11 ივლისი 2024, 13:30 / სანდო წყარო

„ხალხის ძალა“ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაზე: არც ეკა ბესელიას, არც თამარ ჩუგოშვილს და მით უმეტეს, არც შოთა შალელაშვილს პოლიტიკაში სერიოზულად არავინ აღიქვამს. ამიტომ მოიფიქრეს, ეს სასაცილო გაერთიანება პრეზიდენტის ინსტიტუტით გაამყარონ

არც ეკა ბესელიას, არც თამარ ჩუგოშვილს და მით უმეტეს, არც შოთა შალელაშვილს პოლიტიკაში სერიოზულად არავინ აღიქვამს. სწორედ ამიტომ მოიფიქრეს, რომ ეს სასაცილო გაერთიანება პრეზიდენტის ინსტიტუტით გაამყარონ, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

„სულ რაღაც ორიოდე თვის წინ საქართველოში ახალი „ტელევიზიის“ დაფუძნებაზე განცხადება გააკეთა პოლიტიკასა და ბიზნესში არცთუ სახარბიელო რეპუტაციის მქონე პიროვნებამ, შოთა შალელაშვილმა. ახლადშექმნილმა „ტელევიზიამ“ გახსნიდან რამდენიმე დღეში პოლიტიკური „ექსკლუზივებით“ დაიწყო არარსებული მაყურებლის განებივრება, რამაც ნათლად დაადასტურა ამ დროებითი არხის შექმნის და ამუშავების მიზანი:

საქართველოში მოქმედი აგენტების პატრონებმა გადაწყვიტეს, ბაზარზე დროებით ახალი, თითქოსდა რეპუტაციაშეულახავი, უფრო სწორედ კი რეპუტაციაარარსებული პლატფორმა შექმნან, რათა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კონფიგურაციების გატესტვა და მათთვის სასურველი გადაწყვეტილებების საზოგადოებამდე მიტანა მოახერხონ. ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მოქმედ რადიკალურ ოპოზიციურ არხებს იმდენად აქვთ სახელი გაფუჭებული, რომ მათგან წლების მანძილზე სიცრუის ნიაღვარში ნაცხოვრები საზოგადოება არანაირ ახალ ამბავს ან პოლიტიკურ ექსკლუზივს სერიოზულად არ იღებს.

რაც შეეხება შალელაშვილს და განსაკუთრებით მის ოჯახს, მხოლოდ ერთ ფაქტს მოვიყვანთ იმის დასადასტურებლად, რომ მათაც იგივე პატრონები მართავენ, ვინც ენჯეოებისა და პოლიტიკური პარტიების სახელს ამოფარებულ აქაურ წვრილფეხა აგენტურას. 2015 წელს, შოთა შალელაშვილის ვაჟი, გარი შალონი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს და მას ბრალი დასდეს საუკუნის თაღლითობაში, JP MORGAN-ის მონაცემთა ბაზების გატეხვასა და მილიარდობით დოლარის მითვისების სქემის აწყობაში. ბრალდება ასზე მეტი წლით პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა მოულოდნელად უმცროსმა შალელაშვილმა ციხე დატოვა, რის შემდეგაც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მას სპეციალური ტერმინი, Star Cooperator, ანუ ვარსკვლავური მოწმე უწოდეს. სწორედ ამ ტერმინით მოიხსენიებს დღემდე საერთაშორისო მედია შოთა შალელაშვილის ვაჟს.

სწორედ ამ ხალხის მიერ გახსნილმა ტელევიზიამ დღეს საზოგადოებას „ექსკლუზიურად“ აცნობა, რომ იქმნება ახალი პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც, სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით, თავდაპირველად რამდენიმე პირი - ეკა ბესელია, თამარ ჩუგოშვილი და თავად ტელევიზიის პატრონი, შოთა შალელაშვილი გაერთიანება. ადვილად იშიფრება, რისთვის დასჭირდათ ზურაბიშვილის შემოყვანა ამ ახალ სქემაში აგენტურის პატრონებს: ცხადია, რომ არც ეკა ბესელიას, არც თამარ ჩუგოშვილს და მით უმეტეს, არც შოთა შალელაშვილს პოლიტიკაში სერიოზულად არავინ აღიქვამს. სწორედ ამიტომ მოიფიქრეს, რომ ეს სასაცილო გაერთიანება პრეზიდენტის ინსტიტუტით გაამყარონ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს ქართული საზოგადოების თვალში ბოლომდე დისკრედიტირებულია, ფორმალურად ის მაინც პრეზიდენტია და ამ ინსტიტუტის ირგვლივ, ან მისი მფარველობის ქვეშ არსებული გაერთიანება გარკვეულ ლეგიტიმაციას მაინც იძენს.

