24 ივნისი 2024, 00:32 / სანდო წყარო

გიორგი ამილახვარი: არავინაა დღეს ზოგადი განათლების შედეგებით კმაყოფილი. მთავარი, რაც უნდა ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას, ეს არის ხარისხის ამაღლება. ვერ ვიზამთ ამას, თუ ყველაზე მთავარ აქტორს არ მივცემთ სამართლიან შრომის ანაზღაურებას

მე ვარ აგერ, რომელიც პირველი ვამბობ, რომ არავინ არის დღეს ჩვენი ზოგადი განათლების შედეგებით კმაყოფილი. მთავარი, რაც უნდა ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას, ეს არის ხარისხის ამაღლება. ჩვენ ვერ ვიზამთ ამას, თუ ყველაზე მთავარ აქტორს არ მივცემთ სამართლიან შრომის ანაზღაურებას მიუხედავად სტატუსებისა, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„დღეს 52 000 სტატუსიანი მასწავლებელი გვყავს სისტემაში და მათ 70%-ს, 40 ათასამდე მასწავლებელს გაეზრდება მინიმუმ 500 ლარით და ზემოთ ხელფასი. 1 ივლისი ახლოს არის, თუ არ ვცდები 10 ივლისამდე რიგდება ხელფასები და საშვებულებო პერიოდშიც კი ჩვენი პედაგოგები უკვე ახალი ფორმულით მიიღებენ ანაზღაურებას. ზრდა არის 600 ლარით რამდენიმე ათასი ადამიანისთვის, 700 ლარიც და 800 ლარიც. რაც შეეხება დარჩენილ 30%-ს, 5-7%-ს ემატება 200 ლარით, დარჩენილ 20-25%-ს აქ გვაქვს 300-400-ლარიანი მატება. ამ ციფრებზე სრული პასუხისმგებელი ვარ თითოეული სტატუსიანი პედაგოგის წინაშე, როდესაც დარიგდება ხელფასი.

გვყავს 600 ათასი მოსწავლე და მათ უკან მათი მშობლები და ოჯახები. შესაბამისად, უპირატესი ამოცანა დღეს სახელფასო პოლიტიკის შეცვლის არის, რომ ჩვენ გვინდოდა მასწავლებლის მრავალწლიან მოთხოვნაზე გვეპასუხა, რომ აგვერიდებინა ისინი ე.წ. პორტფოლიოებზე ფიქრს, უნარების გამოცდაზე, ე.წ. სტატუსებზე. პირდაპირ გვეუბნებოდნენ პედაგოგები, რომ მოგვაშორეთ ეს ბიუროკრატია, მოგვეცით ღირსეული ხელფასი, თუ მე ჩემი საქმის კომპეტენცია მაქვს დადასტურებული და მომეცი საშუალება, დავბრუნდე საკლასო ოთახში, მეტი დრო დავუთმო გაკვეთილს, ჩემს აკადემიურ მოღვაწეობას და ბავშვთან და მშობელთან ურთიერთობასო, რაც არის მთავარი გარანტი განათლების ხარისხის ამაღლების.

მე ვარ აგერ, რომელიც პირველი ვამბობ, რომ არავინ არის დღეს ჩვენი ზოგადი განათლების შედეგებით კმაყოფილი. ამას რად უნდა ჩემი თქმა, როდესაც საერთაშორისო კვლევები ქვეყნდება, მერამდენე წელია, 10-15 წელია და სამწუხაროდ, მინიმალური გაუმჯობესება გვაქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ მთავარი, რაც უნდა ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას, ეს არის ხარისხის ამაღლება. ჩვენ ვერ ვიზამთ ამას, თუ ყველაზე მთავარ აქტორს არ მივცემთ სამართლიან შრომის ანაზღაურებას მიუხედავად სტატუსებისა“, - აღნიშნა ამილახვარმა.

ყველა სიახლე

რატი ბრეგაძე

16 ივლისი 2024, 17:56

სამართალი

რატი ბრეგაძე: გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

16 ივლისი 2024, 17:49

მსოფლიო

„ევროპეისკაია პრავდა“: ჩეხეთი უკრაინაში ტყვიების ქარხანას ააშენებს და შაშხანების გამოშვებას დაიწყებს

ჩეხეთი უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ტყვიების ქარხანას ააშენებს და აგრეთვე შაშხანების წარმოებას დაიწყებს. ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „ევროპეისკაია პრავდა“ უკრაინის პრემიერ-მინისტრზე დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, შესაბამის შეთანხმებებს შმიგალის ჩეხეთში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი. „დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც სხვა დოკუმენტებისაგან განსხვავდება. უკრაინაში აშენდება ტყვიების ახალი ქარხანა“, - ციტირებს „ევროპეისკაია პრავდა“ შმიგალს.

