06 ივლისი 2024, 17:50 / სანდო წყარო

ლევან ნიკოლეიშვილი NATO-ს სამიტზე: მთავარია ვინ როგორ დაგველაპარაკება და ვინ როგორ არ დაკარგავს ღირსებას ჩვენთან საუბრის დროს, თორემ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სად არის ჩვენი ადგილი

ლევან ნიკოლეიშვილო

ლევან ნიკოლეიშვილო

„ეს არის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებით, რასაც იქ განიხილავენ“, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა NATO-ს სამიტთან დაკავშირებით "დღის ქრონიკასთან" განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს ქართულ მხარეს ალიანსის სამიტიდან, ლევან ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ღირსეულად წარსდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

„ეს არის სამიტი თავისი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებით, რასაც იქ განიხილავენ, მაგრამ რამდენიმეს გამოყოფა წინასწარი ვარაუდით შემიძლია. ერთი უკრაინის საკითხი იქნება აქტუალური, ეს თავისთავად ცხადია. მაგრამ არავინ უკრაინას არ იღებს NATO-ში, ეს ჩვენი ვიცით. იქნება უამრავი დაპირება უკრაინასთან მიმართებაში, რომ ნატო აგრძელებს ურთიერთობას, გააძლიერებს და ა.შ. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინას ნატოში იღებენ?! მეორე, ჩვენთან მიმართებაში ისევ ის განცხადება გაკეთდება, რომ NATO-ს კარი ღიაა, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, დემოკრატიისკენ წინსვლა, რასაც ვაკეთებთ ჩვენ არაერთი წელია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხვალ ან ზეგ NATO-ში მიგვიღებენ, ბევრი მიზეზის გამო. უკრაინასთან მიმართებაში ალბათ კულუარულად იქნება დაყენება ისეთის საკითხების, რომ ომის დამთავრების შემდეგ, არსებული რეალობიდან გამომდინარე უკრაინა მივიღოთ დანაწევრებული თუ სხვანაირად. ჩვენთანაც იყო ამის მცდელობა რამდენიმე წლის წინ, როდესაც ერთგვარი შემოთავაზება მოხდა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მაგივრად... მაგრამ ამას საქართველოში არავინ შეეგუება.

ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპის ღირსეული წევრი. ჩვენ გვაქვს გაკეთებული და კიდევ ბევრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრების წინაშე წარვდგეთ ღირსეულად. მაგრამ ნაბიჯები ახლა დასავლეთის მხრიდან არის გასაკეთებელი. აქ არ არის საქმე იმაზე, რომ იცით რა ვიღაცას ხელისუფლება მოსწონს თუ არ მოსწონს. აქ არის იმაზე ლაპარაკი, თუ რეალურად რა ხდება. რეალურად საქართველო რას აკეთებს ამისთვის. ახლა მიზეზის მოტანა, რომ რაღაც გამჭვირვალობის კანონი რუსული ყოფილა, რომელიც თითქმის მთელმა მსოფლიომ მიიღო და მიიღო ისე, რომ თავისი სუვერენიტეტი დაიცვას და ჩვენ გვეუბნებიან, რომ არა, ამის გამო უნდა დაისაჯო. ჯერ ერთი რა არის ეს? როგორ შეიძლება, რომ სუვერენულ სახელმწიფოს ვიღაც უცხოელმა უთხრას, რომ ჩვენ თქვენ დაგსჯით. ვის დაუსჯია საქართველო, არავის დაუსჯია და ვერც დასჯის ვერასოდეს. უბრალოდ მთავარი აქ ის არის, ვინ როგორ დაგველაპარაკება და ვინ როგორ არ დაკარგავს ღირსებას ჩვენთან საუბრის დროს. თორემ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი ადგილი სად არის და ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ეს ადგილი დაგვეკავებინა“,-განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2024, 01:40

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ გიორგი მიქაუტაძეს და ვულოცავ საქართველოს! ჩვენმა ნაკრებმა ისტორია დაწერა

15 ივლისი 2024, 01:35

სპორტი

ევრო 2024-ის საუკეთესო მოთამაშედ როდრი დასახელდა, საუკეთესო ახალგაზრდად კი იამალი

კახა კალაძე

15 ივლისი 2024, 01:14

საზოგადოება

კახა კალაძე: გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. ვულოცავ ჟორჟს და მთელ საქართველოს

თბილისის მერი კახა კალაძე გიორგი მიქაუტაძეს ოქროს ბუცის მინიჭებას ულოცავს.

გიორგი მიქაუტაძე

15 ივლისი 2024, 00:59

სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელია

გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელია. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც „უეფამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თუ ევრო 2024-ის ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდებოდა, „ოქროს ბუცი“ ჯილდოს სახით ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემოდა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა აქვთ.

15 ივლისი 2024, 00:53

სპორტი

ესპანეთმა ინგლისი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

ესპანეთის ნაკრებმა ბერლინში გამართულ ფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა და თავის ისტორიაში მეოთხედ ევროპის ჩემპიონი გახდა.

დონალდ ტრამპი მელანია ტრამპი

15 ივლისი 2024, 00:47

მსოფლიო

მელანია ტრამპი: როდესაც ვნახე, როგორ მოხვდა ჩემს მეუღლეს ტყვია, გავიაზრე, რომ ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება დამანგრეველი ცვლილებების ზღვარზე იყო

როდესაც ვნახე, როგორ მოხვდა ჩემს მეუღლეს ტყვია, გავიაზრე, რომ ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება დამანგრეველი ცვლილებების ზღვარზე იყო, - ნათქვამია აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მელანია ტრამპის განცხადებაში.