მიუხედავად ამისა, ყველამ კარგად იცის და, მათ შორის, აგენტურის პატრონებმაც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი გვარების პოლიტიკური ერთობა ქართველი ხალხის თვალში ძალიან არასერიოზულად გამოიყურება. შესაბამისად, ლოგიკურად ჩნდება კითხვა - რა მიზანი აქვთ ადგილზე მოქმედი წვრილფეხა აგენტურის პატრონებს, რატომ დახარჯეს დრო, ენერგია და რესურსი ამ არაფრისმომცემი გაერთიანების დასალაგებლად? სწორედ აქ მივადექით მთავარ სათქმელს - მზადდება პოლიტიკური პლატფორმა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის გასაერთიანებლად. სწორედ ეს სასაცილო პლატფორმა გახდება ის ადგილი, სადაც ერთ დროს ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ადამიანები „გამონახავენ“ საერთო ენას, ხოლო ბესელია, შალელაშვილი და ჩუგოშვილი მათზე აფარებული ლეღვის ფოთლები იქნებიან.

შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს ლოგიკური კითხვა - თუ აგენტურა ყველა დავალებას უსიტყვოდ ასრულებს, რა საჭიროა ასეთი პოლიტიკური სპექტაკლების დადგმა, რატომ არ გააერთიანეს ეს ორი ძალა პირდაპირ, ყოველგვარი პოლიტიკური სპექტაკლების გარეშე?

- პასუხი მარტივია: გახარიას და ხაზარაძეს იმდენი აქვთ ერთმანეთი ნაგინები და საზოგადოების თვალში ამ ორი ძალის ერთად ყოფნა იმდენად შეუთავსებელი ჩანს, რომ მათი პირდაპირ, უხეში ფორმით გაერთიანება უაღრესად არასერიოზულად იქნება აღქმული საზოგადოებაში. შესაბამისად, ასეთი გაერთიანება იმდენად დააზიანებს მათ ისედაც შელახულ იმიჯს, რომ იმ მინიმალურ პროცენტებსაც დაკარგავენ, რაც ახლა აქვთ. ყველასთვის ცხადია, რომ როცა ერთიანდებიან ადამიანები, ვინც გუშინ ერთმანეთს დედას აგინებდნენ, ერთმანეთს უცხო ქვეყნის (რუსეთის) აგენტებსა და თაღლითებს უწოდებდნენ, ცხადი ხდება, რომ ასეთი გაერთიანების შექმნა ერთადერთ ძალას - მათი პატრონების დავალებას შეეძლო. ამგვარი ხელოვნური ერთობა მთლიანად ხსნის ნიღაბს მთელ პროცესს და ააშკარავებს, რომ პროცესის მონაწილეები პირდაპირ უხეში დავალებების შესრულებით არიან დაკავებულნი. ეს გარემოება კი არა მხოლოდ მათ, არამედ მათ პატრონებსაც აზიანებს. მხოლოდ მშრალი ფაქტებით გაგახსენებთ, რას ამბობდნენ ერთმანეთზე გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე:

2019 წლის 6 მარტი: გახარიას თქმით, ხაზარაძე ჭორიკანა ადამიანია;

2021 წლის 9 ივნისი: ხაზარაძის თქმით, გახარია მატყუარა ადამიანია და ყველა სიტყვას იტყუება;

2021 წლის 13 მაისი: ხაზარაძის თქმით, გახარია ანტისახელმწიფოებრივი კაცია და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას;

2021 წლის 14 სექტემბერი: ხაზარაძის თქმით, გახარია არის მშიშარა და თვალთმაქცი კაცუნა;

2020 წლის 12 სექტემბერი: გახარიას თქმით, ხაზარაძე თაღლითია და მან ქართველი ხალხი გაძარცვა;

არქივი კიდევ უამრავ მაგალითს ინახავს, თუ როგორ ლანძღავდნენ ერთმანეთს გახარია და ხაზარაძე და ეს ყველაფერი ქართველ ხალხს ძალიან კარგად ახსოვს, ამიტომ მათი გაერთიანება თუნდაც მცირე სინერგიის მომტანი რომ იყოს, პატრონებმა სწორედ ზემოთაღნიშნული სქემა მოუფიქრეს. ჯერ სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ ბესელია-შალელაშვილი-ჩუგოშვილის ლეღვის ფოთოლთა პლატფორმას შექმნიან, ხოლო შემდეგ გახარიას და ხაზარაძეს ფრთხილად შეუერთებენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკური დანაკარგი განიცადონ და ამ საფარქვეშ საზოგადოებისთვის უფრო ბუნებრივი გახადონ შეუთავსებელთა ერთიანობა.

