომში ხომ უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა, მილიონამდე უკრაინელი ჩაიხოცა, ათეულ მილიონობით ლტოლვილად იქცა, ამ ომიდან, უკრაინის გამარჯვებულად გამოსვლა, სულ უფრო და უფრო უპერსპექტივო ხდება. ამის მიუხედავად აშშ და ნატო ასეულ მილიარდობით დოლარითა და უახლესი შეიარაღებით "ეხმარებიან" უკრაინას. რუსები კი მაინც წინ მიიწევენ, ესეც ხომ უარყოფითად მოქმედებს აშშ-ს იმიჯზე, მაგრამ მაინც ხელს უწყობენ უკრაინელების ხოცვასა და ხორცის მანქანაში ყოველდღიურ გატარებას, ეგრეთ წოდებულ, უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლას?
თუ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას მიაღწევენ, ამერიკელები არც ჩვენ დაგვამადლიან შეიარაღებას, მილიარდებსაც დაგვაყრიან თავზე და აქაც გაიმეორებენ, რომ მთავარია, რუსეთის დასუსტებისკენ მიმართულ ომში ამერიკელები და ევროპელები არ კვდებიანო.

ბოლო დღეებში გამოქვეყნდა ის შთამბეჭდავი ციფრები, რომლებიც აჩვენებენ, რომ აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ჩინეთის უმსხვილესი სავაჭრო და ბიზნეს-პარტნიორები არიან. ამ ფონზე, ელჩი დანიგანი ჩვენ გვამუნათებს, ჩინეთი თქვენს ოკუპანტ ქვეყანას უჭერს მხარს და თქვენ ანაკლიის პორტის მშენებლობა მას როგორ ჩააბარეთო? მოკლედ, დასავლეთისთვის დასაშვებია, საჭირო და საინტერესო ჩინეთთან თანამშრომლობა, ჩვენთვის კი მათი აზრით იგივე არ შეიძლება. მერე რა, რომ ეს საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებშია. მთავარი ჩვენთვის თურმე ის უნდა იყოს, არის თუ არა ეს აშშ-ს ინტერესებში. ანუ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, მენტორული ტონით გვეუბნება, რომ ამერიკის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე წინ უნდა დააყენოთო.

ანალოგიური ლოგიკა აქვთ „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებაშიც. ეს კანონი ჩვენს ინტერესებშიაო, ჩვენთან ეფექტურად მუშაობსო, მაგრამ თქვენთვის კი იგივე სიკეთე არ შეიძლება, რადგან საქართველოსთვის ჩვენ მას „რუსული“ დავარქვითო.
მე რომ აშშ და ევროკავშირი ვარ, მჭირდება რუსული გაზიც, რუსული ნედლეულიც და ვყიდულობ კიდეც, მაგრამ შენ რუსეთთან არ უნდა ივაჭროო. ვინაიდან აქაც ჩემი ინტერესი საკუთარ ინტერესზე წინ უნდა დააყენოო.

მე 4 მილიარდად გიყიდე წინა ხელისუფლებებისგან, გიყიდე „ბუას“ ფუნქციით, ასევე საზარბაზნე ხორცად რუსეთის წინააღმდეგ თუ "სამშვიდობო მისიებში“ გამოსაყენებლად, პაწაწინა ხარ და სხვა რა გზა გაქვს, რომ არ დამემონოო? საქართველოში, დიდი ფული მაქვს ჩადებული ჩემს აგენტურაში, თუ არ დამემონები, აგაყირავებ და დაგამხობო როცა მინდა და როგორც მინდაო-ემუქრება ხელისუფლებას. ასეთი არის პარტნიორობა დასავლურადო.

მიშასაც თავგამოდებით ვიცავთ და დავიცავთ, ვინაიდან მან პოლიტიკა ჩვენს ინტერესებს მოარგო და არა საკუთარი ქვეყნისასო. ზელენსკისაც ხომ იმიტომ ვაძლევთ უხვად ფულს, რომ რუსეთი საბოლოოდ დაამარცხოს ან ისე დაასუსტოს, რომ მერე ჩვენ გაგვიადვილდეს მისი დაშლა-განადგურებაო. უკრაინას ვაფინანსებთ და დავაფინანსებთ მანამ, სანამ ეს ჩვენს ინტერესებში იქნებაო.