შალვა პაპუაშვილი

16 ივლისი 2024, 17:48

სპორტი

შალვა პაპუაშვილი: პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ერთიანობასა და შეუპოვარ სულს წარმოაჩენთ - გისურვებთ, საუკეთესო შედეგების მიღწევას და სამშობლოში ამაყად დაბრუნებას

„ჩემთვის დიდი პატივია, თქვენთან ერთად ვიყო ამ ცერემონიის თანამონაწილე, როდესაც ჩვენთან ერთად არიან ჩვენი სპორტის ლეგენდები, მოქმედი ჩემპიონები და დარწმუნებული ვარ, მომავალი ჩემპიონები“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

16 ივლისი 2024, 17:44

საზოგადოება

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის აჭარაში აქტიური სარეკლამო კამპანიები მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აქტიურ სარეკლამო კამპანიებს აწარმოებს. პროექტ „გამომყევი აჭარაში“, რომელიც ივლისიდან დაიწყო 20-მდე კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფია დარეგისტრირებული.

16 ივლისი 2024, 17:42

მსოფლიო

კენიაში დემონსტრაციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა

დემონსტრაციებზე პოლიციამ რამდენჯერმე ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა. არეულობის შედეგად კენიაში, საერთო ჯამში, 40-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

შალვა პაპუაშვილი

16 ივლისი 2024, 17:38

სპორტი

შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხართ, დარწმუნებული ვარ, ოლიმპიურ თამაშებზე დიდი მონდომებით იბრძოლებთ და ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოადგენთ

ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხართ, დარწმუნებული ვარ, ოლიმპიურ თამაშებზე დიდი მონდომებით იბრძოლებთ და ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოადგენთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

16 ივლისი 2024, 17:35

მსოფლიო

ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობის შედეგად ქალაქები და სოფლები დაიტბორა

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ჰენანის პროვინციის ქალაქ ნანიანში, სადაც დატბორილი დასახლებებიდან და წყლის ნაკადში მოყოლილი ავტომობილებიდან მაშველები გადარჩენილების გამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.

ირაკლი კობახიძე

16 ივლისი 2024, 17:30

სპორტი

პრემიერი ქართველ ოლიმპიელებს: თითოეული აფრიალებული დროშა, აჟღერებული ჰიმნი არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი ყველა ჩვენგანისთვის

ქართული სპორტი ვითარდება, აღწევს მეტ და მეტ წარმატებას და ეს წარმატებული გზა უნდა გააგრძელოთ თქვენ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 ივლისი 2024, 17:27

სპორტი

საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს

საქართველოს მთავრობა ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლპმიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

16 ივლისი 2024, 17:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პატივცემულო რობერტა, გილოცავთ ევროპული პარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას, მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობები, საქართველო ევროკავშირს უფრო დავუახლოოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას ხელახლა არჩევას ულოცავს. პარლამენტის თავმჯდომარე მეცოლას წარმატებას უსურვებს.

ირაკლი კობახიძე

16 ივლისი 2024, 17:25

სპორტი

პრემიერი: მთავარია, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, მეტი ჩემპიონი, მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის

მომდევნო კვირების განმავლობაში მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება თავიდან ბოლომდე ოლიმპიურ თამაშებზე იქნება მიმართული. თქვენ იცით, რამდენად დიდია ინტერესი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართული სპორტის მიმართ და რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები არ იქნება ამ თვალსაზრისით გამონაკლისი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თამარ ხიდაშელი

16 ივლისი 2024, 17:16

პოლიტიკა

თამარ ხიდაშელი: სათემო ორგანიზაციებს ურჩევნიათ დაფინანსება მიმართონ თავიანთ თემში შემავალი ადამიანების დასახმარებლად, ვიდრე ვებ-გვერდი გააკეთონ

დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ მცირე ორგანიზაციებს გამჭვირვალობის კუთხით შესაძლოა პრობლემები ჰქონდეთ, თუმცა ეს დიდ არასამთავრობოებს არ ეხება.

