03 ივლისი 2024, 14:47 / სანდო წყარო

არარატ მირზოიანი: სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით სწრაფად ვითარდება, შეგვიძლია, მივაღწიოთ მნიშვნელოვან შედეგებს, ხელი შევუწყოთ ბიზნესს

არარატ მირზოიანი

არარატ მირზოიანი

სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მართლაც სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით. საბაჟო სექტორში ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებით შეგვიძლია, მივაღწიოთ ახალ, მნიშვნელოვან შედეგებს, ხელი შევუწყოთ ბიზნესს და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მირზოიანმა ხაზი გაუსვა სომხეთ-საქართველოს შორის საპარლამენტთაშორისო კავშირებს.

„როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დიდი სიამოვნებით ვიმყოფები თბილისში. რა თქმა უნდა, ეს წელი ინტენსიური ურთიერთობებით გამოირჩევა და ჩვენ მაღალი დონის აქტიური კონტაქტები შევინარჩუნეთ პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით. წლის დასაწყისში თბილისში გაიმართა სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის მეცამეტე სხდომა, ხოლო მარტში სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩამოვიდა. ასევე, აქტიური იყო საპარლამენტთაშორისო კავშირები, რასაც თავისი წვლილი აქვს საერთო სურათსა და განვითარებაში. სომხეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სხვა ელემენტებით არის შევსებული, რაც ძალიან კარგია და დინამიკა ჩნდება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. სომხეთის და საქართველოს შორის თანამშრომლობა მართლაც სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა თუ უსაფრთხოება, განათლებით და კულტურით დაწყებული და ტურიზმით და ხალხთა შორის კონტაქტებით დამთავრებული. ურთიერთვაჭრობაში მნიშვნელოვანი პროგრესია და საბაჟო სექტორში ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებით შეგვიძლია, მივაღწიოთ ახალ, მნიშვნელოვან შედეგებს, ხელი შევუწყოთ ბიზნესსა და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას“, – აღნიშნა მირზოიანმა.

მისივე თქმით, სომხეთმა და საქართველომ უმაღლეს დონეზე დააფიქსირეს, რომ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებენ და პატივს სცემენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა მკაფიო ურთიერთგაგება, რათა სომხეთსა და საქართველოს შორის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი მეგობრულად გაგრძელდეს და დასრულდეს. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკურ და რეგიონულ მოვლენებში, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთმოქმედება ასევე საერთაშორისო პლატფორმებზე. დღეს ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობაა, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და ყველა მოვლენა განგვეხილა, ისევე როგორც მიმოგვეხილა სომხეთის და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. სომხეთმა ენთუზიაზმით მიიღო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ამბავი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში, არამედ რეგიონული მოვლენების კონტექსტშიც. მინდა, გითხრათ, რომ სომხეთის რესპუბლიკას ასევე აქვს ურთიერთობა ევროკავშირთან, ახალი დღის წესრიგის ფორმირება, ჩვენი ხედვებისა და პერსპექტივების. ამ ურთიერთობის კონტექსტში გვაქვს ისეთი მიმართულებები, რომლებიც მანამდე არ იყო აღმოჩენილი“, – განაცხადა მინისტრმა.

მირზოიანის განცხადებით, სომხეთი მზად არის, თურქეთთან სრულად დაარეგულიროს ურთიერთობები და ასევე დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს.