აი, ეს არის რეალობა. ქვეყნის გარეთაც და საქართველოშიც, ვისაც დანახვა სურს, ხედავს, ხოლო ის ვინც ამ ყველაფრით ხეირობს, ის, გამწარებული მუშაობს გაბრიყვებულების ტვინების გამორეცხვაზე.

ვინც ფიქრობთ, რომ ეს რუსული ნარატივია, ყველას გელით ნებისმიერ ეთერში და იქ გავარჩიოთ თეთრი და შავი. იქნებადა მართლაც ჩვენზე მეტი გაქვთ გაკეთებული რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში როდესაც რუსეთს მიტაცებული ჰქონდა ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი...

დღეს, თუ იგივეს სხვა, უფრო უკეთ დავარცხნილი ქვეყანა დაგვიპირებს, იმასაც ისე მოვექცევით დისიდენტები, როგორც საბჭოთა იმპერიას ვექცეოდით.

ჩვენი პოლიტიკა არ არის იზოლაციისკენ მიმავალი, პირიქით, ჩვენი მიზნები, ამოცანები და ინტერესები თანხვედრაშია, მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებთან. სწორედ ამიტომ გვჯერა გამარჯვების.
ის, რაც დღეს ხდება, უმცირესობის ბატონობა უმრავლესობაზე, არის ფაშიზმი და ბოლშევიზმი, ხოლო ჩვენი სწრაფვა უმრავლესობის მმართველობისა უმცირესობაზე, არის ჭეშმარიტი დემოკრატია. დარწმუნებულები ვართ, რომ მთელ მსოფლიოს, ისევე როგორც საქართველოს, თავს ახვევენ უმცირესობის ბატონობას უმრავლესობაზე. ვინაიდან, წარმოუდგენელია, დემოკრატიული მმართველობის დროს, მოქალაქეების უმრავლესობამ ნებაყოფლობით აირჩიოს არაბუნებრივი, არაადამიანური, არაჰუმანური ცხოვრების წესი და ადამიანური ბუნებიდან გადახრას ნორმა უწოდოს.

გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოშიც და მთელს მსოფლიოში გაიმარჯვებს მხოლოდ სწორი პოზიცია და პოლიტიკა, ამაზე მეტყველებს ევროპაში მიმდინარე არჩევნების შედეგი. სწორედ ამ პოზიციასთან არის თანხვედრაში ჩვენი გზაც. სამართლიანობა დაამარცხებს უსამართლობას,ორმაგ სტანდარტებს, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას და მას ჩაანაცვლებს, საზოგადოების ინტერესებზე მორგებული ნამდვილი დემოკრატია“, - წერს ნანა კაკაბაძე.

ყველა სიახლე

მეუფე იაკობი

25 ივლისი 2024, 23:47

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: მთავარია ამერიკელებთან ისევ გამოვნახოთ საერთო ენა, არსებულ პრობლემაში ორივე მხარეს მიგვიძღვის წვლილი, კომუნიკაციის ნაკლებობა იყო, ახლა კი, კომუნიკაცია უნდა შედგეს

ჩვენთვის მთავარია ამერიკელებთან გამოვნახოთ ისევ საერთო ენა, არსებულ პრობლემაში ორივე მხარეს მიგვიძღვის წვლილი, კომუნიკაციის ნაკლებობა იყო, ახლა კი, კომუნიკაცია უნდა შედგეს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მეუფე იაკობი

25 ივლისი 2024, 23:30

პოლიტიკა

მეუფე იაკობი გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე: ეს არ იყო საქართველოსთვის თავდადება, ეს იყო პროევროპული, პრორუსული, პროამერიკული და არა ქართული გამოსვლები

პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ძალიან ცხელი ზაფხული და ასევე შემოდგომა გველოდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. თუ გავაკეთებთ ანალიზს რა ხდებოდა საქართველოში, იყო დიდი გამოსვლები, ჩვენი ახალგაზრდობა საკმაოდ აქტიურად იყო ჩაბმული სკოლის მოსწავლეები და სტუდენტებიც, ასევე სხვადასხვა თაობის ადამიანები – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაცემა „იმედიLIVE“- ში განაცხადა.

