05 ივლისი 2024, 09:05 / სანდო წყარო

სვიმონ ჯანგულაშვილი: ფეხბურთელებო, მოგვბაძეთ ხელოვანებს - ბიძინას ფული რომ ჩაგერიცხებათ, მეორე დღეს რუსთაველზე უნდა გავარდეთ და „ბიძინა ფაშისტი და პუტინიაო”, უნდა იყვიროთ, თან მშვიდი სინდისით ხარჯოთ „ფაშისტებისაგან“ აღებული ფული

სვიმონ ჯანგულაშვილი

სვიმონ ჯანგულაშვილი

ეჰ, ფეხბურთელებო... არაფერი თქვენ არ იცით! მოგვბაძეთ ჩვენ, ხელოვანებს - ბიძინას ფული რომ ჩაგერიცხებათ, მეორე დღეს რუსთაველზე უნდა გავარდეთ და „ბიძინა ფაშისტი და პუტინიაო”, უნდა იყვიროთ. საღამოს ბიძინასთან ან წულუკიანთან შუამავლები და ჩამწყობები უნდა ეძებოთ და დილით ჯალათები უნდა უძახოთ, - ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჯანგულაშვილი სარკასტული შინაარსის პოსტით ეხმაურება რადიკალების განცხადებებს, რომლებიც მათ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მისამართით გააჟღერეს.

„მთელი მსოფლიოს გასაგონად უნდა იყვიროთ, ღია წერილებს ხელი უნდა მოაწეროთ - “ბიძინა და მინისტრები მთავარანგელოზ სააკაშვილს აწამებენ და ჰკლავენო” და თან ფინანსური ბენეფიტები და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა უნდა გამოსტყუოთ ამ მკვლელებსა და მწამებლებს. თუ წულუკიანს ვერ იტანთ, მაშინ კალაძესთან დაფინანსება უნდა ჩააწყოთ “თქვენიანი” ჩინოვნიკის მეშვეობით და მერე, „ქართული ოცნება ფაშისტიაო, და მისი მხარდამჭერები რუსები ხართო”, უნდა იჭყვიტინოთ. თან მშვიდი სინდისით ხარჯოთ ფაშისტებისაგან აღებული ფული, თითქოსდა ფაშისტებისგან და ოკუპანტისაგან, ფაშისტური და კოლაბორაციონისტი მთავრობისაგან ფულის აღება დანაშაული არაა...

უფრო მეტიც - სანამ შეგეძლებათ, ღიად და ჩუმჩუმად მოსკოვებში, პეტერბურგებსა და ნოვოსიბირსკებში უნდა იაროთ კონცერტების გასამართად, და მერე, როცა გამდიდრდებით რუსული ფულით, მთელი ძალ-ღონით უნდა იმაუწყებლოთ რუსთაველზე და ფეისბუქ-ინსტაგრამებში - “არა რუსულ ფულსო”. უფრო მაგარმა პირდაპირ გერგიევისგან და პუტინის კულტურის და სპორტის სამინისტროსგან უნდა გააიმასქნას მსუყე ბენეფიტები და მერე, თავად პუტინის ხელისუფლების ბენეფიციარმა, სხვებს უნდა უწოდოს მონა და რუსი... ასევე, ძალიან სასარგებლოა, როცა შენ ქართულ ოცნებას ლანძღავ და რევოლუციონერი, რებელა, გმირი ხელოვანის იმიჯი გაქვს მორგებული, გრანტებს იღებ ევროპული საელჩოებიდან და, იმავდროულად, შენი ნათესავები ან ოჯახის წევრები, ყოველი შემთხვევისათვის, ზოგნი რომელიღაცა მინისტრთან და ზოგნი კი - თავად ივანიშვილთან არიან გადაკისკისებით ჩახუტებულები… ამრიგად, ყველა მხრიდან დაზღვეული და დაფინანსებული ხარ, თან პროევროპულ და ლიბერალურ სიძულვილსა და შეუწყნარებლობას თესავ და თან მშვენივრად იყენებ “ოლიგარქის” ფულებსაც და მინისტერთან კონტაქტს. ცოტა ახალგაზრდებმა, შეგიძლიათ ანტი-რუსულ მიტინგებზე იცეკვოთ და ჩუმ-ჩუმად იტალია-შვეიცარიებში მდიდარ რუსებთან კორპორატიულ კონცერტებზე დაუკრათ და იმღეროთ... მერე რა? როგორც დიდად სახელოვანი გენიოსი ბენდუქიძე და დიდებული ხერხემალ-მერაბიშვილი ამბობდნენ - “ფულს სუნი არა აქვს”... მთავარია სხვებს აუკრძალოთ ფულის მიღება, თორემ თქვენს ჯიბეში რუსული ფული ანტირუსულ იარაღად იქცევა… განა ასე არ იქცევიან ჩვენი დიდი ჟანა დ'არკი - ელენე ხოშტარია? ან კეზერას დაფინანსებული გენიოსი სცენარისტ-პოეტ-მწერლები "ფორმულადან"? ანდაც, ახალგაზრდების ლიდერი, ჩვენი ტროცკი - ჯაფარა? საერთოდ, მადლობა არ უნდა უთხრათ ივანიშვილს და ამ საზიზღარ მთავრობას. აი, ცხონებულ რურუას კი ბოლომდე უნდა მადლობდე სამინისტროს ფულით გაკეთებული სიკეთისათვის. აბა რა, წულუკიანი ხომ მხედრიონელი და მკვლელია, და რურუა კი ჰუმანისტი და წიგნების ავტორი იყო, ფერადი წინდები ეცვა და ეს საზიზღარი და უნიჭო სტურუა გააგდო თეატრიდან.