ამ ფანდების მიუხედავად, აქაური აგენტების უცხოელ პატრონებს ერთი რამ ეშლებათ - მათ ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე და ფიქრობენ, რომ მსგავსი პოლიტიკური შარლატანობით გავლენ ფონს, მაგრამ ჩვენი ხალხი ბრძენია და მოახლოებულ არჩევნებზე კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს უსამშობლო აგენტურას", - ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2024, 00:29

მსოფლიო

ტრამპი: მადლობა ლოცვებისთვის, რადგან მხოლოდ უფალმა დაგვიფარა დაუჯერებელი შედეგისგან

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს ლოცვებისთვის და აღნიშნა, რომ „მხოლოდ უფალმა დაგვიფარა დაუჯერებელი შედეგისგან“.

20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები

15 ივლისი 2024, 00:21

სპორტი

20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიჯის ნაკრები დაამარცხა

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 40:36 დაამარცხეს.

ილონ მასკი

15 ივლისი 2024, 00:05

მსოფლიო

ილონ მასკი აცხადებს, რომ ევროკომისიამ პლატფორმა 𝕏-ს უკანონო საიდუმლო გარიგება შესთავაზა

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი აცხადებს, რომ ევროკომისიამ პლატფორმა 𝕏-ს უკანონო საიდუმლო გარიგება შესთავაზა.

14 ივლისი 2024, 23:52

მსოფლიო

ბაიდენი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაელოდონ FBI-ს გამოძიებას და არ გამოთქვან ვარაუდები ტრამპის მიტინგზე მსროლელის მოტივზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ გამოთქვან ვარაუდები და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) თავისი სამუშაოს შესრულების საშუალება მისცენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

14 ივლისი 2024, 23:29

მსოფლიო

ბაიდენმა დაგმო დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ამგვარი ძალადობის ადგილი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაგმო დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ამგვარი ძალადობის ადგილი არ არის.

ჯო ბაიდენი

14 ივლისი 2024, 23:23

მსოფლიო

ბაიდენმა ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მიღებული უსაფრთხოების ზომების დამოუკიდებელი შემოწმების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მიღებული უსაფრთხოების ზომების დამოუკიდებელი შემოწმების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

14 ივლისი 2024, 23:06

სპორტი

ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი იმართება

ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი, ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მიმდინარეობს.

14 ივლისი 2024, 22:56

საზოგადოება

15 ივლისს, 11:00-დან 18:00 საათამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის მე–100 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე–100 კილომეტრზე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, 2024 წლის 15 ივლისის 11:00-დან 18:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.

„ბლექსი არენა“

14 ივლისი 2024, 22:55

კულტურა

ვარსკვლავთცვენა საქართველოში - მსოფლიო ლეგენდები თბილისსა და შავი ზღვის სანაპიროს სტუმრობენ

ვარსკვლავთცვენა საქართველოში - მსოფლიო ლეგენდები ერთმანეთის მიყოლებით თბილისსა და შავი ზღვის სანაპიროს სტუმრობენ, კერძოდ, შეკვეთილს, სადაც ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია აშენებული. ესეც ფონდი „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის საჩუქარია ქართველი ხალხისადმი.

14 ივლისი 2024, 22:48

პოლიტიკა

შანტაჟი დემოკრატიის სახელით - რისთვის ისჯება საქართველო. „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი

გამჭვირვალობის კანონის მიღებამ საგარეო ასპარეზზე ყველაფერი შეცვალა.

შალვა პაპუაშვილი

14 ივლისი 2024, 22:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ მოხდება ვითარების სწორად შეფასება, მათ შორის - საქართველოს როლის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ და გადაწყვეტილებები პოზიტიური კუთხით შეიცვლება

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოხდება ვითარების სწორად შეფასება, მათ შორის, საქართველოს როლის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ და როგორც სწრაფად იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, ასევე სწრაფად შეიცვლება გადაწყვეტილებები პოზიტიური კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

14 ივლისი 2024, 22:30

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი: მთავრობას აქვს 2030 წლამდე გაწერილი კონკრეტული გეგმა, თუ რა შესაძლებლობები უნდა გააჩნდეს საქართველოს თავდაცვის ძალებს და ჩვენ ამ გეგმის შესრულებას მოვახმართ ყველა რესურსს, მათ შორის საბიუჯეტოს

მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა შესაძლებლობები უნდა გააჩნდეს საქართველოს თავდაცვის ძალებს და ეს გეგმა გაწერილია 2030 წლამდე, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

14 ივლისი 2024, 22:13

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან ასხლეტილი 7 პარტია და „ქართული ოცნება“. ეს არის რეალური არჩევანი

ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან ასხლეტილი 7 პარტია და „ქართული ოცნება“. ეს არის რეალური არჩევანი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

14 ივლისი 2024, 22:09

თავდაცვა

თავდასხმა თავდაცვაზე - რა მსგავსებაა დავით კეზერაშვილსა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას შორის, რომელმაც ჯარის 30 მილიონიანი დახმარება არასამთავრობოებსა და ოპოზიციურ მედიებს გადაულოცა

რა მსგავსებაა დავით კეზერაშვილსა და ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილებას შორის. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯარი გაძარცვა და ფული მოჰპარა. ევროკავშირმა კი არ გაძარცვა, მაგრამ საქართველოს თავდაცვისთვის განკუთვნილი 30 მილიონიანი დახმარება არასამთავრობოებსა და ოპოზიციურ მედიებს გადაულოცა.