ნინო წილოსანი

16 ივლისი 2024, 17:11

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დღეს უკვე ახალ პარტიულ ოფისში კიდევ ერთხელ გავაკეთებთ დეკლარირებას იმისა, რომ მზად ვართ, ქართველი ხალხისგან მივიღოთ მანდატი, რომ ეს ქვეყანა ვმართოთ კიდევ მომდევნო ოთხი წელი

დღეს უკვე ახალ პარტიულ ოფისში კიდევ ერთხელ გავაკეთებთ დეკლარირებას იმისა, რომ მზად ვართ, ქართველი ხალხისგან მივიღოთ მანდატი, რომ ეს ქვეყანა ვმართოთ კიდევ მომდევნო ოთხი წელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

16 ივლისი 2024, 17:10

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი საარჩევნო პროგრამაზე: ჩვენი პროგრამა იქნება დაფუძნებული რამდენიმე ძირითად პოსტულატზე. ეს არის, რომ ამ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა მშვიდობის შენარჩუნებისაკენ

„ჩვენი პროგრამა რა თქმა უნდა, იქნება დაფუძნებული რამდენიმე ძირითად პოსტულატზე. ეს არის, რომ ამ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა მშვიდობის შენარჩუნებისაკენ“,-ამის შესახებ განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას დღეს ოფიციალურად გახსნის. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარტიის საარჩევნო პროგრამა დაფუძნებულია ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებასა და დემოკრატიის განვითარებაზე.

რობერტა მეცოლა

16 ივლისი 2024, 17:00

მსოფლიო

რობერტა მეცოლა: ჩვენ ვემზადებით ევროკავშირის გაფართოებისთვის, ხალხი გვიყურებს უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ევროკავშირი ემზადება გაფართოებისთვის, და რომ ამ პროცესს აკვირდებიან ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და დასავლეთ ბალკანეთში. „ჩვენ ვემზადებით ევროკავშირის გაფართოებისთვის, ხალხი გვიყურებს უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში წინსვლაზე უარს ვეუბნებოდით. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, გავუწოდოთ მათ ევროპის ხელი, რადგან თითოეული მათგანი მიჰყვება დამსახურებაზე დაფუძნებულ საკუთარ გზას, რომელიც იცავს აუცილებელ კრიტერიუმებს“, - განაცხადა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მისი მეორე ვადით არჩევის შემდეგ.

გიორგი ცუცქირიძე

16 ივლისი 2024, 16:20

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: საქართველო წარმატებულ ქვეყნებში დაასახელა კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ კვლავინდებურად ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

„ატლანტიკური საბჭოს“ შემდეგ, რომელიც „გლობალური მომავლის ერთად ჩამოყალიბების“ მისიით ხელმძღვანელობს და არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველო წარმატებულ ქვეყნებში დაასახელა კიდევ ერთმა მეტად ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნებისათვის", - წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე

16 ივლისი 2024, 16:19

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს

„რობერტა მეცოლას ვულოცავ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! ველით ჩვენს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას!“, - წერს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „X”-ში.

16 ივლისი 2024, 15:46

მსოფლიო

The Economic Times: ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ზელენსკის მიერ მოდის კრიტიკის გამო უკრაინის ელჩი დაიბარეს

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინდოეთში უკრაინის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინდური გაზეთი The Economic Times ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინის ელჩის დაბარება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის მოსკოვში ვიზიტს კრიტიკას მოყვა. ასევე ინდოეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან არსებული კულტურის სფეროში ერთობლივი ჯგუფის სხდომის ჩატარების გადადების თაობაზე.

16 ივლისი 2024, 15:14

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო

თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი აქტიურად აგრძელებს ცნობილი მიკრობიოლოგის გიორგი ელიავას დაწყებულ სამეცნიერო საქმეს. ინსტიტუტში დღესაც ხორციელდება მრავალი საერთაშორისო პროექტი, რომელიც გულისხმობს ბაქტერიოფაგების გამოყენებას დაავადებების სამკურნალოდ პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით.

დავით ქართველიშვილი

16 ივლისი 2024, 15:07

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი უნგრეთის თავმჯდომარეობაზე ევროკომისიის ბოიკოტის შესახებ: ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დაუფარავ თავდასხმაში გადასვლის მცდელობა

მომდევნო უპრეცედენტო გამოხტომა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტიც. ისინი მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში არ მიიღებენ. მოსკოვსა და პეკინში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტების შემდეგ, ევროკომისიამ ამ ფორმით გამოუცხადა ბოიკოტი ევროკავშირში უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას-წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.