„ამ ხედვასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს შეთანხმებები და წინ მივდივართ. ჯანსაღი დიალოგი გვაქვს თურქეთთან და ვიცით, რომ დიდი ხანია, დრო არის ამის განხორციელების. აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირებასთან დაკავშირებით, მადლობა, ვაფასებთ თქვენს პოზიციას დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით სომხეთ-აზერბაიჯანს შორის. ამასთან ერთად, როგორც გითხარით, ბატონო მინისტრო, არის სამშვიდობო ხელშეკრულება, რის მიმართაც პოზიტიურად არის განწყობილი სომხეთი და ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი. მე ასევე განცხადება გავაკეთე, რომ, ერთი თვის განმავლობაში ინტენსიური მუშაობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ ეს პროცესი და აზერბაიჯანთან უკვე ხელი მოვაწეროთ ამ მნიშვნელოვან შეთანხმებას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა იმისთვის, რომ განგრძობითი მშვიდობა შენარჩუნდეს და დამკვიდრდეს ჩვენს რეგიონში. მინდა, ასევე რეგიონში სტაბილურობის განვითარებისა და უზრუნველყოფის კუთხით განვიხილო ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების სრული განბლოკვის მნიშვნელობა. ჩვენ კონსტრუქციულად ვართ განწყობილი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების სრული განბლოკვის მიმართ. ეს ეკონომიკურად ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ რეგიონის დიდი ქვეყნებსაც და ვფიქრობთ, განბლოკვა უფრო მეტ მშვიდობას მოუტანს რეგიონს. სწორედ ამ მიზნით წარვადგინეთ პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც პრემიერ-მინისტრმა პირველად სწორედ თბილისში წარადგინა“, – განაცხადა მირზოიანმა.

არარატ მირზოიანმა ქართველი კოლეგა სომხეთშიც მიიწვია.

„მინდა, ბატონო მინისტრო, ჩემო მეგობარო, ურთიერთთანამშრომლობისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ და თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს ერევანში ვიზიტით მოგიწვიოთ“, – აღნიშნა არარატ მირზოიანმა.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2024, 01:33

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველოში წინა მთავრობის დროს ქონების გადაცემის შემთხვევები იყო, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

18 ივლისი 2024, 01:30

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველო გამჭვირვალობის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში რეგულარულად იკავებს მაღალ ადგილს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 01:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან მოქალაქეებს, თითქოს ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის - ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს

არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან მოქალაქეებს, თითქოს ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის - ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმდენად გამჭვირვალე არჩევნები იქნება წელს, რომ ძალიან რთული იქნება ამ არჩევნებზე რაიმე ცუდის დაწერა

იმდენად გამჭვირვალე არჩევნები იქნება წელს, რომ ძალიან რთული იქნება ამ არჩევნებზე რაიმე ცუდის დაწერა. ამის მიუხედავად, თუ დაწერენ უარყოფით დასკვნებს, ქართველი ხალხი ამასაც შეხედავს და ამიტომ ვეუბნებით ჩვენ ბევრ სიმართლეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

18 ივლისი 2024, 00:56

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, ეს ის ევროკავშირია საითაც მივისწრაფოდით? - რატომ არ შეიძლება ქართულ საზოგადოებაში დადგეს საკითხი, ავწონოთ, დავწონოთ, რა გვაწყობს ევროკავშირთან ურთიერთობაში

სულ მაინტერესებს, ევროკავშირზე რომ მიდის ლაპარაკი, ბრიტანეთმა რატომ დატოვა ევროკავშირი, რატომ არავინ კითხულობს ამას? რა, პუტინთან წავიდა? რატომ დატოვა ინგლისმა ევროკავშირი? ესე იგი ამის მიზეზები არის, ყველა ქვეყანას აქვს თავისი შეხედულება, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეპოქის და ვითარების ცვლილებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქვეყანას ის მიზანი აღარ ჰქონდეს, რაც ხუთი წლის წინ ჰქონდა. მისივე თქმით, საქართველოს ფასი გაიზარდა, რადგან ყველამ დაინახა, რომ ქვეყანამ ყველაზე წინ საკუთარი თავი დააყენა.