ფეხბურთელებო, რაგბისტებო, ძალოსნებო, სპორტსმენებო, მოგვბაძეთ ხელოვანებს - პირზე ღიმილით და დამტკბარ-დაშაქრული გამომეტყველების მიღმა მიმალული გესლით ესაუბრეთ ერთმანეთს. შემოქმედება უკომპრომისო იდეალებს, ამაღლებულ გრძნობებს მიუძღვენით, ერს ჭკუა დაარიგეთ და ჩუმ-ჩუმად კეზერაშვილის და ნაყოფიას ფულებით გამდიდრდით! მერე რა, რომ ეს ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების ძარცვით მოპოვებული ფულია?! განა დიდი ლენინი არ ამბობდა - მიზანი ამართლებს საშუალებასო? ოლიგარქი ოლიგარქით დაითრგუნება.

მადლობა მხოლოდ სააკაშვილის მიერ 9 წლის მანძილზე გორამდე დაგებულ ავტობანს ეკუთვნის. ივანიშვილს კი მადლობა არაფერში არ ეკუთვნის. ვალდებულიცაა რომ საქართველოს გარეთ ნაშოვნი ფული ჩვენ დაგვახარჯოს! რომ ჩამოვაგდებთ, საერთოდ გავპარსავთ! მასავით კი არ მოვიქცევით, კოჰაბიტაციითა და სხვა სისულელეებით…
……………..
სინამდვილე კი ისაა, რომ ეს ქართული, სამხრეთული რადიკალიზმი, მასობრივი ისტერია და კოლექტიური არაცნობიერის ნეგატიური მხარეების მიზანმიმართული დატრიგერება და გამოვლენა, წივილ-კივილი და ინფანტილური სიგიჟეები, ყველაფერს, ყველაფერს ანგრევს! თუკი ხელისუფლება რუსულია, ოკუპანტთანაა კოლაბორაციაში და ქვეყნის მტერია, მაშინ დაუყოვნებლივ აჯანყება უნდა მოაწყო და რევოლუციურად შეცვალო!ოკუპანტთან და კოლაბორანტთან კოლაბორაცია დანაშაულია! თუ არ ჯანყდები, ცხადია, რომ შენი რადიკალური და ისტერიული შეფასებები და ტერმინოლოგია სიცრუეა და ჩვეულებრივი მატყუარა ისტერიჩკები, ანუ ლაშა ბუღაძეები და ნიკა გვარამიები ხართ. ოპოზიცია, მთავრობის კრიტიკა, მთავრობის ცვლილებისათვის ლეგიტიმური ხერხებით ბრძოლა საჭიროა, აუცილებელიცაა, რადგანაც ასე ფუნქციონირებს რესპუბლიკური, დემოკრატიული წყობა. მაგრამ ეს ბრძოლა არა სიცრუესა და ყალბ, რადიკალურ და ისტერიულ იდეებზე უნდა იყოს დაფუძნებული, არამედ, სიმართლეზე, ჰუმანიზმსა და სიკეთეზე. ფეხბურთელებს რომ ეს დღე ელოდათ “ოსანადან” “ჯვარს-აცვი”-მდე, ეს თავიდანვე ცხადი იყო.

