imedi /  25 ივნისი 2024, 13:18 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს არჩევანი არის ევროკავშირისკენ სვლა, რადგან საქართველო არის ევროპის და ევროპული ფასეულობების განუყოფელი ნაწილი

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს საქართველოს საკითხზე. კვირის ბოლოს, წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საბჭოზე, პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით. ამ ყველაფერს თან სდევს უსაფუძვლოდ შექმნილი კითხვის ნიშნები საქართველოს ევროპულ კურსთან და მის მიმართ საქართველოს ხელისუფლების გულწრფელობასთან დაკავშირებით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, საქართველოს არჩევანი არის ევროკავშირისკენ სვლა, იმიტომ რომ საქართველო არის ევროპის და ევროპული ფასეულობების განუყოფელი ნაწილი.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამტკიცებელი ნამდვილად არაფერი აქვს, მსურს კიდევ ერთხელ მკაფიოდ გავიმეორო, ის რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის და მისი ერთგული მხარდამჭერებისთვის არის მარტივი ჭეშმარიტება: საქართველოს არჩევანი არის ევროკავშირისკენ სვლა, იმიტომ რომ საქართველო არის ევროპის და ევროპული ფასეულობების განუყოფელი ნაწილი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია ევროკავშირთან 10-წლიანი წარმატებული ასოცირების პროცესი, რამაც ქვეყანას მოუტანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, გადატრიალებების და ომის გარეშე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან ის პარტნიორები, რომელთან ერთადაც საქართველოს სურს ერთ ოჯახში ცხოვრება თანასწორ საფუძვლებზე და ერთმანეთის პატივისცემით, ისე როგორც ამ ოჯახს შეეფერება, მისი შექმნის დღიდან.

„საქართველოს მთავარი წუხილი არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რაც არ გვაძლევს შესაძლებლობას აფხაზებთან და ოსებთან ერთად ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რაც ქვეყნის განვითარებას მოაქვს.

უმარტივესია იმის გაანალიზება, რომ ამ პირობებში საქართველოს კურსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები უადგილოა და შეურაცხყოფს საქართველოს და ქართველი ხალხს. საქართველოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა კი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფებისთვის მოუშლელი ჩვევაა და აღარავის გვიკვირს ეს, მაგრამ ამ დეზინფორმაციული ნარატივის მოსმენა საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორების მხრიდან ასევე ადვილი მისახვედრია, ვის აძლევს ხელს. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში პირველად არ ხდება უსაფუძვლო ბრალდებებით ქვეყნის გარედან საქართველოს კრიტიკის იმ ზომამდე მიყვანა, რაც ხელს აძლევს ოპოზიციას ხელისუფლების შანტაჟის და ქვეყნის რყევის გასაძლიერებლად. ვერც ერთ შემთხვევაში, სიცრუეზე დაფუძნებული კამპანიები ვერ აღმოჩნდა წარმატებული ოპოზიციის იმ მიზნის მისაღწევად, რაც დიდი ხანია ამოძრავებს მას, მაგრამ, ზიანდება ჩვენი სამშობლოს რეპუტაცია, იქმნება არასწორი წარმოდგენები საქართველოზე, გაორმაგებული და არასაჭირო ძალისხმევა იხარჯება ჭეშმარიტების მტკიცებაზე, მაშინ როდესაც ეს ძალისხმევა სულ სხვა მიმართულებით არის მისამართი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოს პარტნიორების მხრიდან გაბუტვა და მუქარები კი არა, სერიოზული დიალოგი და მხარში დგომა სჭირდება, იმისთვის, რომ მშვიდობით და ღირსებით შევძლოთ საერთო მიზნის მიღწევა.

„ჩვენი მიზანი ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფაა სწორედ იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენულ არჩევანს - ევროკავშირში წევრობას საფრთხე არ დაემუქროს. გუშინვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში ლუქსემბურგში. არაერთხელ თქმულა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პარტნიორებს შორის ნდობას და დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და იმედი მაქვს, სწორედ ასე გაგრძელდება სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობა საქართველოსთან", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყველა სიახლე

21 ივლისი 2024, 16:36

მსოფლიო

პარიზი ოლიმპიური თამაშებისთვის უსაფრთხოების ზომებს უკიდურესად ამკაცრებს

პარიზი ოლიმპიური თამაშებისთვის უსაფრთხოების ზომებს უკიდურესად ამკაცრებს. საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში წესრიგის დაცვას 45 000 პოლიციელი, 20 000 სამხედრო მოსამსახურე და უსაფრთხოების კერძო სამსახურების 20 000 თანამშრომელი უზრუნველყოფს.

