03 ივლისი 2024, 14:30 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს წარმომადგენლებს: ძვირფასო კოლეგებო, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას მცდარი აღქმების საფუძველზე, შეხედეთ ციფრებს, ეძიეთ ფაქტები და ბევრად მეტ პასუხს მიიღებთ ფაქტებისგან, ვიდრე არასაჭირო სპეკულაციებისგან

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა მაკა ბოჭორიშვილი. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ უსაფრთხოებაზე ისაუბრა. მთავარ გამოწვევად რუსული ოკუპაცია და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მისი უკანონო სამხედრო ყოფნა დაასახელა. ბოჭორიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპულ კურსზე და ევროინტეგრაციის პროცესზე.

„ძვირფასო კოლეგებო, ეუთოს რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევები ახალი არ არის. სამწუხაროდ, საფრთხეების შემცირების ნაცვლად რეგიონი უფრო მეტად კომპლექსური ხდება და ყოველდღიურად გვიწევს ურთულეს ვითარებასთან გამკლავება.

საქართველოსთვის უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად კვლავ რუსული ოკუპაცია და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მისი უკანონო სამხედრო ყოფნაა. უკვე ათწლეულებია ვსაუბრობთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვაზე და საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის აუცილებლობაზე, თუმცა, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების საკითხები და ასობით ათასი ქართველის იძულებით გადაადგილება კვლავ ჩვენს ყოველდღიურ წუხილად რჩება.

ამ პირობებში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ხშირად სწორად არ ხდება იმ რეალობის ობიექტურად და შესაბამისად შეფასება, თუ რა პირობებში უწევს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარებისთვის ბრძოლა.

საქართველოსთვის დიდი ხნის არჩევანი არის ევროკავშირის წევრობა. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ თუ რამდენი ძალისხმევაა საჭირო, იმისთვის რომ ამ მიზანს საბოლოოდ მივაღწიოთ. ამისთვის გვჭირდება დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ორმხრივად სასარგებლოს გახდის. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით მუდმივი სპეკულაციები და ამ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება მხოლოდ ხელს შეუშლის საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ და ხელს აძლევს ჩვენს მოწინააღმდეგეს.

სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ მცდელობებს, რომ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ნება ერთმანეთისგან გამიჯნულად წარმოჩინდეს. ამ დროს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი არ უნდა დაგვავიწყდეს - საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისწრაფვის ევროპისკენ და 85%-ზე მეტს სურს ევროკავშირში წევრობა. ამ ადამიანების უმეტესობა თავის ევროპულ მომავალს სწორედ იმ პოლიტიკურ ძალას ანდობს, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია.

დიახ, არ არის მარტივი ამოცანა ამ ტურბულენტურ დროში იზრუნო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ამავდროულად უზრუნველყო სტაბილური დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამ კომპლექსურ ვითარებაში ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერის, მათი სამართლიანი და ობიექტური შეფასებებისა და მოპყრობის იმედი გვაქვს. ძვირფასო კოლეგებო, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას მცდარი აღქმების საფუძველზე. შეხედეთ ციფრებს, ეძიეთ ფაქტები და ბევრად მეტ პასუხს მიიღებთ ფაქტებისგან, ვიდრე არასაჭირო სპეკულაციებისგან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2024, 15:52

საზოგადოება

GWP-მ 2024 წლის პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება დაიწყო. კომპანიის იფორმაციით, ჯივიპი პროექტში 23 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს და რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად აახლებს 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს. ასევე, განახლებულ ქსელზე დამონტაჟდება 133 ერთეული ჩამკეტ - მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 16 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი და 81 ერთეული საკვანძო ჭა.

12 ივლისი 2024, 15:26

მსოფლიო

BBC: ლა-მანშის სრუტეში ნავი ჩაიძირა, დაღუპულია ოთხი მიგრანტი

სულ მცირე ოთხი მიგრანტი დაიღუპა ნავის ჩაძირვისას ლა-მანში სრუტის გადაკვეთის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC საფრანგეთის სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. ინფორმაციის თანახმად, მიგრანტებით სავსე ნავი საფრანგეთს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბულონ-სიურ-მერთან ჩაიძირა. როგორც საფრანგეთის პოლიციაში განაცხადეს, ოთხ ადამიანს გონება ჰქონდა დაკარგული, მათი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს, ხოლო ნავში მსხდომი კიდევ 63 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

12 ივლისი 2024, 15:24

მსოფლიო

CNN-ის ცნობით, აშშ-ის დაზვერვამ რუსეთს გერმანული სამხედრო საწარმოს ხელმძღვანელის მკვლელობის გეგმა ჩაუშალა

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვამ რუსეთს გერმანული სამხედრო საწარმოს ხელმძღვანელის მკვლელობის გეგმა ჩაუშალა. ტელეკომპანია CNN-ი ექსკლუზიურ მასალაში ჰყვება, რომ რუსეთის მთავრობა გერმანული კომპანიის „რაონ მეტალის“ აღმასრულებელი დირექტორის, არმინ პაპერგერის მკვლელობას შურისძიების მიზნით გეგმავდა.