მე უფრო ის მაინტერესებს - თუ გამოჩნდება ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ერთი ოპოზიციური პარტია მაინც, ვინც ნოდარ მელაძეობასა და ნიკა გვარამიობაზე ხელს აიღებს და ისე გაუწევს ოპონირებას ხელისუფლებას - სიყალბის, სიცრუის, ისტერიკის, რადიკალიზმისა და სააკაშვილის პოლიტ-პატიმრად გამოცხადების გარეშე? პირობას ვდებ, რომ აი ასეთ ოპოზიციურ პარტიას მივცემ ხმას - მიუხედავად ჩემი პოლიტიკური გემოვნებისა! მე მინდა ეროვნული, ქრისტიანული და ევროპული საქართველო. მე მინდა რომ საქართველო ევრო-ავშირის წევრი გახდეს. მე მინდა რომ ერთმანეთს არ ვჭამდეთ...
...................................................
ეჰ, ფეხბურთელებო… ტკბილ-ქართველებო! კიდევ კარგი, კომპოზიტორები, დირიჟორები, რეჟისორები, მსახიობები, მომღერლები ან მწერალ-პოეტები არა ხართ... რასა ხართ გადარჩენილნი, თქვენ ხომ არ იცით... ზიზღისა და აგრესიის როგორ ჭაობს ხართ გადარჩენილნი... შორიდან კი ლამაზი ჩანს ეგ ჭაობი - მშვენიერი ლოტოსის ყვავილებით მორთული და ამწვანებული“, - წერს ჯანგულაშვილი.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2024, 01:33

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველოში წინა მთავრობის დროს ქონების გადაცემის შემთხვევები იყო, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

18 ივლისი 2024, 01:30

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველო გამჭვირვალობის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში რეგულარულად იკავებს მაღალ ადგილს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 01:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან მოქალაქეებს, თითქოს ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის - ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს

არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან მოქალაქეებს, თითქოს ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის - ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმდენად გამჭვირვალე არჩევნები იქნება წელს, რომ ძალიან რთული იქნება ამ არჩევნებზე რაიმე ცუდის დაწერა

იმდენად გამჭვირვალე არჩევნები იქნება წელს, რომ ძალიან რთული იქნება ამ არჩევნებზე რაიმე ცუდის დაწერა. ამის მიუხედავად, თუ დაწერენ უარყოფით დასკვნებს, ქართველი ხალხი ამასაც შეხედავს და ამიტომ ვეუბნებით ჩვენ ბევრ სიმართლეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

18 ივლისი 2024, 00:56

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, ეს ის ევროკავშირია საითაც მივისწრაფოდით? - რატომ არ შეიძლება ქართულ საზოგადოებაში დადგეს საკითხი, ავწონოთ, დავწონოთ, რა გვაწყობს ევროკავშირთან ურთიერთობაში

სულ მაინტერესებს, ევროკავშირზე რომ მიდის ლაპარაკი, ბრიტანეთმა რატომ დატოვა ევროკავშირი, რატომ არავინ კითხულობს ამას? რა, პუტინთან წავიდა? რატომ დატოვა ინგლისმა ევროკავშირი? ესე იგი ამის მიზეზები არის, ყველა ქვეყანას აქვს თავისი შეხედულება, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეპოქის და ვითარების ცვლილებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქვეყანას ის მიზანი აღარ ჰქონდეს, რაც ხუთი წლის წინ ჰქონდა. მისივე თქმით, საქართველოს ფასი გაიზარდა, რადგან ყველამ დაინახა, რომ ქვეყანამ ყველაზე წინ საკუთარი თავი დააყენა.