გოგა ხაინდრავა

18 ივლისი 2024, 00:48

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: საქართველოს წინააღმდეგ მიდის პოლიტიკური ტერორი და ხომ უნდა მიხვდეს ქართული საზოგადოება ვის ემსახურებიან ეს მანქურთები - ვითომ ოპოზიციური ძალები

სტეისი პლასკეტი, დემოკრატი კონგრესმენი პირდაპირ ეთერში მოუწოდებდა - ჩვენ უნდა ვესროლოთ და მოვკლათ დონალდ ტრამპიო. ეს რომ შეთქმულებაა, ამას საუბარი რად უნდა, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

18 ივლისი 2024, 00:45

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ყურის ძირში მიდის მესამე მსოფლიო ომი. გადავრჩით მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არის პრინციპული კაცი. ღმერთმა გამოგვიგზავნა ბიძინა ივანიშვილი

„საქართველოზე მიდის სასტიკი პოლიტიკური ტერორი, ყურის ძირში მიდის მესამე მსოფლიო ომი“,-ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ისაუბრა. მისი თქმით საქართველო გადარჩა მხოლოდ იმის გამო, რომ მას პრინციპული ადამიანი მართავს.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უთანასწორო ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ და დავარწმუნოთ როგორც პარტნიორი, მეგობარი, ასევე ის ძალები, რომლებიც ძალიან გვეჭიდავებიან, რომ საქართველოში უნდა ელაპარაკონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას

მშვიდობა უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩვენ მერე შევძლოთ, რომ ღირსებით ევროკავშირისკენ ვიაროთ. ღირსება უნდა შევინარჩუნოთ იმისათვის, რომ ჩვენ შემდეგ მორალური უფლება გვქონდეს და კიდევ მეტად განვითარდეთ და ეს ყველაფერი, მშვიდობა, ღირსება გვჭირდება და გვინდა იმისათვის, რომ ასე მყარად ვიდგეთ, განვითარებამ კეთილდღეობა მოიტანოს უფრო მეტი და საბოლოო ჯამში თითოეული მოქალაქის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპონენტების მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ხმა მოაგროვონ არჩევნებზე და ამით „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში ხელი შეუშალონ, რაც ამ კონფიგურაციით შეუძლებელია

„ვერ შეთანხმდნენ მანდ არ არსებობს, რასაც დაავალებენ იმაზე შეთანხმდებიან“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა. კითხვაზე: რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ გაერთიანება, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ეს მათზე არ იყო დამოკიდებული. მისივე თქმით, ახლა მთავარი მიზანი ოპონენტების არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მოაგროვონ არჩევნებზე და ამით „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში ხელი შეუშალონ, რაც ამ კონფიგურაციით შეუძლებელია.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პარტიის სათაურშივე ტყუილია - ასეთი ძველი და ბნელი „ახალს“ რომ დაირქმევ, პოლიტიკური თაღლითი ხარ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საარჩევნოდ ოპოზიციის შანსები შეაფასა. მისი თქმით, მთავარი კონკურენტი სამწუხაროდ, კვლავ ნაციონალური მოძრაობაა

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ანა დოლიძე, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას

ანა დოლიძე, რომელსაც მე ძალიან კარგად, ძალიან ახლოს ვიცნობ წარსულიდან და ვცდილობ, რომ ავარიდო მასზე ლაპარაკს თავი, მაგრამ ახლა არ გამომივა ეს ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

ჯეიმს დევიდ ვენსი

17 ივლისი 2024, 23:59

არჩევნები ამერიკაში

ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი: დროა მოვიშოროთ ბაიდენისა და ჰარისის კორუმპირებული რეჟიმი

დროა მოვიშოროთ ბაიდენისა და ჰარისის კორუმპირებული რეჟიმი, - განაცხადა დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ტყუილზე დაყრდნობით ესროლა იმ ადამიანმა ტრამპსაც და საქართველოში ტყუილზე დაყრდნობით უკვეთდა ვიღაცა მოქალაქეებს 84 დეპუტატის დახვრეტას - ამის უკან ლიბერალური ფაშიზმი და გლობალური ძალების აგენტურა დგას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ოპონენტების ყველაზე ამაზრზენი ბრალდება არის ის, რომ ხელისუფლება საგარეო კურსს იცვლის. როგორც მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, ეს შეიძლება საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაიჯეროს, თუმცა მათი რაოდენობა არ იქნება იმდენი, რომ ამან არჩევნების ბედი ოპოზიციის სასარგებლოდ გადაწყვიტოს.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:56