21 ივლისი 2024, 16:09

მსოფლიო

ბანგლადეშის მთავრობამ სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების და გამოწვეული არეულობის მართვისთვის კომენდანტის საათის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო

ბანგლადეშის მთავრობამ კომენდანტის საათის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რათა სტუდენტების მიერ დასაქმების კვოტების წინააღმდეგ ორგანიზებული საპროტესტო აქციები და გამოწვეული არეულობის მართვა შეძლოს.

21 ივლისი 2024, 15:44

რეგიონი

აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობისა და მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა მიმდინარეობს

მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილების მიზნით, სამედიცინო ჯგუფების ვიზიტები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ცენტრებისგან დაშორებულ სოფლის ამბულატორიებსა და საზაფხულო იალაღებზე მიმდინარეობს.

ზურაბ ქადაგიძე

21 ივლისი 2024, 15:30

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?! სამწუხაროდ, ასეთი ბედი ელის ყველა ქვეყანას, ვისი ხელისუფლებაც მარიონეტია უცხოელი აქტორების ხელში

გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?!, - წერს ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, რომელიც დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, “დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მშვიდობა დაამყაროს და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება“.

21 ივლისი 2024, 15:20

მსოფლიო

ისრაელის ქალაქებში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად შეთანხმების მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები გაიმართა

დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრისგან შეთანხმების გაფორმებას შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ითხოვდნენ, სადაც ის კონგრესში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

მეუფე იაკობი

21 ივლისი 2024, 15:00

საზოგადოება

მეუფე იაკობი: არავისზე არ უნდა იყო დამოკიდებული, არც რუსეთზე, არც ევროპაზე, არც ამერიკაზე

ჩვენ უნდა ვეცადოთ და ყველასთან გვქონდეს ურთიერთობა და თუ გვინდა მსოფლიოს ცივილიზაციასთან თანაცხოვრება, საერთო რაღაცებზე უნდა შეთანხმდეთ, მაგრამ როდესაც საერთო რაღაცებზე თანხმდებით, ისინიც უნდა ითვალისწინებდნენ შენს აზრს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2024, 14:54

არჩევნები ამერიკაში

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე საფრთხის არსებობის შესახებ გაფრთხილებული არ იყო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე არავის გაუფრთხილებია, რომ რაიმე სახის საფრთხე არსებობდა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ტელეკომპანია ფოქს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

21 ივლისი 2024, 14:19

სამართალი

მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ედიშერ გვენეტაძე

21 ივლისი 2024, 14:13

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ნათელი ხდება, რომ ჯონსონის და უკრაინის ხელისუფლების კისერზეა მილიონობით დახოცილის სიცოცხლე!

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს უკრაინის სახელისუფლებო ხროვის წარმომადგენლის არახამიას განცხადება! რომ არა ინგლისის პრემიერ ჯონსონის კატეგორიული მოთხოვნა ომის გაგრძელების შესახებ. ჩვენ ომის დაწყებიდან ერთ კვირაში ომი დასრულებული გვქონდა სტამბულში გამართული მოლაპარაკებებითო! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ივლისი 2024, 13:38

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ე.ი. რა გამოდის გუშინ რომ უკრაინას ლამის რუსეთის გამანადგურებლად, ევროკავშირის წევრობის უპირობო და საუკეთესო მომავალ წევრად მიიჩნევდნენ, დღეს უკვე გადასარჩენია?!

პოლიტიკური ლანდშაფტი და უსაფრთხოების არქიტექტურა აუცილებლად შეიცვლება, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება მეტწილად სხვანაირად წარმოაჩენს გარკვეულ პრიორიტეტებს, ცხადია ეს არ ნიშნავს რომ ის რადიკალურად შეცვლის აშშ-ს ინტერესებს, მაგრამ მეტ დროს და ყურადღებას ჯერ საშინაო საქმეებს დაუთმობს. ევროკავშირსაც მოუწევს დიქტატის პოლიტიკიდან უფრო შერბილებულ ტონზე გადავიდეს. ჩვენ კი უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თურმე რა გველოდა თუ უკრაინის მსგავსად საომარ მოქმედებებში ჩავერთვებოდით, ჩვენც თუ განადგურებული არა მინიმუმ გადასარჩენი ვიქნებოდით, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

თამთა მეგრელიშვილი

ფოტო: ხალხის ძალა

21 ივლისი 2024, 13:30

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: უკრაინას აიმედებდნენ, რომ დაეხმარებოდნენ და ის ამ ომს მოიგებდა თუმცა, საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს დაისვა კითხვა - გადარჩება თუ არა უკრაინა და მისი გადარჩენის საშუალებად ტრამპის გაპრეზიდენტება მოიაზრება

რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია, ის ომში მიტოვებული სატყუარაა რომელიც რუსეთს დაუდეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.