გოგა ხაინდრავა

18 ივლისი 2024, 00:48

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: საქართველოს წინააღმდეგ მიდის პოლიტიკური ტერორი და ხომ უნდა მიხვდეს ქართული საზოგადოება ვის ემსახურებიან ეს მანქურთები - ვითომ ოპოზიციური ძალები

სტეისი პლასკეტი, დემოკრატი კონგრესმენი პირდაპირ ეთერში მოუწოდებდა - ჩვენ უნდა ვესროლოთ და მოვკლათ დონალდ ტრამპიო. ეს რომ შეთქმულებაა, ამას საუბარი რად უნდა, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

18 ივლისი 2024, 00:45

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ყურის ძირში მიდის მესამე მსოფლიო ომი. გადავრჩით მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არის პრინციპული კაცი. ღმერთმა გამოგვიგზავნა ბიძინა ივანიშვილი

„საქართველოზე მიდის სასტიკი პოლიტიკური ტერორი, ყურის ძირში მიდის მესამე მსოფლიო ომი“,-ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ისაუბრა. მისი თქმით საქართველო გადარჩა მხოლოდ იმის გამო, რომ მას პრინციპული ადამიანი მართავს.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უთანასწორო ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ და დავარწმუნოთ როგორც პარტნიორი, მეგობარი, ასევე ის ძალები, რომლებიც ძალიან გვეჭიდავებიან, რომ საქართველოში უნდა ელაპარაკონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას

მშვიდობა უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩვენ მერე შევძლოთ, რომ ღირსებით ევროკავშირისკენ ვიაროთ. ღირსება უნდა შევინარჩუნოთ იმისათვის, რომ ჩვენ შემდეგ მორალური უფლება გვქონდეს და კიდევ მეტად განვითარდეთ და ეს ყველაფერი, მშვიდობა, ღირსება გვჭირდება და გვინდა იმისათვის, რომ ასე მყარად ვიდგეთ, განვითარებამ კეთილდღეობა მოიტანოს უფრო მეტი და საბოლოო ჯამში თითოეული მოქალაქის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპონენტების მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ხმა მოაგროვონ არჩევნებზე და ამით „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში ხელი შეუშალონ, რაც ამ კონფიგურაციით შეუძლებელია

„ვერ შეთანხმდნენ მანდ არ არსებობს, რასაც დაავალებენ იმაზე შეთანხმდებიან“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა. კითხვაზე: რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ გაერთიანება, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ეს მათზე არ იყო დამოკიდებული. მისივე თქმით, ახლა მთავარი მიზანი ოპონენტების არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მოაგროვონ არჩევნებზე და ამით „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში ხელი შეუშალონ, რაც ამ კონფიგურაციით შეუძლებელია.

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პარტიის სათაურშივე ტყუილია - ასეთი ძველი და ბნელი „ახალს“ რომ დაირქმევ, პოლიტიკური თაღლითი ხარ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საარჩევნოდ ოპოზიციის შანსები შეაფასა. მისი თქმით, მთავარი კონკურენტი სამწუხაროდ, კვლავ ნაციონალური მოძრაობაა

მამუკა მდინარაძე

18 ივლისი 2024, 00:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ანა დოლიძე, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას

ანა დოლიძე, რომელსაც მე ძალიან კარგად, ძალიან ახლოს ვიცნობ წარსულიდან და ვცდილობ, რომ ავარიდო მასზე ლაპარაკს თავი, მაგრამ ახლა არ გამომივა ეს ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

ჯეიმს დევიდ ვენსი

17 ივლისი 2024, 23:59

არჩევნები ამერიკაში

ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი: დროა მოვიშოროთ ბაიდენისა და ჰარისის კორუმპირებული რეჟიმი