12 ივლისი 2024, 15:20

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი: საქართველომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში პოზიცია გაიუმჯობესა

საქართველოს 2024 წლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსში (ICT Development Index (IDI) 2024) მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4 პოზიციით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის 57-ეა. საქართველომ 87.8 ქულა დააგროვა ინდექსში, რომელსაც გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაცია - ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (ITU) ყოველწლიურად აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველოს ინდექსში 71 პოზიცია ეკავა.

გურამ მაჭარაშვილი

12 ივლისი 2024, 15:19

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გადატვირთვა ნიშნავს ორივე მხრიდან ნაბიჯების გადადგმას პარტნიორობასთან დაკავშირებით - ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯები გადადგმულია, იქითა მხრიდან - დასავლეთიდან კი, მუქარები ისმის

„ჩვენ გვახსოვს ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვები - „აღშფოთებულები“ და „შეშფოთებულები“. ახლა კი ახალი სიტყვაა - „გადატვირთვა“. - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განახადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თბილისში ვიზიტის შეფასებისას. მისი თქმით, გადატვირთვა ნიშნავს ორივე მხრიდან ნაბიჯების გადადგმას პარტნიორობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს მხრიდან გადადგმულია, იქითა მხრიდან - დასავლეთიდან კი, მუქარები ისმის.

12 ივლისი 2024, 15:17

პოლიტიკა

პარლამენტში ამნისტიის პროექტის განხილვა მომდევნო კვირაში დაიწყება

ამნისტიის პროექტი 15 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შემოვა და შემდეგ მისი განხილვა კომიტეტებში გადაინაცვლებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ნინო ლაცაბიძე

12 ივლისი 2024, 15:14

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: ათასობით რუსთაველის პრობლემა გადაწყვეტილია, რუსთაველები თბილისის მიმართულებით კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ

პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის ძალიან დიდი თანადგომით და ჩვენი საპარლამენტო გუნდის წევრების ალექსანდრე დალაქიშვილისა და ირაკლი შატაკიშვილის მხარდაჭერით, რუსთავის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება. აღნიშნული თანხით, რუსთავის მერია 70 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესაძენად, ტენდერს დღესგამოაცხადებს. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯო ბაიდენი

12 ივლისი 2024, 15:14

მსოფლიო

CNN: ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის კანდიდატურას აშკარა აღსასრული ელის

თავად ჯო ბაიდენი კი ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტისთვის ყველაზე კვალიფიციური კანდიდატია. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა პრეზიდენტს მის შრომისუნარიანობასთან დაკავშირებით არსებულ ეჭვებზე არაერთხელ ჰკითხეს, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ ნევროლოგთან რამდენჯერმე გაიარა შემოწმება და თავს კარგად გრძნობს.

12 ივლისი 2024, 15:13

რეგიონი

დავით ნოზაძე ყაზბეგში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

სტეფანწმინდაში ყაზბეგის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი დაბის ცენტრიდან საკრებულოს შენობამდე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილესთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

12 ივლისი 2024, 15:11

სამართალი

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი“, არადეკლარირებული ოქროს ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.

12 ივლისი 2024, 15:09

პოლიტიკა

მომავალ კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გენერალური პროკურორის არჩევა იგეგმება

პარლამენტის რიგგარეშე სესია მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება. პარლამენტის წევრებს დროულად ვაცნობებთ კონკრეტულ თარიღებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

თამარ ჩერგოლეიშვილი

12 ივლისი 2024, 15:06

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ ჯაფარიძეზე: მის კორუფციაზე და კეზერაშვილზე კრიტიკულ კითხვებს აბრალებს წინასწარ მოსალოდნელ მარცხს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის პოსტს ეხმიანება, სადაც ის ერთიანობაზე წერს და ამბობს, რომ კითხვების დასმა არ არის პრობლემა, თუმცა მნიშვნელოვანია ადამიანებს დაანახონ შეძლებენ თუ არა თანამშრომლობას, კოალიციის შექმნას.

ანრი ოხანაშვილი

12 ივლისი 2024, 15:04

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი უკრაინული „ენჯეოების“ თანამშრომლებისთვის ე.წ. ჯავშნის მინიჭებაზე: საინტერესოა, რა საქმიანობას ასრულებს კონკრეტული „ენჯეოს“ წარმომადგენელი იმაზე ღირებულს, ვიდრე მეხანძრე, მაშველი?