მეუფე იაკობი

25 ივლისი 2024, 23:26

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: უნდა მოვისმინოთ რა უნდა ამერიკასა და ევროკავშირს, მაგრამ იმათმაც უნდა მოგვისმინონ, ასე რუსეთიც გვეუბნება, ჩვენთან თუ იქნებით ყველაფერი კარგად იქნებაო - ეს ზღაპრები უკვე მოსმენილი გვაქვს

„გვიხარია, როდესაც ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ასევე გვიხარია, ევროკავშირთან კანდიდატის სტატუსი გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა ან რას ნიშნავს კანდიდატობა. ჩვენ, რა თქმა უნდა უნდა მოვისმინოთ რა უნდათ მათ, მაგრამ იმათმაც უნდა მოგვისმინონ, რა გვჭირდება ჩვენ. ასე რუსეთის გვეუბნება, ჩვენთან თუ იქნებით ყველაფერი კარგად იქნებაო - ეს ზღაპრები ჩვენ მოსმენილი გვაქვს“.

დონალდ ტრამპი

25 ივლისი 2024, 23:25

არჩევნები აშშ

ტრამპი კამალა ჰარისზე: ჩვენ არ ვართ მზად მარქსისტი პრეზიდენტისთვის

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მარქსისტი პრეზიდენტი იქნება.

25 ივლისი 2024, 22:30

სპორტი

ირაკლი კობახიძე პარიზში სპორტის სამიტს და ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრო საზეიმო მიღებას, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის სახელით, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის სტუმარი სახელმწიფო ლიდერების პატივსაცემად, ლუვრში გაიმართა.

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკი

25 ივლისი 2024, 21:56

მსოფლიო

ტრამპი: ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი

ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენი

25 ივლისი 2024, 21:45

მსოფლიო

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა დაიწყო

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

გიორგი ამილახვარი

25 ივლისი 2024, 21:13

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: არც სამინისტროში, არც ერთ ჩვენს უწყებაში, არც საჯარო სკოლებში და არც ერთ ჩვენს დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადამიანი პოლიტიკური ნიშნით არ შერჩეულა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სამუშაო ადგილებზე პოლიტიკური ჯგუფების წვდომის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 48-ე პოზიციაზეა.

ზაალ ანჯაფარიძე

25 ივლისი 2024, 21:12

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რაც უფრო ინტენსიურად და კრეატიულად დაამკვიდრებს „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში იმ დისკურსს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, უფრო გაუადვილდება შეასრულოს გაცემული დაპირება

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის” და მისი წიაღიდან აღმოცენებული პირთა გაერთიანების სახით გვყავს „ნაცმოძრაობა -1“ და „ნაცმოძრაობა-2.“ ორივეს ერთი და იგივე ელექტორატი ჰყავთ და რა თქმა უნდა, არჩევნებზე ერთმანეთს ხმებს წაართმევენ და სწორედ ასე მოკლავენ ერთმანეთს.

25 ივლისი 2024, 21:09

არჩევნები აშშ

ლოიდ ოსტინი: კამალა ჰარისი ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესში წამყვანი მოთამაშეა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესში წამყვანი მოთამაშეა.