დროა მოვიშოროთ ბაიდენისა და ჰარისის კორუმპირებული რეჟიმი, - განაცხადა დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ტყუილზე დაყრდნობით ესროლა იმ ადამიანმა ტრამპსაც და საქართველოში ტყუილზე დაყრდნობით უკვეთდა ვიღაცა მოქალაქეებს 84 დეპუტატის დახვრეტას - ამის უკან ლიბერალური ფაშიზმი და გლობალური ძალების აგენტურა დგას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ოპონენტების ყველაზე ამაზრზენი ბრალდება არის ის, რომ ხელისუფლება საგარეო კურსს იცვლის. როგორც მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, ეს შეიძლება საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაიჯეროს, თუმცა მათი რაოდენობა არ იქნება იმდენი, რომ ამან არჩევნების ბედი ოპოზიციის სასარგებლოდ გადაწყვიტოს.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:56

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არსებობენ ძალები, რომლებმაც შვეიცარიის ბანკი გააკოტრეს, საქართველოში ერთი პატრიოტი ადამიანი რომ დაეშანტაჟებინათ. ბიძინა ივანიშვილი ჰქვია იმ პატრიოტ ადამიანს. შვეიცარიის ბანკი, მეორე რომ იყო მსოფლიო რეიტინგში

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს მართავენ გარკვეული დიდი ძალები და იმის მტკიცება, რომ „გლობალური ომის“ პარტია არ არსებობს, არასწორია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ სიმართლის გატანის ძალა გაცილებით მეტი გვაქვს დღეს, შეუდარებლად, ვიდრე თუნდაც შარშან და უფრო მეტი, ვიდრე შარშანწინ და გაცილებით მეტი, ვიდრე სამი და ოთხი წლის წინ

მოდით, ვაღიაროთ ერთი რაღაც, ჩვენ სიმართლის გატანის ძალა გაცილებით მეტი გვაქვს დღეს, შეუდარებლად, ვიდრე თუნდაც შარშან და უფრო მეტი, ვიდრე შარშანწინ და გაცილებით მეტი, ვიდრე სამი და ოთხი წლის წინ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, ინტერესები და რიტორიკა შეიცვლება

იცვლება ისტორია, ისტორიული მოვლენები და იცვლება ინტერესები. ეს უმარტივესი ამბავია. როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, ინტერესები და რიტორიკა შეიცვლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

17 ივლისი 2024, 23:37

მსოფლიო

Le Figaro: პარიზში, მძღოლი ერთ-ერთი კაფეს ტერასას შეეჯახა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი - დაშავდა

პარიზში, მძღოლი ერთ-ერთი კაფეს ტერასას შეეჯახა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ რეალურად ისეთი საფრთხის ქვეშ დავდექით, რომ ფიზიკური გადარჩენა პირველი პრიორიტეტი გახდა

დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებდით სოციალურ და სხვა თემებზე, რადგან არ არსებობს სფერო სადაც სამჯერ და ოთხჯერ მეტი არ გვაქვს გაკეთებული. გვაქვს იმდენად დიდი პროგრესი, რომ წინა ხელისუფლების ნამოქმედართან შედარება შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

17 ივლისი 2024, 23:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შეიძლება განვავითაროთ ის ლოგიკური ვერსია, რომ უკრაინაში ომი მანამდე არ დამთავრდება, ვიდრე საქართველოსთან მიმართებით არ დარწმუნდებიან, რომ აქ ხელისუფლება არ იცვლება და მეორე ფრონტი აქედან გამორიცხულია

„რაც საჯაროდ გვაქვს, იქაც კი არის ბევრი მოცემულობა იმის სამტკიცებლად და დასადასტურებლად, პირდაპირი მოწოდებების ჩათვლით, რომ საქართველოსგან ითხოვენ ომს. შეიძლება ჩვენ განვავითაროთ ის ლოგიკური ვერსიაც, რომ უკრაინაში მანამდე არ დამთავრდება ომი, ვიდრე საქართველოსთან მიმართებით არ დარწმუნდებიან, რომ აქ ხელისუფლება არ იცვლება და მეორე ფრონტი აქედან, ამ მიმართულებიდან გამორიცხულია“, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

17 ივლისი 2024, 22:35

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე და გურამ ოქროპირიძე ისრაელის მმართველი პარტია ,,ლიკუდის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ ოქროპირიძემ, ,,ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, ისრაელის მმართველი პარტიის ,,ლიკუდის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.