15 ივლისი 2024, 00:29

მსოფლიო

ტრამპი: მადლობა ლოცვებისთვის, რადგან მხოლოდ უფალმა დაგვიფარა დაუჯერებელი შედეგისგან

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს ლოცვებისთვის და აღნიშნა, რომ „მხოლოდ უფალმა დაგვიფარა დაუჯერებელი შედეგისგან“.

20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები

15 ივლისი 2024, 00:21

სპორტი

20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიჯის ნაკრები დაამარცხა

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 40:36 დაამარცხეს.

ილონ მასკი

15 ივლისი 2024, 00:05

მსოფლიო

ილონ მასკი აცხადებს, რომ ევროკომისიამ პლატფორმა 𝕏-ს უკანონო საიდუმლო გარიგება შესთავაზა

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი აცხადებს, რომ ევროკომისიამ პლატფორმა 𝕏-ს უკანონო საიდუმლო გარიგება შესთავაზა.

14 ივლისი 2024, 23:52

მსოფლიო

ბაიდენი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაელოდონ FBI-ს გამოძიებას და არ გამოთქვან ვარაუდები ტრამპის მიტინგზე მსროლელის მოტივზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ გამოთქვან ვარაუდები და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) თავისი სამუშაოს შესრულების საშუალება მისცენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

14 ივლისი 2024, 23:29

მსოფლიო

ბაიდენმა დაგმო დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ამგვარი ძალადობის ადგილი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაგმო დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ამგვარი ძალადობის ადგილი არ არის.

ჯო ბაიდენი

14 ივლისი 2024, 23:23

მსოფლიო

ბაიდენმა ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მიღებული უსაფრთხოების ზომების დამოუკიდებელი შემოწმების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მიღებული უსაფრთხოების ზომების დამოუკიდებელი შემოწმების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

14 ივლისი 2024, 23:06

სპორტი

ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი იმართება

ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი, ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მიმდინარეობს.

14 ივლისი 2024, 22:56

საზოგადოება

15 ივლისს, 11:00-დან 18:00 საათამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის მე–100 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე–100 კილომეტრზე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, 2024 წლის 15 ივლისის 11:00-დან 18:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.

„ბლექსი არენა“

14 ივლისი 2024, 22:55

კულტურა

ვარსკვლავთცვენა საქართველოში - მსოფლიო ლეგენდები თბილისსა და შავი ზღვის სანაპიროს სტუმრობენ

ვარსკვლავთცვენა საქართველოში - მსოფლიო ლეგენდები ერთმანეთის მიყოლებით თბილისსა და შავი ზღვის სანაპიროს სტუმრობენ, კერძოდ, შეკვეთილს, სადაც ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია აშენებული. ესეც ფონდი „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის საჩუქარია ქართველი ხალხისადმი.

14 ივლისი 2024, 22:48

პოლიტიკა

შანტაჟი დემოკრატიის სახელით - რისთვის ისჯება საქართველო. „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი

გამჭვირვალობის კანონის მიღებამ საგარეო ასპარეზზე ყველაფერი შეცვალა.

შალვა პაპუაშვილი

14 ივლისი 2024, 22:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ მოხდება ვითარების სწორად შეფასება, მათ შორის - საქართველოს როლის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ და გადაწყვეტილებები პოზიტიური კუთხით შეიცვლება

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოხდება ვითარების სწორად შეფასება, მათ შორის, საქართველოს როლის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ და როგორც სწრაფად იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, ასევე სწრაფად შეიცვლება გადაწყვეტილებები პოზიტიური კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

14 ივლისი 2024, 22:30

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი: მთავრობას აქვს 2030 წლამდე გაწერილი კონკრეტული გეგმა, თუ რა შესაძლებლობები უნდა გააჩნდეს საქართველოს თავდაცვის ძალებს და ჩვენ ამ გეგმის შესრულებას მოვახმართ ყველა რესურსს, მათ შორის საბიუჯეტოს

მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა შესაძლებლობები უნდა გააჩნდეს საქართველოს თავდაცვის ძალებს და ეს გეგმა გაწერილია 2030 წლამდე, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

14 ივლისი 2024, 22:13

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან ასხლეტილი 7 პარტია და „ქართული ოცნება“. ეს არის რეალური არჩევანი

ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან ასხლეტილი 7 პარტია და „ქართული ოცნება“. ეს არის რეალური არჩევანი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

14 ივლისი 2024, 22:09

თავდაცვა

თავდასხმა თავდაცვაზე - რა მსგავსებაა დავით კეზერაშვილსა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას შორის, რომელმაც ჯარის 30 მილიონიანი დახმარება არასამთავრობოებსა და ოპოზიციურ მედიებს გადაულოცა

რა მსგავსებაა დავით კეზერაშვილსა და ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილებას შორის. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯარი გაძარცვა და ფული მოჰპარა. ევროკავშირმა კი არ გაძარცვა, მაგრამ საქართველოს თავდაცვისთვის განკუთვნილი 30 მილიონიანი დახმარება არასამთავრობოებსა და ოპოზიციურ მედიებს გადაულოცა.