ნინო ფოჩხუა

21 ივლისი 2024, 13:22

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის, ინგლისის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტა, ახლა, იგივე ბორის ჯონსონი მოუწოდებს ტრამპს შეაჩეროს ომი და დესტრუქციული კონფლიქტი

2022 წელს, როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის და უკრაინის მხარე თითქმის დათანხმდა ამ პროცესს, ინგლისის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სასწრაფოდ ჩაფრინდა კიევში და გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტაზე თანხმობის მიცემა, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

21 ივლისი 2024, 13:08

მსოფლიო

იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის, „ეროუ 3“-ის საშუალებით გაანეიტრალა. ისრაელის მედია წერს, რომ ბალისტიკური რაკეტები ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ განადგურდა. „ეროუ 3“-ის სისტემა შექმნილია ბალისტიკური რაკეტების გასანეიტრალებლად, ვიდრე ისინი ჯერ კიდევ ატმოსფეროს ზედა შრეებში არიან.

21 ივლისი 2024, 13:01

რეგიონი

ბახმაროში, ლეჩხუმსა და ხონში „მთის დღეებს“ უმასპინძლეს

ბახმაროში, ლეჩხუმსა და ხონში ფესტივალი „მთის დღეები“ გაიმართა.

გია აბაშიძე

21 ივლისი 2024, 13:01

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ე.წ. გეოპოლიტიკურ ფუჭ თამაშებში პაიკივით გამოიყენეს და დააქციეს უკრაინა, ახლა კი მშვიდობისმყოფელობაზე აწრიალდნენ

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულზე ჩაშალა სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკება, ახლა უტიფრად აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მოიტანოს მშვიდობა და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

ზაალ ანჯაფარიძე

21 ივლისი 2024, 12:58

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: Expatriates-ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციას ამარაგებს რჩევებით და რეკომენდაციებით, თუ რა იქნება საუკეთესო სტრატეგია და ტაქტიკა ამ ხელისუფლების დასამხობად

ვაკვირდებოდი ამ პროცესს, და როდესაც უკვე ტენდენციის სახე მიიღო, გადავწყვიტე დამეწერა. საქართველოში ჩამოსული და აქ დამკვიდრებული უცხოელების (ე.წ. expatriates) საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო ნეგატიურად განეწყო ქ/ოცნების მიმართ. ბოლო პერიოდში, არათუ კრიტიკას (მეტწილად უსაფუძვლოს) არ იშურებენ, არამედ ოპოზიციას ამარაგებენ რჩევებით და რეკომენდაციებით, თუ რა იქნება საუკეთესო სტრატეგია და ტაქტიკა ამ ხელისუფლების დასამხობად. (იხ. სტატია), - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე და Opendemocracy-ს სტატიას აქვეყნებს.

დავით ჩიხელიძე

21 ივლისი 2024, 12:57

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ბორის ჯონსონის განცხადებაზე: დასავლეთმა უკრაინა ჯერ შეაგულიანა, ომი დააწყებინა, შემდეგ მიატოვა, მარცხისთვის გაწირა, ახლა კი ტრამპის იმედი აქვთ, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩეს

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ხაზგასმით ამბობს, რომ დარწმუნებულია ტრამპს უკრაინის გადარჩენა შეუძლია. ჯონსონის სიტყვები პირველი აღიარებაა, რომ დასავლეთმა რაღაც ვერ გათვალა, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

21 ივლისი 2024, 12:22

რეგიონი

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

სვანეთის საერთაშორისო კინო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. მესტიის მოედანზე გამართულ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა „რიჰომ“. დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ფესტივალის საპატიო სტუმარს, შვედ რეჟისორ რუბენ ოსტლუნდს, კი გადაეცა საპატიო პრიზი „დალი“. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობა მიიღო ქართველმა და უცხოელმა კინო მწარმოებელმა, ახალგაზრდა რეჟისორებმა. დიდ ეკრანზე კი ყოველ საღამოს რუბენ ოსტლუნდის ფილმების ჩვენებები იმართებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

21 ივლისი 2024, 12:18

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით გაერო-ს სასამართლოს მოსაზრება კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას გაართულებს

ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით გაეროს სასამართლოს დადგენილებას, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა.

21 ივლისი 2024, 11:52

მსოფლიო

ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ კიბერთავდასხმებისთვის ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააპატიმრეს

ესპანეთის პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, დაკავებულები ესპანეთისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების სამთავრობო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ კიბერ შეტევებში მონაწილეობდნენ. მათ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ კომპიუტერები და დოკუმენტური მასალა ამოიღო.