„საინტერესოა, რა არის არგუმენტი, რა საქმიანობას ასრულებს კონკრეტული „ენჯეოს“ წარმომადგენელი იმაზე ღირებულს, ვიდრე მეხანძრე, მაშველი, რომელიც შეიძლება იყოს გამოძახებული და მობილიზაციაში ჩართული, ხოლო „ენჯეოს“ წარმომადგენელი არა. როდესაც ქვეყნის ინტერესების დაცვაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქის გამოძახება ხდება. მე არც მსურს შევიდე დამატებით შეფასებაში ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებაში“, - აცხადებს ოხანაშვილი.

12 ივლისი 2024, 14:58

პოლიტიკა

როგორ ეხმაურება ოპოზიცია უკრაინის მთავრობის მიერ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზაციისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შპს-ების, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული - 100%-იანი დაცვა აქვთ, საქართველოშიც გამოეხმაურნენ.

გიორგი ვოლსკი

12 ივლისი 2024, 14:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: უკრაინის ხელისუფლება მობილიზაციისგან ათავისუფლებს სოროსელთა გარკვეულ ჯგუფს და არ ინდობს იმ ადამიანებს, იმ საწარმოებს, რომლებიც უკრაინისთვის რეალურად მნიშვნელოვანია

პარლამენტის პარლამენტის ვისე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ე.წ. ჯავშანთან დაკავშირებით უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება. გიორგი ვოლსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება არ ინდობს იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

გურამ მაჭარაშვილი

12 ივლისი 2024, 14:56

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ლელო“ და გახარია ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ უცხოური ძალის - მათი პოლიტიკური მშობლების გადაწყვეტილება თუ იქნება, ეს „ბავშვები“ წინააღმდეგობას ვერ გაწევენ და მოუწევთ პოლიტიკური ქორწინება

ოპოზიციაში პოლიტიკურ კონფიგურაციას უცხოური ძალა დაალაგებს და ეს ხდება ზუსტად, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

თამარ ჩიბურდანიძე

12 ივლისი 2024, 14:53

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: დასავლეთმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა წინასაარჩევნოდ. მებრძოლი ჯარისთვის ფულის წართმევამ და ენჯეოებისთვის გადაცემამ, ოპოზიციის მიმართ ხალხში აგრესია გაზარდა

ჯარისკაცები და მათი ოჯახები ამომრჩევლები არიან და არა მგონია ეს დამცირება ვინმეს აპატიონ, თუნდაც ავღანეთში და სხვა მისიებში დაღუპული ბიჭების ხსოვნისთვის. თუ ვინმემ დაიმსახურა დაფინანსება და პატივისცემა, მათ შორის, უპირველესად პატარა ქვეყნის გულადმა ჯარმა, რომელმაც არც შიში იცის და არც ღალატი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ირაკლი ზარქუა

12 ივლისი 2024, 14:44

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ხაზარაძისა და გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე: რაც მათ ერთმანეთს აკადრეს, ერთმანეთს აგინეს, ამის შემდეგ ერთად რომ დადგები და ამომრჩეველს ეტყვი - ჩვენ გუნდი ვართ და კოალიციურად მოვდივართ მთავრობაში, ვინ დაგიჯერებს?

ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მიადგილე მიიჩნევს, რომ გაერთიანება „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ უცხოელმა „პატრონებმა“ დაავალეს.

გრიგოლ გეგელია

12 ივლისი 2024, 14:41

პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: არავითარი კონსულტაციები გახარიას პარტიასთან არ არსებობს

გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც „ლელოს“ და არც პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. როგორც გრიგოლ გეგელია აცხადებს, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

ანრი ოხანაშვილი

12 ივლისი 2024, 14:38

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ, რომელ ამნისტიის პროექტს დაუჭერენ მხარს?

„სამართლიანობის, ჰუმანურობის, სისხლის სამართლის პოლიტიკის ზოგადი ხედვიდან გამომდინარე, ამ პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავდა ეს კანონპროექტი. ეს არ არის შეწყალების აქტი, სადაც ხდება ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინება კონკრეტული პირების. ოპოზიციის წარმომადგენლები რომელი ამნისტიის პროექტს დაუჭერენ მხარს? ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ და ნომერ პირველი ქვეყანა ვიყავით ევროპის მასშტაბით, თუ არ ვცდები რუსეთსაც კი ვასწრებდით პატიმრების რაოდენობაში. არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ პატიმრებს. არც ისაა გამორიცხული იქამდე მივიდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილს უთხრან ვეტო დაადოს ამნისტიის აქტს“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.