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არსებობენ ძალები, რომლებმაც შვეიცარიის ბანკი გააკოტრეს, საქართველოში ერთი პატრიოტი ადამიანი რომ დაეშანტაჟებინათ. ბიძინა ივანიშვილი ჰქვია იმ პატრიოტ ადამიანს. შვეიცარიის ბანკი, მეორე რომ იყო მსოფლიო რეიტინგში

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს მართავენ გარკვეული დიდი ძალები და იმის მტკიცება, რომ „გლობალური ომის“ პარტია არ არსებობს, არასწორია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ სიმართლის გატანის ძალა გაცილებით მეტი გვაქვს დღეს, შეუდარებლად, ვიდრე თუნდაც შარშან და უფრო მეტი, ვიდრე შარშანწინ და გაცილებით მეტი, ვიდრე სამი და ოთხი წლის წინ

მოდით, ვაღიაროთ ერთი რაღაც, ჩვენ სიმართლის გატანის ძალა გაცილებით მეტი გვაქვს დღეს, შეუდარებლად, ვიდრე თუნდაც შარშან და უფრო მეტი, ვიდრე შარშანწინ და გაცილებით მეტი, ვიდრე სამი და ოთხი წლის წინ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, ინტერესები და რიტორიკა შეიცვლება

იცვლება ისტორია, ისტორიული მოვლენები და იცვლება ინტერესები. ეს უმარტივესი ამბავია. როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, ინტერესები და რიტორიკა შეიცვლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

17 ივლისი 2024, 23:37

მსოფლიო

Le Figaro: პარიზში, მძღოლი ერთ-ერთი კაფეს ტერასას შეეჯახა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი - დაშავდა

პარიზში, მძღოლი ერთ-ერთი კაფეს ტერასას შეეჯახა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ რეალურად ისეთი საფრთხის ქვეშ დავდექით, რომ ფიზიკური გადარჩენა პირველი პრიორიტეტი გახდა

დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებდით სოციალურ და სხვა თემებზე, რადგან არ არსებობს სფერო სადაც სამჯერ და ოთხჯერ მეტი არ გვაქვს გაკეთებული. გვაქვს იმდენად დიდი პროგრესი, რომ წინა ხელისუფლების ნამოქმედართან შედარება შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შეიძლება განვავითაროთ ის ლოგიკური ვერსია, რომ უკრაინაში ომი მანამდე არ დამთავრდება, ვიდრე საქართველოსთან მიმართებით არ დარწმუნდებიან, რომ აქ ხელისუფლება არ იცვლება და მეორე ფრონტი აქედან გამორიცხულია

„რაც საჯაროდ გვაქვს, იქაც კი არის ბევრი მოცემულობა იმის სამტკიცებლად და დასადასტურებლად, პირდაპირი მოწოდებების ჩათვლით, რომ საქართველოსგან ითხოვენ ომს. შეიძლება ჩვენ განვავითაროთ ის ლოგიკური ვერსიაც, რომ უკრაინაში მანამდე არ დამთავრდება ომი, ვიდრე საქართველოსთან მიმართებით არ დარწმუნდებიან, რომ აქ ხელისუფლება არ იცვლება და მეორე ფრონტი აქედან, ამ მიმართულებიდან გამორიცხულია“, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

17 ივლისი 2024, 22:35

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე და გურამ ოქროპირიძე ისრაელის მმართველი პარტია ,,ლიკუდის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ ოქროპირიძემ, ,,ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, ისრაელის მმართველი პარტიის ,,ლიკუდის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.