გურამ მაჭარაშვილი

25 ივლისი 2024, 21:02

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ოპოზიციის საარჩევნო შტაბის თავის საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში გახსნა იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთელი კონსტიტუცია საზოგადოებას თავზე გადაახია

„ლელო“ რომ ლელოს დამდები არ არის 26 ოქტომბერს, ამაზე ისიც კი მიანიშნებს, რომ ისეთი ადამიანები შეისრუტა, რომლებიც ზოგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო და ხაზარაძეს აგინებდა, მერე შეისრუტა ასევე მაგინებელი ელისაშვილი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

გელა ნიკოლაიშვილი

25 ივლისი 2024, 20:46

პოლიტიკა

გელა ნიკოლაიშვილი: ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, უბრალოდ ჩვენ გვაქვს პროტესტი ევროპული ღირებულებების დამახინჯების წინააღმდეგ, რომელიც ქმნის უსამართლო განწყობებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა გელა ნიკოლაიშვილმა მათი ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე დამატებით განმარტება გააკეთა. „ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, უბრალოდ ჩვენ გვაქვს პროტესტი და წინააღმდეგობა ევროპული ღირებულებების დამახინჯების წინააღმდეგ, რომელიც ქმნის უსამართლო განწყობებს. ბევრ რაღაცაზე თვალები უნდა დავხუჭოთ, ანტი დემოკრატიას დემოკრატია უნდა ვუწოდოთ, ციხეებში წამებას შეიძლება დემოკრატიის შუქურა უწოდონ, კერძო საკუთრების ჩამორთმევას და ზოგადად იმ ღირებულებების წინააღმდეგ წასვლას, რომელსაც თვითონ სიტყვიერად ქადაგებენ.“– აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

25 ივლისი 2024, 20:23

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი მეორე ფრონტის საკითხი საქართველოში

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ საქართველოში მეორე ფრონტის საფრთხის აქტუალურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ისევ არ არის მოხსნილი. მაჭარაშვილის თქმით, როდესაც უკრაინის ომი დასრულდება, საქართველოც მაშინ ამოისუნთქებს.

გიორგი ამილახვარი

25 ივლისი 2024, 20:14

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერზე წამსვლელები არიან

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შესახებ მედიასთან ისაუბრა. მინისტრის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია.

რადოსლავ სიკორსკი

25 ივლისი 2024, 19:59

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირის ქვეყნებში ასიათასობით პოტენციური უკრაინელი ახალწვეულია, რომლებმაც უნდა დაიცვან თავიანთი სამშობლო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია შექმნას ისეთი პირობები უკრაინელების ევროკავშირში ყოფნისთვის, რაც წაახალისებს მათ უკრაინაში დაბრუნებასა და სამშობლოს დაცვის მოვალეობის შესრულებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

კამალა ჰარისი

25 ივლისი 2024, 19:11

არჩევნები აშშ

კამალა ჰარისი: არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ქაოსის, შიშისა და სიძულვილის ქვეყანა - ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ვიდეო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის, რომლის მთავარი გზავნილია „ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას“.

ეკა სეფაშვილი

25 ივლისი 2024, 19:10

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ოპოზიციაზე: ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ კი არ უნდათ, რომ ქვეყნის განვითარება სურთ, მათი სურვილია გარე ძალების დავალებას უსიტყვოდ მოაწერონ ხელი და მეორე დღესვე ჩართონ ქვეყანა ომში

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე დაჯგუფების პროცესს ეხმიანება. სეფაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე გადაჯგუფებები ამომრჩევლის მოტყუების მიზნით ხორციელდება.

მიხეილ ყაველაშვილი

25 ივლისი 2024, 18:56

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ ასრულებს მითითებას „შეეხიდოს“ უკრაინას და აქ მეორე ფრონტი გახსნას

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საფრთხეზე საუბრობს და მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წერილის კომენტირებისას განაცხადა, უცხოური ძალების მხრიდან ამ მიმართულებით ძალისხმევა შენელებული არ არის.

რატი იონათამიშვილი

25 ივლისი 2024, 18:45

სამართალი

რატი იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის საქმეზე ჩვენ ვნახეთ ძალიან მყარი მტკიცებულებები ვისთან მიდიოდა კვალი და ეს სწორედ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოებას არ გაუკვირდება, თუკი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების კვალი საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებამდე მივა.

25 ივლისი 2024, 18:42

სამართალი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.