ირაკლი რუხაძე

14 ივლისი 2024, 21:15

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: სააკაშვილი უკრაინის ჯარის ფორმით დადის და იძახის, მაბრძოლეთო. ეგ რომ გამოვა, სათავეში რომ ჩაუდგება მთავარ პარტიას, რაც არ უნდა ვისაუბროთ, რომ იქ ბევრი სხვა პარტიაა, ყველანი არიან ერთი - „ნაცმოძრაობა“ ან მისი ანასხლეტები

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველი ხალხის ნების გაუთვალისწინებლად, აქ რაღაცები მოხდეს. შესაძლოა, ჩვენ არ გამოგვივიდეს, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხის ნების გათვალისწინებით აეწყოს საქართველოს მომავალი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირის“ სტუდიაში განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

14 ივლისი 2024, 21:11

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ჩვენთან საომარი მოქმედების ატეხა მარტო საქართველოს კი არ ჩაითრევდა, არამედ მთელ რეგიონს, მათ შორის თურქეთსაც

90-იან წლებში ამერიკამ საქართველოში ააშენა მსოფლიოში ყველაზე დიდი საელჩო. მაშინ ეს საოცრება იყო, რომ უცებ ამ პატარა საქართველოში, იმ სიღარიბის პერიოდში ამერიკამ ააშენა მსოფლიოში ყველაზე დიდი საელჩო. 2014 წლის შემდეგ ეს ყველაფერი უკრაინაში გადავიდა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

14 ივლისი 2024, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ვფიქრობ, სანამ უკრაინის ომი არ დასრულდება, ევროკავშირში შესვლა არანაირად არ გადაწყდება - ნატოც და ევროკავშირიც გადაწყდება მას შემდეგ, რაც დალაგდება უკრაინა

ვფიქრობ, სანამ უკრაინის ომი არ დასრულდება, ევროკავშირში შესვლა არანაირად არ გადაწყდება - ეს ჩემი პირადი აზრია. ნატოც და ევროკავშირი გადაწყდება მას შემდეგ, რაც დალაგდება უკრაინა. უკრაინა როგორც კი დალაგდება და იმედია, მალე დალაგდება, ამერიკის არჩევნებამდე, აი, ის წყალი ჩვენც გადმოგვესხმება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირის“ სტუდიაში განაცხადა.

იოანე შაიშმელაშვილი

14 ივლისი 2024, 20:43

პოლიტიკა

იოანე შაიშმელაშვილი ტრამპზე თავდასხმაზე: აუცილებელია გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომ პირველ რიგში, ლიბერალების რადიკალიზმი დასრულდეს და დასავლური დონორებისგან წახალისებული ძალადობა წარსულს ჩაბარდეს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი იოანე შაიშმელაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, ტრამპის მკვლელობის მცდელობა შემთხვევითი არ არის.

ირაკლი რუხაძე

14 ივლისი 2024, 20:38

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: არანაირი მიზეზი არ არსებობს თქვა, რომ საქართველო მიდის რუსეთისკენ. ბიძინა ივანიშვილს 1998 წლის მერე ფეხი არ ჩაუდგამს რუსეთში, 2004 წელს გაყიდა მთავარი აქტივები და დააბანდა დასავლეთში

მაშინ, როცა ამერიკის მთავრობამ რაღაც სანქციები გამოაცხადა საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ მეორე დღეს „ატლანტიკურმა საბჭომ“, რომელიც ზომავს თავისუფლების ხარისხს მსოფლიოში, გაგვხადა მწვანე ქვეყანა, პირველად საქართველოს ისტორიაში, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2024, 20:31

პოლიტიკა

დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია. „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი

აშშ-ის დაარსების დღიდან მოკლულია ოთხი პრეზიდენტი და ერთი კანდიდატი. შტატები, ტრამპის მხარდამჭერები და პრეზიდენტის ოჯახი უდიდეს ტრაგედიას გადაურჩა - 2024 წლის 13 ივლისი ისტორიაში შევა, როგორც ტრამპისთვის ნასროლი ტყვია, რომელიც ამერიკულ დემოკრატიას მოხვდა, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით ,,გლობალური ომის პარტიის“ მიერ ნაზარდ და ნაკვებ ლიბერალიზმს.